24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რო­გორ გვაკ­ლია ახ­ლა შე­ნი სიტყ­ვა, შე­ნი კა­ლა­მი და შე­ნი თა­ვი ჩვენ, პროგ­რე­სულ ადა­მი­ა­ნებს

spot_img

„გუ­რამ ასა­თი­ა­ნი – მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­მ­ცოდ­ნე და კრი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც უარ­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ და­ნერ­გი­ლი სოც­რე­ა­ლიზ­მის პრინ­ცი­პე­ბი და სა­თა­ვე და­უ­დო ახალ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კას. მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აღ­დ­გა ლი­ტე­რა­ტუ­რის კვლე­ვის ის ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე იცავ­და – „კრი­ტი­კა არის გან­ხილ­ვაც, გან­ჩხ­რე­კაც, გარ­კ­ვე­ვაც, გარ­ჩე­ვაც და და­ფა­სე­ბაც ერ­თად.“

„ლა­ღი, ელე­გან­ტუ­რი, არ­ტის­ტუ­ლი, ჭკვი­ა­ნი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე – ასე­თი იყო გუ­რამ ასა­თი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში და ასე­თი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც. წერ­და ნათ­ლად, გა­სა­გე­ბად და ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ, რომ ნაც­ნობ თე­მა­საც კი ახ­ლი­დან აღ­მო­გა­ჩე­ნი­ნებ­და. მას­ში იყო ისე­თი რამ, რა­საც ნა­თელ­ხილ­ვის უნარს უწო­დე­ბენ – საგ­ნებს თით­ქოს შიგ­ნი­დან, ში­ნა­არ­სი­დან ხე­დავ­და. ამის დას­ტუ­რია მი­სი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შრო­მე­ბი: „სა­თა­ვე­ებ­თან“ და „რო­გორ უყ­ვარ­დათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, აგ­რეთ­ვე წე­რი­ლე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სე­ბი­სა და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ. მაშ, ასე: ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი და თე­მე­ბი სხვა კუთხით, ახ­ლი­დან, ახ­ლო თვალ­თა­ხედ­ვით,“ – ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

 

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი გუ­რამ ასა­თი­ა­ნის შვი­ლი, ანა ასა­თი­ა­ნია.
შე­ვე­ცა­დეთ, ანას ნა­ამ­ბო­ბით გაგ­ვე­ცოცხ­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა­შიც და ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ლა­ღი, ელე­გან­ტუ­რი, არ­ტის­ტუ­ლი, ჭკვი­ა­ნი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე გუ­რამ ასა­თი­ა­ნი და კი­დევ ერ­თხელ გვე­სა­უბ­რა „ინტე­ლექ­ტის“ მი­ერ ბო­ლო დროს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის – „გურამ ასა­თი­ა­ნი – სკო­ლას“ – შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტუ­ა­ლო­ბას იძენს.

 

 

 

– ანა, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გკითხოთ, რო­გორ გუ­რამ ასა­თი­ანს იც­ნობთ თქვენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა იყა­ვით, რო­ცა მა­მა გარ­და­იც­ვა­ლა…

– წლის და 2 თვის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­მა გარ­და­იც­ვა­ლა.

გუ­რა­მი „ლეჩ­კომ­ბი­ნატ­ში“ იწ­ვა, უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მის სა­ნა­ხა­ვად მი­მიყ­ვა­ნეს. ცი­ო­და. ლურ­ჯი მო­სას­ხა­მი და შა­ლის ფა­ჩუ­ჩე­ბი ჩა­მაც­ვა დე­დამ. რო­ცა მა­მას უთხ­რეს, რომ მე კა­რებ­თან ვი­ყა­ვი, სა­ვარ­ცხე­ლი მო­უთხო­ვია, მინ­და ბავშვს ლა­მა­ზად და­ვა­მახ­სოვ­რ­დეო.

სამ­წუ­ხა­როდ, მე ეს დღე არ მახ­სოვს. დე­დამ ის ლურ­ჯი პალ­ტო და შა­ლის ფა­ჩუ­ჩე­ბი, რო­მელ­შიც იმ დღეს მა­მამ მნა­ხა, სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ი­ნა­ხა. მე­რე მა­ნა­ხა, რო­ცა გა­ვი­ზარ­დე. ეს ერ­თა­დერ­თია, რაც ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ტა­ნი­სა­მო­სი­დან არის შე­მო­ნა­ხუ­ლი. ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ ეცოცხ­ლა. ამ­ბობ­და, ერთ წერ­ტილს მი­ვაშ­ტერ­დე­ბი, ოღონ­დაც ვი­ცოცხ­ლოო. უნ­დო­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ხში­რა­დაა უსა­მარ­თ­ლო. მა­შინ — „ლეჩ­კომ­ბი­ნატ­ში“ წე­რი­ლი და­მი­წე­რა. ამ წე­რილს დე­და წლე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ ინა­ხავ­და. გა­ვი­ზარ­დე და წა­მა­კითხა. ახ­ლა თქვენც წა­გი­კითხავთ:

       

ჩემ­თ­ვის სულ ცოცხა­ლი იყო. სულ გვერ­დით მედ­გა. ჩე­მი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი იყო. სა­დაც მივ­დი­ო­დი, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი მხვდე­ბო­და, დღემ­დე ასეა. რო­დე­საც იგე­ბენ, რომ გუ­რამ ასა­თი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ, ისე­თი ღი­მი­ლი­ა­ნი უხ­დე­ბათ სა­ხე, რომ ვხვდე­ბი – ამ კაც­მა ძა­ლი­ან მაგ­რად იცხოვ­რა. ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა.

– ამ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნია – „გუ­რამ ასა­თი­ა­ნი – სკო­ლას“.  რას გვეტყ­ვით ამ გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ, რა­ტომ სკო­ლას?

– დღე­ვან­დე­ლი მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გულ­და­საწყ­ვე­ტია, რომ სას­კო­ლო პროგ­რა­მებ­ში არა­სა­ინ­ტე­რე­სო­დაა მო­წო­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ავ­ტო­რე­ბი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ამ წიგ­ნის სარ­ჩევს რომ გა­და­ხე­დოთ, ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძი­დან დაწყე­ბუ­ლი, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლამ­დე, ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის სიღ­რ­მე, რო­მელ­შიც გუ­რამ ასა­თი­ა­ნი ჩა­დის.

ეს წიგ­ნი, რო­გორც დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისე მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც, იმი­ტომ რომ ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­აზ­რე­ბაა. თან გუ­რა­მი ისეთ ბი­ოგ­რა­ფი­ულ შტრი­ხებ­სა და დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა, რაც მხო­ლოდ მან იცო­და. სრუ­ლი­ად სხვაგ­ვარ არ­ტის­ტიზმს, ელე­გან­ტუ­რო­ბას, სი­ლა­ღეს სძენს ამა თუ იმ მწე­რალს. ზოგ­ჯერ უჭირთ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მწერ­ლის გა­აზ­რე­ბა, დაძ­ლე­ვა და ასე­თი ტი­პის ემო­ცი­უ­რი ჩა­ნარ­თე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მათ გა­აზ­რე­ბა­ში, არ­სის წვდო­მა­ში.

– როს­ტომ ჩხე­ი­ძემ, წიგ­ნის წარ­დ­გე­ნი­სას, აღ­ნიშ­ნა, რომ „თუ რა­მე სჭირ­დე­ბა დღეს ჩვენს მკითხ­ველს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დებს – ეს არის გუ­რამ ასა­თი­ა­ნის სიტყ­ვა, გუ­რამ ასა­თი­ა­ნის სიბ­რ­ძ­ნე. ამი­ტომ „გუ­რამ ასა­თი­ა­ნი – სკო­ლას“ – არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა, ეს არის წიგ­ნი, რომ­ლის გვირ­გ­ვი­ნიც გახ­ლავთ მო­ნოგ­რა­ფია „სა­თა­ვე­ებ­თან“. რა­ტომ უნ­და წა­ი­კითხონ ახალ­გაზ­რ­დებ­მა ეს წიგ­ნი და რას აღ­მო­ა­ჩე­ნენ „ახ­ლო თვალ­თა­ხედ­ვით“? თქვენ თუ და­ი­ნა­ხეთ „ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი და თე­მე­ბი სხვა კუთხით, ახ­ლი­დან, ახ­ლო თვალ­თა­ხედ­ვით“?

– რად­გა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­კას და გუ­რა­მის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ით ვი­ყა­ვი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი, აი, ამ სიყ­ვა­რულს ვე­ძებ­დი მა­მას წიგ­ნებ­ში და ვი­პო­ვე. მი­სი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლე­ბი­სა და პო­ე­ტე­ბის ნა­წარ­მო­ებ­ში. გა­გი­ზი­ა­რებთ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩამ­წ­ვ­და სულ­სა და გულ­ში.

სიყ­ვა­რუ­ლის ჭრი­ლო­ბე­ბი ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის­თ­ვის სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ტკბი­ლი ჭრი­ლო­ბე­ბია. თა­ვის ერთ-ერთ გვი­ან­დელ ლექ­ს­ში იგი ჩუ­მი ნე­ტა­რე­ბით იგო­ნებს ამ „ტკბილ­თა ჭირ­თა“ და გან­გე­ბას ევედ­რე­ბა მათ დაბ­რუ­ნე­ბას: „მო­მეც მე ძველ­ნი ცრემ­ლ­ნი და ძველ­ნი­ცა ოხ­ვ­რა­ნი“. სიყ­ვა­რუ­ლი მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, ყვე­ლა­ზე მძაფ­რი და დახ­ვე­წი­ლი ფორ­მაა ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი „სი­ა­მოვ­ნი­სა“, სუ­ლერ­თია, რა ხა­სი­ა­თი­საც უნ­და იყოს იგი: ბედ­ნი­ე­რი თუ უიმე­დო, ჭა­ბუ­კუ­რი სი­თა­მა­მით აღ­სავ­სე თუ ნაღ­ვ­ლი­ა­ნი. წუ­თი­სოფ­ლის წარ­მა­ვალ სი­ა­მე­თა კულ­ტი, ჰო­რა­ცი­უ­სის ბრძნუ­ლი რჩე­ვა „Carpi diemi“ („მო­ებღა­უ­ჭე წამს!“) ალ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სატ­რ­ფი­ა­ლო ლი­რი­კა­ში თა­ვი­სე­ბურ ხე­ლოვ­ნე­ბად იქ­ცე­ვა, ამა­ვე დროს, ეს არის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, ერ­თა­დერ­თი ხერ­ხი, სი­ნამ­დ­ვი­ლის სას­ტი­კი უკუღ­მარ­თო­ბის­გან თა­ვის გან­სა­რი­დებ­ლად. სიყ­ვა­რუ­ლი პო­ე­ტის­თ­ვის ძვირ­ფა­სია მხო­ლოდ იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც იგი მას მუხ­თა­ლი სა­წუთ­როს და­ვიწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დაჭ­რი­ლი სუ­ლის მკურ­ნა­ლად ევ­ლი­ნე­ბა და აწ­მ­ყო­სა თუ მო­მა­ვალ­ზე მწა­რე ფიქ­რებს გა­ნუ­ფან­ტავს: „ღი­მილ­მან კა­რი ლა­ლი­სა გა­ნა­ღო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლი­სა, დღეს ესე მკმა­რის სიმ­დიდ­რედ, ხვა­ლემ იზ­რუ­ნოს ხვა­ლი­სა“.

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლი­რი­კა­ში სიყ­ვა­რუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი გრძნო­ბაა. უბე­დუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ჭრი­ლო­ბა ღრმა და მო­უ­შუ­შე­ბე­ლია, მაგ­რამ სწო­რედ ეს მწვა­ვე, მტკივ­ნე­უ­ლი გან­ც­და კი არ თრგუ­ნავს, არა­მედ თით­ქოს ახალ სი­მაღ­ლე­ზე აღი­ტა­ცებს მთელ მის არ­სე­ბას.

აკა­კი წე­რეთ­ლის ჯენ­ტ­ლ­მე­ნუ­რი, დარ­ბა­ის­ლუ­რი სტო­ი­ციზ­მის მო­ტი­ვი იყო – „გიყ­ვარ­დი, აღარ გიყ­ვარ­ვარ, მე­ფე ხარ შე­ნი გუ­ლი­სა…“

გა­ლაკ­ტი­ო­ნის სიტყ­ვე­ბით აღ­მო­ცენ­და ჩვენ­ში პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­მაწ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მი­უღ­წე­ვე­ლი ოც­ნე­ბა: „რაც უფ­რო შორს ხარ, მით უფ­რო ვტკბე­ბი… მე შენ­ში მხიბ­ლავს ოც­ნე­ბა ჩე­მი, ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი, რო­გორც მზის სხი­ვი, მი­უწ­ვ­დო­მე­ლი, რო­გორც ედე­მი…“

სიყ­ვა­რუ­ლი გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვს რო­გორც უდი­დე­სი ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც მე­ტი სი­ნათ­ლე და შუ­ქი შე­აქვს თვით სი­ნამ­დ­ვი­ლის გან­ც­და­ში: „შუქით ივ­სე­ბა ჩემ­თ­ვის ქვე­ყა­ნა, რო­ცა ჩემ­თან ხარ სა­ხემ­ცი­ნა­რი.“

და მა­მას ეს სიტყ­ვე­ბი: „ადა­მი­ა­ნი ცოცხა­ლია მა­ნამ­დე, სა­ნამ ის ბედ­ნი­ე­რე­ბას ეძებს, ვიდ­რე მის გულ­ში კი­დევ ღვი­ვის სიყ­ვა­რუ­ლის, აღ­თ­ქ­მუ­ლი ქვეყ­ნის ნახ­ვის იმე­დი და ერ­თა­დერ­თი ხი­დი, რო­მე­ლიც ჩვენ ამ ბავ­შ­ვო­ბის წლებ­ში მო­ლან­დე­ბულ, ნა­თელ სიზ­მ­რებ­თან გვა­ახ­ლო­ებს, პო­ე­ზი­ის მი­ერ უსას­რუ­ლო­ბა­ში გატყორ­ც­ნი­ლი ხი­დია. მხო­ლოდ დი­დი ტკი­ვი­ლის ხარ­ჯით შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის ნა­პი­რებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა.“

– ყო­ველ­გ­ვა­რი თავ­მ­დაბ­ლო­ბის გა­რე­შე, რო­გორც მკითხ­ვე­ლი, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ გუ­რამ ასა­თი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას?

– მცხე­თის ქუ­ჩის 8 ნო­მერ­ში მა­მას მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფა მო­ი­პა­რეს. 3 წლის წინ მე­რი­ა­ში მი­ვე­დი და აღ­დ­გე­ნა მო­ვითხო­ვე. მითხ­რეს რა და­ვა­წე­რო­თო. დე­დას ვკითხე – კრი­ტი­კო­სი გუ­რამ ასა­თი­ა­ნი, ხომ თქო. არა, დე­და, მწე­რა­ლი და კრი­ტი­კო­სი გუ­რამ ასა­თი­ა­ნიო. და მარ­თ­ლაც ასე იყო. რო­ცა მა­მას წიგ­ნებს ვკითხუ­ლობ, ის არ არის მხო­ლოდ უბად­ლო კრი­ტი­კო­სი. მი­სი ფე­ნო­ტი­პი უთუ­ოდ პო­ეტს გუ­ლის­ხ­მობ­და. მრა­ვა­ლი პა­სა­ჟი მი­სი წე­რი­ლე­ბი­სა მარ­თ­ლაც ხე­ლო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას უფ­რო ჰგავს.

იმის­თ­ვის, რომ არა­ქარ­თ­ველ კაცს გა­ე­გო, თუ რო­გორ შე­მო­ი­ნა­ხა დღემ­დე თა­ვი ქარ­თ­ველ­მა ერ­მა, რო­გო­რია ამ ერის სა­უ­კე­თე­სო გა­რეგ­ნუ­ლი და ში­ნა­გა­ნი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი და­უდ­გ­რო­მე­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და ფა­რუ­ლი სიღ­რ­მე მო­ნაც­ვ­ლე­ობს ქარ­თულ ხა­სი­ათ­ში, საკ­მა­რი­სი იყო გუ­რამ ასა­თი­ა­ნის გაც­ნო­ბა, – წერ­და ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძე.

და­ბო­ლოს, გუ­რამ ასა­თი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის მეტს გუ­ლის­ხ­მობ­და, ვიდ­რე მი­სი ნა­მოღ­ვა­წა­რი. ის იყო რა­ინ­დი, დე­დას რა­ინ­დი, ჩე­მი რა­ინ­დი და მთე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ერის რა­ინ­დი.

– ხომ არ გაქვთ ისე­თი „მო­გო­ნე­ბა“ მა­მა­ზე, რო­მე­ლიც ახა­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის და თა­ვა­დაც სხვე­ბის ნა­ამ­ბო­ბით იცით?

– ნე­ტავ დე­და იყოს ცოცხა­ლი. დე­და­ჩე­მი – მა­კა კუ­ჭუ­ხი­ძე 2 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, გუ­რა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 წლის შემ­დეგ. თუმ­ცა, ეს 40 წე­ლი­წა­დი მხო­ლოდ გუ­რამ­ზე მო­გო­ნე­ბე­ბით ცხოვ­რობ­და. დე­დას, მა­მა­სა­ვით, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა, წვე­უ­ლე­ბე­ბი. ბო­ლო 10 წე­ლი ნიუ-იორ­კ­ში ვცხოვ­რობ­დით. თით­ქ­მის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას გვი­წევ­და მე­გობ­რე­ბის – ემიგ­რან­ტე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სტუმ­რად მის­ვ­ლა. ის სუფ­რე­ბი კარ­გად მახ­სოვს. მთა­ვა­რი გმი­რი ყო­ველ­თ­ვის მა­კა იყო, და ის ყო­ველ­თ­ვის გუ­რამ­თან ერ­თად გა­დახ­დე­ნილ ის­ტო­რი­ებს უყ­ვე­ბო­და ნაც­ნო­ბებ­სა თუ უც­ნო­ბებს. ეს ის­ტო­რი­ე­ბი არას­დ­როს მე­ორ­დე­ბო­და. ყვე­ლა ჩუმ­დე­ბო­და და სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­და ამ სა­ო­ცარ თავ­გა­და­სავ­ლებს.

ის, რომ მა­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­ტი­კო­სი და ლი­ტე­რა­ტო­რი იყო, ყვე­ლამ იცო­და. მაგ­რამ, ამა­ვე დროს, ის იყო სა­ოც­რად ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, არ­ტის­ტიზ­მით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი კა­ცი, გა­მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და სი­ურ­პ­რი­ზე­ბის დი­დოს­ტა­ტი. მი­სი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი – შალ­ვა კვინ­ტ­რა­ძე მიყ­ვე­ბო­და – შუ­ა­ღა­მი­სას, შე­ქე­ი­ფი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ჩემს სახ­ლ­თან აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, ვე­რის ბა­ღის გვერ­დ­ზე, გა­მახ­სენ­და, ცოლ-შვი­ლი­ა­ნი კა­ცი გახ­ლ­დით, სა­შინ­ლად შევ­წუხ­დი და გა­მოვ­ფხიზ­ლ­დიო. გუ­რა­მი ხომ მი­სა­ნი იყოო, იმ წამ­ს­ვე წა­ი­კითხა ჩემს სა­ხე­ზე ყვე­ლა­ფე­რი და დღემ­დე არ ვი­ცი სა­ი­დან, ამ­წე გა­ა­ჩი­ნა, ზედ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მრგვა­ლი ბაქ­ნით, შე­მას­კუ­პა ამ ბა­ქან­ზე და მე­სა­მე სარ­თუ­ლის აივან­ზე დამ­ს­ვაო. სახ­ტად დარ­ჩნენ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და კონ­ფ­ლიქ­ტ­საც ავ­ც­დიო.

დე­და მიყ­ვე­ბო­და, მას­თან ერ­თად რომ ვი­ყა­ვი, ხე­ლი სულ მუ­ცელ­ზე მე­ჭი­რა, სი­ცი­ლის­გან რომ არ ამ­ტ­კი­ე­ბო­დაო. გუ­რა­მი ყო­ველ დღე ახალ ახალ სას­წა­უ­ლებს სჩა­დი­ო­და. სულ მოგ­ზა­უ­რობ­დ­ნენ. რი­კოთს რომ გა­და­ვი­დოდ­ნენ, გუ­რა­მი იტყო­და ლიხს იქით იწყე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემ­თ­ვი­სო. და­სავ­ლე­თი უყ­ვარ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. ერ­თხე­ლაც, და­სავ­ლე­თი­დან მო­დი­ან მა­კა და გუ­რა­მი, რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­თან მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ამ მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნას ერ­თი კა­ცი ხე­ლით უჩ­ვე­ნებ­და, აი, აქეთ შე­მობ­რ­ძან­დი­თო. დე­და და მა­მაც შე­ი­პა­ტი­ჟეს, თურ­მე ქორ­წი­ლია. მო­ში­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, გა­და­ხე­დეს ერ­თმა­ნეთს და თქვეს, მო­დი გემ­რი­ე­ლად ვი­სა­დი­ლოთ და გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ გზაო. უზარ­მა­ზარ სუფ­რა­ზე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. რო­დე­საც პა­ტარ­ძ­ლის მხა­რე ეკითხე­ბო­და, ვი­სი სტუმ­რე­ბი ხარ­თო — სი­ძის მხრი­და­ნო ამ­ბობ­დ­ნენ, და პი­რი­ქით. ხო­და, გუ­რამ­მა ცო­ტა ღვი­ნო და­ლია და სა­უ­ბა­რი და­იწყო. სოფ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი თა­მა­და სტუმ­რებ­მა გა­ა­ჩუ­მეს და გუ­რამს ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, შენ ითა­მა­დეო. ად­გა გუ­რა­მი და ისე­თი სიტყ­ვა თქვა, ყვე­ლას რომ დღემ­დე ემახ­სოვ­რე­ბა. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხან აცი­ნა, ხან ატი­რა, და ბო­ლოს ისეთ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა, წა­მოს­ვ­ლა რომ და­ა­პი­რეს, აღარ უშ­ვებ­დ­ნენ.

გუ­რა­მის თა­მა­დო­ბა იყო სპექ­ტაკ­ლი, ქარ­თუ­ლი ენის ზე­ი­მი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის, პა­რა­დოქ­სე­ბი­სა და ლი­რი­კის ფე­ი­ერ­ვერ­კი, მარ­თ­ლაც, გუ­რა­მი იყო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი, მაგ­რამ – უბად­ლო თა­მა­და.

ვახ­ტანგ ანა­ნი­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და: გუ­რა­მის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის, ნო­დარ ცერ­ც­ვა­ძის, ოჯახ­ში დი­დი სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ ერთ-ერთ სტუ­მარს, კა­რი­ნას ძა­ლი­ან უნ­დო­და თბი­ლი­სის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. კა­ცე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ, ნე­ტავ ვინ გახ­დე­ბო­და ამ ქალ­ბა­ტო­ნის მეგ­ზუ­რი. გუ­რამ­მა არ და­ა­ყოვ­ნა და კა­რი­ნას სთხო­ვა მა­მის სა­ხე­ლი ეთ­ქ­ვა. „რა­ფა­ელ“ – მი­უ­გო მან. მცი­რე ხნით სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. უცებ გუ­რა­მი წა­მოდ­გა და არ­ტის­ტუ­ლი პა­თო­სით წარ­მოთ­ქ­ვა – „პრედ­ჩუს­ტ­ვიე მე­ნია ნე პოდ­ვე­ლო, ტა­კოი შე­დევრ მოგ სოტ­ვო­რიტ ტოლ­კო რა­ფა­ელ“. ყვე­ლა­ნი მა­შინ­ვე მიხ­ვ­დ­ნენ, რომ მრა­ვალ­ჭიდ­ში გუ­რამ­მა ყვე­ლას აჯო­ბა, და გა­სა­გე­ბი გახ­და ვინც იქ­ნე­ბო­და სტუმ­რის თა­ნამ­გ­ზავ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას.

ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი იხსენებ­და: რუს­თა­ვე­ლის პროს­პექტზე შევ­ხ­ვ­დი გუ­რამს. გა­ვუ­ჯავ­რ­დი, გუ­რამ, რო­გორ არა გრცხვე­ნია, მთე­ლი თბი­ლი­სი აალა­პა­რა­კე, სახ­ლი­დან წა­ვი­და პუ­რის სა­ყიდ­ლად და მეშ­ვი­დე დღეს დაბ­რუნ­დაო. ჭო­რიკ­ნე­ბის ქა­ლა­ქია ეს თბი­ლი­სი – მი­ა­მი­ტობ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას თურ­მე გუ­რა­მი – რა 7 დღე, რის 7 დღე, მე­ოთხე დღეს დავ­ბ­რუნ­დი და პუ­რიც მი­ვი­ტა­ნეო.

დე­და მიყ­ვე­ბო­და, გუ­რა­მი ფი­ლი­პი­ნებ­ზე აფ­რო აზი­ის ლი­ტე­რა­ტორ­თა სიმ­პო­ზი­უმ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც უთხ­რეს, რომ საბ­ჭო­თა ჯგუფს ერ­თი ჭა­ღა­რა მო­ხუ­ცი უმას­პინ­ძ­ლებ­სო. რო­ცა ეს მო­ხუ­ცი გა­მოცხად­და, ყვე­ლა­ნი აღ­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი წა­მოდ­გ­ნენ ფეხ­ზე, მათ წი­ნა­შე უილი­ამ სა­რო­ი­ა­ნი იდ­გა. მზე­რა მა­მა­ზე შე­ა­ჩე­რა. სო­მე­ხი ხარ? ჰკითხა სომ­ხუ­რად. მა­მამ ანიშ­ნა, არაო. თქვენ შო­რის სო­მე­ხი არის ვინ­მეო? არაო, უპა­სუ­ხეს. მა­მა უყუ­რებ­და მას და ფიქ­რობ­და, აი, სად წა­იყ­ვანს ბე­დი ადა­მი­ანს. აი, სო­მე­ხი, რო­მე­ლიც მთე­ლი არ­სე­ბით თა­ვის ხალხს ეკუთ­ვ­ნის, და მა­ინც, იძუ­ლე­ბუ­ლია შორს იყოს მის­გან. რო­დე­საც სა­რო­ი­ან­მა გა­ი­გო, რომ გუ­რა­მი ქარ­თ­ვე­ლი იყო, თვა­ლე­ბი გა­უბ­რ­წყინ­და – იცით სომ­ხუ­რი? იქ­ნებ ერ­თი სუტყ­ვა მა­ინც იცო­დეთ. გუ­რა­მი გაქ­ვავ­და. თით­ქოს ენა წა­ერ­თ­ვა. თბი­ლი­სის ძველ უბან­ში და­ბა­დე­ბულს, სომ­ხუ­რი სულ ეს­მო­და, მაგ­რამ იმ წუ­თას ვე­რა­ფე­რი გა­იხ­სე­ნა. სა­რო­ი­ან­მა ხე­ლი მოხ­ვია, სომ­ხუ­რად რა­ღაც უთხ­რა, ყვე­ლას და­ემ­შ­ვი­დო­ბა და ნე­ლი ნა­ბი­ჯით გას­წია კა­რის­კენ. ფრთა­ჩა­მო­ტე­ხილს გავ­და. თით­ქოს და­პა­ტა­რავ­და. გულ­ნატ­კე­ნი გა­ვი­და. სა­ცაა თვალს მი­ე­ფა­რე­ბო­და, რომ ამ დროს მა­მა რა­ღაც ძა­ლამ წა­მო­აგ­დო და სო­ლო­ლა­კუ­რი ჟარ­გო­ნით მი­ა­ძა­ხა: ურეს გნუმ ტო! (სად მი­დი­ხარ ბი­ჭო) სა­რო­ი­ა­ნი უმალ­ვე უკან დაბ­რუნ­და, მა­მას მო­ეხ­ვია – ყვე­ლა მათ­კენ მიბ­რუნ­და და გა­ის­მა შე­ძა­ხი­ლი – გა­უ­მარ­ჯოს სა­რო­ი­ანს. მე­ო­რე დი­ლამ­დე ასე მო­ილ­ხი­ნეს – მღე­რო­და სა­რო­ი­ა­ნი და სი­ცი­ლით ეკითხე­ბო­და მა­მას – გეს­მის? გუ­რა­მი სომ­ხურ სიმ­ღე­რას ქარ­თუ­ლით პა­სუ­ხობ­და. დი­დი მწე­რა­ლი სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს იწ­მენ­დ­და. სას­ტუმ­რო­ში გამ­თე­ნი­ი­სას დაბ­რუნ­დ­ნენ. კა­რის­კა­ცი გუ­რამს სას­ტუმ­რო­ში აღარ უშ­ვებ­და, სა­ნამ სა­რო­ი­ან­მა არ და­ა­სა­ჩუქ­რა. რა იცო­და მან, ვინ იყო ეს ბუმ­ბე­რა­ზი მო­ხუ­ცი. თბი­ლის­ში ეს ის­ტო­რია უმალ გავ­რ­ცელ­და და ფი­ლი­პი­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ გუ­რამს ქუ­ჩა­ში აჩე­რებ­დ­ნენ და ეკითხე­ბოდ­ნენ: „ერ­თი სიტყ­ვა, მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა, გუ­რამ“ და ამ დროს გუ­რამს ახ­სენ­დე­ბო­და სა­რო­ი­ა­ნის ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი, რომ­ლის გუ­ლიც აქ – კავ­კა­სი­ის მთებ­ში იყო დარ­ჩე­ნი­ლი.

დე­დას მი­იყ­ვან­და ხოლ­მე გო­გი ოჩი­ა­უ­რის გა­მო­ძერ­წილ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ძეგ­ლ­თან. გად­მო­ვი­დო­და მან­ქა­ნი­დან, და­უდ­გე­ბო­და ქან­და­კე­ბას წინ და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით ჰკითხავ­და – უკაც­რა­ვად, ბა­ტო­ნო ვა­ჟა, ხომ ვერ მეტყ­ვით სად ცხოვ­რობს გო­გი ოჩი­ა­უ­რი? ქან­და­კე­ბას მარ­ცხე­ნა ხე­ლი გაშ­ვე­რი­ლია გო­გის სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ და­ა­მა­ტებ­და – ააა, აქეთ? აუცი­ლებ­ლად აუხ­ვევ­დე­ნენ გო­გის სახ­ლის­კენ, შუ­ა­ღა­მე იქ­ნე­ბო­და ეს თუ გამ­თე­ნია.

ერ­თხელ ოჩო, იგი­ვე ნო­დარ ცერ­ც­ვა­ძე, მიყ­ვე­ბა: გუ­რამ­მა და­რე­კა სო­ხუ­მი­დან, შენ, მა­კა და მა­კას მე­გო­ბა­რი – ნა­ი­ლი გუ­ჩუა ჩა­მო­დი­თო. ოჩო გა­დაღ­ლი­ლი იყო ამ­დე­ნი სმი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით და მო­ი­მი­ზე­ზა, გუ­რა­მის მძღოლ­მა მითხ­რა სა­ბუ­რა­ვე­ბი არ მი­ვარ­გაო. დე­დამ ეს გა­ი­გო თუ არა, მი­სი მე­გობ­რის, ნა­ი­ლის ახ­ლო­ბელს მი­ა­კითხა ვაზ-ში – და ეს სიფ­რი­ფა­ნა, თვა­ლებ­მაყ­ვა­ლა გო­გო­ნა, ორი სა­ბუ­რა­ვით ხელ­ში, მი­ად­გა ოჩოს. სხვა რა გზა ჰქონ­და ოჩოს, დას­ხ­დ­ნენ და წა­ვიდ­ნენ სო­ხუმ­ში. აბა, დე­და მა­მას­თან გა­ტა­რე­ბულ დროს ისე აღ­მერ­თებ­და, ამ მო­მენტს ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებ­და და სა­ბუ­რავს კი არა, რას არ გა­ა­ჩენ­და იმის­თ­ვის, რომ გუ­რამ­თან ერ­თად გა­ე­ტა­რე­­ბი­ნა თუნ­დაც წა­მი. ასეთ მო­გო­ნე­ბებ­ში გამ­ზარ­და მე. 36 წლის იყო, მა­მა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, და, რა თქმა უნ­და, აღარ გათხოვ­და. რა­ტომ ვამ­ბობ, რა თქმა უნ­დას – მითხ­რა, შვი­ლო ღმერ­თ­მა გუ­რამ ასა­თი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მარ­გუ­ნა და მის მე­რე სხვა კაცს რო­გორ შევ­ხე­და­ვო.

რაც შე­მე­ხე­ბა მე – სულ ვი­ცო­დი რომ ბი­ჭი შე­მე­ძი­ნე­ბო­და, ვგრძნობ­დი – ჰო­და, 2018 წელს გუ­რამ ასა­თი­ა­ნი შე­მე­ძი­ნა. ასე სიმ­ბო­ლუ­რად გა­ვა­ცოცხ­ლე მა­მა­ჩე­მი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დე­და მის გა­ჩე­ნა­საც მო­ეს­წ­რო. 2 წე­ლი მეხ­მა­რე­ბო­და მის გაზ­რ­და­ში. მე­რე ვე­რაგ­მა სენ­მა წა­იყ­ვა­ნა. ახ­ლა ის დიდ გუ­რამ­თან ერ­თად არის – ზე­ცი­ურ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მე კი აქ, პა­ტა­რა გუ­რა­მი­კოს­თან ერ­თად. დე­და მა­მას გუ­რა­მი­კოს ეძახ­და და ამი­ტო­მა­ცაა ჩე­მი შვი­ლი — გუ­რა­მი­კო.

– ისევ წიგნს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი „გუ­რამ ასა­თი­ა­ნი – სკო­ლას“, წლე­ბის შემ­დეგ, ისევ ისე­თი­ვე აქ­ტუ­ა­ლო­ბით და­უბ­რუნ­და მკითხ­ველს, მი­სი ჩა­ნა­წე­რე­ბი უბ­ის წიგ­ნა­კი­დან დღე­საც მთა­ვარ სათ­ქ­მე­ლად რჩე­ბა: „ადა­მი­ან­მა, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და თუ ძა­ლა შეს­წევს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, უან­გა­როდ უნ­და ემ­სა­ხუ­როს თა­ვის იდე­ალს, თა­ვის ღმერთს და სინ­დისს“. რა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს ეს?

– მარ­თა­ლი ხართ, გუ­რამ ასა­თი­ანს აქ­ტუ­ა­ლო­ბა არ და­უ­კარ­გავს. პი­რი­ქით, ახ­ლა გვჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ანა კა­ლან­და­ძე უყ­ვარ­და გა­მორ­ჩე­უ­ლად. სხვა­თა შო­რის, ამი­ტო­მაც სთხო­ვა დე­დამ ანას ჩე­მი მო­ნათ­ვ­ლა და ის ჩე­მი ნათ­ლია გახ­და. ანა კა­ლან­და­ძე თა­ვი­სი პო­ე­ზი­ით აღუდ­გა წინ იმას, რაც ახ­ლა ჩვენს ირ­გ­ვ­ლივ ხდე­ბა. გუ­რამ ასა­თი­ა­ნი წერს ანა­ზე: „იმ წლებ­ში, რო­დე­საც ბევ­რ­მა ძღო­მის და ფუ­ფუ­ნე­ბის კერ­პი თა­ვის ერ­თა­დერთ ღვთა­ე­ბად აღი­ა­რა, რო­დე­საც მეშ­ჩა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მდა­რე ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის, კე­თილ­სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის იდეა ბევრს სულ­ში და ხორ­ც­ში გა­უჯ­და, რო­ცა მტა­ცებ­ლო­ბი­სა და მუქ­თა­ხო­რო­ბის კულ­ტ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უტი­ფა­რი სა­ხე მი­ი­ღო, ანა კა­ლან­და­ძე თა­ვი­სი ლექ­სით გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და სუ­ლის­მი­ე­რი სი­მაღ­ლი­სა და უან­გა­რო­ბის იდე­ალს“.

აი, ეს არის ნამ­დ­ვი­ლი მწერ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და აქ­ტუ­ა­ლო­ბა მი­სი სიტყ­ვი­სა დღე­ვან­დელ დღეს. ამი­ტო­მაც, მა­მას წიგ­ნი არა­მარ­ტო სკო­ლის პროგ­რა­მა­ში შე­სუ­ლი ავ­ტო­რე­ბის უკე­თე­სად გა­სა­აზ­რებ­ლა­დაა გა­მო­სა­დე­გი, არა­მედ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენც.

– რას ჰკითხავ­დით, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, გუ­რამ ასა­თი­ანს?

– მა­მა წერ­და: „ყვე­ლა ღირ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს იდი­ო­ტიზ­მ­ში, თუ გო­ნი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რო­ცა გა­სა­თე­ლად მო­სულს ფი­ან­და­ზად ეგე­ბი, სხვა რომ არ იყოს, სა­სა­ცი­ლო ხარ. ყვე­ლა­ზე გუ­ლი­ა­ნად ამ დროს სწო­რედ შე­ნი მოთხ­რის მდო­მე­ლი იცი­ნის“.

ასე­ვე, დე­დას ეუბ­ნე­ბო­და: მა­კა, იცო­დე, არა­ვის სძულს არა­ვინ ისე, რო­გორც რუსს რუ­სიო. კარ­გად იც­ნობ­და რუ­სებს. ხო­და დღეს, რუ­სე­თის­კენ რომ მი­ვე­ქა­ნე­ბით, მა­მა, რას ეტყო­დი ამ უგუ­ნურ ადა­მი­ა­ნებს. რო­გორ გვაკ­ლია ახ­ლა შე­ნი სიტყ­ვა, შე­ნი კა­ლა­მი და შე­ნი თა­ვი ჩვენ, პროგ­რე­სულ ადა­მი­ა­ნებს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები