25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ ვაჩ­ვევ თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას პა­ტა­რებს

spot_img

ნატაშა მელიშვილი
სსიპ დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ბა ფა­სა­ნა­უ­რის იაკობ ტრი­პოლ­ს­კის სა­ხ. №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი

 

 

პირ­ველ კლას­ში, რო­დე­საც პა­ტა­რე­ბი სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდს გა­ივ­ლი­ან, სწავ­ლო­ბენ წე­რას და კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას. ვა­ვა­ლებ, ზე­პი­რად შე­ად­გი­ნონ პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა — სულ ორი წი­ნა­და­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტა­რე­ბი ამ და­ვა­ლე­ბას კარ­გად არ­თ­მე­ვენ თავს. ეს ხდე­ბა აპ­რილ­ში. ასე გრძელ­დე­ბა მა­ი­სის ბო­ლომ­დე.

მე­ო­რე კლას­ში კი, და­ახ­ლო­ე­ბით, ოქ­ტომ­ბ­რის ნა­ხევ­რი­დან, რო­ცა აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი კითხ­ვა­ში გა­ი­წა­ფე­ბი­ან, ვე­უბ­ნე­ბი: „ბავ­შ­ვე­ბო! დღე­ი­დან ვიწყებთ თა­ვი­სუ­ფალ წე­რას, რო­მელ­საც კვი­რის ერთ რო­მე­ლი­მე დღეს და­ვუთ­მობთ. ამ წე­რი­სათ­ვის უნ­და ავ­კინ­ძოთ ალ­ბო­მე­ბი, გა­რე­კა­ნი ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი უნ­და იყოს და შიგ წე­როთ თქვე­ნი ნაფიქ­რა­ლი. სა­თა­უ­რიც თქვენ უნ­და შე­ურ­ჩი­ოთ. რას და­არ­ქ­მევ­დით?“

პა­ტა­რე­ბი იწყე­ბენ ფიქრს. პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე ხმა­დაბ­ლა და გა­უ­ბე­და­ვად ამ­ბობს: გვა­ცა­დეთ, დაგ­ვით­მეთ მას­წავ­ლე­ბე­ლო. მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იწო­ნებს ამ აზრს, ბო­ლოს კი ალ­ბომს ერ­ქ­მე­ვა „გზა მო­მე­ცით“.

პა­ტა­რე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ ავ­ტო­რე­ბი თვი­თონ არი­ან. შემ­დეგ ვუხ­ს­ნი, რომ გა­რე­კან­ზე, ავ­ტო­რის გარ­და, მი­ე­თი­თოს გა­მომ­ცემ­ლო­ბა. „გა­მომ­ცემ­ლო­ბა ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მელ­მაც ალ­ბო­მი უნ­და გა­მოს­ცეს. მას რა­ღას და­არ­ქ­მევ­დით?“

„სკო­ლას“ – პა­სუ­ხო­ბენ გუნ­დუ­რად.

„დაბ­ლა შე­იძ­ლე­ბა მი­ვუ­თი­თოთ ტი­რა­ჟიც“ – ვაგ­რ­ძე­ლებ მე. ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა პა­ტა­რე­ბის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, ამი­ტო­მაც ვუხ­ს­ნი: „ტი­რა­ჟი არის ის, რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაც გა­მო­ვა ალ­ბო­მი“. პა­ტა­რე­ბი ხვდე­ბი­ან და ტი­რა­ჟის გვერ­დით წე­რენ რიცხვს, რო­მე­ლიც კლა­სის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„-  ბავ­შ­ვე­ბო, ნუ ღე­ლავთ! თქვენ ძა­ლი­ან კარ­გად და­წერთ თქვენს ნა­ფიქ­რალს“ – ვამ­ბობ და ვბრუნ­დე­ბი და­ფის­კენ, ვწერ ორ სიტყ­ვას და მივ­მარ­თავ მათ: „ამ ორი სიტყ­ვის დახ­მა­რე­ბით, უნ­და შე­ად­გი­ნოთ პა­ტა­რა მოთხ­რო­ბე­ბი. სიტყ­ვე­ბი არის და­საყ­რ­დე­ნი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც უნ­და აიგოს მოთხ­რო­ბა:

მაშ, ყუ­რადღე­ბით! დღე­ი­დან თქვენ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამთ იმ დი­დი გზის­კენ, რო­მელ­საც მწერ­ლო­ბა ჰქვია. თვა­ლე­ბი მო­ხუ­ჭეთ და იფიქ­რეთ, იმოგ­ზა­უ­რეთ ამ სიტყ­ვე­ბის გარ­შე­მო… წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ პა­ტა­რა მწერ­ლე­ბი ხართ და პირ­ვე­ლად წერთ მოთხ­რო­ბას, რო­მე­ლიც არ უნ­და ჰგავ­დეს არც ჩემს შედ­გე­ნილს და არც წიგ­ნ­ში და­წე­რილს. შე­იძ­ლე­ბა არც გა­მო­გი­ვი­დეთ, მაგ­რამ მა­ინც და­წე­რეთ, რო­გორც მო­ა­ხერ­ხებთ.“

შემ­დეგ ვთხოვ, გა­ა­ხი­ლონ თვა­ლე­ბი და წე­რონ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად. პა­ტა­რე­ბი იწყე­ბენ წე­რას. რო­მე­ლი მოს­წავ­ლეც და­ამ­თავ­რებს, გა­მო­ვიყ­ვან, ვი­ყე­ნებ გვერ­დით, ხმა­დაბ­ლა ვკითხუ­ლობ მის ნა­წერს და ერ­თად ვას­წო­რებთ შეც­დო­მებს, თუ ნა­მუ­შე­ვა­რი მო­მე­წო­ნა, ვი­ტო­ვებ. რო­დე­საც ყვე­ლა მოს­წავ­ლე და­ამ­თავ­რებს წე­რას, მო­წო­ნე­ბულ ნაშ­რო­მებს კლა­სის წი­ნა­შე ვკითხუ­ლობ. ვე­უბ­ნე­ბი, რომ ისი­ნი იმ დღის პა­ტა­რა მწერ­ლე­ბი არი­ან, ხო­ლო რომ­ლის ნაშ­რომ­საც შემ­დე­გი წე­რის­თ­ვის და­ვი­ტო­ვებ, მან იცის, რომ იმ დღის მწე­რა­ლია. ნე­ტავ იმ წუ­თას იმ ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლებ­ში ჩა­გა­ხე­დათ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. ისი­ნი კი, ვინც მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს, გულს არ იტე­ხენ, ფიქ­რო­ბენ მო­მა­ვალ­ში უკე­თე­სი მოთხ­რო­ბე­ბი და­წე­რონ, რომ ერ­თხელ მა­ინც „გახ­დ­ნენ“ პა­ტა­რა მწერ­ლე­ბი.

მე­სა­მე-მე­ოთხე კლა­სებ­ში პა­ტა­რებს ვურ­თუ­ლებ და­ვა­ლე­ბას. საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბის ნაც­ვ­ლად, ვაძ­ლევ პირ­და­პირ სა­თა­ურს ან ან­და­ზას და, თა­ვი­სუ­ფა­ლი მოთხ­რო­ბე­ბის წე­რა­ში უკ­ვე გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი, ამ და­ვა­ლე­ბა­საც კარ­გად არ­თ­მე­ვენ თავს.

⇑⇓ აი, რას წე­რენ ჩე­მი მე­ო­რეკ­ლა­სე­ლე­ბი:

ბარ­ბა­რე ჯა­ნი­აშ­ვი­ლი

საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბი: ბი­ჭი, მან­ქა­ნა

„ერთ ბიჭს ჰყავ­და ძაღ­ლი. ერ­თხელ მან ძაღ­ლი სა­სე­ირ­ნოდ გა­იყ­ვა­ნა, ძაღლს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ფე­ხი მოს­ტე­ხა, ბიჭ­მა ძაღ­ლი შინ წა­იყ­ვა­ნა, უმ­კურ­ნა­ლა და ფე­ხი მო­ურ­ჩი­ნა.“

ლა­შა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი

საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბი: კურ­დღე­ლი, ბოს­ტა­ნი

„ერთ გლეხს ჰქონ­და ბოს­ტა­ნი და რაც კი ნაწ­ვა­ლე­ბი და ნაშ­რო­მი ჰქონ­და, სულ კურ­დღ­ლებ­მა შე­უ­ჭა­მეს. გლე­ხი გაბ­რაზ­და. და­უ­გო ღა­მით ხა­ფან­გი. კურ­დღ­ლებ­მა ვერ და­ი­ნა­ხეს და ხა­ფან­გ­ში გა­ებ­ნენ.“

ელე­ნე ჩო­ხე­ლი

საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბი: ბავ­შ­ვე­ბი, მდი­ნა­რე, თევ­ზი

„ზაფხუ­ლის მშვე­ნი­ე­რი დღე იყო. ბავ­შ­ვე­ბი დი­ლა­ად­რი­ან მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ. რო­ცა მდი­ნა­რეს მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ, და­ი­ნა­ხეს სულ პა­წა­წი­ნა თევ­ზი და და­ი­ჭი­რეს. თევ­ზ­მა უთხ­რა: გა­მიშ­ვით, ჯერ მე პა­ტა­რა ვარ, რო­ცა გა­ვიზ­რ­დე­ბი, მა­შინ და­მი­ჭი­რე­თო.

ბავ­შ­ვებ­მა და­უ­ჯე­რეს და თევ­ზი წყალ­ში გა­უშ­ვეს.“

ასე ვას­წავ­ლი თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას პა­ტა­რებს. მათ­თ­ვის არც წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ სიტყ­ვებს ვზო­გავ. ასე მა­გა­ლი­თად: და­მი­ლოც­ნი­ხართ, ჩე­მო პა­ტა­რე­ბო! გზა მარ­თ­ლაც თქვენ­თ­ვის და­მით­მია! ვინ იცის, იქ­ნებ ზო­გი­ერ­თ­მა თქვენ­გან­მა, მო­მა­ვალ­ში, დი­დი მწერ­ლო­ბის კა­რიც კი შე­ა­ღოს.

P.S. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს ჩემს მუ­შა­ო­ბა­ში.

V კლას­ში გა­და­სუ­ლი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად აზ­როვ­ნე­ბენ ყვე­ლა სა­გან­ში; გარ­და ამი­სა, მათ­თ­ვის უცხო არ არის თა­ვი­სუ­ფალ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა. მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და წე­რის კულ­ტუ­რა უფ­რო დახ­ვე­წი­ლია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები