29 მარტი, პარასკევი, 2024

რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბავშვს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში?

spot_img

ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა – სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი ძა­ლი­ან დიდ როლს ას­რუ­ლებს ბავ­შ­ვის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. ბა­ღი ბავშვს ეხ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ემო­ცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ას და სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მოს­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვის პა­ტერ­ნე­ბის და წე­სე­ბი­სად­მი მიმ­ღებ­ლო­ბის გაზ­რ­დას. გარ­და ამი­სა ბა­ღის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თა­მა­შე­ბი და თა­ნა­ტო­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ბავ­შ­ვის სა­მეტყ­ვე­ლო, კოგ­ნი­ტუ­რი და ადაპ­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც უწყობს ხელს. ბაღ­ში ბავ­შ­ვი მე­ტად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა, ვი­თარ­დე­ბა თვით­მოვ­ლის უნა­რე­ბი და რუ­ტი­ნი­სად­მი და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

☑️🔹მი­უ­ხე­და­ვად ბა­ღის ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რი­სა, მა­ინც რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ბაღს ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში? ალ­ბათ გი­ფიქ­რი­ათ ამა­ზე, თუ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, ბავ­შ­ვი ეზო­ში ითა­მა­შებს სხვა ბავ­შ­ვებ­თან თუ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რ­ცე­ში, რო­მელ­საც სა­ბავ­შ­ვო ბაღს ვე­ძა­ხით.

ბა­ღის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ბავ­შ­ვის იმ დო­ნე­ზე მომ­წი­ფე­ბაა სო­ცი­ა­ლუ­რად, რომ მას სკო­ლა­ში ადაპ­ტა­ცია არ გა­უ­ჭირ­დეს. ბა­ღი ბავშვს სკო­ლის­თ­ვის ამ­ზა­დებს.

სა­ხე­ლი „სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაც“ სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს, ბაღ­ში ბავ­შ­ვე­ბი ჯერ წრე­ზე სხე­დან და მღე­რი­ან, შემ­დეგ ამ აქ­ტი­ვო­ბას სკო­ლა და მა­გი­დებ­თან ჯდო­მა ცვლის, რო­გორც ბაღ­ში ჰყავს ბავშვს აღ­მ­ზ­რ­დე­ლი, შემ­დ­გომ ეს დამ­რი­გე­ბე­ლია სკო­ლა­ში, რო­გორც ბაღ­შია სა­ა­თობ­რი­ვად გა­წე­რი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ისე­ვეა სკო­ლა­შიც სა­გაკ­ვე­თი­ლო გან­რი­გი… ბა­ღი სკო­ლის­თ­ვის და სა­მო­მავ­ლო ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ბავ­შ­ვის მზა­დე­ბაა.

ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს ბავ­შ­ვის ბა­ღი­სად­მი ადაპ­ტა­ცია მის სა­მო­მავ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამა­ზე თა­ვი­დან­ვე ვიზ­რუ­ნოთ და ვი­ცო­დეთ თუ რა მიზ­ნით უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა ბაღ­ში ბავ­შ­ვის ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ზე. ეს გა­აზ­რე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს რო­გორც ბა­ღის პე­და­გო­გებს, ისე ბავ­შ­ვის მშობ­ლებს.

სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი სტრა­ტე­გია და მე­თო­დი თა­მა­შია. თა­მა­შის პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვი იყე­ნებს ყვე­ლა იმ უნარს, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აძ­ლევს. უზ­ნა­ძე ამ­ბობ­და, რომ ჩვი­ლი ბავ­შ­ვი მთლი­ა­ნად აღ­მ­ზ­რ­დე­ლის „მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა“, ის კვე­ბავს, აც­მევს, აძ­ლევს მოძ­რა­ო­ბის და გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ნა­გებს მის ცხოვ­რე­ბას, ხო­ლო თა­მა­შის დროს ბავ­შ­ვი უკ­ვე ყვე­ლა იმ უნარს იყე­ნებს, რო­მე­ლიც მას, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­მო­მავ­ლოდ მა­თი გან­ვი­თა­რე­ბა მი­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტიაა.

☑️🔹 რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რო­ცა ბავშვს უჭირს ბაღ­ში ადაპ­ტა­ცია? მო­დი, გა­მოვ­ყოთ ის ფაქ­ტო­რე­ბი, რაც ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ზე მოქ­მე­დებს:

♦ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და შფოთ­ვა უცხო გა­რე­მოს და­ნახ­ვი­სას.

♦ რუ­ტი­ნა, რო­მე­ლიც აქამ­დე მის ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და.

♦ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი, რაც ზრდის შფოთ­ვას.

♦ გან­შო­რე­ბა დე­დას­თან და არა­ჯან­სა­ღი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა.

♦ აღ­ზ­რ­დის სტი­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მის­გან.

დღეს­დღე­ო­ბით, კარ­გად ნაც­ნო­ბი სტრა­ტე­გიაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ბავ­შ­ვებ­ში წი­ნას­წარ­გან­წყო­ბის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს რთულ ქცე­ვას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი თა­ვი, რო­ცა თქვენს მე­გო­ბარს უცხო ად­გი­ლას მიჰ­ყავ­ხართ და თან არ გე­უბ­ნე­ბათ წინ რა გე­ლო­დე­ბათ. ხომ აღელ­დე­ბით? უამ­რა­ვი წარ­მოდ­გე­ნა და ფიქ­რი შეც­ვ­ლის ერ­თ­მა­ნეთს. ასე არი­ან ბავ­შ­ვე­ბიც. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბა­ღის გაც­ნო­ბა ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს არა პირ­ველ დღეს, არა­მედ რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე.

რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე გა­ა­ცა­ნით მას ბა­ღის ლო­კა­ცია, გა­რე­მო, შე­ნო­ბა, კა­რე­ბი, მო­ხა­ტუ­ლი კედ­ლე­ბი, პე­და­გო­გი და 1-2 ბავ­შ­ვი მა­ინც. წი­ნას­წარ ისა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ მა­ლე იგი აქ, სხვა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, ითა­მა­შებს, სხვა­დას­ხ­ვა თა­მა­შებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა, თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბიც კი შე­უძ­ლია მო­ი­ტა­ნოს და მი­უ­ჩი­ნოს ად­გი­ლი.

გა­და­უ­ღეთ მხი­ა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ე­ბი ბა­ღის სივ­რ­ცე­ში, რო­მელ­საც სა­ღა­მო­ო­ბით ოჯა­ხის სხვა წევ­რებს აჩ­ვე­ნებს და მო­უყ­ვე­ბა, რომ ბა­ღის სა­ხით მას ახა­ლი სა­თა­მა­შო ად­გი­ლი აქვს.

თუ გაქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წი­ნას­წარ გა­აც­ნოთ ბავშვს რამ­დე­ნი­მე თა­ნა­ტო­ლი, ეს მას და­ეხ­მა­რე­ბა მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და მე­გობ­რე­ბის გა­რე­მო­ში იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი ბაღ­ში.

მშობ­ლე­ბი ხში­რად სვა­მენ კითხ­ვას, თუ რო­გორ მო­ამ­ზა­დონ ბავ­შ­ვე­ბი ბა­ღის­თ­ვის?! და­იწყეთ სახ­ლის გა­რე­მო­ში რუ­ტი­ნის შექ­მ­ნით. შექ­მე­ნით ძი­ლის, კვე­ბის, თა­მა­შის და სხვა­დას­ხ­ვა გას­ვ­ლი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის რუ­ტი­ნა და, რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვი ჩარ­თეთ ამ პრო­ცეს­ში. ხში­რად ბავ­შ­ვებს უჭირთ, ამ ასაკ­ში, გეგ­მე­ბის ვერ­ბა­ლუ­რად და­მახ­სოვ­რე­ბა, ამი­ტომ თქვე­ნი დღის რუ­ტი­ნა გა­ა­ფორ­მეთ, და­ა­სუ­რა­თეთ, და­ხა­ტეთ და ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნეთ.

იმი­სათ­ვის, რომ შემ­ცირ­დეს შფოთ­ვა, თუ რას ელი­ან მის­გან გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ბაღ­ში, სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დია ამის სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩვე­ნე­ბა. ამი­ტო­მაც ვი­ყე­ნებთ ზღაპ­რებს, მოთხ­რო­ბებს და ანი­მა­ცი­ებს, რომ სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე ვაჩ­ვე­ნოთ და ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს რო­მე­ლია მი­სა­ღე­ბი ან მი­უ­ღე­ბე­ლი ქცე­ვა კონ­კ­რე­ტულ გა­რე­მო­ში, ან უბ­რა­ლოდ და­ვა­ფიქ­როთ, რო­მე­ლი ქცე­ვა უფ­რო უკე­თე­სია ავირ­ჩი­ოთ და რას მოგ­ვი­ტანს ეს. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს მე­თო­დი და შექ­მე­ნით პა­ტა­რა ამ­ბე­ბი სხვა ბავ­შ­ვე­ბის ბაღ­ში სი­ა­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბაღ­ში შეყ­ვა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, და­იწყეთ მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვის თქვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს და გა­ი­ზარ­დოს მი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი. ის­წავ­ლოს არა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, არა­მედ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თა­მა­ში და მათ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

არ გა­ე­პა­როთ ბა­ღი­დან, არ და­ემ­შ­ვი­დო­ბოთ ხან­გ­ძ­ლი­ვად და შფოთ­ვით, უბ­რა­ლოდ ჩა­ე­ხუ­ტეთ და უთხა­რით, რომ ახ­ლა თქვენც სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ხართ, ის კი ბაღ­ში იქ­ნე­ბა, სა­ღა­მოს კი ისევ ერ­თად გა­ა­ტა­რებთ დროს. ჩა­ე­ხუ­ტეთ და პო­ზი­ტი­უ­რად და­ემ­შ­ვი­დო­ბეთ. და­ი­მახ­სოვ­რეთ, თუ თქვენ ინერ­ვი­უ­ლებთ და გა­ნიც­დით ბაღ­ში მი­სი და­ტო­ვე­ბის ფაქტს, ამას ბავ­შ­ვიც იგ­რ­ძ­ნობს.

ბაღ­ში ბავ­შ­ვის ადაპ­ტა­ცი­ის დრო ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე ან თვეც კი გაგ­რ­ძელ­დეს. თუ ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ბავ­შ­ვის რთულ ქცე­ვა­სა და შფოთ­ვის დო­ნის ზრდა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, გირ­ჩევ­დით, რომ და­საწყის­ში სრუ­ლი დრო­ით არ და­ტო­ვოთ და ნელ­ნე­ლა გა­ზარ­დოთ მი­სი ბაღ­ში ყოფ­ნის დრო. ასე­ვე, მას­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ დრო­ის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი და რო­ცა ჩა­ერ­თ­ვე­ბა მის­თ­ვის რო­მე­ლი­მე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში, მა­შინ და­ემ­შ­ვი­დო­ბოთ.

მთა­ვა­რია, არ და­ნებ­დეთ და არ გან­საზღ­ვ­როთ თქვე­ნი შვი­ლის ბაღ­ში ადაპ­ტა­ცი­ის დრო სხვა ბავ­შ­ვებ­თან შე­და­რე­ბით. ცვლი­ლე­ბებს ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად ვერ იღებს და ერ­თი ტემ­პით ვერ აღიქ­ვამს.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რაც ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, ბავ­შ­ვის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი და ნაც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბის ბა­ღის გა­რე­მო­ში გა­მო­ყე­ნე­ბაა. მა­გა­ლი­თად, თუ თქვე­ნი პა­ტა­რა ბაღ­ში იძი­ნებს, ეცა­დეთ მი­სი სა­წო­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნაც­ნო­ბი ნივ­თე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ, თუ მის­თ­ვის კვე­ბის პრო­ცე­სი სენ­სი­ტი­უ­რია, საყ­ვა­რე­ლი ჭურ­ჭე­ლი წა­უ­ღეთ ბაღ­ში, მი­სი საყ­ვა­რე­ლი სახ­ლის ფეხ­საც­მე­ლი და ა.შ.

გარ­დაქ­მე­ნით ბა­ღის გა­რე­მო ბავ­შ­ვის­თ­ვის ნაც­ნობ და მშობ­ლი­ურ ად­გი­ლად, სა­დაც მას მხი­ა­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი ელო­დე­ბი­ან.

რო­ცა ბა­ღის გაც­დე­ნა მო­გი­წევთ, აუცი­ლებ­ლად გა­და­ე­ცით მი­სი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის­გან მო­კითხ­ვა და თბი­ლი სიტყ­ვე­ბი, თუ რო­გორ და­აკ­ლ­დე­ბა ბაღს და რო­გორ ელო­დე­ბი­ან მას მე­გობ­რე­ბი.

მაქ­სი­მა­ლუ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლეთ პე­და­გო­გებ­თან, ბავ­შ­ვ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და მა­თი შემ­ზა­დე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ფი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს, კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა, რომ ბავ­შ­ვ­თან მა­ლე და­ამ­ყა­რონ კო­მუ­ნი­კა­ცია და შემ­ცირ­დეს მათ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი ბა­რი­ე­რე­ბი.

სო­ფო მე­ლა­ძე – ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები