25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასწავლო ვიზიტი ცერნის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული, ფიზიკის 18 მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით ცერნის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში იმყოფებოდა.

სასწავლო ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტები. ჯგუფის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიების და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, დირექტორები ესტუმრნენ ციურიხის ერთ-ერთ სკოლას, სადაც მათ საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და პრაქტიკას.

სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები