20 აპრილი, შაბათი, 2024

საგამოცდო ცენტრების მისამართები და ინფორმაცია დირექტორობის მსურველთა გადანაწილების შესახებ

spot_img

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება.

ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს.

დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.

აპლიკანტებმა, რეგისტრაციის გავლის მიზნით, ადგილზე უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
საგამოცდო ცენტრების მისამართები და დირექტორობის მსურველთა გადანაწილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე –https://directors.mes.gov.ge აქვე შეგიძლიათ, გაეცნოთ ტესტირების პროცესში მონაწილე დირექტორობის მსურველთა ქცევის წესებსა და ტესტზე მუშაობის ინსტრუქციას.
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 2022 წლის 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://directors.mes.gov.ge, ხოლო ჩატარებული ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ბმულზე – https://el.ge/webinars/subjects/101?filter=ended

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები