24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

spot_img

ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №2 სა­ჯა­რო სკო­ლა, რო­მე­ლიც მი­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გმი­რის – მა­მუ­კა სა­მა­კაშ­ვი­ლის სა­ხელს ატა­რებს, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა (დი­რექ­ტო­რი – ნარ­გიზ ფირ­ცხა­ლა­ვა, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე – გი­ორ­გი ბე­ნი­ძე). სკო­ლა­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა. აქ ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა სა­ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, დის­პუ­ტე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მოწყო­ბა.

სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა და პე­და­გო­გე­ბი დრო­სა და ენერ­გი­ას არ იშუ­რე­ბენ, რა­თა აღ­საზ­რ­დე­ლებ­მა, ბე­ჯით სწავ­ლას­თან ერ­თად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­მო­ი­ყე­ნონ დრო. ამის დას­ტუ­რად სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა თუ ცალ­კე­უ­ლი საგ­ნე­ბის კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი უამ­რა­ვი ნაშ­რო­მი გა­მოდ­გე­ბა.

სკო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი – „სუფ­თა გა­რე­მო“, რომ­ლის ავ­ტო­რია ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გი, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი ეთერ გე­რა­ძე. გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ გუნ­დ­ში, აღ­მ­ზ­რ­დე­ლებ­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლი არი­ან სკო­ლის დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია ის­ტო­რი­ის პე­და­გო­გი მზია მა­ი­სუ­რა­ძე, ხო­ლო კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ნა გო­ლე­თი­ა­ნი. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა ცალ­კე, გან­ყე­ნე­ბუ­ლად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­მედ ხდე­ბა მი­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბა სხვა საგ­ნებ­თან.

აპ­რი­ლის ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, სკო­ლის მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­ფორ­მე­ბულ ფო­ი­ე­ში, თა­ვი მო­ი­ყა­რეს კლუ­ბის „ფე­ნიქ­სი“ წევ­რებ­მა. შეკ­რე­ბა გახ­ს­ნა პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, თა­ვი­სი საგ­ნის პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა, მა­რი­ნა გო­ლე­თი­ან­მა, რო­მე­ლიც ათე­უ­ლო­ბით წლე­ბია გე­ოგ­რა­ფი­ის სიყ­ვა­რულს უნერ­გავს მო­მა­ვალ თა­ო­ბას. გარ­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­სა, იგი სხვა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია.

ამ დღეს, მარ­თ­ლაც უჩ­ვე­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს: „ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვიც­ვათ დე­და­მი­წა, ხმე­ლე­თი, ჰა­ე­რი, წყა­ლი“, კი­დევ ერ­თხელ გა­მოჩ­ნ­და, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა დამ­ზად­დეს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, რო­მელ­თა ნი­მუ­შე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მო­ზარ­დე­ბი ზრუ­ნა­ვენ არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი სკო­ლის ეზო-გა­რე­მოს კე­თილ­მოწყო­ბა­ზე, არა­მედ სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქა­ლაქ-კუ­რორ­ტის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი­სა და მის ირ­გ­ვ­ლივ ჩა­მა­ვა­ლი არ­ხის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გაწ­მენ­და-გა­სუფ­თა­ვე­ბის სა­ქემ­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სტუმ­რობ­დ­ნენ მე­გობ­რე­ბი და მშობ­ლე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­ფა­სებ­ლე­ბი, სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი – ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კლუ­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, USAID-ის სა­მოქ­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში – ლა­ნა თო­თა­ძე და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი – ნუგ­ზარ კოხ­რე­ი­ძე. მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტე­ბის, ნარ­ჩე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის ლარ­ნა­კე­ბის, საყ­ვა­ვი­ლე ქოთ­ნე­ბის, ყუ­ლა­ბე­ბის, ჭა­ღე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია მო­აწყ­ვეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იმ მოს­წავ­ლე­თა შრო­მა და მონ­დო­მე­ბა, რომ­ლე­ბიც სკო­ლის დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბი­სა და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან, აგ­რეთ­ვე პე­და­გო­გე­ბის: მე­დეა მო­დე­ბა­ძის (სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კა­თედ­რა), ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­თედ­რის წევ­რე­ბის: ნი­ნე­ლი კუ­ხა­ლაშ­ვი­ლის, თი­ნა­თინ ჩიხ­ლა­ძის, ნი­ნო ჭუ­რა­ძის, ნა­თე­ლა კო­ღუ­აშ­ვი­ლის, ნი­ნო კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დი­დი შრო­მა და ღვაწ­ლი. ასე რომ, სკო­ლა, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულ, ქალ­ბა­ტონ­მა ლა­ნამ და ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ­მა გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი დიპ­ლო­მე­ბი­თა და სა­პა­ტიო სი­გე­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვეს; სა­ქე­ბა­რი სიტყ­ვე­ბი არ და­ი­შუ­რეს პე­და­გო­გე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბუ­ნე­ბის ნორ­ჩი მოყ­ვა­რუ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ესო­დენ სა­ინ­ტე­რე­სო და მე­ტად სა­ჭი­რო საქ­მეს აკე­თე­ბენ.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ბე­ნი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და რო­გორც სტუმ­რებს, ასე­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, პე­და­გო­გებს და იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ საგ­ნობ­რივ სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, კვლავ დი­დი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას.

ომარ ჭუმ­ბუ­რი­ძე
ვე­ტე­რა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები