29 მარტი, პარასკევი, 2024

საკონფერენციო ნიმუში ქიმიის მასწავლებლებისთვის

spot_img

გოჩა შეყილაძე

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი

 

„ახალი განათლება“ აგრძელებს მასწავლებელთა რაიონულ და ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეთა მხარდასაჭერად სარეკომენდაციო ხასიათის მასალების გამოქვეყნებას. ამჯერად წარმოგიდგენთ ქიმიის პედაგოგებისთვის სასარგებლო სტატიას, რომელიც შექმნილია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის, გოჩა შეყილაძის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, ქალბატონ თეა მათითაიშვილის მხარდაჭერით.

კონფერენციაზე მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი თემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ნაშრომის პრეზენტაციისთვის განკუთვნილია, მაქსიმუმ, 20 წუთი – რა ფორმითაც არ უნდა იქნეს წარმოდგენილი, უმჯობესია, მინიმალურ დროში იყოს გაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუდიტორიისთვის მოსაწყენი ხდება. პრეზენტაცია შეიძლება მომზადდეს ყველა იმ ფორმატით, რომელიც თავსებადია მაიქროსოფტის სისტემისთვის და ეფექტიანი -ციფრული წარდგენისთვის (ვორდი, პრეზი, პოვერ პოინტი და სხვა). დასაშვებია სხვა ოპერაციული სისტემების გამოყენებაც.
  1. ნაშრომი უნდა წარმოაჩენდეს კონკრეტული მოსწავლეების/კლასის მიღწევების ანალიზს – პრეზენტაცია შეეხება კონკრეტულ „ქეისს“, მაგრამ არ უნდა მოხდეს მოსწავლის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, „დაუბლარავი“ ფოტო, ვიდეომასალა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ უნდა წარმოვადგნოთ!).
  2. ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს და იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მაგალითებით (მოსწავლეების პასუხები, მოსწავლეების ნაშრომები) გაჯერებული – პრეზენტაციაში ნაჩვენები შემოქმედებითი პროდუქტი და დავალების შესრულებამდე განვლილი ეტაპები, ნაბიჯები რეალური სასწავლო პროცესის ამსახველი უნდა იყოს. დავალების ხარისხზე მეტად საინტერესოა მასწავლებლის უკუკავშირი (ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომელ დონეზეა მოსწავლე კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და რას ვაკეთებთ უკეთესი დონის მისაღწევად).
  3. ნაშრომში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს:

♦ ზოგადი ინფორმაცია კლასის შესახებ (მაგალითად, მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა);

♦ რა ცოდნის კონსტრუირებას ისახავდა მიზნად მასწავლებელი.

5. პრეზენტატორი უნდა ოპერირებდეს იმ ცნებებითა და ტერმინებით, რომლის საფუძველზეც ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღიწერება გრძელვადიანი მიზნების სტრუქტურა (მაგალითად, საფეხურის შედეგი, სამიზნე ცნება, ქვეცნება), სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები (სწავლა-სწავლების 5 პრინციპი) და მოსწავლის ემოციურ-სოციალური განვითარება (ფუნქციურ-კომპონენტური უნარები).

 

შენიშვნა: ცხრილში მითითებული ელექტრონული რესურსები ⇓⇓⇓

https://www.youtube.com/watch?v=tiJQYanfO1Ihttps://www.youtube.com/watch?v=NXl_epeuKsk

ექსპერიმენტის ჩატარების ინსტრუქცია ⇒ http://ქიმიური რეაქციის ტიპები
რესურსები ექსპერიმენტის ჩასატარებლად ⇓

⇒  https://www.youtube.com/watch?v=hx8In3sjzvg&t=5s

  ქიმიური რეაქციების ტიპები | CK-12 Foundation (ck12.org)

ტელესკოლის გაკვეთილი ⇓

ქიმიურ რეაქციათა ტიპები – https://1tv.ge/video/qimia-ix-klasi-tema-qimiuri-reaqciis-tipebi-18-maisi-2020-teleskola

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები