29 მარტი, პარასკევი, 2024

რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა იაპო­ნი­ა­ში

spot_img
იაპო­ნურ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სწავ­ლის წლე­ბი ასე იყო­ფა: 6 წე­ლი – დაწყე­ბი­თი სკო­ლა, 3 წე­ლი – არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა; 3 წე­ლი – სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, 4 წე­ლი – უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ბევ­რი კერ­ძო სკო­ლა მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს ექ­ვ­ს­წ­ლი­ან პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც არას­რულ სა­შუ­ა­ლო, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბას. სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლებს ხუთ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი აქვთ (ორ­წ­ლი­ა­ნი დაწყე­ბი­თი და სამ­წ­ლი­ა­ნი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა). უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ორი ვა­რი­ან­ტია: კო­ლე­ჯი (2 წე­ლი) და უნი­ვერ­სი­ტე­ტი (4 წე­ლი). დაწყე­ბი­თი სკო­ლა და არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, ანუ 9-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.
იაპო­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში 6 წლის ასაკ­ში შე­დი­ან. კლას­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 28 მოს­წავ­ლეა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის 70%, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ყვე­ლა სა­განს ას­წავ­ლის.
12 წლი­დან ბავ­შ­ვე­ბი არას­რულ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­და­დი­ან. ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბის 5-7% კერ­ძო სკო­ლა­ში გა­ნაგ­რ­ძობს სწავ­ლას. მშობ­ლე­ბი კერ­ძო სკო­ლას, ძი­რი­თა­დად, უკე­თე­სი აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მო ირ­ჩე­ვენ.
სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა მა­თე­მა­ტი­კა, მეც­ნი­ე­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, ხე­ლოს­ნო­ბა, ზნე­ო­ბა, სა­ო­ჯა­ხო ეკო­ნო­მი­კა, იაპო­ნუ­რი ენა, კა­ლიგ­რა­ფია, პო­ე­ზია. 2020 წლის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და პროგ­რა­მი­რე­ბის სწავ­ლე­ბას, რად­გან იაპო­ნე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მა­თი შვი­ლე­ბი მზად უნ­და შეხ­ვ­დ­ნენ XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვებს.
სტუ­დენ­ტე­ბის ერ­თი მე­ოთხე­დი კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს.
იაპო­ნუ­რი სკო­ლე­ბი თით­ქოს დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს, უდა­ვოდ, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

ჯერ – ქცე­ვა, მე­რე – ცოდ­ნა

პირ­ვე­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იაპო­ნუ­რი სკო­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ქცე­ვის წე­სე­ბის სწავ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის დახ­ვე­წა. ამ ეტაპ­ზე, სკო­ლის მი­ზა­ნი არ არის ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბა. 10 წლამ­დე ბავ­შ­ვებს გა­მოც­დე­ბით და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბით კი არ თრგუ­ნა­ვენ, არა­მედ ას­წავ­ლი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას, ცხო­ვე­ლებ­თან და ბუ­ნე­ბას­თან სა­თუთ მოპყ­რო­ბას, უყა­ლი­ბე­ბენ ისეთ თვი­სე­ბებს, რო­გო­რი­ცაა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, თავ­შე­კა­ვე­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა. სას­კო­ლო საგ­ნე­ბი­დან დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას. ას­წავ­ლი­ან, რომ ადა­მი­ა­ნი უნ­და იყოს დიდ­სუ­ლო­ვა­ნი, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, უნ­და შე­ეძ­ლოს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა. დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ ქცე­ვებ­სა და ეტი­კეტს.

სას­წავ­ლო წე­ლი 1 აპ­რილს იწყე­ბა

1 აპ­რი­ლი ემ­თხ­ვე­ვა ქვე­ყა­ნა­ში ულა­მა­ზეს ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნას – ალუბ­ლის ყვა­ვი­ლო­ბას. ასეთ მშვე­ნი­ერ, ფე­რა­დო­ვან გა­რე­მო­ში ბავ­შ­ვებს სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლიც ეხა­ლი­სე­ბათ. გარ­და ამი­სა, იაპო­ნი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აუცი­ლე­ბე­ლია არ­და­დე­გე­ბი იმ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­დეს, რომ ბავ­შ­ვი მენ­ტა­ლუ­რად მზად იყოს დატ­ვირ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. იაპო­ნი­ა­ში 3 სე­მეს­ტ­რია: 1 აპ­რი­ლი – 20 ივ­ლი­სი; 1 სექ­ტემ­ბე­რი – 20 დე­კემ­ბე­რი; 7 იან­ვა­რი – 25 მარ­ტი. ზაფხულ­ში ბავ­შ­ვებს 6-კვი­რი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბი აქვთ, ზამ­თარ­ში და გა­ზაფხულ­ზე – 2-2-კვი­რი­ა­ნი.

მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლას თა­ვად ალა­გე­ბენ

იაპო­ნურ სკო­ლებ­ში დამ­ლა­გებ­ლე­ბი არ ჰყავთ. მოს­წავ­ლე­ე­ბი ალა­გე­ბენ თა­ვი­ანთ საკ­ლა­სო ოთა­ხებს, დე­რეფ­ნებს, ბიბ­ლი­ო­თე­კას, სამ­ზა­რე­უ­ლოს და ტუ­ა­ლე­ტებ­საც კი. ბავ­შ­ვე­ბი პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად იყო­ფი­ან და თი­თო­ე­ულ ჯგუფს თა­ვი­სი საქ­მე აქვს, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე იც­ვ­ლე­ბა. იაპო­ნი­ა­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს აქ­ტი­ვო­ბა მოს­წავ­ლე­ებს გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას მი­აჩ­ვევს და გა­რე­მოს გაფ­რ­თხი­ლე­ბას ას­წავ­ლის. გარ­და ამი­სა, რო­ცა თა­ვად გვი­ან, ხე­ხა­ვენ, წმენ­დენ, სწავ­ლო­ბენ რო­გორც სა­კუ­თა­რი, ასე­ვე სხვი­სი – ნე­ბის­მი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის  შრო­მის პა­ტი­ვის­ცე­მას.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­უზ­მი­სას ყა­ლიბ­დე­ბა

სა­უზ­მის დროს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ჯან­საღ და და­ბა­ლან­სე­ბულ საკ­ვებს იღე­ბენ და კლას­ში ერ­თად ჭა­მენ. სა­უზ­მეს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მზა­რე­უ­ლე­ბი ამ­ზა­დე­ბენ ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით. ბავ­შ­ვე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად სა­უზ­მო­ბენ საკ­ლა­სო ოთახ­ში. ეს პო­ზი­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას აყა­ლი­ბებს მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ბავ­შ­ვებს შო­რის.

პო­პუ­ლა­რუ­ლია კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი

იაპო­ნი­ა­ში სა­ღა­მო­ო­ბით ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით ბავ­შ­ვებს, ჯგუ­ფე­ბად რომ ბრუნ­დე­ბი­ან შინ და­მა­ტე­ბი­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­დან. ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში, დღი­სით, 8 სა­ათს ატა­რე­ბენ, მაგ­რამ არ­და­დე­გებ­ზე და შა­ბათ-კვი­რა­საც მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ. რა გა­საკ­ვი­რია, რომ იაპო­ნურ სკო­ლა­ში კლას­ში მე­ო­რე წელს არა­ვინ რჩე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ღა­მოს მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი იმ ჯგუ­ფებ­ში, ვინც გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა.

მოს­წავ­ლე­ე­ბი იაპო­ნურ კა­ლიგ­რა­ფი­ა­სა და პო­ე­ზი­ას სწავ­ლო­ბენ

სხვა აუცი­ლე­ბე­ლი საგ­ნე­ბის გარ­და, კა­ლიგ­რა­ფი­ის სწავ­ლა ბავ­შ­ვებს სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას უნერ­გავს. იაპო­ნე­ლე­ბის­თ­ვის კა­ლიგ­რა­ფია არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა, ვიდ­რე მხატ­ვ­რო­ბა. გარ­და ამი­სა, ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ ჰა­ი­კუს — პო­ე­ზი­ის ფორ­მას, სა­დაც 3-4-სტრი­ქო­ნი­ა­ნი ლექ­სე­ბი ღრმა გრძნო­ბებს აღ­ძ­რავს მკითხ­ველ­ში.

თით­ქ­მის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს სკო­ლის ფორ­მა აც­ვია

ზო­გი­ერთ სკო­ლას თა­ვი­სი ფორ­მა აქვს. მაგ­რამ ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­კო­ლო ფორ­მე­ბი ბი­ჭე­ბის­თ­ვის სამ­ხედ­რო სტი­ლი­საა, გო­გო­ნე­ბის­თ­ვის — საზღ­ვაო. ფორ­მე­ბის ტა­რე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ბავ­შ­ვებს შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის მოშ­ლას. გარ­და ამი­სა, ბავ­შ­ვებს ერ­თო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას უყა­ლი­ბებს.

გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა – 99,99%

ძნე­ლია, და­ა­სა­ხე­ლოთ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ასე­თი სტა­ტის­ტი­კით და­იკ­ვეხ­ნის. იაპო­ნი­ა­ში ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლას არ აც­დე­ნენ და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე არ აგ­ვი­ა­ნე­ბენ. გა­მო­კითხ­ვი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბის 91%-მა გა­ნაცხა­და, რომ არას­დ­როს ეკი­დე­ბი­ან უგუ­ლის­ყუ­როდ მას­წავ­ლე­ბელს და ყო­ველ­თ­ვის ას­რუ­ლე­ბენ მის მოთხოვ­ნებს.

ერ­თა­დერ­თი ტეს­ტი გან­საზღ­ვ­რავს მოს­წავ­ლის მო­მა­ვალს

იაპო­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოც­დას აბა­რე­ბენ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას. ეს გან­საზღ­ვ­რავს მათ მო­მა­ვალს. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, აირ­ჩი­ოს ერ­თი კო­ლე­ჯი და დად­გე­ნი­ლი ქუ­ლა უნ­და მი­ი­ღოს. თუ ვერ ჩა­ა­ბა­რა, კო­ლეჯ­ში ვე­ღარ შე­ვა. ამ გა­მოც­დის­თ­ვის მზა­დე­ბის პე­რი­ოდს „სა­გა­მოც­დო ჯო­ჯო­ხეთს“ უძა­ხი­ან, რად­გან კონ­კურ­სი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია – მხო­ლოდ 75%-ს შე­უძ­ლია სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სკო­ლის შემ­დეგ.

კო­ლე­ჯის წლე­ბი იაპო­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო „არ­და­დე­გე­ბია“

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ „სა­გა­მოც­დო ჯო­ჯო­ხე­თის“ გავ­ლის შემ­დეგ იაპო­ნე­ლის­თ­ვის ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი იწყე­ბა. ხან­და­ხან ამ პე­რი­ოდს იაპო­ნი­ა­ში სა­უცხოო „შვე­ბუ­ლე­ბას“ უძა­ხი­ან, სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბამ­დე.

ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ბევ­რი რა­მაა სა­ყუ­რადღე­ბო. იქ­ნებ, ამ­გ­ვა­რი დე­ტა­ლე­ბი ქმნის სწო­რედ გა­მორ­ჩე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დაც მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ფუ­ჭი სიტყ­ვე­ბი არ არის.

მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები