29 მარტი, პარასკევი, 2024

რა შემთხვევაში თავისუფლდება პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნის გამოცდისგან – პრემიერის ახალი ბრძანება    

spot_img

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება განხორციელდა.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 38-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. 2020 წლის 31 იანვრამდე სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც 2021 წელს, საგნის გამოცდის ჩაბარების ნაცვლად, საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა 10 კრედიტქულაზე, საგნის გამოცდა ჩაეთვალოს ჩაბარებულად.“

24 ივნისს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი №336 დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

იხილეთ ბრძანების ბმული

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები