20 აპრილი, შაბათი, 2024

სასკოლო გარემო

spot_img
მზევინარ შველიძე
რუსთავის ლ. გოთუას სახ. №17 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი

 

 

სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის სასკოლო გარემოს შექმნა. საკლასო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, კლასში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო. განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები, დიდი ხანია, ინტენსიურად სწავლობენ სასკოლო გარემოს, რადგან მიჩნეულია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მარტო მოსწავლეების დისციპლინაზე – ქცევაზე, არამედ მათ აკადემიურ მიღწევებზე.

მასწავლებლის მიერ, კლასში, შექმნილი თბილი, მეგობრული და მშვიდი გარემო მოსწავლეების ისეთი თვისებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას, როგორებიცაა, მაგალითად:

  • ადეკვატურ თვითშეფასება
  • მოტივაცია
  • კლასში ჩართულობა
  • მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა
  • თავდაჯერებულობა
  • პრეზენტაციის უნარი
  • გუნდური (წყვილებში) მუშაობის უნარი

მიმაჩნია, რომ საკლასო ატმოსფეროს შექმნისას, პირველ რიგში, უნდა უნდა დავიწყოთ საკუთარი კლასის მოწყობით, მაგალითად: მერხების, დაფის, კარადების, წიგნების თაროსა და სხვა ნივთების მდებარეობითა და განლაგებით. მასწავლებელმა ისეთი საკლასო გარემო უნდა შექმნას, სადაც მოსწავლეები კომფორტულად იგრძნობენ თავს და  მასწავლებლისადმი, საკუთარი თავისა და თანატოლებისადმი პატივისცემის განცდა გაუჩნდებათ. ჩემთვის, მაგალითად, მერხების ასეთი გეოგრაფიული განლაგება უფრო მოსახერხებელია:

რადგან იცით, რომ სკოლის გარემო ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, სადაც მოსწავლე სწავლობს და სკოლასა და კლასში არსებული ყველა სასწავლო საშუალება, რესურსების ერთობლიობა ხელს უნდა უწყობდეს სწავლებისა და სწავლის პროცესის სწორად წარმართვას, წინასწარ დაგეგმილი მიზნების მისაღწევად. სასწავლო გარემო შედგება ფიზიკური და სოციალური ელემენტებისაგან.

ეფექტიანი სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლებია:

  • ფსიქოლოგიური უსაფრთხოება: მოსწავლეს შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა; მის პიროვნულ თავისებურებებს პატივს სცემენ; გარემო არის მზრუნველი, გულწრფელი და ნდობით აღსავსე;
  • ფიზიკური უსაფრთხოება: მოსწავლის ჯანმრთელობას არ ექმნება საფრთხე;
  • ინკლუზია: სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეები პატივს სცემენ ერთმანეთს და მშვიდობიანად თანაარსებობენ და სწავლობენ ერთ გარემოში;
  • ინტერაქტიული საკლასო გარემო: გარემო, სადაც მასწავლებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს, მოსწავლეები კი ერთმანეთთან თანამშრომლობითა და „აღმოჩენებით“ სწავლობენ. ეფექტიანი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები