19 აპრილი, პარასკევი, 2024

საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის პირველადი შედეგები

spot_img

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა) პირველად შედეგებს.

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

შედეგების გაგებას მაგისტრანტობის კანდიდატები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება 27 აგვისტოს. დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები