19 აპრილი, პარასკევი, 2024

„რომ“ კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბით დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა და მი­სი გა­მოს­წო­რე­ბის მარ­ტი­ვი ხერ­ხი

spot_img

მაია ღლონტი

სსიპ ქ. ოზურ­გე­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

სას­ვე­ნი ნიშ­ნის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას რომ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ამის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ აკა­კის ხუმ­რო­ბას გა­ვიხ­სე­ნებ:

  1. ის­წავ­ლე, მა­მა­შე­ნი­ვით ვი­რი არ გა­მოხ­ვი­დე!
  2. ის­წავ­ლე მა­მა­შე­ნი­ვით, ვი­რი არ გა­მოხ­ვი­დე!

რო­გორც ვხე­დავთ, მძი­მის ად­გილ­მა წი­ნა­და­დე­ბის აზ­რის ფორ­მი­რე­ბა და ში­ნა­არ­სიც კი გან­საზღ­ვ­რა. ხში­რად, ეს სას­ვე­ნი ნი­შა­ნი რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას სძენს სათ­ქ­მელს. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ სწო­რად მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ იგი.

„რომ“ კავ­ში­რის წინ მძი­მის დას­მა ძა­ლი­ან ბევრ მოს­წავ­ლეს (და არა მხო­ლოდ მათ) აუცი­ლე­ბე­ლი ჰგო­ნია. ამ პრობ­ლე­მას ხში­რად ვაწყ­დე­ბი მა­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის გას­წო­რე­ბი­სას. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა კვლე­ვა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საკ­ვ­ლე­ვი აუდი­ტო­რია — მე­ექ­ვ­სე კლა­სი. ამ მიზ­ნით, შე­ვად­გი­ნე ტეს­ტე­ბი. და­ვას­მე­ვი­ნე სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი. გა­მო­კითხულ­თა 87%-მა, რო­გორც წე­სი, „რომ“ კავ­ში­რის წინ მძი­მე დას­ვა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლებ­მა ჯერ არ იცი­ან რთუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის ტი­პე­ბი. აკ. შა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ „რომ“ კავ­ში­რი იწყებს და­მო­კი­დე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას, მის წინ და­ის­მის მძი­მე. მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ იმის გარ­ჩე­ვა, რო­დის იწყებს „რომ“ კავ­ში­რი და­მო­კი­დე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას და რო­დი­საა წი­ნა­და­დე­ბის შუ­ა­ში მოქ­ცე­უ­ლი. სა­ჭი­როა ამ ყვე­ლაფ­რის მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბად, უფ­რო მარ­ტი­ვად ახ­ს­ნა.

საკ­ვ­ლევ აუდი­ტო­რი­ას და­ვუ­რი­გე ჩემ მი­ერ და­წე­რი­ლი ტექ­ს­ტი და ვთხო­ვე, მწვა­ნე ფურ­ც­ლებ­ზე ამო­ე­წე­რათ წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მძი­მე „რომ“ კავ­ში­რის წინ წე­რია; ვარ­დის­ფერ ფურ­ც­ლებ­ზე კი უნ­და ამო­ე­წე­რათ წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მძი­მე „რომ“ კავ­ში­რის წინ არაა დას­მუ­ლი. მოს­წავ­ლე­ებ­მა ეს და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად, უშეც­დო­მო­დაც კი, შე­ას­რუ­ლეს. ამის შემ­დეგ ვთხო­ვე, ეპო­ვათ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა, რა­ტომ იწე­რე­ბო­და რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში მძი­მე, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში კი – არა. მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ას­კ­ვ­ნეს, რომ მძი­მე ინ­ტო­ნა­ცი­უ­რი პა­უ­ზაა და სა­დაც ვჩერ­დე­ბით, იქ უნ­და დავ­ს­ვათ. თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს არა­საკ­მა­რი­სი პი­რო­ბაა იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად დავ­ს­ვათ სას­ვე­ნი ნი­შა­ნი. მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე, დაჰ­კ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ ზმნა-შე­მას­მე­ნელ­თან კავ­ში­რის მი­მარ­თე­ბას. მათ ცალ­კე უნ­და და­ეწყოთ ბა­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზე და­წე­რილ წი­ნა­და­დე­ბებ­შიც „რომ“ კავ­ში­რი ზმნის წინ და ზმნის შემ­დ­გომ იდ­გა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლა მწვა­ნე ბა­რათ­ზე „რომ“ კავ­ში­რი უს­წ­რებს პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ ზმნას, ხო­ლო ვარ­დის­ფერ­ზე — მოს­დევს. აქე­დან გა­მო­ი­ტა­ნეს დას­კ­ვ­ნა: თუ „რომ“ კავ­ში­რი უს­წ­რებს წი­ნა­და­დე­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ ზმნას, მის წინ მძი­მე არ და­ის­მის, ხო­ლო თუ მოს­დევს, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და და­ი­წე­როს. მა­გა­ლი­თად:

  1. სტუმ­რებ­მა რომ დაგ­ვი­ნა­ხეს, სი­ხა­რუ­ლით გა­უბ­რ­წყინ­დათ თვა­ლე­ბი.
  2. გა­ზაფხუ­ლი რომ დად­გე­ბა, ყვე­ლას ეტყო­ბა აღ­ტა­ცე­ბა.
  3. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას არა­ფე­რი და­უ­შავ­დეს.
  4. ჩი­ტე­ბიც კი ხვდე­ბი­ან, რომ ცას­თან სი­ახ­ლო­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებთ.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლებ­მა იცი­ან უმარ­ტი­ვე­სი ხერ­ხი: „რომ“  კავ­ში­რის წინ მძი­მე იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და და­წე­რონ, რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ ზმნას უს­წ­რებს. ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ ბავ­შ­ვე­ბი აღარ უშ­ვე­ბენ ამ შეც­დო­მას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები