19 აპრილი, პარასკევი, 2024

რა შეზღუდვები იხსნება განათლების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში

spot_img
✔? 1 მარტიდან საჯარო და კერძო ბაღები საქმიანობას სრულად აღადგენენ.

⇒ ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 20% გაივლის სავალდებულო ტესტირებას, როგორც სკოლებშია.

✔? უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში შეზღუდვების მოხსნა ორ ეტაპად იყოფა:

⇒ 1 მარტიდან, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე, გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

⇒ შემდგომი ეტაპი – საქმიანობის სრულად აღდგენა. მათ უფლებამოსილება ენიჭებათ, რომ აკადემიური პროცესის დანაჩენი ნაწილი, ანუ ლექციები 15 მარტიდან განაახლონ. ესეც ნებაყოფლობითია და გადაწყვეტილებას, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიიღებენ უნივერსიტეტები და კოლეჯები.

✔? რაც შეეხება სასკოლო წრეებს, პროცესი სრულად აღდგება 15 მარტს.

✔?მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საქმიანობა 1 მარტს აღდგება, სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით.

✔? რაც შეეხება თეატრებს, სპორტულ კლუბებსა და პროფესიულ ანსამბლებს, აქაც პროცესი ორ ეტაპადაა გაყოფილი:

⇒ პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს, დაიწყება 15 მარტიდან.

⇒  ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც გულისხმობს თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებებს, კონცერტებს, მაყურებლების დასწრებით, ეს პროცესი 1 აპრილიდან იგეგმება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები