24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სამეცნიერო კომიქსების კონკურსი

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ახალგაზრდებისთვის და ამ გზით, ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისევე, როგორც სამეცნიერო კომიქსის ჟანრისა და სამეცნიერო თემების გააქტიურებას ქართულ სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს. საკონკურსო მასალების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 3 ნოემბრამდე გასტანს. გამარჯვებულები 10 ნოემბერს გამოვლინდებიან. კონკურსის შედეგად საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული – 1500 ლარს, II ადგილზე – 1000 ლარს, III ადგილზე  – 700 ლარს.

👉👉 სამეცნიერო კომიქსების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=962

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის, 12 ოქტომბერს, გაიმართება მასტერკლასი სამეცნიერო კომიქსის შექმნის თემაზე, რომელიც კონკურსანტებს ჟანრის სპეციფიკას გააცნობს. კონკურსის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები გამოიცემა სამეცნიერო კომიქსების კრებულის სახით.

„სამეცნიერო კომიქსების კონკურსი“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ახორციელებს. შედეგად, ქართული სამეცნიერო, სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცე გამდიდრდება სამეცნიერო თემატიკის კომიქსებით, რაც, შემეცნებითი და სახალისო ფორმატის მეშვეობით, ბავშვებისა და ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებასა და სამეცნიერო თემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მეცნიერების მიმართულების ხელშეწყობა და მეცნიერების პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში, არაერთი აქტივობა, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები ხორციელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები