20 აპრილი, შაბათი, 2024

რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის ქი­მი­ა­ში

spot_img

გია ხა­ტი­საშ­ვი­ლი

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქი­მი­ის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

 

შე­ვეც­დე­ბი, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მივ­ცე რჩე­ვე­ბი, რო­გორ მო­ემ­ზა­დონ ზაფხულ­ში გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. დღეს ვი­სა­უბ­რებთ იმ სი­ახ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც ქი­მი­ის გა­მოც­და­ში იგეგ­მე­ბა, ასე­ვე, გან­ვი­ხი­ლავთ და­ვა­ლე­ბა­თა ტი­პებს და შე­სა­ბა­მის ნი­მუ­შებს, გა­ვეც­ნო­ბით ამ და­ვა­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სქე­მებს და იმ შეც­დო­მებს, რომ­ლებ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ხში­რად უშ­ვე­ბენ და­ვა­ლე­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბი­სას.

პირ­ველ რიგ­ში, ვნა­ხოთ რა შე­იც­ვა­ლა გა­მოც­დის ფორ­მატ­ში:

თუ ძვე­ლი ფორ­მა­ტის­თ­ვის ტეს­ტი­რე­ბის დრო იყო 3 სა­ა­თი და 40 წუ­თი, ამ ზაფხულს, გა­მოც­დის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა მხო­ლოდ 3 სა­ა­თი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა, 75-იდან 63 ქუ­ლამ­დე და ეს შემ­ცი­რე­ბა მოხ­და რო­გორც და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე ღია და­ვა­ლე­ბე­ბის ხარ­ჯ­ზე. და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა უფ­რო ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის, შე­სა­ბა­მი­სად, ღია და­ვა­ლე­ბებ­ზეც უფ­რო ნაკ­ლე­ბი ქუ­ლა გა­და­ნა­წილ­დე­ბა. პრო­პორ­ცი­უ­ლად შემ­ცირ­და მი­ნი­მა­ლუ­რი გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლაც და თუ ად­რე 19 იყო, ახ­ლა 16 ქუ­ლა იქ­ნე­ბა. ოღონდ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ზო­გი­ერ­თი ფა­კულ­ტე­ტი თვი­თონ აწე­სებს მი­ნი­მა­ლურ ზღვარს და ზოგ­ჯერ ეს ზღვა­რი 70%-საც კი აღ­წევს ხოლ­მე.

ახ­ლა ვნა­ხოთ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი იმ და­ვა­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გა­მოც­და­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხოლ­მე და თან გა­ვეც­ნოთ ამ და­ვა­ლე­ბა­თა ტი­პებს. პირ­ველ რიგ­ში, შევ­ხე­დოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ე.წ. არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხე­ბი­ა­ნი, ანუ და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი — მო­ცე­მუ­ლი არის ხოლ­მე პი­რო­ბა, დას­მუ­ლია კითხ­ვა და მოყ­ვა­ნი­ლია ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერ­თია სწო­რი. აქ თქვენ ხე­დავთ ასეთ და­ვა­ლე­ბას:

ზოგ­ჯერ ამ და­ვა­ლე­ბებს შე­მო­სა­ხაზ და­ვა­ლე­ბებ­საც უწო­დე­ბენ ხოლ­მე, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აქ შე­მო­სა­ხა­ზი არა­ფე­რია იმი­ტომ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ტესტს ხე­დავს ეკ­რან­ზე და ეკ­რან­ზე ვე­რა­ფერს შე­მო­ხა­ზავს. ცხა­დია, ამი­ტომ, მან პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე უნ­და მო­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი უჯ­რე­ბი.

პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე ეს ვე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

და აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, ჯვა­რე­დი­ნი ხა­ზე­ბით, უნ­და მო­ნიშ­ნოს ის პა­სუ­ხე­ბი, რო­მელ­საც თვლის სწო­რად. თუ რო­მე­ლი­მე პა­სუხ­ში ჩათ­ვა­ლა, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა და აპი­რებს გა­დას­წო­რე­ბას, შე­უძ­ლია უბ­რა­ლოდ გა­ა­მუ­ქოს შე­სა­ბა­მი­სი უჯ­რა და სხვა ად­გი­ლას, სხვა უჯ­რა მო­ნიშ­ნოს. რო­გორც გითხა­რით, ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა 25.

გარ­და ამი­სა, ქი­მი­ის ტეს­ტ­ში ყო­ველ­თ­ვის არის ხოლ­მე ე.წ. შე­სა­ბა­მი­სო­ბე­ბი.

თქვენ ხე­დავთ ასეთ და­ვა­ლე­ბას. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და და­ად­გი­ნოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა ასო­ე­ბით აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­სა და ციფ­რე­ბით აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალს შო­რის. ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენტს უნ­და გა­ნე­საზღ­ვ­რა რო­მელ ჭი­ქა­ში რა მოხ­დე­ბო­და, ანუ სად რა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტი. აქაც სწო­რი პა­სუ­ხე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე ხდე­ბა.

ეს ცხრი­ლი ასეთ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და შე­ფა­სე­ბის დროს, ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა იმას, რამ­დე­ნად სწო­რად არის შევ­სე­ბუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი სვე­ტე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი სწო­რად შევ­სე­ბუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი სვე­ტი ფას­დე­ბო­და თი­თო ქუ­ლით. შე­საძ­ლოა, ეს ცხრი­ლე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად იყოს შე­სავ­სე­ბი, კერ­ძოდ, იმ და­ვა­ლე­ბა­ში, სა­დაც სა­ჭი­როა, და­ვად­გი­ნოთ ელე­მენ­ტე­ბის თვი­სე­ბე­ბი, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად, მხო­ლოდ ერ­თი უჯ­რის მო­ნიშ­ვ­ნაა სა­ჭი­რო, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — 2-ის, ზოგ­ში — 3-ის, ამი­ტო­მაც, შე­ფა­სე­ბა აქაც ვერ­ტი­კა­ლუ­რად სწო­რად შევ­სე­ბუ­ლი სვე­ტე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა, ოღონდ, მა­გა­ლი­თად, ბ სვეტ­ში სწო­რად ჩა­ით­ვ­ლე­ბა პა­სუ­ხი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ, თუ სა­მი­ვე უჯ­რა სწო­რა­დაა მო­ნიშ­ნუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ გვაფ­რ­თხი­ლე­ბენ კი­დე­ვაც, თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, წე­რია — გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თი­თო­ე­ულ არა­მე­ტალს შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ყუ­რადღე­ბით წა­ი­კითხოს ამო­ცა­ნის პი­რო­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ა­ფიქ­სი­როს პა­სუ­ხი.

სხვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი ეხე­ბა ცხრი­ლე­ბის შევ­სე­ბას:

ცხრი­ლე­ბის შევ­სე­ბის დროს, კარ­გად უნ­და ინა­ხოს, რა პრინ­ცი­პით ხდე­ბა ამ ცხრი­ლის შევ­სე­ბა და პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე შე­სა­ბა­მის ად­გი­ლას მოხ­დეს ამ პა­სუ­ხე­ბის გა­და­ტა­ნა.

კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ და­ვა­ლე­ბი­სათ­ვის, ყო­ვე­ლი სწო­რად შევ­სე­ბუ­ლი უჯ­რა ფას­დე­ბო­და თითო ქუ­ლით.

შემ­დე­გი ტი­პი და­ვა­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ი­და­ნაა.

აქ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­ს მოეთხო­ვე­ბა, რომ აჩ­ვე­ნოს თა­ვი­სი ცოდ­ნა ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და მა­თი სა­ხელ­წო­დე­ბი­დან სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბის შედ­გე­ნის მხრივ. პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე გა­მო­ყო­ფილ შე­სა­ბა­მის ვე­ლებ­ზე უნ­და ჩა­ი­წე­როს სწო­რი პა­სუ­ხე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი ფას­დე­ბა თი­თო ქუ­ლით და აი, აქ, სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ხში­რად უშ­ვე­ბენ შეც­დო­მას — არას­წო­რად მი­უ­თი­თე­ბენ ხოლ­მე ნახ­შირ­ბად ატო­მებ­თან წყალ­ბად ატო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

სა­მი­ვე გან­ხი­ლულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე­თი ტი­პის შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი — პირ­ველ ორ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი არას­წო­რად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ნახ­შირ­ბად ატო­მებ­თან წყალ­ბად ატო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბე­ბი, მე­სა­მე შემ­თხ­ვე­ვა­ში უკ­ვე აზოტ­თან არის დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა.

ქი­მი­ის ტეს­ტ­ში, რო­გორც წე­სი, მრავ­ლად არის ხოლ­მე ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა რე­აქ­ცი­ე­ბის ტო­ლო­ბე­ბი უნ­და შე­ად­გი­ნოს, შე­სა­ბა­მი­სი მო­ცე­მუ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნი­თი რე­აქ­ციაა გა­სა­თა­ნაბ­რე­ბე­ლი და აქაც თი­თო ნა­წი­ლი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ლან­სის შედ­გე­ნა და რე­აქ­ცი­ის გა­თა­ნაბ­რე­ბა, თი­თო ქუ­ლით ფას­დე­ბა.

აქ ვხვდე­ბით ხოლ­მე შეც­დო­მებს, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არას­წო­რად გან­საზღ­ვ­რა­ვენ ჟან­გ­ვის რიცხ­ვებს ან შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ მი­ერ­თე­ბუ­ლი და გა­ცე­მუ­ლი ელექ­ტ­რო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში. ამ და­ვა­ლე­ბა­ში, ასე­ვე, რე­აქ­ცი­ე­ბის ტო­ლო­ბე­ბია შე­სად­გე­ნი, ოღონდ მო­ცე­მუ­ლო­ბაა სხვა­ნა­ი­რი, კერ­ძოდ, ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში — სქე­მაა, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში — გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ამათ სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის ტო­ლო­ბე­ბის შედ­გე­ნა და მა­თი გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი სა­ხით წარ­მოდ­გე­ნა.

თუ შევ­ხე­დავთ სწორ პა­სუ­ხებს და შე­ფა­სე­ბის სქე­მას, ვნა­ხავთ, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა 2-2 ქუ­ლით ფას­დე­ბა და თუ­კი თი­თო­ე­უ­ლი ქუ­ლა აფა­სებს, რამ­დე­ნად სწო­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­ა­გენ­ტე­ბი და პრო­დუქ­ტე­ბი, მე­ო­რე ქუ­ლით უკ­ვე ფას­დე­ბა, რამ­დე­ნად სწო­რად გა­ა­თა­ნაბ­რა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ეს რე­აქ­ცია.

ხში­რად სწო­რედ აქ უშ­ვე­ბენ ხოლ­მე შეც­დო­მას და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვთხოვ, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ონ, მომ­ზა­დე­ბის დრო­საც ბევ­რი ივარ­ჯი­შონ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა­ში და გა­მოც­და­ზეც მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ, ამ მხრივ.

შემ­დე­გი ტი­პი და­ვა­ლე­ბი­სა ისევ რე­აქ­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზეა, ოღონდ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ვა­ლე­ბა ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ი­დან არის და ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის წარ­მოდ­გე­ნაა სა­ჭი­რო.

პი­რო­ბა­ში გვაფ­რ­თხი­ლე­ბენ, რომ ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბი აუცი­ლებ­ლად სტრუქ­ტუ­რუ­ლად უნ­და წარ­მო­ვად­გი­ნოთ და თუ შევ­ხე­დავთ პა­სუ­ხებს, თი­თო­ე­უ­ლი თი­თო ქუ­ლით ფას­დე­ბა.

მოყ­ვა­ნი­ლია, ასე­ვე, რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ასე­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას. კონ­კ­რე­ტუ­ლად აქ კვლავ ანა­ლო­გი­უ­რი შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი — ნახ­შირ­ბად­თან წყალ­ბა­დი ზედ­მე­ტად არის ჩა­წე­რი­ლი, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არას­წო­რი ფორ­მუ­ლაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ხო­ლო ქვე­და და­ვა­ლე­ბა­ში, სა­დაც სა­ჭი­რო იყო, წარ­მო­ედ­გი­ნათ პო­ლი­მე­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მუ­ლა, შეც­დო­მა ­ი­მა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ გა­უ­გე­ბა­რია ამ ორ პა­სუხ­ში ბენ­ზო­ლის ბირ­თ­ვი რას­თან არის შე­ერ­თე­ბუ­ლი; მე­სა­მე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს კი სწო­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ თვი­თონ ბენ­ზო­ლის ბირ­თ­ვია არას­წო­რად ჩა­წე­რი­ლი.

აი, ასეთ დე­ტა­ლებს ექ­ცე­ვა გას­წო­რე­ბი­სას ყუ­რადღე­ბა, ამი­ტომ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვთხოვ­დი, მომ­ზა­დე­ბის დრო­საც და უშუ­ა­ლოდ გა­მოც­დის მსვლე­ლო­ბი­სას, იყ­ვ­ნენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რადღე­ბი­ა­ნე­ბი და ასეთ ნი­უ­ან­სებს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა.

ახ­ლა გა­და­ვი­დეთ და­ვა­ლე­ბა­თა ბო­ლო ტიპ­ზე, ეს არის გა­მოთ­ვ­ლი­თი ამო­ცა­ნე­ბი.

ზო­გა­დად, ეს ამო­ცა­ნე­ბი მო­ითხოვს, რომ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს მა­თი ამოხ­ს­ნის გზა.

წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ეს გზა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მხო­ლოდ პა­სუ­ხია და­წე­რი­ლი, და­ვა­ლე­ბა 0 ქუ­ლით შე­ფას­დე­ბა. რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ ხოლ­მე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რო­დე­საც გა­მოთ­ვ­ლი­თი ტი­პის ამო­ცა­ნებს ას­რუ­ლე­ბენ? პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნას, ხან არას­წო­რა­დაა გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი, ხან შე­უ­სა­ბა­მოა პი­რო­ბას­თან. ყო­ვე­ლი­ვე ეს ამო­ცა­ნის შემ­დ­გომ მსვლე­ლო­ბას თა­ვის დაღს ას­ვამს და არას­წორ პა­სუ­ხამ­დე მივ­ყა­ვართ.

ხში­რია ხოლ­მე შეც­დო­მე­ბი გა­მოთ­ვ­ლე­ბის დროს. ზო­გა­დად, და­ვა­ლე­ბებ­ში, ჩვენ ვცდი­ლობთ, ყო­ველ­თ­ვის ისე­თი რიცხ­ვე­ბი შე­ვარ­ჩი­ოთ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რომ მათ­ზე გა­მოთ­ვ­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ად­ვი­ლი იყოს — ან იკ­ვე­ცე­ბა, ან მრგვალ­დე­ბა ად­ვი­ლად… ამი­ტო­მაც, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვთხოვ­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ და, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დრო­საც, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ კალ­კუ­ლა­ტო­რი, მი­ეჩ­ვი­ონ ამ რიცხ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბას.

კი­დევ ერ­თი შეც­დო­მა, რო­მელ­საც ასეთ და­ვა­ლე­ბებ­ში უშ­ვე­ბენ ხოლ­მე — ხში­რად სა­ჭი­როა ხოლ­მე დად­გინ­დეს, რო­მე­ლი რე­აქ­ტი­ვია მა­ლი­მი­ტი­რე­ბე­ლი და რო­მე­ლი ჭარ­ბა­დაა აღე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ ხდე­ბა ამის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა ან არას­წო­რა­დაა დად­გე­ნი­ლი და შემ­დ­გომ­ში, ეს იწ­ვევს ხოლ­მე შეც­დო­მებს.

მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დროს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვურ­ჩევ­დი, გა­ნი­ხი­ლონ შე­ფა­სე­ბის სქე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ამო­ცა­ნებს თან ახ­ლავს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი იმ სა­გა­მოც­დო კრე­ბუ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. თი­თო­ე­ულ ასეთ და­ვა­ლე­ბას თან ახ­ლავს თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბის სქე­მა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რა­დაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში აკ­ლ­დ­ება ქუ­ლე­ბი. ეს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ჯერ ერ­თი, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დროს, მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა რო­გორ გა­ფორ­მ­დეს და­ვა­ლე­ბა, რა შეც­დო­მე­ბი გა­ა­კონ­ტ­რო­ლონ და გარ­და ამი­სა, რო­დე­საც უკ­ვე გა­ი­გე­ბენ თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბას და და­ა­პი­რე­ბენ აპე­ლა­ცი­ას, ვურ­ჩევ­დი, აუცი­ლებ­ლად გა­და­ხე­დონ შე­ფა­სე­ბის სქე­მას და ამის შემ­დეგ გან­საზღ­ვ­რონ, რამ­დე­ნად სწო­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი მა­თი ნა­წე­რი და ღირს თუ არა აპე­ლა­ცია.

გა­მოც­და­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და­უ­რიგ­დე­ბათ დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ქი­მი­ურ ელე­მენ­ტ­თა პე­რი­ო­დუ­ლო­ბის ცხრილს, ხსნა­დო­ბის ცხრილს, ასე­ვე, მე­ტალ­თა ძაბ­ვის ელექ­ტ­რო­ქი­მი­ურ მწკრივს. მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, უფ­რო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ გა­მოც­დის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დრო. გარ­და ამი­სა, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვურ­ჩევ­დი, გა­მე­ო­რე­ბის დროს, რო­დე­საც ისი­ნი ჩათ­ვ­ლი­ან, რომ ყვე­ლა სა­კითხი გავ­ლი­ლი აქვთ და აპი­რე­ბენ გა­და­მე­ო­რე­ბას, კი­დევ ერ­თხელ, ყუ­რადღე­ბით გა­და­ხე­დონ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამ პროგ­რა­მა­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი ყვე­ლა ის სა­კითხი, რო­მე­ლიც ქი­მი­ის გა­მოც­დი­სათ­ვის შედ­გე­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. მინ­და გითხ­რათ, რომ ეს სა­კითხე­ბი მთლი­ა­ნად ეფუძ­ნე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას და მათ შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­კითხოთ ინ­ფორ­მა­ცია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­მი­ნის­ტ­როს მი­ე­რაა გრი­ფი­რე­ბუ­ლი და სკო­ლა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ასე­თი სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ, რო­გორც ერ­თ­გ­ვა­რი სია იმი­სათ­ვის, რომ შე­ა­მოწ­მოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი, იცით თუ არა ყვე­ლა ის სა­კითხი, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია, ანუ მარ­ტი­ვად, და­ი­დოთ ეს სია და მო­ნიშ­ნოთ ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც იცით. აქ­ვე აღ­მო­ა­ჩენთ რო­მელ სა­კითხ­ში გჭირ­დე­ბათ გა­და­მე­ო­რე­ბა ან და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. ეს ბევ­რად გა­გი­ად­ვი­ლებთ გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბას.

სა­კითხ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მცი­რე არ არის. რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, არა­ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის სა­კითხებ­ში მე­ცა­დი­ნე­ობთ, აქ დე­ტა­ლუ­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლი ნა­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ უნ­და გქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია და რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ესეც ჩანს ამ ჩა­მო­ნათ­ვ­ლი­დან.

გარ­და ამი­სა, ყუ­რადღე­ბაა მი­საქ­ცე­ვი იმა­ზე, რომ პროგ­რა­მის ბო­ლოს მო­ტა­ნი­ლია ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმი­სა, თუ რა მო­ეთხო­ვე­ბა აბი­ტუ­რი­ენტს, თვი­სობ­რი­ვი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნი­სას.

აბი­ტუ­რი­ენტს თვი­სობ­რი­ვი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნი­სას მო­ეთხო­ვე­ბა:

⇒ ნივ­თი­ე­რე­ბის ფარ­დო­ბი­თი მო­ლე­კუ­ლუ­რი მა­სის გა­მოთ­ვ­ლა;

⇒ ქი­მი­უ­რი ფორ­მუ­ლის შედ­გე­ნა ვა­ლენ­ტო­ბის მი­ხედ­ვით;

⇒ ნა­ერ­თ­ში ელე­მენ­ტის მა­სუ­რი წი­ლის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა;

⇒ ნა­ერ­თის ქი­მი­უ­რი ფორ­მუ­ლის დად­გე­ნა ელე­მენ­ტ­თა მა­სუ­რი წი­ლე­ბის მი­ხედ­ვით;

⇒ ნა­ერ­თ­ში ელე­მენ­ტის ვა­ლენ­ტო­ბი­სა და ჟან­გ­ვის რიცხ­ვის გან­საზღ­ვ­რა;

⇒ ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის (მათ შო­რის, ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნი­თი რე­აქ­ცი­ე­ბის) ტო­ლო­ბე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა;

⇒ ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სიჩ­ქა­რის გა­მოთ­ვ­ლა;

⇒ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა გარ­დაქ­მ­ნის სქე­მის მი­ხედ­ვით ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის ტო­ლო­ბე­ბის შედ­გე­ნა;

⇒ ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, მა­სი­სა და მო­ცუ­ლო­ბის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა შემ­დე­გი ფორ­მუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით: 

⇒ გა­მოთ­ვ­ლე­ბი­სას ავო­გად­როს კა­ნო­ნი­სა და მი­სი შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;

⇒ ხსნარ­ში ნივ­თი­ე­რე­ბის მა­სუ­რი წი­ლის, გახ­ს­ნი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მა­სის და ხსნა­რის მა­სის დად­გე­ნა ფორ­მუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ;

⇒ ხსნარ­ში ნივ­თი­ე­რე­ბის მო­ლუ­რი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის დად­გე­ნა ფორ­მუ­ლის ? = ?/? გა­მო­ყე­ნე­ბით;

⇒ რე­აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ან რე­აქ­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის/მა­სის/მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით სხვა ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის/მა­სის/ მო­ცუ­ლო­ბის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა;

⇒ რე­აქ­ცი­ის პრო­დუქ­ტის რა­ო­დე­ნო­ბის/მა­სის/მო­ცუ­ლო­ბის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა, რო­დე­საც ერთ-ერ­თი მო­რე­ა­გი­რე ნივ­თი­ე­რე­ბა აღე­ბუ­ლია ჭარ­ბად.

კონ­კ­რე­ტუ­ლად თუ შევ­ხე­დავთ, აქ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და იცო­დეს ნივ­თი­ე­რე­ბის ფარ­დო­ბი­თი მო­ლე­კუ­ლუ­რი მა­სის გა­მოთ­ვ­ლა, ფორ­მუ­ლე­ბის შედ­გე­ნა, ჟან­გ­ვის რიცხ­ვის გან­საზღ­ვ­რა, ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნი­თი რე­აქ­ცი­ე­ბის ტო­ლო­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა და ა.შ. გარ­და ამი­სა, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღე­ბა, რომ აქ მოყ­ვა­ნი­ლია ყვე­ლა ის ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ხოლ­მე ამა თუ იმ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ბო­ლო­ში აღ­წე­რი­ლია რო­გო­რი ტი­პის გა­მოთ­ვ­ლი­თი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­ეთხო­ვე­ბათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­სას.

ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს მინ­და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა გა­მოც­დებ­ზე და მა­თი სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები