28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

საეკლესიო რიტუალი ,,ალუდა ქეთელაურის” მიხედვით

spot_img

პოემაში ,,ალუდა ქეთელაური“ კულმინაციური სიუჟეტია საეკლესიო რიტუალი. თემზე ამაღლებული პიროვნება, ალუდა ქეთელაური წინ აღუდგა მტრისთვის მკლავის მოჭრის მახინჯ ტრადიციას, უფრო მეტიც კურატიც კი მიიყვანა საღმრთო რიტუალზე რათა შეეწირა იგი არაქრისტიან მუცალის სულის საოხად. თემის უხუცესი ბერდია სასტიკი წინააღმდეგია ირჯულოსთვის ძღვენის შეეწორვის, მაშინ თვითონ აღასრულა წლიდან საღმრთო წესი, რადგანაც სწამს, მუცალის ისეთივე ღვთის შვილია, როგორც დანარჩენი ყველა, მიუხედავად მისი რელიგიური აღმსარებლობის, იგი ხვდება თუ როგორი სიბნელეა მის თანასოფლელთა გონებაში.

ალუდა სიძულვილით კი არა, სიბრალულით შესცქერის თანასოფლელებს, რადგან მათ არ შეუძლიათ იმის შეგრძნება და გაგება, რაც ალუდამ განიცადა და მიხვდა. ასეთი ცოდნა კი მხოლოდ დიდი მსხვერპლის ფასად მოიპოვება. საზოგადოება გადაემტერა ალუდას, მაგრამ მას მტრობა უკვე აღარ შეუძლია, ამგვარად ის, უფრო ახლოს დგება ღმერთთან იმ სიმაღლეზე, საიდანაც ყველაფერი ცხადად და გარკვევით ჩანს. ეს არის ჭეშმარიტებასთან სიახლოვე და მისი განცდა.

თემი, თავის მხრივ, მართალია, მაგრამ მისი სიმართლე ამქვეყნიურია, ამგვარად, ალუდა ჯერ უპირისპირდება თემს, მაგრამ ეს დაპირისპირება შემდგომ ძლევაში გადაიზრდება და სხვა სიბრტყეში გადაინაცვლებს. ალუდა და თემი არ არის ის ორი ძალა, რომელიც პირისპირ უნდა დადგეს. მისთვის თემი, ამ შემთხვევაში, წუთისოფლის მცირე ნაწილია მხოლოდ, რომელსაც უკვე მაღლიდან დაჰყურებს შემბრალე თვალით. ეს კი მარადისობის სიმაღლეა, სადაც სიძულვილი უკვე შეუძლებელია, რადგან აღარ არსებობს.

ამაოდ ცდილობს ალუდა ბერდიას „გამოფხიზლებას“,ამიტომაცაა, რომ თოვს, თითქოს ბუნებას სურს იმ ცოდვიანი კვალის წაშლა, თემმა რომ დატოვა. თოვლი და ქარი ალუდას მარტოსულობის განცდასაც ამძაფრებენ ამ წუთისოფელში.

ალუდას გადაწყვეტილება, მართალია, გულიდან მოდის, მაგრამ მხოლოდ გულში არ ტრიალებს, არამედ გონებით განიბრძნობა და სულით გასხივოსნდება. თემი კი მხოლოდ გულს მინდობია, ამიტომ საყვედურობს მინდია. თუმცა, თვითონ გასცდა გულს, თითქოს გონებითაც მისწვდა ალუდას ქცევის მიზეზს, მაგრამ სულიერება არ ეყო, რომ ბოლომდე ჩასწვდენოდა მომხდარის არსს.

ალუდასთვის მუცალი მოუნათლავი გმირია, ის დაფასების უმაღლეს მმწვერვალზეა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა რელიგიის მიმდევარია, მთავარიაა ღირსეული ვაჟკაცია, ალუდამ არ იკადრა იარაღი აეყარა ვაჟკაცისთვის. ერთი ღირსეული პიროვნება კარგად გრძნობს მეორე ადამიანის გმირობას. კურატის შეწირვა ყველაზე დიდი გამოვლინებაა იმისა, რომ თემთან დაპირისპირება თვით მიზანი კი არაა არამედ შინაგანი მოთხოვნილებაა რომ ყველა ადამიანი ტოლერანტული იყოს.

ალუდამ კარგად იცის წუთისოფლის წესი, მისი სამართალი. ისიც იცის, რომ უნდა მორჩილებდეს მის ნებას, მაგრამ მან შეიგნო, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი წეს-კანონი ყოველთვის როდია უტყუარი. არსებობს სამყაროს, ღმერთის სამართალი, რომლის მიხედვითაც გამართლდება თემის მიერ დასჯილი ალუდა. მასთან აღარ არის საზოგადოება, მაგრამ მასთან არის ღმერთი.

თემის სიმართლე მხოლოდ თემის სიმტკიცისთვისაა გამიზნული, ალუდას სიმართლე კი სამყაროს ქვაკუთხედია,რომლის გარეშედაც  დაინგრევა და დაიშლება იგი. ის ამაღლდა თემზე, მენტალურად და სულიერადაც ბევრად მაღლა დგას ვიდრე თემი, უფსკრული გაჩნდა მათ შორის და ერთმანეთის აღარ ესმით, ამიტომაც ვერ შეძლეს თანაცხოვრება და თემიდან მოკვეთეს ალუდა.

მარიამ გრიგალაშვილი ქ.თბილისის 186-ე საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები