19 აპრილი, პარასკევი, 2024

რეკომენდაციები კვლევისთვის

spot_img

„ახალი განათლება“ აგრძელებს მასწავლებელთა პრაქტიკულ მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას. სამწუხაროდ, პედპრაქტიკის კვლევას ხშირად ფორმალური სახე აქვს და მხოლოდ კვლევის ანგარიშის სახითაა წარმოდგენილი. პერიოდულად, შემოგთავაზებთ კვლევის ეტაპების ორ ნიმუშს. კვლევა შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ხელოვნება-მუსიკის მასწავლებელთა პედაგოგიურ პრაქტიკას. კონკრეტული ნიმუშები გამოადგება ყველა პედაგოგს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პრაქტიკაში არსებული პრობლემის მოგვარება.

როგორ შევარჩიოთ საკვლევი პრობლემა?

სწავლების დროს აუცილებლად არსებობს პრობლემა. მისი იდენტიფიცირება შეიძლება საკუთარი დაკვირვებით, სასკოლო თემის ჩართულობით (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები) და კვლევის დროს განხორციელებული ღონისძიებები აუცილებლად უნდა გასწვდეს მათ მოგვარებას/აღმოფხვრას.

ნუ შეარჩევთ ისეთ პრობლემას, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. პრობლემა ნებისმიერ კლასშია და დაიწყეთ მარტივის მოგვარებით.

პრობლემათა ნუსხა:

⏩ კითხვის პრობლემა;

⏩ წერის პრობლემა;

⏩ მეტყველების პრობლემა;

⏩ საპრეზენტაციო უნარების პრობლემა;

⏩ შემოქმედებითი უნარების პრობლემა;

⏩ კრიტიკული უნარების პრობლემა;

⏩ მოქალაქეობის უნარების პრობლემა;

⏩ გარემოსდაცვითი უნარების პრობლემა;

⏩ შეუმწყნარებლობა;

⏩ მოტივაციის დაბალი დონე;

⏩ არაასერტული გარემო;

⏩ ფუნქციური უნარების პრობლემა;

⏩ აკადემიური ჩამორჩენილობის პრობლემა და ა.შ.

საკვლევი თემა განიხილეთ დირექციასთან, კათედრაზე, საკვლევ კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან.

დავიმახსოვროთ: კვლევა სხვა რამეა, კვლევის ანგარიში – სხვა. თუ კვლევის ანგარიშს მხოლოდ კარიერული თვალსაზრისით ვქმნით, ეს უკვე ნიშნავს ფორმალიზმს.

პრობლემის იდენტიფიცირებისთვის მიმართეთ ერთ-ერთ მარტივ ხერხს – ანკეტირებას. ანკეტირება რაოდენობრივი მეთოდია და მისი საშუალებით, შესაძლოა, შეთავაზებული პრობლემების მხარდაჭერის გრაფიკის, სქემის თუ ცხრილის აგება. პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტ „ხმას მიიღებს“ და მისი მოგვარება შესაძლებელი იქნება, ჩვენი კვლევის საგნად უნდა ვაქციოთ.

სამაგალითოდ გთავაზობთ ანკეტირების ნიმუშს:

წარმოგიდგენთ კვლევისთვის ანკეტას. გთხოვთ, უპასუხოთ კითხვებს. ანკეტირება ინკოგნიტოა და მონაცემები გამოყენებული იქნება კონფიდენციალობის სრული დაცვით.

ანკეტა მოსწავლეთა ფუნქციური უნარების შესახებ

(გთხოვთ, მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნების გარეშე შეავსოთ კითხვარი. ყველა პუნქტში შემოხაზეთ მხოლოდ ერთი პასუხი/პასუხის ნუმერაცია)

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული ნებელობის/ნებისყოფის უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას განვითარებული აქვს კრიტიკული აზროვნება?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული შემოქმედებითი უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული საკომუნიკაციო უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული თანამშრომლობითი უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული მოქალაქეობრივი უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

მადლობა თანამშრომლობისთვის.

მკვლევარი მასწავლებელი/მასწავლებლები:

ამის შემდეგ თავს უყრით დაჯამებულ ინფორმაციას და ამით დგინდება პრიორიტეტული საკვლევი თემა. მასწავლებელთა მიერ შევსებული ანკეტები ინახება მატერიალურად/ციფრულად (ან ორივე სახით). შესაძლოა, ანკეტირება ჩაატაროთ ციფრული ფორმატით (ე.წ. ფორმსით ან სხვა ინსტრუმენტით). კვლევის ანგარიშში მონაცემები შეიტანეთ სიტყვიერად, დიაგრამით ან სხვა გრაფიკული მაორგანიზებლით. თუ საკვლევი თემის შერჩევაში მონაწილეობენ მშობლები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია, ეს მისასალმებელია.

თუ დიაგრამების შექმნა გიჭირთ, დაიხმარეთ ტექნოლოგიის სპეციალისტი. ზოგადად, გრაფიკული მაორგანიზებლების ზომიერი გამოყენება კვლევის ანგარიშში დადებითი ნიუანსია.

 

კახაბერ გაბუჩია – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები