24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რომანი 

spot_img

რომანი დიდი მოცულობის თხრობითი (ეპიკური) ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელსაც ახასიათებს რთული სიუჟეტი. მოთხრობისაგან განსხვავებით, რომანში ასახულია ცხოვრებისეული მოვლენების დიდი წრე, საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრება ბევრი მოქმედი პირისა, რომელთა ინტერესებიც გადახლართულია ერთმანეთში.

თემატიკის მიხედვით, რომანი შეიძლება იყოს ისტორიული, სოციალური, ფილოსოფიური, საოჯახო-ყოფითი, სათავგადასავლო, ფანტასტიკური და ა.შ. ზოგჯერ ერთი რომანის გმირთა ცხოვრება მეორეშიც გრძელდება, ამგვარად, ეს ორი ნაწარმოები ერთიანდება დილოგიაში, სამი რომანი – ტრილოგიაში, ოთხი –  ტეტრალოგიაში.

რომანში ძირითად მაორგანიზებელ როლს ასრულებს არა თხრობის მანერა, ქრონიკალური და აღწერითი ეპიზოდები, არამედ თავად სიუჟეტი, მოვლენათა ვრცელი დიაპაზონი. რომანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ლიტერატურაში. ანტიკური ხანის ეპოქაში ასეთი ტიპის ნაწარმოებები მეორეხარისხოვანად მიიჩნეოდა. რომანის განვითარებისათვის განსაკუთრებით კეთილსასურველი პირობები შეიქმნა აღორძინების ეპოქაში, თუმცა მკვეთრი აღმავლობა მაინც XIX საუკუნეს მიეკუთვნება. დღეისათვის, სხვა სახეებთან ერთად, წარმატებით ვითარდება ფსიქოლოგიური რომანის ჟანრი.

ძირითადად, რომანში მოთხრობილია მთავარი გმირის ცხოვრებისა და მისი პიროვნების კრიზისულ პერიოდში განვითარების შესახებ.

რომანის თხრობის ვარიანტები, ძირითადად, შეიძლება შემდეგი სახის იყოს:

♦ პერსონაჟის დაბადებიდან სიკვდილამდე (პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“);

♦ პერსონაჟის დაბადებიდან ცხოვრების კრიზისული პერიოდის დაძლევამდე (ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდის ცხოვრება“);

♦ პერსონაჟის ცხოვრების კრიზისული მდგომარეობიდან ამ კრიზისის დასრულებამდე (ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“).

ანი მაზმიშვილი, სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის  საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები