20 აპრილი, შაბათი, 2024

რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის ბი­ო­ლო­გი­ა­ში

spot_img

აივენ­გო შა­თი­რიშ­ვი­ლი

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ბი­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი

 

დღეს ვი­სა­უბ­რებთ ბი­ო­ლო­გი­ის გა­მოც­დის შე­სა­ხებ. თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­ვე­ხე­ბით იმას, თუ რო­გო­რი სტრუქ­ტუ­რის არის ტეს­ტი და მას­ში შე­ტა­ნი­ლი ამო­ცა­ნე­ბი. უნ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ამო­ცა­ნე­ბი ფა­რავს ყვე­ლა ძი­რი­თად სა­კითხს, რაც პროგ­რა­მი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საპ­როგ­რა­მო სა­კითხებს.

სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ღია, ასე­ვე და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი ამო­ცა­ნე­ბი, რო­მე­ლიც ამოწ­მებს რო­გორც ცოდ­ნას, ასე­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტის სინ­თე­ზი­სა და ანა­ლი­ზის უნარს. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს, რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა:

⇒ მუ­შა­ო­ბი­სას, კერ­ძოდ, რო­დე­საც და­ვა­ლე­ბას ვერ პა­სუ­ხობთ, გირ­ჩევთ, გა­მო­ტო­ვოთ და გა­დახ­ვი­დეთ მომ­დევ­ნო­ზე. რო­დე­საც მთლი­ა­ნად და­ას­რუ­ლებთ სა­მუ­შა­ოს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­უბ­რუნ­დით გა­მო­ტო­ვე­ბულ და­ვა­ლე­ბას.

⇒ ტეს­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამო­ცა­ნე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით, არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია. კარ­გად უნ­და გა­ი­აზ­როთ, რას გე­კითხე­ბი­ან და ამომ­წუ­რა­ვი, ზუს­ტი პა­სუ­ხი გას­ცეთ და­ვა­ლე­ბას.

⇒ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ჯერ და­ას­რუ­ლეთ სა­მუ­შაო, ყვე­ლა შე­კითხ­ვას გა­ე­ცით პა­სუ­ხი და შემ­დეგ, გან­მე­ო­რე­ბით, გა­და­ა­მოწ­მეთ, რამ­დე­ნად სწო­რად გა­ე­ცით პა­სუ­ხი.

⇒ არ შეც­ვა­ლოთ და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა და სიმ­ბო­ლო­ე­ბი, და­ი­ცა­ვით ამო­ცა­ნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი პი­რო­ბა. წე­სის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ვა­ლე­ბა არ შე­ფას­დე­ბა.

გან­ვი­ხი­ლოთ ზო­გი­ერ­თი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს იყო შე­სუ­ლი ტეს­ტ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად ის ამო­ცა­ნე­ბი მი­მო­ვი­ხი­ლოთ, რო­მელ­საც ად­ვი­ლად სძლე­ვენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. წარ­მოდ­გე­ნი­ლია გე­ნე­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა:

კერ­ძოდ, აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რის დად­გე­ნა. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა ორი სა­კითხის გა­დაჭ­რა _ რო­გო­რი გე­ნო­ტი­პის ინ­დი­ვი­დე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა პირ­ველ თა­ო­ბა­ში და შემ­დეგ, მის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გო­რი კომ­ბი­ნა­ცი­ის გე­ნო­ტი­პე­ბი მი­ი­ღე­ბა მე­ო­რე თა­ო­ბა­ში. რო­გორც ილუს­ტ­რა­ცი­ი­დან ჩანს, ად­გი­ლი აქვს ერ­თ­გ­ვა­რო­ბის კა­ნონს, ხო­ლო სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ საქ­მე გვაქვს მო­ნო­გე­ნურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას­თან.

ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ინ­დი­ვი­დი ჰე­ტე­რო­ზი­გო­ტუ­რია და მი­სი გე­ნო­ტი­პი არის Aა, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე თა­ო­ბა­ში მი­ღე­ბულ ინ­დი­ვიდ­თა გე­ნო­ტიპს, სა­მი კომ­ბი­ნა­ციაა, თა­ნა­ფარ­დო­ბით _ 1AA, 2Aა და 1აა. ა) და ბ) აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბი მცდა­რია, ვი­ნა­ი­დან გე­ნო­ტიპ­თა მხო­ლოდ ორი კომ­ბი­ნა­ციაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მეს, გ), ისიც მცდა­რია, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­ფარ­დო­ბა არის 1, 1 ერ­თ­თან და არა 1, 2 ერ­თ­თან, ანუ გე­ნე­ტი­კუ­რი კლა­სე­ბი თა­ნაბ­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­მარ­თ­ლი­ა­ნია მხო­ლოდ დ) ასო­თი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბო­ლო პა­სუ­ხი და სა­ჭი­როა მი­სი შე­მო­ხაზ­ვა. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კარ­გად არ­თ­მე­ვენ თავს გე­ნე­ტი­კურ ამო­ცა­ნებს და გე­ნე­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბი კარ­გად იწ­ვევს რან­ჟი­რე­ბას, კარ­გად ალა­გებს ძლი­ერ და სუსტ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.

გა­და­ვი­დეთ ისეთ ამო­ცა­ნებ­ზე, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უძ­ნელ­დე­ბათ.

ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამო­ცა­ნა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, უნ­და და­აკ­ვირ­დეთ, რას გე­კითხე­ბი­ან, მარ­ტი­ვი სა­კითხე­ბი უნ­და გა­ნა­ზო­გა­დოთ და ზო­გა­დი დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნოთ. კერ­ძოდ, გვე­კითხე­ბი­ან, რა აქვს სა­ერ­თო ცხო­ვე­ლურ და ბაქ­ტე­რი­ულ უჯ­რედს. თქვენ, მა­შინ­ვე, უნ­და მიხ­ვი­დეთ იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ გე­კითხე­ბი­ან რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა პრო­კა­რი­ო­ტუ­ლი და ეუკა­რი­ო­ტუ­ლი უჯ­რე­დი. მთა­ვა­რი გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი რამ უკ­ვე სა­თა­ურ­ში­ვე დევს, კერ­ძოდ, ერთს აქვს ბირ­თ­ვი, ხო­ლო მე­ო­რე­ნი უბირ­თ­ვო­ნი არი­ან, ანუ ცხო­ვე­ლუ­რი უჯ­რე­დი ეუკა­რი­ო­ტულ უჯ­რე­დებს, ორ­გა­ნიზ­მებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, ბაქ­ტე­რი­ე­ბი კი _ არა, პრო­კა­რი­ო­ტე­ბი არი­ან.

თუ ჩა­მო­ნათ­ვალს გა­დავ­ხე­დავთ, სა­ჭი­როა, ყვე­ლას გას­ცეთ პა­სუ­ხი. შოლ­ტე­ბი, პლაზ­მუ­რი მემ­ბ­რა­ნა და რი­ბო­სო­მე­ბი აქვს რო­გორც ეუკა­რი­ო­ტულ, ასე­ვე პრო­კა­რი­ო­ტულ უჯ­რედს, მაგ­რამ ბირ­თ­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია _ პრო­კა­რი­ო­ტებს არ აქვთ ბირ­თ­ვი, ხო­ლო ეუკა­რი­ო­ტებს აქვთ. მთა­ვა­რი გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი სწო­რედ ეს გახ­ლავთ. საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნაა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მხო­ლოდ 75%-მა გას­ცა მარ­თე­ბუ­ლად პა­სუ­ხი.

შემ­დე­გი ამო­ცა­ნა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია და მო­ითხოვს რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნას, ასე­ვე სა­კითხ­თა შე­ჯე­რე­ბას და დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნას. კერ­ძოდ, ის ეხე­ბა ფო­ტო­სინ­თე­ზის სა­კითხს და აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამო­ცა­ნა მო­ცე­მუ­ლია უარ­ყო­ფი­თი წი­ნა­და­დე­ბის სა­ხით, რა­საც სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ოთ.

ამო­ცა­ნა­ში ეს სა­გან­გე­ბო­დაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მუ­ქე­ბუ­ლია და ხაზ­გას­მუ­ლიც არის. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და გა­იხ­სე­ნოს, რა პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ფო­ტო­სინ­თე­ზის სი­ნათ­ლი­სა და სიბ­ნე­ლის ფა­ზა­ში. გე­კითხე­ბი­ან _ რა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს სიბ­ნე­ლის ფა­ზა­ში? მა­შინ­ვე თქვენ უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ, რა მიმ­დი­ნა­რე­ობს _ კერ­ძოდ, ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყე­ნე­ბა, ნახ­შირ­წყ­ლე­ბის სინ­თე­ზი, ასე­ვე, ატფ-ის დაშ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ფო­ტო­სინ­თე­ზის სიბ­ნე­ლის ფა­ზა­ში. ამ­რი­გად, ეს პა­სუ­ხე­ბი მარ­თე­ბუ­ლი არ არის.

სი­ნათ­ლის ფა­ზა­ში კი, ხდე­ბა წყლის ფო­ტო­ლი­ზი, ჟან­გ­ბა­დის გა­მო­ყო­ფა, ამ­რი­გად, ბ) ასო­თი მო­ცე­მუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და უნ­და შე­მო­ხა­ზოთ ბ). სტა­ტის­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა, რო­მე­ლიც გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ ტარ­დე­ბა, აჩ­ვე­ნა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა 56%-მა დას­ძ­ლია ეს ამო­ცა­ნა, ხო­ლო და­ნარ­ჩენ­მა სწო­რად ვერ უპა­სუ­ხა. სა­ერ­თოდ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უძ­ნელ­დე­ბათ პლას­ტი­კურ და ენერ­გე­ტი­კულ ცვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

შემ­დე­გი ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, არის აგ­რეთ­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კითხ­ვა, ანა­ლი­ზი და აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა უნ­და გა­დაჭ­რას.

ჩვენ ვიძ­ლე­ვით ნი­მუშს, რო­გორ უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ გა­მოც­და­ზე ამო­ცა­ნა, რომ მარ­თე­ბულ დას­კ­ვ­ნამ­დე მიხ­ვი­დეთ. კერ­ძოდ, უნ­და ამო­იც­ნოთ, რომ საქ­მე გაქვთ მცე­ნა­რე­ულ უჯ­რედ­თან, გარ­და ამი­სა, უნ­და ამო­იც­ნოთ ორ­გა­ნო­ი­დე­ბი, რო­მე­ლიც აქ არის მო­ცე­მუ­ლი, ამა­ვე დროს, უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ, რო­მელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ატფ-ის სინ­თე­ზი და რო­მელ­ში _ არა. A ასო­თი აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­ტო­ქონ­დ­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ტო­ქონ­დ­რი­ა­ში ატფ-ის სინ­თე­ზი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის ენერ­გი­ის ძალ­სად­გუ­რი გახ­ლავთ და კრებ­სის ციკ­ლ­ში სწო­რედ ასე­თი პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა; მომ­დევ­ნო _ B ენ­დოპ­ლაზ­მუ­რი ბა­დეა, ბუ­ნებ­რი­ვია, მას­ში ატფ-ის სინ­თე­ზი არ ხდე­ბა; რაც შე­ე­ხე­ბა ქლო­როპ­ლასტს, რო­მე­ლიც ჩ ასო­თია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მას­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ატფ-ის სინ­თე­ზი, კერ­ძოდ, ფო­ტო­სინ­თე­ზი სი­ნათ­ლის ფა­ზა­ში; მე­ოთხე, D ორ­გა­ნო­ი­დი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სუ­რათ­ზე, გოლ­ჯის კომ­პ­ლექ­სია და მას­ში ატფ-ის სინ­თე­ზი არ ხდე­ბა. ამ­რი­გად, ოთხი­ვე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ და შე­არ­ჩი­ოთ ისე­თი ვა­რი­ან­ტი, სა­დაც A და ჩ ორ­გა­ნო­ი­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს გახ­ლავთ გ) ასო­თი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი. ამ ამო­ცა­ნას აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მხო­ლოდ 75%-მა გა­არ­თ­ვა თა­ვი.

მომ­დევ­ნო ამო­ცა­ნა­ში აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა ორ­მაგ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ყვა­ვი­ლო­ვან მცე­ნა­რე­ებ­ში.

კერ­ძოდ, უნ­და ამო­იც­ნოს, თუ რა არის ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს ილუს­ტ­რა­ცია, მას­ზე წარ­მოდ­გე­ნილ უჯ­რე­დებ­ში ქრო­მო­სომ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­ნა­ი­დან ენ­დოს­პერმს ეკითხე­ბი­ან და ენ­დოს­პერმს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქრო­მო­სომ­თა ტრიპ­ლო­ი­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა აქვს. სუ­რათ­ზე, ჩა­ნა­სა­ხო­ვან პარ­კ­ში, A ლა­თი­ნუ­რი ასო­თი აღ­ნიშ­ნულ უჯ­რე­დებს ქრო­მო­სომ­თა ჰაპ­ლო­ი­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა აქვთ, რაც შე­ე­ხე­ბა სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პო­ლუ­სებ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ უჯ­რე­დებს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჰაპ­ლო­ი­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა აქვთ. ჩ ასო­თი აღ­ნიშ­ნუ­ლია კვერ­ცხუჯ­რე­დი (რა თქმა უნ­და, ჰაპ­ლო­ი­დია). და­აკ­ვირ­დით ცენტრს, ცენ­ტ­რ­ში მო­ცე­მუ­ლია უჯ­რე­დი, სა­დაც ორი უჯ­რე­დი ერ­თ­მა­ნეთს ერ­წყ­მის, ეს ერ­თ­გ­ვა­რი მი­ნიშ­ნე­ბაა, რომ ასე­თი ორი უჯ­რე­დი, ჰაპ­ლო­ი­დი ერ­წყ­მის და გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შემ­დეგ, სწო­რედ ის იქ­ნე­ბა ტრიპ­ლო­ი­დუ­რი, სა­ი­და­ნაც ენ­დოს­პერ­მი ყა­ლიბ­დე­ბა. პა­სუ­ხი უნ­და და­წე­როთ ასო B. ამ ამო­ცა­ნას, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მხო­ლოდ 49%-მა გას­ცა და­დე­ბი­თად პა­სუ­ხი.

შემ­დე­გი და­ვა­ლე­ბა არის ღია და იგი ამოწ­მებს, რამ­დე­ნად ფლობს აბი­ტუ­რი­ენ­ტი სის­ხ­ლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის აგე­ბუ­ლე­ბა­სა და ნერ­ვუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის სა­კითხებს. კერ­ძოდ, რო­გო­რი სა­ხის კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი გვხვდე­ბა (ლა­პა­რა­კია სის­ხ­ლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა­ზე).

ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­ნებ­სა და არ­ტე­რი­ებ­ში გლუ­ვი კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გულს, იქ სპე­ცი­ფი­კუ­რი ქსო­ვი­ლი გვხვდე­ბა _ გუ­ლის გა­ნივ­ზო­ლი­ა­ნი კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პა­სუხს, ამ­დაგ­ვა­რი უნ­და იყოს _ სის­ხ­ლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა­ში გვხვდე­ბა გლუ­ვი და გუ­ლის გა­ნივ­ზო­ლი­ა­ნი კუნ­თე­ბი. ამ და­ვა­ლე­ბას მხო­ლოდ 24%-მა უპა­სუ­ხა და­დე­ბი­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვა­ლე­ბის მე­ო­რე სა­კითხს, სა­დაც ნერ­ვულ რე­გუ­ლა­ცი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი, უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არე­გუ­ლი­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მხო­ლოდ 32%-მა გას­ცა ამ სა­კითხს და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი.

სა­ერ­თოდ, თუ გან­ვა­ზო­გა­დებთ და ჩვე­ნი ცენ­ტ­რის სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზს ვერ­წ­მუ­ნე­ბით, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ბი­ო­ლო­გი­ა­ში უძ­ნელ­დე­ბათ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, რო­მე­ლიც ეხე­ბა ნერ­ვულ და ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ეხე­ბა პლას­ტი­კურ და ენერ­გე­ტი­კულ ცვლას, მი­ტოზ­სა და მე­ი­ოზს, ასე­ვე ეკო­ლო­გი­ი­სა და ბი­ო­ე­ვო­ლუ­ცი­ის სა­კითხებს.

გთხოვთ ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ამ და­ვა­ლე­ბებს, ამ სა­კითხებს. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები