20 აპრილი, შაბათი, 2024

რო­გორ უწყობს ხელს STEM სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ებ­ში ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას

spot_img

მარეხ მაზანაშვილი

STEM მიმართულების საგნობრივი ექსპერტი

 

STEM (Science, Technology, Engineering, Mathematics) სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მაა, რო­მე­ლიც 4 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის: სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ის, ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და მა­თე­მა­ტი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

კვლე­ვა­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი STEM სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში შემ­დეგ უნარ-ჩვე­ვებს ავი­თა­რებს:

♦ კრიტიკული აზროვნება            ♦ კომუნიკაცია

♦ შემოქმედებითობა                    ♦ მოქალაქეობა

♦ კოლაბორაცია                           ♦ ხასიათის ნებელობა

 

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა აზ­როვ­ნე­ბის მა­ღა­ლი დო­ნეა, რო­მე­ლიც თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რი არ არის,  თუმ­ცა მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა სწო­რად და­გეგ­მი­ლი სწავ­ლე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

21-ე სა­უ­კუ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით და ინო­ვა­ცი­ე­ბით სავ­სე ეპო­ქა­ში სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ქა­ლა­ქემ შეძ­ლოს სწრა­ფად ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში ადაპ­ტი­რე­ბა, სწო­რი არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბა და გო­ნივ­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. STEM სწავ­ლე­ბა კი სწო­რედ ამ სტრა­ტე­გი­ას ეფუძ­ნე­ბა. STEM პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ფაქ­ტე­ბი, აზ­რე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი და ცნე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვით და­ვა­კავ­ში­როთ ერ­თ­მა­ნეთ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­აზ­რონ პრობ­ლე­მა, და­სა­ხონ ამ პრობ­ლე­ბის გა­დაჭ­რის რამ­დე­ნი­მე გზა და სწო­რად შე­არ­ჩი­ონ ის ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი და რე­ლე­ვან­ტუ­რია.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა

STEM პრო­ექ­ტე­ბის ერთ-ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინო­ვა­ცი­უ­რო­ბაა. ამი­ტომ, STEM პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წა­ლეს გა­მო­უ­მუ­შავ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის უნა­რი, ანუ  პრობ­ლე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, შეძ­ლოს არას­ტან­დარ­ტუ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. STEM სწავ­ლე­ბის დროს ძვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა და მა­თი ახა­ლი ხედ­ვით, ახა­ლი მიდ­გო­მე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა ხდე­ბა. ეს პრო­ცე­სი ბავშვს ხდის თავ­და­ჯე­რე­ბულს, მოს­წავ­ლე იაზ­რებს, რომ  მი­სი მიდ­გო­მე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი გან­ხილ­ვას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

კო­ლა­ბო­რა­ცია

STEM სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი/ჯგუ­ფუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მოვ­ლე­ნაა, ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა, მოს­წავ­ლე­ებ­ში გან­ვა­ვი­თა­როთ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რე­ბი. მოს­წავ­ლე­ებ­მა,  გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რებ­თან ერ­თად, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბიც რომ გა­ნი­ვი­თა­რონ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჯგუფ­ში სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ, რო­მელ­თაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და წი­ნა­რე ცოდ­ნა აქვთ. STEM პრო­ექ­ტის შექ­მ­ნა­ზე ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა მათ გუნ­დუ­რო­ბას და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას შე­უწყობს ხელს.

კო­მუ­ნი­კა­ცია

STEM სწავ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კო­მუ­ნი­კა­ციაა, რომე­ლიც ხელს უწყობს გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ისე, რომ მუდ­მი­ვად გვქონ­დეს უკუ­კავ­ში­რი ამ პრო­ცეს­ში. ეს არის კო­მუ­ნი­კა­ცია მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს, მოს­წავ­ლე­ებს და, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სრუ­ლი­ად უცხო, მაგ­რამ მსგავ­სი თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მოს­წავ­ლე­ებ­მა, სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებ­მა შეძ­ლონ პრაქ­ტი­კი­სა და ცოდ­ნის, შექ­მ­ნი­ლი და და­ნერ­გი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის გაც­ვ­ლა.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა

STEM სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ავი­თა­რებს უნარს, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ იდე­ე­ბი, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ან, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვას ისურ­ვებ­დ­ნენ ამა თუ იმ სფე­რო­ში (გა­ნათ­ლე­ბა, ეკო­ნო­მი­კა, მრეწ­ვე­ლო­ბა და სხვა). მოს­წავ­ლე იწყებს ფიქრს, რო­გორ და რა პრო­ექ­ტით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და გა­დაჭ­რას სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, იწყებს ფიქრს სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტის როლ­ზე, თუ რა სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, რა პრობ­ლე­მას გა­დაჭ­რის და აღ­ნიშ­ნუ­ლი  პრო­ექ­ტი რო­გორ გახ­დის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბელს, ეფექ­ტურ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს.

ხა­სი­ა­თი, ნე­ბე­ლო­ბა

ეს არის ში­ნა­გა­ნი მზა­ო­ბა რა­ი­მე ქცე­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რომ­ლის დრო­საც, ხდე­ბა სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მო­ბი­ლი­ზე­ბა, რომ მოს­წავ­ლემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ჭი­რო ქცე­ვა.

STEM პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა, რაც მოს­წავ­ლე­ებ­ში ავი­თა­რებს ნე­ბის­ყო­ფას, გა­ნაწყობს, გა­დაჭ­რან მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა. პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად მათ იმ ცოდ­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­უ­წევთ, რაც სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში შე­ი­ძი­ნეს. ამ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის გაც­ნო­ბის დროს, მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის პრო­ცეს­ში, უნ­და გა­უჩ­ნ­დეს მოს­წავ­ლეს.

რო­გორც ვხე­დავთ, STEM სწავ­ლე­ბას შე­უძ­ლია მოს­წავ­ლე იმ უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვოს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი ეპო­ქის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები