20 აპრილი, შაბათი, 2024

რო­გორ ვაქ­ცი­ოთ „მშო­ბელ­თა კრე­ბა“ ბავ­შ­ვის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პრო­ცე­სის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად 

spot_img

ლალი ჯელაძე

„მშო­ბელ­თა კრე­ბა“ – უმე­ტე­სი მშობ­ლის­თ­ვის არც თუ ისე მიმ­ზიდ­ვე­ლი „აქ­ტი­ვო­ბა“ სკო­ლის ცხოვ­რე­ბი­დან, გარ­კ­ვე­უ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბი­სა და რის­კე­ბის შემ­ც­ვე­ლია, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ დამ­რი­გე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოს­წავ­ლის ყო­ფაქ­ცე­ვა ან მი­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა სა­ჯა­როდ, სხვა მშობ­ლე­ბის თვალ­წინ, გა­მო­ი­ტა­ნოს (რო­გორც ეს წლე­ბის წინ ხდე­ბო­და), მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დე­ბი­თია თუ უარ­ყო­ფი­თი. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვას აქვს თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე – პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მაა. თუმ­ცა, წლე­ბია, რაც „მშო­ბელ­თა კრე­ბის“ ჩა­ტა­რე­ბის წე­სებ­ში სა­მი­ნის­ტ­რომ ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ეს სწო­რედ მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მოხ­და. ესგ-ს მე-9 მუხ­ლ­ში – დამ­რი­გებ­ლის ქვე­თავ­ში – მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ დამ­რი­გე­ბელ­მა – „რე­გუ­ლა­რუ­ლად (მი­ნი­მუმ, თვე­ში ერ­თხელ) მი­ა­წო­დოს მშო­ბელს ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვის, დის­ციპ­ლი­ნის, პი­როვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა თუ წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ. და­უშ­ვე­ბე­ლია ერ­თი მოს­წავ­ლის დის­ციპ­ლი­ნი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ სხვა მოს­წავ­ლის/მშობ­ლის თან­დას­წ­რე­ბით სა­უ­ბა­რი; სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შეხ­ვ­დეს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მშო­ბელს და მი­ა­წო­დოს მას მოს­წავ­ლეს­თან და სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.“
ცხა­დია, თა­ნა­მედ­რო­ვე მშო­ბელ­თა კრე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა სწო­რედ ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის წე­სის დაც­ვით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ისიც ცხა­დია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შ­ვის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში შექ­მ­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მშობ­ლის გვერ­დის ავ­ლით ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. სწო­რედ მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა­ზე დამ­კ­ვიდ­რე­ბულ ფორ­მად მშო­ბელ­თა კრე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი ფუნქ­ცია და ამო­ცა­ნაც სწო­რედ სკო­ლის (მას­წავ­ლებ­ლის, დამ­რი­გებ­ლის) და მშობ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მშობ­ლის რო­ლის და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, შვი­ლის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში, „მშო­ბელ­თა კრე­ბა“ სა­უ­კე­თე­სო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.
რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, მავ­ნე პრა­ქტი­კა, რო­მე­ლიც მშო­ბელ­თა კრე­ბებს ახ­ლ­და თან და ათე­უ­ლო­ბით მშობ­ლის წი­ნა­შე გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ყო­ფაქ­ცე­ვის ან აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სა­კითხებს, წარ­სულს ჩა­ბარ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და, რო­ცა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ყა­ი­დის დამ­რი­გე­ბე­ლი/მას­წავ­ლე­ბე­ლი, საფ­რ­თხე­ე­ბის გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, აქებს ან აძა­გებს კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის ყო­ფაქ­ცე­ვას ან აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს. თუმ­ცა, მშო­ბელ­თა ნა­წილს დღე­საც აქვს კითხ­ვა: რა­ტომ აღარ აცხა­დე­ბენ სა­ერ­თო კრე­ბა­ზე მა­თი შვი­ლე­ბის მიღ­წე­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მშო­ბელ­თა ნა­წილს, ვი­სი შვი­ლიც, ასე ვთქვათ, „წარ­ჩი­ნე­ბუ­ლია“. რო­გორც ჩანს, ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ იმ მშობ­ლებ­ზე, ვი­საც, მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, საყ­ვე­დუ­რე­ბის მოს­მე­ნა მო­უ­წევთ. სწო­რედ იმის­თ­ვის, რომ ერ­თი­ცა და მე­ო­რეც გა­მო­ი­რიცხოს, სა­სურ­ვე­ლია, მშობ­ლებ­მა, ქე­ბა-დი­დე­ბი­სა და საყ­ვე­დუ­რე­ბის ნაც­ვ­ლად, მას­წავ­ლებ­ლის­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­ის­მი­ნონ იმის თა­ო­ბა­ზე, რას მი­აქ­ცი­ონ უფ­რო მე­ტად ყუ­რადღე­ბა, შვი­ლე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბის ან ყო­ფაქ­ცე­ვის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. რე­ა­ლუ­რად, მშო­ბელ­თა კრე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაც ხომ ეს არის – მშობ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი ბავ­შ­ვის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში. ეფექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მშო­ბელ­თა კრე­ბა კი, მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აუცი­ლებ­ლად გაზ­რ­დის შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

✅ მა­ინც რა არის ეს საფ­რ­თხე­ე­ბი და რა რის­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მოშ­ვას ბავ­შ­ვის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ? ამ კითხ­ვით მივ­მარ­თეთ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში შე­სუ­ლა მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებ­და მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე მი­სი შვი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის სხვა ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის ფაქ­ტ­ზე, რა­მაც ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა.

ლონ­და თო­ლო­რაია: „ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბულ დაც­ვას სა­ჭი­რო­ებს. სკო­ლა ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და ფა­ქიზ მო­ნა­ცემს ფლობს, რო­მელ­თა დაც­ვა აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, სიმ­შ­ვი­დის­თ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­სი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის და მის ირ­გ­ვ­ლივ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვის ყო­ფაქ­ცე­ვის, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­სა­ხებ მი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბია და და­ცუ­ლი უნ­და იყოს ყვე­ლა იმ პი­რის­გან, ვინც, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ბავ­შ­ვის სა­ზი­ა­ნოდ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს. მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე ბავ­შ­ვის ყო­ფაქ­ცე­ვის ან/და მი­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გან­ხილ­ვა ყო­ველ­თ­ვის დი­დი პრობ­ლე­მა იყო, ვი­ნა­ი­დან ეს ბევრ თა­ნამ­დევ პრობ­ლე­მას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­სო­დეს რჩე­ბა მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე და კრე­ბის შემ­დეგ ყო­ველ­თ­ვის ხდე­ბა მშობ­ლებს, მშობ­ლებ­სა და ბავ­შ­ვებს, ასე­ვე, თა­ვად ბავ­შ­ვებს შო­რის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. ბავ­შ­ვებს, მშო­ბელ­თა კრე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხ­ვა სტა­ტუსს („კარ­გი ბავ­შ­ვი“, „ცუ­დი ბავ­შ­ვი“, „კარ­გი მოს­წავ­ლე“, „ცუ­დი მოს­წავ­ლე“) ანი­ჭე­ბენ და ამ სტა­ტუ­სე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა მა­თი და­ყო­ფა. ეს ხში­რად იწ­ვევს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას, სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას, კლა­სე­ლე­ბის­გან გა­რიყ­ვას, მე­გობ­რო­ბა­ზე უარის თქმას და ა.შ. ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით, ბავშვს გა­მო­უს­წო­რე­ბელ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზი­ანს აყე­ნებს, რაც აფერ­ხებს მის გან­ვი­თა­რე­ბას და მძი­მე წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვებს ფსი­ქი­კა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე ამ სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა არ უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო.“

 რო­გორ ორ­გა­ნიზ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მშო­ბელ­თა კრე­ბა კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით და რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს დამ­რი­გე­ბელ­მა/მას­წავ­ლე­ბელ­მა კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას? სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პა­რ­ტა­მენ­ტის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი ეკა­ტე­რი­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ასე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­ნა­წე­რი მშო­ბელ­თა კრე­ბის თა­ო­ბა­ზე არც ერთ ნორ­მა­ტი­ულ თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ აქ­ტ­ში არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­ზეც მიგ­ვი­თი­თებს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მაა, სა­დაც ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­მა ან დამ­რი­გე­ბელ­მა, მოს­წავ­ლის დის­ციპ­ლი­ნი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­სა­ხებ, სხვა მშობ­ლე­ბის თან­დას­წ­რე­ბით ისა­უბ­როს. დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ეს ინ­ფორ­მა­ცია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს ან მშო­ბელს, ურ­ჩი­ოს, გა­უ­წი­ოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, იყოს შუ­ა­მა­ვა­ლი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბელ­სა და საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს შო­რის რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის კუთხით. „და­უშ­ვე­ბე­ლია ბავ­შ­ვის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა, რა­საც უკ­ვე კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს, გარ­და ამი­სა, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­ს­შიც გვი­წე­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი ხაზ­გას­მით. სხვა ჩა­ნა­წე­რი მშო­ბელ­თა კრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მახ­სენ­დე­ბა, – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ეკა, – მშო­ბელ­თა კრე­ბა, ოდით­გან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მშობ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა და ამ გავ­რ­ცე­ლე­ბულ პრაქ­ტი­კას სკო­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ამ ბო­ლო დროს, აღარ გვაქვს ისე­თი ფაქ­ტე­ბის სიმ­რავ­ლე, რო­ცა სა­ერ­თო კრე­ბა­ზე ხდე­ბა, ბავ­შ­ვის ან სხვა რო­მე­ლი­მე ბავ­შ­ვის მშობ­ლე­ბის თა­ნდას­წ­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე ან თუნ­დაც დის­ციპ­ლი­ნურ გა­დაც­დო­მებ­ზე. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი უკ­ვე იშ­ვი­ა­თია და შე­იძ­ლე­ბა თვე­ში ერ­თხელ შე­მო­ვი­დეს სა­მი­ნის­ტ­რო­ში გან­ცხა­დე­ბა ან სა­ჩი­ვა­რი.

მშო­ბელ­თა კრე­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა, რო­გორც გითხა­რით, პე­და­გოგ­სა და მშო­ბელს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა ბავ­შ­ვის სწავ­ლე­ბა­სა და აღ­ზ­რ­და­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის მიზ­ნით, მათ აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად გზე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად, შე­სა­თან­ხ­მებ­ლად, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა და მშო­ბელ­მა ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მონ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე მშო­ბელ­თა კრე­ბა შე­იძ­ლე­ბა უფ­რო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს სკო­ლამ მშობ­ლე­ბის­თ­ვის პე­და­გო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცოდ­ნის, კულ­ტუ­რის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად. მა­გა­ლი­თად, კლა­სის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­თან­ხ­მებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თი მი­ზა­ნიც – მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც კრე­ბა­ზე და­სას­წ­რე­ბად მო­დის, ზო­გა­დად ისურ­ვებ­და, სა­კუ­თარ შვილ­ზე და­დე­ბი­თი და კარ­გი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნას. ესეც კარ­გი პრაქ­ტი­კაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორ მი­ა­წო­დონ ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რი მშობ­ლებს, რო­გორ და­იწყონ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. ასე­თი ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რის პრაქ­ტი­კა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, უმე­ტე­სად, სწო­რედ აქ ყა­ლიბ­დე­ბა. მშობ­ლის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თით და­იწყონ, ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ წარ­მა­ტე­ბე­ბის ხაზ­გას­მით და შემ­დეგ გა­და­ვიდ­ნენ ე.წ. სენ­დ­ვი­ჩის მე­თოდ­ზე – სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ფა­რუ­ლად მი­წო­დე­ბა, რომ მშო­ბე­ლი არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მშო­ბე­ლი ათას­გ­ვა­რია, ადა­მი­ა­ნებს ზო­გა­დად სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­უ­რი ფო­ნი გვაქვს. მშო­ბელ­თან კონ­ფ­ლიქ­ტი და და­ძა­ბუ­ლო­ბა რომ აიცი­ლონ, უმ­ჯო­ბე­სია, ასე­თი ფორ­მით მი­ა­წო­დონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, ისევ და­დე­ბითს გა­უს­ვან ხა­ზი, და­დე­ბი­თით და­ამ­თავ­რონ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვის­თა­ვად, ხელს უწყობს მშობ­ლის, ასე ვთქვათ, შე­მოტ­რი­ა­ლე­ბას სკო­ლის­კენ.“

ზო­გა­დი სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი ხაზს უს­ვამს ბავ­შ­ვ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამი­ტომ ით­ქ­ვა უარი ბავ­შ­ვის ქცე­ვის სხვა მშობ­ლე­ბის თან­დას­წ­რე­ბით, სა­ერ­თო კრე­ბა­ზე გან­ხილ­ვა­ზე: „თა­ვის­თა­ვად, ეს უნ­და მოხ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბაც არ აღ­მოჩ­ნ­დეს მი­სა­ღე­ბი გვერ­დ­ზე მჯდო­მი მშობ­ლის­თ­ვის ან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის მშობ­ლის­თ­ვის. ესეც გა­მა­ღი­­ზი­ა­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს და არა­თა­ნა­ბარ მიდ­გო­მებ­ზე გაჩ­ნ­დეს ეჭ­ვი მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ.“

ეკა­ტე­რი­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მშო­ბელ­თა კრე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბის, იმავ­დ­რო­უ­ლად, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მშო­ბელ­თა ე.წ. პე­და­გო­გი­ზა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის, პე­და­გო­გი­კი­სა და ასა­კობ­რი­ვი ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით; ასე­ვე, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხი­თაც, მე­თო­დო­ლო­გი­ის გაც­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, „ეფექ­ტუ­რად და სწო­რად და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მშო­ბელ­თა კრე­ბა, მიგ­ვიყ­ვანს შე­დე­გამ­დე, რო­ცა აღარ გვექ­ნე­ბა გა­უცხო­ე­ბა მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით შევ­ძ­ლებთ მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და მი­სი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას.“

? რა ტი­პის რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს სა­მი­ნის­ტ­რო მას­წავ­ლებ­ლებს, დამ­რი­გებ­ლებს, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც თა­ნა­მედ­რო­ვე მშო­ბელ­თა კრე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შე­უწყობს ხელს.

ეკა­ტე­რი­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს ძა­ლი­ან კარ­გი ნა­ბეჭ­დი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბის კუთხით. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი მთლი­ა­ნად სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში და­სა­გეგმ აქ­ტი­ვო­ბებს მო­ი­აზ­რებს რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისე მშობ­ლე­ბის­თ­ვის. მათ შო­რის არის ეს სა­კითხიც — რო­გორ წარ­ვ­მარ­თოთ მშო­ბელ­თა კრე­ბა ეფექ­ტი­ა­ნად. ამის გარ­და, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სტა­ტი­ე­ბი ჟურ­ნალ „მას­წავ­ლე­ბელ­ში“, მათ შო­რის, ქე­თე­ვან ოსი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ წიგ­ნ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

რა ამოძ­რა­ვებს მშო­ბელს, რო­ცა ის სკო­ლა­ში მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე მი­დის და რა არის მი­სი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი, რი­სი მოს­მე­ნა სურს? ამ კითხ­ვით მივ­მარ­თეთ ერთ-ერთ მშო­ბელს, მა­რი­ამ სა­კან­დე­ლი­ძეს. მი­სი აზ­რით, მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე მის­ვ­ლის მი­ზე­ზე­ბი, მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია და სამ ძი­რი­თად ეტა­პად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს – ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ­დე, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დროს და რო­გო­რი უნ­და იყოს სკო­ლი­სა და მშობ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მა­ვალ­ში. მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ: „ონ­ლა­ინ სწავ­ლამ­დე, მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე, ძი­რი­თა­დად, მშობ­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კითხებ­ზე სა­სა­უბ­როდ გვი­ბა­რებ­დ­ნენ,  ექ­ს­კურ­სი­ე­ბის ან ზე­ი­მე­ბის თე­მებ­ზე და ა.შ., რის მოგ­ვა­რე­ბა­საც ითხოვ­დ­ნენ მშობ­ლის­გან. ასე­ვე, მი­მო­ი­ხი­ლავ­დ­ნენ ხოლ­მე, ზო­გა­დად, რო­გო­რი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან კლას­ში. ამის შემ­დეგ, თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბელს გა­უჩ­ნ­დე­ბო­და სურ­ვი­ლი, გა­სა­უბ­რე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელს, შე­ეძ­ლო, გარ­კ­ვე­ულ სა­ა­თებ­ში ან დღე­ებ­ში, მი­სუ­ლი­ყო და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ეს­მი­ნა მი­სი შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. პრინ­ციპ­ში, აქ ვე­რა­ფერ ცუდს ან გან­სა­კუთ­რე­ბულს ვერ ვხე­დავ, ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია.

ონ­ლა­ინ სწავ­ლის დროს, რო­ცა უკ­ვე კრე­ბე­ბიც ონ­ლა­ინ ტარ­დე­ბო­და, სა­უბ­რის თე­მა შე­იც­ვა­ლა და, ძი­რი­თა­დად, მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე – რომ ბავ­შ­ვე­ბი არ ეს­წ­რე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლებს, კა­მე­რებს რთა­ვენ, მაგ­რამ არ შე­მო­დი­ან ან მას­წავ­ლე­ბე­ლი სვამს კითხ­ვას და ისი­ნი არ პა­სუ­ხო­ბენ. ამის გარ­და, იმა­ზეც სა­უბ­რობ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და. ძი­რი­თა­დად, მშობ­ლე­ბის­გან ითხოვ­დ­ნენ, მე­ტად გვე­კონ­ტ­რო­ლე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია. ალ­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში, სხვა თე­მე­ბის გან­ხილ­ვა ვერც მოხ­დე­ბო­და. თა­ვის­თა­ვად, ვმსჯე­ლობ­დით იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე, რო­მე­ლიც, უმე­ტეს­წი­ლად, და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და მშო­ბელ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ მო­აგ­ვა­რებ­და, მა­გა­ლი­თად, იმას, რომ  ბავ­შ­ვი გაკ­ვე­თილ­ზე შე­სუ­ლი­ყო. რე­ა­ლუ­რად, უფ­რო მე­ტი აქ­ცენ­ტი მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე კეთ­დე­ბო­და.“

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა ფორ­მით სურს მას სკო­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ამ­ბობს, რომ პე­რი­ო­დუ­ლად, ორ თვე­ში ერ­თხელ მა­ინც, დამ­რი­გე­ბელს ან მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ნიშ­ნუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს კონ­კ­რე­ტულ მშო­ბელ­თან შეხ­ვედ­რის სა­ა­თე­ბი. „მინ­და, წი­ნას­წარ და­გეგ­მილ დროს მივ­დი­ო­დე სკო­ლა­ში და ვხვდე­ბო­დე დამ­რი­გე­ბელს ან რო­მე­ლი­მე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს. ამ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­გებ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ას თი­თო­ე­ულ სა­გან­ში ჩე­მი შვი­ლის აკადე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­სა და მი­სი ყო­ფაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ; რა ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­და და რო­გორ შეძ­ლო გა­მოს­წო­რე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი  პე­რი­ო­დის შემ­დეგ; ან პი­რი­ქით, ხარ­ვე­ზი სუ­ლაც არ არის და პროგ­რა­მას ძა­ლი­ან ად­ვი­ლად სძლევს, ამი­ტომ მის­თ­ვის რა­ღაც და­მა­ტე­ბი­თია სა­ჭი­რო. მქონ­და მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ჩემს ერთ-ერთ შვილს მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თილ­ზე იმის გა­მო არ უნ­დო­და მის­ვ­ლა, რომ მის­თ­ვის მა­სა­ლა მარ­ტი­ვი იყო.  უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, ვიდ­რე კლას­ში აკე­თებ­და, რის გა­მოც გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბის სურ­ვი­ლი და­კარ­გა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა თქმა უნ­და, ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს მო­უნ­დე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მაც და­ი­ნა­ხოს ეს პრობ­ლე­მა. შე­იძ­ლე­ბა ხე­დავს, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნოს. ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა რო­ცა იკ­ვე­თე­ბა, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა იმის­თ­ვის, რომ მსგავ­სი რამ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ასე­ვე, ერთ-ერთ შვილ­თან ასე­თი პრობ­ლე­მა მაქვს – მას მო­ყო­ლის კომ­პ­ლექ­სი აქვს, ეში­ნია გაკ­ვე­თი­ლის მო­ყო­ლა, რაც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დროს კი­დევ უფ­რო გამ­ძაფ­რ­და. ბევრს ვფიქ­რობ იმა­ზე, რამ გა­მო­იწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე სწო­რი დას­კ­ვ­ნა. ესეც რომ შე­ამ­ჩ­ნი­ოს მას­წავ­ლე­ბელ­მა და მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მო­ე­პა­როს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­დევ უფ­რო გამ­ძაფ­რ­დეს პრობ­ლე­მა და უკ­ვე მოზ­რ­დი­ლო­ბის ასაკ­შიც ჰქონ­დეს სა­უბ­რის, აზ­რის გა­მოთ­ქ­მის კომ­პ­ლექ­სი. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი რომ არ წარ­მო­იშ­ვას, ამი­ტო­მაც არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. არის რა­ღაც, რა­შიც ბავშვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სჭირ­დე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა და დახ­მა­რე­ბა. მშო­ბე­ლიც საქ­მის კურ­ს­ში უნ­და იყოს მუდ­მი­ვად. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევრ მშო­ბელს, იმის გა­მო, რომ მუ­შა­ობს, დრო არ აქვს აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­მოწ­მოს შვილს. მე, ჩე­მი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  ვა­ხერ­ხებ, და­ვაკ­ვირ­დე და ჩა­ვერ­თო შვი­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა მეც ბევ­რი რამ გა­მო­მე­პა­როს. თუმ­ცა, მშო­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ცალ-ცალ­კე კი არ უნ­და აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ბავშვს, არა­მედ ერ­თ­მა­ნეთ­ში უნ­და ხდე­ბო­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა და თან ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო  იყოს – გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, მშო­ბელ­მაც და მას­წავ­ლე­ბელ­მაც იცოდ­ნენ, რომ კონ­კ­რე­ტულ დღეს ხვდე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს, ჩა­ნიშ­ნუ­ლია შეხ­ვედ­რა. მთა­ვა­რია, ეს შეხ­ვედ­რა ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბად არ იქ­ცეს, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან უნ­და გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს. გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შემ­დეგ, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბიც ერ­თობ­ლი­ვად უნ­და ვე­ძე­ბოთ.

ცხა­დია, მე, რო­გორც მშო­ბე­ლი, ვაკ­ვირ­დე­ბი და რა­ღაც დას­კ­ვ­ნე­ბიც გა­მო­მაქვს, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელს მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან უმუ­შა­ვია. ამი­ტომ, ის უკე­თეს და სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებს მომ­ცემს. თა­ნაც, მე ხომ არ ვი­ცი რო­გო­რია ჩე­მი შვი­ლის ქცე­ვა საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში. რაც უფ­რო ხში­რი იქ­ნე­ბა ეს კონ­ტაქ­ტი და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, მით უკე­თე­სი. ორი­ვე მხა­რე უნ­და ვი­ყოთ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე ვა­კე­თოთ, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა კი არ შე­ვა­ფერ­ხოთ, პი­რი­ქით, ხე­ლი შე­ვუწყოთ მი­სი უნა­რე­ბის გამო­ვლენას. ჩემ­თ­ვის ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ჩე­მი შვი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან. ამის შე­სა­ხე­ბაც მუდ­მი­ვად უნ­და ვი­გებ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლი­დან. ხან­და­ხან ისე­თი ტენ­დენ­ცია აქვთ სკო­ლებს, რომ ბავ­შ­ვებს შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია თუ არის, ფიქ­რო­ბენ, რომ იქ­ვე უნ­და მოგ­ვარ­დეს, არ უნ­და გა­ჟო­ნოს… ვფიქ­რობ, მშობ­ლე­ბი მე­ტად უნ­და ჩა­ერ­თონ შვი­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

ამი­ტომ არის ჩემ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი კი, რო­გო­რიც პე­რი­ო­დუ­ლად, წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ-ოთხ­ჯერ, ტარ­დე­ბა და ძი­რი­თა­დად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კითხებს ეხე­ბა,  მშობ­ლის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. მშო­ბელ­თა მე­ტი დო­ზით ჩარ­თუ­ლო­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემთხ­ვე­ვა­ში, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის ერ­თობ­ლი­ვად ძი­ე­ბა, გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს შე­დე­გებ­ზე გაგ­ვიყ­ვანს და არა გა­დაბ­რა­ლე­ბა — მას­წავ­ლე­ბელ­მა მშო­ბე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს ან მშო­ბელ­მა – ბავ­შ­ვი. აქ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, მშობ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კი სა­უ­კე­თე­სო გზად ვაქ­ცი­ოთ ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში.“

სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მშობლები განათლებისთვის“ თანამშრომლობით

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები