29 მარტი, პარასკევი, 2024

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი უნ­და იყოს უფ­რო მე­ტად ქმე­დი­თი და სა­ინ­ტე­რე­სო

spot_img

 

ლე­ლა იმე­დაშ­ვი­ლი – ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

 

 

 

სკო­ლა: 44, 42 — სა­ჯა­რო, 2 — კერ­ძო; მოს­წავ­ლე: 9 700; მას­წავ­ლე­ბე­ლი: 1 152

📌სკო­ლე­ბი პან­დე­მი­ის პი­რის­პირ

ზო­გა­დად, პან­დე­მი­ამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის  დატ­ვირ­თ­ვაც და ში­ნა­არ­სიც. მარ­თ­ვა ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად. ამ ეტაპ­ზე 6 სკო­ლა ჰიბ­რი­დულ, 1 კი ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბა­ზე გვყავს — და­ბა ლი­ხა­უ­რის სკო­ლა. იქ მოს­წავ­ლე­თა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი მოკ­ლე დრო­ში გა­ი­ზარ­და — ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და მა­ტე­ბა. სოფ­ლის პი­რო­ბა­ზე, სკო­ლა მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნია — 240 მოს­წავ­ლეა და ჯან­დაც­ვამ მოგ­ვ­ცა რე­კო­მენ­და­ცია, ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და მა­თი სი­ცოცხ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 12 დღით გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე.

თუმ­ცა ეს ციფ­რე­ბი მუდ­მი­ვად და ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვ­ლე­ბა, მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბული გავ­ხ­დით ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე და ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­წევს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ერ­თე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ან მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლე­ბის თუ კლა­სე­ბის ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლა­ზე გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცხა­დია, ეს მარ­თ­ვის ნა­წილ­ში რთუ­ლია, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, რომ პრო­ცე­სე­ბის ასე მარ­თ­ვა მარ­თე­ბუ­ლია, რად­გან თა­ვი­დან გვა­შო­რებს მთა­ვარ რისკს — სკო­ლა არ გახ­დეს ეპიდ­ცენ­ტ­რი, ანუ შემ­დეგ პან­დე­მია უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. კი­დევ ვი­მე­ო­რებ — ეს მარ­თ­ვის სირ­თუ­ლეა, თუმ­ცა — ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი. ამ ეტაპ­ზე მთლი­ა­ნად ყო­ველ­დღი­უ­რი მარ­თ­ვის რე­ჟიმ­ში ვართ.

ყვე­ლა სკო­ლა სრუ­ლა­დაა მო­მა­რა­გე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შევ­ძე­ლით მარ­თ­ვის უნა­რე­ბის პოვ­ნა სა­კუ­თარ თავ­ში. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის ნა­წილ­ში სრუ­ლად ახერ­ხებს მო­მა­რა­გე­ბას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. მათ შო­რის — რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის­თ­ვის. გვაქვს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი — ხსნა­რე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თი წა­მით არ გვქო­ნია შე­ფერ­ხე­ბა — არც სა­კუთ­რივ რე­სურ­ს­ცენტრს და არც სკო­ლებს. სკო­ლებ­ში მა­რა­გე­ბიც არ­სე­ბობს, წინ­და­წინ შე­მოგ­ვაქვს მო­მა­ვა­ლი სე­მეს­ტ­რისთვის.

📌ვაქ­ცი­ნა­ცია პე­და­გო­გებ­ში

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას­წავ­ლე­ბელ­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მხრივ ძა­ლი­ან წინ ვართ — 90 პრო­ცენ­ტი უკ­ვე აც­რი­ლია. ცხა­დია, ეს ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ამა­ში ბევ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა ნამ­დ­ვი­ლად არ დაგ­ვ­ჭირ­ვე­ბია — ეს მა­თი ნე­ბაც იყო, ჩვენ კი ინ­ფორ­მი­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რეთ. მათ სწო­რად გა­ი­გეს, რომ აც­რი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი უსაფ­რ­თხო მოს­წავ­ლეს და, უპირ­ვე­ლე­სად, მათ უსაფ­რ­თხო ცხოვ­რე­ბას და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ნიშ­ნავს. ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით მად­ლო­ბის მე­ტი არა­ფე­რი მეთ­ქ­მის.

📌სას­წავ­ლო პრო­ცე­სი რომ არ შე­ფერ­ხ­დეს

ჩვენ მუდ­მი­ვად გვაქვს ისე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რა­საც სჭირ­დე­ბა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ჩარ­თუ­ლო­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის სკო­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად: მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბა, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­რი­გე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მო­ტა­ნა-გა­ნა­წი­ლე­ბა. ასე­ვე — მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. მათ აქვთ კითხ­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, სა­ა­თე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში. იცით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დავ­დი­ვართ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი პე­და­გო­გებს ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. გარ­და ამი­სა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 42 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან 33-ში „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ და­ი­ნერ­გა. ეს ნიშ­ნავს, რომ ექ­ს­პერ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, შემ­დეგ სკო­ლებ­თან მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, მა­თი ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი მთლი­ა­ნა­დაა ჩარ­თუ­ლი. ეს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, რად­გან „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“  ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ზრდის მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და, სხვა­თა შო­რის, ზრდის რე­სურსცენ­ტ­რე­ბის როლ­საც. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, არის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სხვა­დას­ხ­ვა სსი­პ-ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რა­საც სკო­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სჭირ­დე­ბა. ესაა, მა­გა­ლი­თად, ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ნა­წი­ლი, რად­გან ნელ-ნე­ლა ვემ­ზა­დე­ბით სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის და გარ­კ­ვე­უ­ლი წი­ნას­წა­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი მო­ნა­წი­ლე­ობს და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ძა­ლი­ან სწო­რი, დრო­უ­ლი თა­ნაშ­რომ­ლო­ბით ვა­ხერ­ხებთ, რომ იყ­ვ­ნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი, იყ­ვ­ნენ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი და მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა­ში, რაც, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ახ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტაპ­ზეა.

ბევ­რი გა­კეთ­და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რაც ორ ნა­წი­ლად გვაქვს გა­ყო­ფი­ლი — ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან თა­ნაშ­რომ­ლო­ბით სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. წე­ლს ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გვქონ­და სი­ახ­ლე­ე­ბი, ზო­გან კი ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯერ ისევ გრძელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, და­ბა მე­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ახ­ლა სრულ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის, ხო­ლო სო­ფელ თხინ­ვალ­ში თა­ვად სა­ჯა­რო სკო­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, გავ­ხ­სე­ნით და ავა­შე­ნეთ 600 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი ახა­ლი სკო­ლა და­ბა ნა­სა­კი­რალ­ში — ძა­ლი­ან კარ­გი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის შე­ნო­ბა ლიფ­ტით, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნით, კვე­ბის ობი­ექ­ტით, მცი­რე სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზით… ერ­თი სიტყ­ვით, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სკო­ლაა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოა. ყვე­ლა რე­სურ­სი არ­სე­ბობს იმის­თ­ვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მი­დი­ო­დეს გა­მარ­თუ­ლად. მის შემ­ხედ­ვა­რეს ნამ­დ­ვი­ლად გა­გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ასე­თი სკო­ლა რაც შე­იძ­ლე­ბა, მე­ტი იყოს მთელ ქვე­ყა­ნა­ში. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო და გან­წყო­ბა, რო­მელ­შიც სწავ­ლო­ბენ — ეს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია კარ­გი სწავ­ლის­თ­ვის. ვფიქ­რობ, სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ბევ­რი თან­ხა თუ უნ­და და­ა­ხარ­ჯო, აჯო­ბებს, ცო­ტაც და­ა­მა­ტო და ასე­თი ტი­პის სკო­ლა ააშე­ნო, რად­გან ეს სრუ­ლი­ად სხვა მო­დე­ლია თა­ვი­სი გა­ნა­თე­ბით, ვიტ­რა­ჟე­ბით — აქ ყვე­ლა­ფე­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ახა­ლი სკო­ლა გა­იხ­ს­ნა ასე­ვე და მოს­წავ­ლე­ე­ბი ახალ შე­ნო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ სო­ფელ შრო­მის თემ­ში შე­მა­ვალ ეკალ­დი­დის სა­ბა­ზო სკო­ლა­ში, სა­დაც 60 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს.

პან­დე­მი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან ერ­თად, დი­დი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გავ­წი­ეთ — მთე­ლი ბი­უ­ჯე­ტი გა­და­ნა­წილ­და სკო­ლე­ბის სწო­რედ კო­ვიდ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სა­წეს­რი­გებ­ლად: სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი შე­ნო­ბა­ში შე­ვი­ტა­ნეთ და დღეს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია.

ერ­თი სიტყ­ვით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ პრო­ცეს­ში და მო­ნი­ტო­რინგს ვუ­წევთ. შე­სა­ბა­მი­სად, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ჩარ­თუ­ლო­ბით ხდე­ბა ბი­უ­ჯე­ტის შედ­გე­ნა-გა­ნა­წი­ლე­ბაც.

თუმ­ცა პრობ­ლე­მა ამით არ მთავ­რ­დე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან რთუ­ლია, ყვე­ლა სკო­ლას მის­ცე ის სა­ხე, რაც 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლას სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი და, ვი­მე­დოვ­ნებთ, მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან შევ­ძ­ლებთ იმ სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას, რომ­ლებ­საც ახ­ლა ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ. გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სჭირ­დე­ბა ჯუ­მა­თის სა­ჯა­რო სკო­ლას, ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბა გვინ­და ას­კა­ნა­ში, ზო­გან სა­ხუ­რა­ვია შე­სა­კე­თე­ბე­ლი, ზო­გან — იატა­კი… ამ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მუდ­მე­ბით ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტოს­თა­ნაც და ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა­ნაც, ვფიქ­რობთ, გა­ი­სად კი­დევ რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს.

📌დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი

ეს პრობ­ლე­მა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბი­თაა, ამის და­მალ­ვას და ხე­ლის და­ფა­რე­ბას არა­ვინ აპი­რებს, მათ შო­რის, არც მე. სოფ­ლებ­ში მარ­თ­ლაც არის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ის და მი­სი და­ფარ­ვის სიხ­ში­რის პრობ­ლე­მა. არის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი — ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის არაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ლეპ­ტო­პი ან სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამი­ტომ ბავშვები, ძი­რი­თა­დად, მშობ­ლე­ბის ან თა­ვი­ანთი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან ამ პრო­ცეს­ში, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა მოს­წავ­ლე არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნია. ერ­თე­უ­ლი მოს­წავ­ლეც კი არ გვყავს ისე­თი, რო­მე­ლიც ვერ იღებ­დეს ონ­ლა­ინ ­გაკ­ვე­თი­ლებს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ვარ­გეთ მოს­წავ­ლი­სა და ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბას, რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ას.

📌უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია თუ არა სკო­ლე­ბი  მას­წავ­ლე­ბელ­თა კად­რე­ბით

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ამ მხრივ დიდ ფუ­ფუ­ნე­ბა­შია. პი­რი­ქით, ზოგ­ჯერ კონ­კურ­სე­ბიც გვჭირ­დე­ბა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ღირ­სე­ულს შო­რის გვი­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი ნამ­დ­ვი­ლად არ გვაქვს —  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი­თაა და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, რა­საც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბიც აჩ­ვე­ნებს. პე­და­გოგ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 80 პრო­ცენ­ტი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ძა­ლი­ან ბევ­რი წამ­ყ­ვა­ნია, გვყვა­ნან მენ­ტო­რე­ბიც. ამ ეტაპ­ზე პრაქ­ტი­კო­სი მას­წა­ვლე­ბე­ლი სა­ერ­თოდ არ გვყავს და მხო­ლოდ 87-ია უს­ტა­ტუ­სო. სკო­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი გვაქვს — ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში 900-1000 მოს­წავ­ლეც კი გვყავს. პირ­ველ კლა­სებ­ში ზო­გან 5-6 პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სია, სოფ­ლებ­შიც და და­ბებ­შიც მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი სკო­ლე­ბი გვაქვს, თუმ­ცა არის მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნე­ბიც, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, დიდ­წი­ლად, მიგ­რა­ცი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი კო­ვიდ­პან­დე­მი­ით შექ­მ­ნილ გა­მოწ­ვე­ვებ­საც ღირ­სე­უ­ლად არ­თ­მე­ვენ თავს და ერ­თხელ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც დავ­წე­რე. ჩვე­ნი ბევ­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავს მე­დი­კო­სე­ბის მი­მართ და ეს სავ­სე­ბით მეს­მის — ისი­ნი ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამას, მაგ­რამ სწრაფ ადაპ­ტა­ცი­ა­ში არა­ნაკ­ლე­ბი შრო­მა ჩა­დეს პე­და­გო­გებ­მაც — ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად და შო­კის მომ­გ­ვ­რე­ლად, ერთ დი­ლით, დაგ­ვ­ჭირ­და სრუ­ლი­ად სხვა მო­დელ­ზე გა­დარ­თ­ვა და ეს ჩვენ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად შეძ­ლეს. ჩვენს ბავ­შ­ვებს, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბი­სას ნამ­დ­ვი­ლად არ ჰქო­ნი­ათ შე­ფერ­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩვე­ნი სკო­ლე­ბისა და მას­წავ­ლე­ბლების­თ­ვის და ვა­მა­ყობ, რომ ამას თა­ვი ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თ­ვეს.

📌რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია დღეს და სა­მო­მავ­ლოდ

რე­სურსცენ­ტ­რის რო­ლის გაზ­რ­და­ზე ხმა­მაღ­ლა ვსა­უბ­რობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თა­ნაც და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. მათ შო­რის, ამ 2 კვი­რის წი­ნაც, ვი­სა­უბ­რეთ სა­მი­ნის­ტ­როს­თან ონ­ლა­ინ ­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლია ად­გი­ლებ­ზე და ამა­ში, ძი­რი­თა­დად , იგუ­ლის­ხ­მე­ბა რუ­ტი­ნუ­ლი შრო­მა — სსი­პ-ე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, სა­მი­ნის­ტ­როს ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა და მე­რე მი­სი კონ­ტ­რო­ლი, ახ­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­ში კო­ვი­დიც ჩა­ერ­თო და მი­სი მო­ნი­ტო­რინ­გი ცალ­კე ხდე­ბა…

შეხ­ვედ­რებ­ზე სულ ვამ­ბობ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ცო­ტა წინ უნ­და იხე­დე­ბო­დეს და თა­ვის სა­ხელს ამარ­თ­ლებ­დეს. ვფიქ­რობ, უკ­ვე დროა, რე­ა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­ზე ვი­ფიქ­როთ. ვგუ­ლის­ხ­მობ ში­ნა­არ­სობ­რივს — ის უნ­და იყოს სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ, ასე­ვე ადა­მი­ა­ნურ ჭრილ­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ იდე­ას გა­გი­ზი­ა­რებთ: ყვე­ლა სკო­ლა­ში თუ ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ, ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში მა­ინც უნ­და არ­სე­ბობ­დეს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რია, რაც მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, იჩხირ­კე­დე­ლა­ონ, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რა­მე ააწყონ და ასე შემ­დეგ. ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც დროს გა­უს­წ­რეს გო­ნებ­რი­ვად და ახ­ლა მათ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში გვეზ­რ­დე­ბო­დეს მომავალი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, რომელ­საც ახ­ლა­ვე სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სის მი­წო­დე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. ამ ნა­წილ­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი უფ­რო მე­ტად ქმე­დი­თი და სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, ვი­ფიქ­როთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე — რო­გორ არი­ან, სად არი­ან, რას ავი­თა­რე­ბენ. ჩვენ ჩვე­ნი იდე­ე­ბიც გვაქვს და, ვფიქ­რობ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი თა­ვი­ანთ როლს კი­დევ უფ­რო ფარ­თოდ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა დაწყე­ბით კლა­სებ­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ, გა­ვა­კე­თოთ სა­მო­დე­ლო სივ­რ­ცე —  მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის კარ­გი კლა­სი პა­ტა­რე­ბის­თ­ვის, სა­დაც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­სურ­სე­ბი. მათ შო­რის —  სკო­ლამ­დე­ლე­ბის­თ­ვი­საც, სა­დაც ისი­ნი გარ­კ­ვე­ულ სა­ფე­ხურს გა­ივ­ლი­ან სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ვფიქ­რობ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს ძა­ლი­ან კარ­გი, თა­ნა­მედ­რო­ვე ბიბ­ლი­ო­თე­კა… ამას ცალ­კე­ულ სკო­ლებ­ში თუ ვერ ვა­ხერ­ხებთ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში გა­ვა­კე­თოთ…

ვი­მე­დოვ­ნებ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით ამას შევ­ძ­ლებთ, რად­გან იქ ახ­ლა ის გუნ­დია, რო­მე­ლიც გის­მენს და შენს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

📌რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წი­ნა­შე მდგა­რი პირ­ვე­ლი რი­გის პრობ­ლე­მა

ასეთ პრობ­ლე­მად და­ვა­სა­ხე­ლებ ტექ­ნი­კურ გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას და ბი­უ­ჯეტს, რაც ძა­ლი­ან  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა რე­სურსცენ­ტ­რის­თ­ვის. ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტით თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის დი­დი წვა­ლე­ბით ვა­ხერ­ხებთ ტექ­ნი­კურ გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას — ჩვე­ნი ნაშ­თით გა­ვა­რე­მონ­ტებთ ერთ კომ­პი­უ­ტერს, გა­ვა რამ­დე­ნი­მე თვე, ისევ და­ვაგ­რო­ვებთ რა­ღაც თან­ხას და მე­ო­რეს გა­ნვა­ახ­ლებთ და ა.შ. თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის­თ­ვის პრობ­ლე­მაა, რო­გორც ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­გან ვი­ცი. ბი­უ­ჯე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­რო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას უნ­და გვაძ­ლევ­დეს, ახ­ლან­დე­ლი კი, ძი­რი­თა­დად, სა­ხელ­ფა­სო ფონ­დია, ნაშ­თი მი­ნი­მა­ლუ­რად ახერ­ხებს კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფარ­ვას, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას და ა.შ.

მე­ო­რე ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი ისაა, რომ არ გვაქვს ტრან­ს­პორ­ტი. არა­და, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებს სკო­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა გვი­წევს. წლე­ბის წინ მი­ღე­ბუ­ლი ტრან­ს­პ­ორ­ტით, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­ნუ­ლე­ბუ­ლი თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, ამას ძა­ლი­ან რთუ­ლად ვა­ხერ­ხებთ.

ესა­უბ­რა ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები