19 მარტი, სამშაბათი, 2024

საბავშვო სიმღერები ინგლისური ენის გაკვეთილზე

spot_img

როგორც ვიცით, ინგლისური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან. პირველი, უცხოური ენის სტანდარტში, გამოკვეთილია დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნები:

  • მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
  • ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
  • ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.

დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლების ოთხი მიმართულებაა:

  • ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი);
  • წერითი მეტყველება (კითხვა და წერა);
  • ინტერკულტურა;
  • სწავლის სწავლა.

ჩვენი, როგორც ინგლისური  ენის მასწავლებლების მიზანია, მოსწავლეს შევძინოთ ისეთი ცოდნა, რომ მან შეძლოს სამიზნე ენაზე მეტყველება. როგორც პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, ენის სწავლება მხოლოდ გრამატიკული წესების დაზეპირებით არანაყოფიერია. ზეპირმეტყველების უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბავშვო სიმღერები. ეს მეთოდი ხელს უწყობს:

  • მოტივაციის ზრდას;
  • ხალისიან განწყობას;
  • სიტყვების სწორად წარმოთქმის პრაქტიკის გაუმჯობესებას;
  • რიტმზე დაფუძნებული სიტყვების სწრაფად დამახსოვრებას.

I-IV კლასების სახელმძღვანელოებში აქტიურად გვხვდება საბავშვო სიმღერები, თუმცა ასევე აქტიურად ვიყენებ youtube არხს და თემატურად ვარჩევ სახალისო საბავშვო სიმღერებს.

ცნობილია, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები არიან ვიზუალები (მხედველობით შესწავლა) და კინესთეტიკები (კეთებით შესწავლა), ამიტომაც, ვიდეოკლიპების ყურებით და მითითებული აქტივობების კეთებით, ისინი ბევრად მარტივად იმახსოვრებენ ლექსიკურ ერთეულებს. მაგალითისთვის მოვიყვან ამ ვიდეოს:

https://www.youtube.com/watch?v=h4eueDYPTIg

სიმღერის რამდენიმეჯერ მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებმა უკვე იციან სხეულის ნაწილები, ასრულებენ მითითებულ მოქმედებებს და რაც მთავარია, თავადაც ახერხებენ მოცემული რითმის მღერას და ლექსიკური ერთეულების სწორად წარმოთქმას.

I კლასის მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებენ შეგრძნებების გამომხატველი სიტყვებს, შემდეგი სიმღერის დახმარებით:

https://sulakauri.edu.ge/product/english-1-teachbook/ №7

Hip Hip Hoorey!

Hip Hip Hoorey,

I am so happy today,

Boo Hoo Hoo

I am so sad.

Yummy, Yummy, Yummy,

I am so hungry.

Hush, Hush, Hush,

I am so sleepy.

And how are you?

სიმღერის სწავლის შემდეგ, უკვე, მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ შეგრძნებებს შემდეგი სიტყვების გამოყენებით: happy, sad, hungry, sleepy. აქტივობა მორგებულია ზეპირი მეტყველების მიმართულებაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ასეთ აქტივობებში და ხალისით ითვისებენ შესასწავლ მასალას.

ნინო გოდერძიშვილი
სსიპ . დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები