16 აპრილი, სამშაბათი, 2024

საკუთარ თავს ოცნებები შენ თვითონ უნდა აუხდინო

spot_img
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში″ სტუმარია მაია ინ­გო­როყ­ვა, იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი
? მაია, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი… გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მაკ­ვა­ნეთ­ში, ჩე­მი სოფ­ლის სკო­ლა­ში მი­ვი­ღე. მე-6 კლა­სი­დან სწავ­ლა თბი­ლის­ში გან­ვაგ­რ­ძე, რად­გან ოჯა­ხი სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. თბი­ლის­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, სკო­ლა­ში სა­ნი­მუ­შო მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ. ძი­რი­თა­დად, იმ საგ­ნებს ვსწავ­ლობ­დი, რო­მე­ლიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მა­ში­ნაც ვფიქ­რობ­დი და დღე­საც ვფიქ­რობ, რომ საგ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი მას­წავ­ლე­ბელს აკის­რია. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს მოს­წავ­ლეს სა­ფიქ­რა­ლი აღუძ­რას და და­ეხ­მა­როს მის­თ­ვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი სამ­ყა­როს უკეთ გაც­ნო­ბა­ში. ასე­ვე გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, სკო­ლის ან რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლებ­ლის გავ­ლე­ნით არ ამირ­ჩე­ვია ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია. ჩემს არ­ჩე­ვან­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ფონ­დ­მა „თბი­ლი­სის მო­ზარ­დ­თა სახ­ლი“ და პე­და­გოგ­მა თა­თა სა­ხე­ლაშ­ვილ­მა. ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი გა­ვა­ტა­რე და ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. იქ და­ვინ­ტე­რეს­დი ჟუ­ნა­ლის­ტი­კი­თაც. დღემ­დე ვთვლი, რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სიაა და თუ ოდეს­მე სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, აუცი­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვებ ამ სფე­რო­ში.
? სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რ­ძე­ლებ, შემ­დეგ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
სკო­ლის შემ­დეგ სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, უფ­რო სწო­რად ეს იყო სას­წავ­ლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს შე­უ­ერ­თ­და და დღემ­დე არ­სე­ბობს, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი — ზუ­რაბ ოშ­ხ­ნე­ლი. მი­ხა­რია, რომ იქ მოვ­ხ­ვ­დი. ჩვენ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არა მარ­ტო თე­ო­რი­უ­ლად გვეს­წავ­ლა, არა­მედ პრაქ­ტი­კა­ში გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბაც, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სტუ­დენ­ტებს არ აქვთ. გარ­და ამი­სა, ეს იყო პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მომ­წონ­და და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი მეს­წავ­ლა და ვბე­ჯი­თობ­დი. რომ არა გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, აუცი­ლებ­ლად ვიქ­ნე­ბო­დი ამ პრო­ფე­სი­ა­ში. შექ­მ­ნის და ძი­ე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს, ვიდ­რე ის, რაც ზე­და­პირ­ზე დევს, დე­ტა­ლე­ბის ძი­ე­ბა ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ამ პრო­ფე­სი­ა­საც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა.
გერ­მა­ნი­ა­ში ექ­ვ­სი წლის ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ორი სე­მეს­ტ­რის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით, დავ­ბ­რუნ­დი თბი­ლის­ში, ამ­ჟა­მად, გაც­ვ­ლი­თი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ვარ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და ვთქვა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმა­ზე მძი­მე დამ­ხ­ვ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დი. მით უფ­რო, თუ გერ­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შე­ვა­და­რებთ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს კი­დევ ბევ­რი აქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მათ შო­რის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­საც, რომ სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­ურ და XXI სა­უ­კუ­ნის მოთხოვ­ნებს მიჰ­ყ­ვ­ნენ. ცხა­დია, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს აქაც შევ­ხ­ვ­დი, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის მიზ­ნით უფ­რო მო­დი­ო­და ლექ­ცი­ა­ზე, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლით. გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ, იენის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხში­რად შემ­ხ­ვედ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ლექ­ცი­ებს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით ატა­რე­ბენ და ახ­ს­ნის დროს გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი არ უდევთ წინ.
? მაია, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. მი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ფრიდ­რიხ ში­ლე­რის სა­ხე­ლო­ბის იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტი?
კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ გერ­მა­ნია და იქ სწავ­ლა, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ მქო­ნია. თუმ­ცა, ჩე­მი მი­ზა­ნი ყო­ველ­თ­ვის გერ­მა­ნია იყო. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სკო­ლა­ში გერ­მა­ნულ ენას ვწავ­ლობ­დი და სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ მოხ­ვედ­რა შე­და­რე­ბით იოლი იყო. ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს, რო­მელ­საც ზო­გი მარ­ტი­ვად გა­დის, ზო­გი რთუ­ლად. თუმ­ცა, გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ სტუ­დენ­ტებს, ძი­რი­თა­დად, ერ­თ­ნა­ი­რი ის­ტო­რი­ე­ბი გვაქვს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა არც ისე მარ­ტი­ვია. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა ენის კარ­გად ფლო­ბა და სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა. უნ­და იარო ენის კურ­სებ­ზე, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რია. რო­ცა ოჯა­ხი­დან დახ­მა­რე­ბას ვერ იღებ, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბა გი­წევს, რაც საკ­მა­ოდ დიდ შრო­მას და ენერ­გი­ას მო­ითხოვს.
? უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად?
დი­ახ, გერ­მა­ნი­ა­ში სტუ­დენ­ტებს გვაქვს უფ­ლე­ბა, წე­ლი­წად­ში 120 სრუ­ლი დღე ან 240 ნა­ხე­ვა­რი დღე, ვი­მუ­შა­ოთ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ფი­ნან­სუ­რად თა­ვად უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფ სა­კუ­თარ თავს და არა­ვის­ზე არ ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მი­წევს მუ­შა­ო­ბაც. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, თუმ­ცა სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ვე­ღარ უძ­ლებს ასეთ დატ­ვირ­თ­ვას და სწავ­ლას წყვეტს. მეც ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­მი­წია, სა­ნამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, თუმ­ცა ჩემ გარ­შე­მო ყო­ველ­თ­ვის იყ­ვ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარ­ში მედ­გ­ნენ და მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში. უცხო­ეთ­ში, სწავ­ლის პა­რა­რე­ლუ­რად, ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი მუ­შა­ობს, ასე რომ ამა­ზე წუ­წუ­ნი ჩე­მი მხრი­დან უხერ­ხუ­ლია. მეც ბევ­რ­ჯერ მქო­ნია რთუ­ლი პე­რი­ო­დი და მი­ფიქ­რია სწავ­ლის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა, მაგ­რამ ასე ხომ მთე­ლი ჩე­მი შრო­მა წყალ­ში უნ­და ჩა­მე­ყა­რა. ამი­ტომ არას­დ­როს შე­მიწყ­ვე­ტია ბრძო­ლა. ყო­ველ­თ­ვის სა­კუ­თარ თავს ვამ­ხ­ნე­ვებ, რაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.
? გვი­ამ­ბე იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1558 წელს და­არ­ს­და და სიძ­ვე­ლით, რი­გით მე­ო­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტია გერ­მა­ნი­ა­ში. აქვს სას­წავ­ლო კურ­სე­ბის ძა­ლი­ან ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი და ჰყავს 20000-მდე სტუ­დენ­ტი. მე ვსწავ­ლობ პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის და კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დი­დი ხა­ნია, და­მე­გობ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან, კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტს ძა­ლი­ან უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან. სტუ­დენ­ტე­ბის სიმ­ცი­რის გა­მო იყო და­ხურ­ვის საფ­რ­თხე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით და­ტო­ვეს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნია და იმ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეს­ვ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ხა­რებს ხოლ­მე. მე­ოთხე სე­მეს­ტ­რი დავ­ხუ­რე, სა­ნამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წა­მო­ვი­დო­დი, Erasmus+ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ამ­ჟა­მად აკა­დე­მი­უ­რი სე­მეს­ტ­რი მაქვს — გარ­კ­ვე­ულ საგ­ნებს ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­დი­ვარ. ზო­გა­დად, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და პრო­ფე­სო­რე­ბი თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს ეხ­მა­რე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ. გერ­მა­ნუ­ლი რთუ­ლი ენაა და ის საგ­ნე­ბი, რა­საც მე გავ­დი­ვარ, მო­ითხოვს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვას, გა­აზ­რე­ბას და, სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს, რე­ფე­რა­ტე­ბის წე­რას, რაც ზოგ­ჯერ თა­ვად გერ­მა­ნე­ლებ­საც კი უჭირთ. იქ ყვე­ლა სტუ­დენტს ეხ­მა­რე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რად და უდ­გა­ნან მხარ­ში, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს.
? იენის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვის დრო­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი და რა იცი მათ შე­სა­ხებ?
იენის უნი­ვერ­სი­ტეტს ბევ­რი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის, გო­ე­თე, 1789 წლი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი იყო; ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი პო­ე­ტი ფრიდ­რიხ ში­ლე­რი, რომ­ლის სა­ხელ­საც ატა­რებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იდე­ა­ლის­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ცენ­ტ­რად აქ­ცი­ეს იენა ჰე­გელ­მა და შე­ლინ­გ­მა. ასე­ვე, იენის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სხვა­დას­ხ­ვა დროს, სწავ­ლობ­დ­ნენ: კარლ მარ­ქ­სი, ოტ­ტო შო­ტი, ერნსტ აბ­ბე, არ­ტურ შო­პენ­ჰა­უ­ე­რი, კარლ ცა­ი­სი, ნო­ვა­ლი­სი, ჰა­ინ­რიხ ვე­ბე­რი, პე­ტერ ბო­ლე­რი, ვილ­ჰელმ ჰუმ­ბოლ­დ­ტი და სხვე­ბი.
? რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ლექ­ტორ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის, მინ­და ერ­თ­გ­ვა­რი შე­და­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სო­რებს, თა­ვი­ან­თი რე­გა­ლი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არი­ან ძა­ლი­ან მე­გო­ბრუ­ლე­ბი, უშუ­ა­ლო­ე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, და­გა­ინ­ტე­რე­სონ თა­ვი­ან­თი საგ­ნით. ყო­ველ­თ­ვის მზად არი­ან და­გეხ­მა­რონ. „ზე­მო­დან ყუ­რე­ბის“ მო­მენტს ვერ იგ­რ­ძ­ნობ მათ­გან, პი­რი­ქით, სულ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კითხ­ვის დას­მა არ უნ­და მო­გე­რი­დოს, არც იმის ში­ში გქონ­დეს, რომ რა­მეს არას­წო­რად იტყ­ვი და ვინ­მე ამის გა­მო დაგ­ცი­ნებს. მე მქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი ჩე­მი ერთ-ერ­თი პრო­ფე­სო­რი სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით მიხ­ს­ნი­და რო­გორ შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა და­ვა­ლე­ბა. ხში­რად იწ­ვე­ვენ ლექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ერ­თი სე­მეს­ტ­რი რჩე­ბი­ან ან მთე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე გა­დაბ­მუ­ლად კითხუ­ლო­ბენ ლექ­ცი­ებს, ზო­გი ერ­თი დღით ჩა­მო­დის. სა­შო­ბა­ოდ ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან მე­გობ­რულ გა­რე­მო­ში, მი­ირ­თ­მე­ვენ ტრა­დი­ცი­ულ გერ­მა­ნულ თბილ ღვი­ნოს და სა­შო­ბაო ნამ­ცხ­ვარს. ამ დროს პრო­ფე­სო­რე­ბი კი­დევ უფ­რო უშუ­ა­ლო­ე­ბი არი­ან, ზო­გი სა­შო­ბაო ზღაპ­რებს გვი­კითხავს, ზო­გი გვიმ­ღე­რის და ა.შ. იენის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­დევ ერ­თი ტრა­დი­ციაა, ლექ­ცი­ის თუ სე­მი­ნა­რის ბო­ლოს, სტუ­დენ­ტიც და პრო­ფე­სო­რიც მა­გი­და­ზე აკა­კუ­ნე­ბენ, ამით მად­ლო­ბას უხ­დი­ან ერ­თ­მა­ნეთს დას­წ­რე­ბის­თ­ვის.
ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ ორი სე­მეს­ტ­რით ვარ და ამი­ტომ ბევრ ლექ­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მი­წევს. რამ­დე­ნი­მე ლექ­ტო­რი მო­მე­წო­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­თი ლექ­ცი­ის მოს­მე­ნა და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ლექ­ცი­ებ­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით ლექ­ტო­რე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მო­დის. არა­და, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენტს მა­სა­ლის და­მუ­შა­ვე­ბა­ში, რად­გან ახ­ს­ნის დროს შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის ჩა­წე­რა ვერ მო­ას­წ­რო ან გა­მოგ­რ­ჩეს.
ასე­ვე ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ვე­ლი ლექ­ცი­ის თუ სე­მი­ნა­რის დაწყე­ბის წინ სი­ის ამო­კითხ­ვა. მეს­მის, რომ ამა­ში შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლა იწე­რე­ბა და ერ­თ­გვა­რი კონ­ტ­რო­ლის მე­თო­დია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დი­დი დრო მი­აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ აუდი­ტო­რია მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნია. დას­წ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სხვა უფ­რო მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. ჩე­მი აზ­რით, ეს ლექ­ტორ­სა და სტუ­დენტს შო­რის ნდო­ბის ფაქ­ტო­რის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.
? რა რო­ლი უჭი­რავს გერ­მა­ნი­ა­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის თე­მა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხია. გერ­მა­ნი­ა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რე სახ­ლია. სახ­ლ­ში მხო­ლოდ და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დი­ხარ. და­ნარ­ჩენ დროს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ატა­რებ. შე­სა­ბა­მი­სად, იქ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტუ­დენ­ტებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. იქ უფ­რო მე­ტი სა­ჭი­რო წიგ­ნია, უფ­რო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია ონ­ლა­ინ სის­ტე­მა, რად­გან მათ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა იყი­დონ ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ან თარ­გ­მ­ნონ, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბაც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს არ აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, აქ რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი, ასე­ვე უცხო­უ­რე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის სიმ­ცი­რეა. ყვე­ლა­ზე არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი ჩემ­თ­ვის მა­ინც „ჩა­კე­ტი­ლი წიგ­ნე­ბია“, არ შე­გიძ­ლია თა­რო­ებს შო­რის თა­ვი­სუფ­ლად იარო და აირ­ჩიო ლი­ტე­რა­ტუ­რა. აქ უნ­და მო­ითხო­ვო კონ­კ­რე­ტუ­ლი წიგ­ნი, თუ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს არ და­ე­ზა­რა, მო­გი­ტანს თუ არა­და, მი­გი­თი­თებს სად დევს და თვი­თონ აიღებ. არა­და, რო­ცა წიგ­ნებ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­ცა თა­რო­ებ­ზე შენ თვი­თონ ეძებ, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნო და ისეთ თე­მა­ზე და­ფიქ­რ­დე, რაც მა­ნამ­დე თავ­ში აზ­რა­დაც არ მო­გი­ვი­დო­და. აქ წიგ­ნებს სახ­ლ­შიც არ გა­ტა­ნენ, მხო­ლოდ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­გიძ­ლია კითხ­ვა.
? რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?
ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­და­რე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბა, რად­გან ისი­ნი, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით ბევ­რად წინ არი­ან. მათ, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უფ­რო მე­ტი რე­სურ­სი აქვთ იმის­თ­ვის, რომ იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვად ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მის პრო­ცეს­შია. იმის­თ­ვის, რომ წელ­ში გა­ვი­მარ­თოთ, გვჭირ­დე­ბა სწო­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ იმ დო­ნეს, რო­მე­ლიც აქვთ ევ­რო­პის არა მარ­ტო წარ­მა­ტე­ბულ, არა­მედ რი­გით უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ბევ­რად ძვი­რია.
შე­ნო­ბე­ბი უნ­და მო­წეს­რიგ­დეს, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­მა უფ­რო მე­ტი წიგ­ნი უნ­და შე­ი­ძი­ნონ, სტა­ტი­ე­ბი და წიგ­ნე­ბი უნ­და ითარ­გ­მ­ნოს, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი უნ­და ჰქონ­დეთ. არ შე­იძ­ლე­ბა ერთ სა­განს მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი ავ­ტო­რის ერ­თი წიგ­ნით გა­დი­ო­დე. თუმ­ცა, ამის მოთხოვ­ნა თვი­თონ სტუ­დენ­ტებს უნ­და გა­უჩ­ნ­დეთ.
? რო­გორც ვი­ცი, 2016 წლი­დან, გერ­მა­ნი­ა­ში, იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თ­ველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა და­ა­არ­სეთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, კერ­ძოდ რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვით და რა არის ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მი­ზა­ნი?
იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და­მე­გობ­რე­ბუ­ლია, უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია, იენა­ში ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტია, რო­მე­ლიც სრუ­ლად იქ ირიცხე­ბა ან სხვა­დას­ხ­ვა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­მო­დის. 2016 წელს და­არ­ს­და სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ლი­ლეო“, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს გა­ვაც­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო. ორი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ტარ­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ჩვენ, იქ მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ელ­ჩე­ბი ვართ და ვის რო­გორ შე­უძ­ლია ისე ვაც­ნობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უცხო­ელ მე­გობ­რებს.
? სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­მე­ლი დარ­გია ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­პუ­ლა­რული?
სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ცა სა­ლექ­ციო პე­რი­ო­დია, გა­მოც­დე­ბი და თან ვმუ­შა­ობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ძა­ლი­ან ცო­ტა მრჩე­ბა, ძი­რი­თა­დად, ვცდი­ლობ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო. არ­და­დე­გებ­ზე კი, ვმოგ­ზა­უ­რობ. სტუ­დენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა ასე­თია, ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვ­ლით — უნი­ვერ­სი­ტე­ტი-ბიბ­ლი­ო­თე­კა, პა­რას­კევს სა­ღა­მოს ან შა­ბათს შე­გიძ­ლია თავს უფ­ლე­ბა მის­ცე და გა­ერ­თო. გერ­მა­ნი­ა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გარ­და, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლე­ბი. იქ თან სწავ­ლობ, თან მუ­შა­ობ და შე­მო­სა­ვა­ლი გაქვს. სა­ხე­ლი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ხედ­ვით პრო­ფე­სი­ას არ ირ­ჩე­ვენ, იქ ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პრაქ­ტი­კა­ში. მე­დი­ცი­ნა, ეკო­ნო­მი­კა, იურის­პ­რუ­დენ­ცია, პე­და­გო­გი­კა, ასე­ვე, ტექ­ნი­კუ­რი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო სფე­რო­ე­ბი, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა კითხ­ვას, სად ვა­პი­რებ მო­მა­ვალ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბას, ამა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არ მაქვს. ზო­გა­დად, ჩე­მი გეგ­მე­ბი ხში­რად იც­ვ­ლე­ბა, ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად შე­ვი­ტა­ნე სტი­პენ­დი­ა­ზე გა­ნაცხა­დი და სპონ­ტა­ნუ­რად მი­ვი­ღე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წა­მოს­ვ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რაც ბევ­რის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი იყო. ასე­ვე არ ვი­ცი რას ვი­ზამ, რო­ცა იენა­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი. ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბაა. მე­რე რა იქ­ნე­ბა, არ ვი­ცი. ზო­გა­დად რა მინ­და, ვი­ცი, მაგ­რამ ხში­რად ისე არ არის, რო­გორც გვინ­და.
? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
ვერ გეტყ­ვით, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბელს გა­აჩ­ნია, თუ მას უნ­და, რომ ჰყავ­დეს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი, ალ­ბათ, ითა­მა­შებს. ჩემ­თ­ვის საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი, სამ­წუ­ხა­როდ, არ არის.
რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.
პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა სურ­ვი­ლი, მონ­დო­მე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, რომ შენ ეს შე­გიძ­ლია. თუ ერ­თხელ მა­ინც შე­გე­პა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ეჭ­ვი, ვე­რას­დ­როს ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. არ უნ­და და­ე­ლო­დო, რომ ვინ­მე ხელს გა­მო­გიწ­ვ­დის და ცხოვ­რე­ბას გა­გი­მარ­ტი­ვებს. ვერც უცხო ენას ის­წავ­ლი­ან შენ მა­გივ­რად, ვერც გა­მოც­დებს ჩა­გი­ბა­რე­ბენ და ვერც იმუ­შა­ვე­ბენ. სა­კუ­თარ თავს ოც­ნე­ბე­ბიც შენ თვი­თონ უნ­და აუხ­დი­ნო და ცხოვ­რე­ბაც შენ თვი­თონ უნ­და გა­უ­მარ­ტი­ვო.
? რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ხარ, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?
მე­ნატ­რე­ბა ის, რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია — ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი. ექვს წელ­ზე მე­ტია გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ. ის პე­რი­ო­დი, რო­ცა პიროვნებად ყა­ლიბ­დე­ბი, გი­ყა­ლიბ­დე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვი­ა­რე. ვერც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი ხში­რად. კონ­ტაქ­ტის შემ­ცი­რე­ბამ რა­ღაც დო­ზით გა­უცხო­ე­ბაც გა­მო­იწ­ვია. რო­ცა დრო გა­დის, ხვდე­ბი რო­გო­რი ძვირ­ფა­სია ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შენ­თ­ვის და გე­ნა­ნე­ბა მათ გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუ­თი.
? და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც ევ­რო­პამ მოგ­ცა?
რო­ცა შორს ხარ, სხვა ფა­სი ედე­ბა სამ­შობ­ლოს, რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ, ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა ევ­რო­პა­ში, უფ­რო მე­ტად გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, ასე­თი იყოს შე­ნი სამ­შობ­ლოც. ევ­რო­პამ რომ კა­რი გაგ­ვი­ღო, ამის მა­გა­ლი­თი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ციაა. მარ­თა­ლია, გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ სტუ­დენ­ტებს მა­ინც გვჭირ­დე­ბა იქ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა და სხვა სა­ბუ­თით გა­და­ვად­გილ­დე­ბით, მაგ­რამ აპ­რილ­ში ქუ­თა­ი­სი­დან რომ გავ­ფ­რინ­დი ბერ­ლინ­ში, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­ცა ვხე­დავ­დი რო­გორ უპ­რობ­ლე­მოდ ატა­რებ­დ­ნენ მე­საზღ­ვ­რე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ეუბ­ნე­ბო­დენ — მობ­რ­ძან­დით. ახ­ლა უკ­ვე ჩვენ­ზეა, რო­გორ ვუ­პა­სუ­ხებთ ამ ნდო­ბას. ჩე­მი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, დი­დი რო­ლი ითა­მა­შა გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბამ. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და. კარ­გია, რო­ცა ქვეყ­ნი­დან გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვა, მე­რე შე­გიძ­ლია რა­ღა­ცე­ბი ერ­თ­მა­ნეთს შე­ა­და­რო და უფ­რო მიხ­ვ­დე რა მოგ­წონს და რა არა, რა უფ­რო ღი­რე­ბუ­ლია და რა არა. შე­იძ­ლე­ბა ად­რე რაც ძვირ­ფა­სად მი­გაჩ­ნ­და, ფა­სი და­კარ­გოს, სხვა თვა­ლით შე­ხე­დო. ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბამ მსოფ­ლიო აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან ბევრს სწავ­ლობ. სწო­რედ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მას­წავ­ლა, რომ ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა არც ისე რთუ­ლი ყო­ფი­ლა, ვნა­ხე ქა­ლა­ქე­ბი და ქვეყ­ნე­ბი, მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი­დან რომ ვი­ცო­დი და ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ ერთ დღეს, იქ მეც მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, დღე­საც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ ამის­თ­ვის.
ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები