18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საკ­ვე­ბით თა­მა­ში

spot_img

სოფო მელაძე

ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი

 

„არა­ფე­რი აერ­თი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნებს ისე, რო­გორც კარ­გი საკ­ვე­ბი.“

ხში­რად ბავ­შ­ვებს, ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე, გარ­კ­ვე­უ­ლი კვე­ბი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი ახა­სი­ა­თებთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 3 წლის ასაკ­ში „ნე­ო­ფო­ბია“, რო­მე­ლიც ახა­ლი საკ­ვე­ბის შიშს გუ­ლის­ხ­მობს ან, შე­საძ­ლე­ბე­ლია, „უჭ­მე­ლო­ბა“ კავ­შირ­ში იყოს ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვებ­თან (იგუ­ლის­ხ­მე­ბა კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ნე­რე­ბი, უნარ-ჩვე­ვე­ბი, ქცე­ვი­თი პა­ტერ­ნე­ბი), ასე­ვე, სენ­სო­რულ ან ორალ-მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­თან.

ხში­რად მშობ­ლე­ბი კვე­ბით დარ­ღ­ვე­ვებს ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბას, ორ­გა­ნულ და­ზი­ა­ნე­ბებს ან მის სი­ჯი­უ­ტეს უკავ­ში­რე­ბენ. რე­ა­ლუ­რად კი, კვე­ბი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი იმ­დე­ნად კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია, რომ რთუ­ლია მი­სი რა­ი­მე სა­ხის დი­ქო­ტო­მი­ა­ში მო­თავ­სე­ბა.

ბავ­შ­ვ­თა პე­დი­ატ­რის, დოქ­ტორ ქეი. ა. ტუ­მის აზ­რით, ბავ­შ­ვ­თა უჭ­მე­ლო­ბა შეგ­ვიძ­ლია „აის­ბერ­გის წვე­რად“ მი­ვიჩ­ნი­ოთ, ხო­ლო უჭ­მე­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბი კი იმ ძი­რად, რო­მე­ლიც წყალ­შია და­ფა­რუ­ლი. დოქ­ტორ ტუ­მიმ შე­ი­მუ­შა­ვა კვე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი ორალ-სენ­სო­რუ­ლი მიდ­გო­მა – FEEDING SOS.

ეს მიდ­გო­მა ეფუძ­ნე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ კვე­ბის, რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი, სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სარ­გებ­ლო პრო­ცე­სის ხელ­შე­საწყო­ბად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ოჯახ­ზე ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, სა­დაც კვე­ბა სა­ხა­ლი­სო პრო­ცე­სია, ხო­ლო ბავ­შ­ვე­ბი კვე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა იმი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს ბავ­შ­ვის კომ­ფორ­ტის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ზე კვე­ბის პრო­ცეს­ში და არას­ტ­რე­სუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე. დოქ­ტორ ტუ­მი სვამ­და კითხ­ვას, თუ ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შ­ვებ­თან, სწავ­ლე­ბი­სას, თა­მა­შის ფორ­მას ვი­ყე­ნებთ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა კვე­ბის დრო­საც გა­მო­ვი­ყე­ნოთ თა­მა­შის სტრა­ტე­გია. რა­ტომ­ღაც მშობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა ვი­თა­მა­შოთ, მაგ­რამ რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი მა­გი­დას მი­უს­ხ­დე­ბი­ან, კვე­ბის დროს, ყვე­ლა­ფე­რი სე­რი­ო­ზულ ელ­ფერს იძენს. „კვე­ბის დროს თა­მა­ში ვის გა­უ­გია?!“, „ნუ თა­მა­შობ, ჭა­მე“ – ხში­რად მო­ის­მენთ ასეთ ფრა­ზებს.

კვე­ბის პრო­ცე­სი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მდი­და­რი სენ­სო­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ტა­ნია, სა­დაც მათ შე­ხე­ბა აქვთ სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ს­ტუ­რებ­თან, ფე­რებ­თან, სუ­ნებ­თან, გე­მო­ებ­თან და ა.შ ხში­რად „უჭ­მე­ლო­ბა“, ახა­ლი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვის ში­ში ან გარ­კ­ვე­უ­ლი საკ­ვე­ბის ამო­ჩე­მე­ბა სწო­რედ არა­საკ­მა­რი­სად გავ­ლი­ლი სენ­სო­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გია. დოქ­ტორ ტუ­მიმ გა­მო­ყო სენ­სო­რუ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბი, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვებ­მა გა­ი­ა­რონ, სა­ნამ მათ ახა­ლი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვას შევ­თა­ვა­ზებთ, ესე­ნია:

  1. საკ­ვე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მიმ­ღებ­ლო­ბა (ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ფე­ხუ­რი);
  2. საკ­ვებ­თან შე­ხე­ბა (ტაქ­ტი­ლუ­რი);
  3. საკ­ვე­ბის სუ­ნის მიმ­ღებ­ლო­ბა (ყნოს­ვა);
  4. და­ბო­ლოს, მი­სი და­გე­მოვ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად (გე­მო).

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, სხვა­დას­ხ­ვა შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის ჩარ­თ­ვის და გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, იზ­რ­დე­ბა ჩვე­ნი მიმ­ღებ­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვის მი­მართ.

„საკ­ვე­ბით თა­მა­ში“ სწო­რედ ამ სა­ფე­ხუ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაწ­ვ­დის. მა­გა­ლი­თად, თუ გინ­დათ, რომ თქვენ­მა შვილ­მა და­იწყოს ბოს­ტ­ნე­უ­ლის ჭა­მა, რო­მე­ლიც მას არა­სო­დეს გა­უ­სინ­ჯავს, შე­გიძ­ლი­ათ ბოს­ტ­ნე­უ­ლით და­ხა­ტოთ, შექ­მ­ნათ ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­ამ­ზა­დოთ საკ­ვე­ბი თქვე­ნი ბავ­შ­ვის საყ­ვა­რე­ლი თო­ჯი­ნის­თ­ვის.

რა დროს შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ საკ­ვე­ბით თა­მა­ში?

  1. რო­ცა გსურთ, თქვე­ნი ბავ­შ­ვის საკ­ვე­ბი მე­ნიუ გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ;
  2. ახა­ლი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვის ში­შის და­საძ­ლე­ვად;
  3. რო­ცა ბავ­შ­ვი საკ­ვე­ბის სე­ლექ­ცი­უ­რო­ბას მი­მარ­თავს, ვი­ზუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, ტექ­ს­ტუ­რის თუ ფორ­მის მი­ხედ­ვით;
  4. კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის და­სას­წავ­ლად;
  5. სენ­სო­რუ­ლი ზემ­გ­რ­ძ­ნო­ბე­ლო­ბის დე­სენ­სი­ტი­ზა­ცი­ის­თ­ვის.
მო­დი, ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ე­ბი საკ­ვე­ბით თა­მა­შის დროს:

  1. თი­თე­ბის ან ფუნ­ჯე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა კრე­მე­ბით და სო­უ­სე­ბით ხატ­ვა.

ხი­ლის­გან და ბოს­ტ­ნე­უ­ლის­გან სხვა­დას­ხ­ვა შე­ფე­რი­ლო­ბის ფა­ფი­სე­ბუ­რი მა­სა მო­ამ­ზა­დეთ და შემ­დეგ, თეთრ მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ფი­გუ­რე­ბი ან წარ­მო­სახ­ვი­თი საგ­ნე­ბი და­ხა­ტეთ.

 

  1. გამ­ჭვირ­ვა­ლე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კ­ში სხვა­დას­ხ­ვა საკ­ვე­ბის მო­თავ­სე­ბა და ხე­ლე­ბით შე­ხე­ბა/ჭყლეტ­ა.

შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­თავ­სოთ მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი, დაჭყ­ლე­ტი­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი, დაჭ­რი­ლი ხი­ლი ან შე­ფე­რი­ლი მა­კა­რო­ნი.

 

  1. საკ­ვე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა ფე­რის, ფორ­მის და ტექ­ს­ტუ­რის მი­ხედ­ვით.

აიღეთ პა­ტა­რა ყუ­თე­ბი და ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი. შე­გიძ­ლი­ათ და­ა­ხა­რის­ხოთ ხი­ლის და ბოს­ტ­ნე­უ­ლის კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით, ან გე­მოს – სიტ­კ­ბო/სიმ­ჟა­ვის, ტექ­ს­ტუ­რის ან ფორ­მის მი­ხედ­ვით და ბო­ლოს, ზო­მის მი­ხედ­ვით – დი­დე­ბი/პა­ტა­რე­ბი.

  1. შექ­მე­ნით სა­სა­ცი­ლო სა­ხე­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი საკ­ვე­ბით.

გარ­და იმი­სა, რომ ბავ­შ­ვე­ბი, საკ­ვე­ბით თა­მა­ში­სას, ერ­თო­ბი­ან და იღე­ბენ სენ­სო­რულ გა­მოც­დი­ლე­ბას, იყე­ნე­ბენ წარ­მო­სახ­ვით უნა­რებს, ეს თა­მა­ში  მათ სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­ის გა­აზ­რე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

  1. ააშე­ნეთ კოშ­კე­ბი და მთე­ბი ნამ­ცხ­ვ­რე­ბის­გან, კრეკერების­გან და შემ­დეგ და­ან­გ­რი­ეთ.

გა­ახ­მო­ვა­ნეთ, სხვა­დას­ხ­ვა შე­ძა­ხი­ლე­ბით, დან­გ­რე­ვის პრო­ცე­სი, გა­მო­ხა­ტეთ ემო­ცი­ე­ბი, იმ­ხი­ა­რუ­ლეთ. შე­გიძ­ლი­ათ თა­მა­შის წე­სე­ბი თქვე­ნი­თაც და­ა­მა­ტოთ, რო­მე­ლი ნამ­ცხ­ვა­რიც ჩა­მო­ვარ­დე­ბა, ის უნ­და შე­ჭა­მოთ.

 

 

  1. შექ­მე­ნით სამ­კა­უ­ლე­ბი საკ­ვე­ბის­გან.

შე­გიძ­ლი­ათ, ძაფ­ზე ან ძუ­ა­ზე, ამო­აც­ვათ სხვა­დას­ხ­ვა ორ­ცხო­ბი­ლა, ფე­რა­დი მა­კა­რო­ნი, ხი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი ან ყვე­ლის ნაჭ­რე­ბი. გა­აჩ­ნია რა ტი­პის საკ­ვებ­თან გსურთ, რომ თქვენ­მა შვილ­მა მი­ი­ღოს მე­ტი სენ­სო­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

 

  1. და­მა­ლეთ ხელ­სა­ხო­ცებ­ში საკ­ვე­ბი და შემ­დეგ ხე­ლის შე­ხე­ბით გა­რე­დან გა­მო­ი­ცა­ნით, რა არის შიგ­ნით მო­თავ­სე­ბუ­ლი.

შე­გიძ­ლი­ათ სხვა­ნა­ი­რი ფორ­მაც მის­ცეთ თა­მაშს. აიხ­ვი­ეთ თვა­ლე­ბი, ვინ­მემ მო­გა­წო­დოთ საკ­ვე­ბი, გა­სინ­ჯეთ და გა­მო­ი­ცა­ნით, თუ რო­მე­ლი საკ­ვე­ბია. ჩა­მოთ­ვა­ლეთ გა­სინ­ჯუ­ლი საკ­ვე­ბის გე­მო, სუ­ნი, მი­სი ფორ­მა ხე­ლის შე­ხე­ბით და ა.შ.

  1. შექ­მე­ნით ულ­ვა­შე­ბი/წარ­ბე­ბი/ცხვი­რი/სათ­ვა­ლე­ე­ბი საკ­ვე­ბით.

შე­გიძ­ლი­ათ ულ­ვა­შე­ბის იმი­ტა­ცი­ის­თ­ვის გათ­ლი­ლი კიტ­რის კა­ნი, მწვა­ნი­ლი, მა­კა­რო­ნი ან ჭარ­ხ­ლის სქლად დაჭ­რი­ლი ნაჭ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ.

 

  1. ამ­ღე­რეთ საკ­ვე­ბი.

შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ფიქ­როთ სიმ­ღე­რე­ბი საკ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ეს პრო­ცესს ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოს და და­სა­მახ­სოვ­რე­ბელს გახ­დის. შე­გიძ­ლი­ათ, სიმ­ღე­რის დროს, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი აღ­წე­როთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ სხვა­დას­ხ­ვა წა­მო­ძა­ხი­ლე­ბი – „ხრამ, ხრამ“, „ხრაშ, ხრაშ“; გა­მო­ი­ყე­ნეთ მოქ­მე­დე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი — „მო­დი, მო­დი, შეგ­ჭა­მო“.

  1. და­ა­დეთ საკ­ვე­ბი მა­ტა­რებ­ლებს და მათ საყ­ვა­რელ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, თა­მა­შის დროს.

და­ა­დეთ სა­თა­მა­შო მან­ქა­ნებ­სა და მა­ტა­რებ­ლებს სხვა­დას­ხ­ვა „ტვირ­თი“ საკ­ვე­ბის სა­ხით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი, კეკ­ნ­რა, მწვა­ნი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი და ა.შ.

 

 

საკ­ვე­ბით თა­მა­შის დროს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  1. არ აარ­ჩი­ოთ ზედ­მე­ტად ცხა­რე ან ცხე­ლი საკ­ვე­ბი სა­თა­მა­შოდ;
  2. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ბავ­შ­ვის ალერ­გი­ის სა­კითხე­ბი;
  3. სჯობს, საკ­ვე­ბით თა­მა­ში და კვე­ბა 2 სხვა­დას­ხ­ვა მა­გი­დას­თან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ამით ბავ­შ­ვი გა­ნას­ხ­ვა­ვებს სა­თა­მა­შო სივ­რ­ცეს და საკ­ვე­ბი სივ­რ­ცის­გან;
  4. შე­არ­ჩი­ეთ სა­ხა­ლი­სო და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო;
  5. თა­მა­შის დროს, და­იხ­მა­რეთ თქვე­ნი შვი­ლის თა­ნა­ტო­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ პრო­ცე­სი უფ­რო სა­ხა­ლი­სო გახ­დეს;
  6. შე­არ­ჩი­ეთ ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი;
  7. თა­ვი­დან­ვე გან­საზღ­ვ­რეთ რა საკ­ვე­ბით გსურთ ითა­მა­შოთ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად;
  8. თა­ვი­დან თა­მა­ში ისე­თი საკ­ვე­ბით და­იწყეთ, რო­მელ­საც და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი ეფექ­ტი და ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნი აქვს;
  9. თუ ბავ­შ­ვი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ გრძნობს, არ და­ა­ძა­ლოთ საკ­ვებ­თან შე­ხე­ბა.

„საკ­ვე­ბით თა­მა­შის“ პრო­ცეს­ში აქ­ცენ­ტი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვა­ზე არ გა­ა­კე­თოთ, რო­ცა ბავ­შ­ვი თა­ვად იქ­ნე­ბა მზად, გა­სინ­ჯავს მას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­უქ­მ­ნათ სა­ხა­ლი­სო და პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო, შე­ის­წავ­ლოს საკ­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნით და ითა­მა­შოს. პრო­ცე­სის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღეთ და არ გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა საკ­ვე­ბის პირ­ში ჩა­დე­ბა­ზე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები