20 აპრილი, შაბათი, 2024

რა არის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა?- სოფო მელაძე

spot_img

დღეს ძა­ლი­ან ხში­რად გვეს­მის ეს ტერ­მი­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ებ­ში, მას­მე­დი­ა­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია/აბი­ლი­ტა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის თა­ნა­ბარ ჩარ­თუ­ლო­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა ფი­ზი­კუ­რი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი, ლინ­გ­ვის­ტუ­რი, ეთ­ნი­კუ­რი, რა­სობ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი, გენ­დე­რუ­ლი თუ სხვა ნიშ­ნით. უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ასო­ცირ­დე­ბა მხო­ლოდ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის სრულ­ფა­სო­ვან ჩარ­თუ­ლო­ბას­თან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, რე­ა­ლუ­რად კი ინ­კ­ლუ­ზია უფ­რო ფარ­თო ცნე­ბაა, გუ­ლის­ხ­მობს არა მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზის თუ გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პი­რე­ბის ჩარ­თ­ვას ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, არა­მედ ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს კულ­ტუ­რულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას და ეთ­ნი­კურ წარ­მო­შო­ბა­საც. მა­გა­ლი­თად, ად­რე­უ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხსე­ნე­ბა­ზე, უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ იგი გუ­ლის­ხ­მობს მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თ­ვას ად­რე­ულ და სკო­ლამ­დელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა ბა­ღი, ამა­ვე დროს კი, ტერ­მი­ნი „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ ასე­ვე მო­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი წარ­მო­შო­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მქო­ნე თა­ნა­ტო­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ყო­ველ­დღი­ურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და გარ­კ­ვე­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა. ბა­ღებ­ში ხში­რად იგეგ­მე­ბა ხოლ­მე დღე­სას­წა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­უ­ლი და ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ კვერ­ცხე­ბის შე­ღებ­ვა, მაგ­რამ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ სხვა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­საც და მათ ოჯა­ხებ­საც აქვთ მსგავ­სი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და მათ­თ­ვის ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ასე­თი დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ხში­რად არ ხდე­ბა, არა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უწყობს ბავ­შ­ვის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას და სხვი­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­ღე­ბას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჩემ­თ­ვის მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მა არაა, უფ­რო დი­დი და სიღ­რ­მი­სე­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნეა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იდე­ო­ლო­გი­ამ­დე და­დის და ადა­მი­ან­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ შენ გარ­შე­მო ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ყვე­ლას აქვს მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის სტი­ლი, თვი­სე­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მი­ი­ღო ისი­ნი უპი­რო­ბოდ და მხარ­დამ­ჭე­რი გა­რე­მო ყვე­ლას­თ­ვის თა­ნას­წო­რად შექ­მ­ნა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ რა გზა გა­ი­ა­რა ინ­კ­ლუ­ზი­ურ­მა გა­ნათ­ლე­ბამ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე – გა­ვი­გოთ მი­სი ის­ტო­რია. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც ყვე­ლა ბავ­შ­ვის ერთ კლას­ში, ერთ სივ­რ­ცე­ში სწავ­ლე­ბას და მათ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ას, ასე­ვე მათ­თ­ვის გა­რე­მოს მორ­გე­ბას, ადაპ­ტი­რე­ბას და მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას. ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­რე­მო­ში ბავ­შ­ვი და მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არ ერ­გე­ბა გა­რე­მოს, არა­მედ გა­რე­მო ერ­გე­ბა ბავშვს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს. ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბამ­დე არ­სე­ბობ­და „სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის“ კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის ერ­თად, მაგ­რამ სხვე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. ეს კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის სა­ხე და მა­თი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვაა, რად­გან გა­ე­როს 1989 წლის „ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის“ საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხაზ­გას­მა, სწო­რე­დაც რომ, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბაა – მი­ი­ღო სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად შე­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა. 1989 წლის კონ­ვენ­ცი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო 1994 წელს შე­უ­ერ­თ­და. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დეკ­ლა­რა­ცია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც „სა­ლა­მან­კას“ დეკ­ლა­რა­ცია, მი­ღე­ბულ იქ­ნა 1995 წელს. იგი მო­უ­წო­დებ­და ქვეყ­ნებს, შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ ეფექ­ტუ­რი და კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი ყვე­ლა ბავ­შ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის. 2006 წელს კი, გა­ე­რომ მი­ი­ღო „შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია“, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მხა­რე­ებ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სწავ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ კონ­ვენ­ცი­ას 2014 წელს შე­უ­ერ­თ­და.

რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ად­რე­ულ ბავ­შ­ვო­ბა­ში? რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ცა­დოთ სკო­ლის პე­რი­ო­დამ­დე? ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა გუ­ლის­ხ­მობს წი­ნა­სას­კო­ლო პე­რი­ოდს, 0-6 წლამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში ბავ­შ­ვის ტვი­ნი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. და­ბა­დე­ბი­სას ჩვი­ლის ტვი­ნი მოზ­რ­დი­ლი ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის 25%-ს შე­ად­გენს, ხო­ლო 3 წლის ასა­კის­თ­ვის – 90%-ს. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იძენს ბავ­შ­ვი პირ­ველ გა­მოც­დი­ლე­ბას სამ­ყა­როს­თან და სხვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ვი­თარ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით: ფი­ზი­კუ­რად, კოგ­ნი­ტუ­რად, ადაპ­ტუ­რად, რაც გუ­ლის­ხ­მობს თვით­მოვ­ლას და ჰი­გი­ე­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სწავ­ლობს მეტყ­ვე­ლე­ბას და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ვი­თარ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რად და იაზ­რებს სა­კუ­თარ თუ სხვის ემო­ცი­ებს.

რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დენს გავ­ლე­ნას ბავ­შ­ვის ად­რე­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე? მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ბავშვს გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო – მხარ­დამ­ჭე­რი გა­რე­მო, რო­მელ­საც ბავ­შ­ვის მი­მართ, აღ­ზ­რ­დი­თა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და უახ­ლო­ე­სი წრე. არა­ნა­კალებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუ რა გა­რე­მო­ში იზ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვი, რო­გო­რია მი­სი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის კუთხით, სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში – ბაღ­ში. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რო­ცა ბავ­შ­ვი აქ­ტი­უ­რად და ეფექ­ტუ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შემ­დ­გომ­ში ბევ­რად უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცესს სას­კო­ლო გა­რე­მო­ში.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ქვეყ­ნე­ბი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ური ბრონ­ფენ­ბ­რე­ნე­რის „ბი­ო­ე­კო­ლო­გი­უ­რი თე­ო­რი­ის“ მი­ხედ­ვით, პი­როვ­ნე­ბის მი­მართ, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, ეს თე­ო­რია რომ ბავ­შ­ვის ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლოთ, პირ­ვე­ლი დო­ნე, რო­მელ­საც დი­დი გავ­ლე­ნა აქვს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­სა თუ ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხ­ზე, არის მიკ­რო­სის­ტე­მა — ოჯა­ხის, თა­ნა­ტო­ლე­ბის, მე­ზობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის უახ­ლო­ე­სი წრის სა­ხით; შემ­დე­გი დო­ნეა მე­ზო­სის­ტე­მა, რო­მელ­შიც შე­დი­ან, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე, სა­ეკ­ლე­სიო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ დო­ნე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა მიკ­რო­სის­ტე­მის და მე­ზო­სის­ტე­მის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ბავ­შ­ვის ოჯა­ხი­სა და სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბით/ჩარ­თუ­ლო­ბით. ეს, სა­მო­მავ­ლოდ, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვ­ზე. „ბი­ო­ე­კო­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლის“ შემ­დ­გო­მი დო­ნე­ე­ბია – ეგ­ზო­სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უფ­რო ფარ­თო სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს მო­ი­ცავს და მაკ­რო­სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მე­ტად გლო­ბა­ლუ­რია. ბი­ო­ე­კო­ლო­გი­უ­რი თე­ო­რია, ბო­ლო დო­ნედ, გვთა­ვა­ზობს ქრო­ნო­სის­ტე­მას, რო­მელ­შიც იგუ­ლის­ხ­მე­ბა ყვე­ლაფ­რის „მბრძა­ნე­ბე­ლი“ – დრო. იგი გვიჩ­ვე­ნებს, რომ პი­რე­ბი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი და მა­თი ურ­თერ­თ­ქ­მე­დე­ბა, თი­თო­ე­ულ დო­ნე­ზე, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, იც­ვ­ლე­ბა.

ბი­ო­ე­კო­ლო­გი­ურ­მა თე­ო­რი­ამ ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა თუ რამ­ხე­ლა გავ­ლე­ნას ახ­დენს თი­თო­ე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დო­ნე პი­როვ­ნე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მაკ­რო­სის­ტე­მის უკეთ გან­მარ­ტე­ბის­თ­ვის გა­ვიხ­სე­ნოთ, თუ რა მიდ­გო­მე­ბი/შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობ­და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ, რო­მელ­თათ­ვი­საც უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

„სა­მე­დი­ცი­ნო მო­დე­ლი“, რო­მე­ლიც პი­როვ­ნე­ბას აღიქ­ვამ­და მხო­ლოდ დი­აგ­ნო­ზით. ამ მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, შშმ პი­რე­ბის მი­მართ საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო დახ­მა­რე­ბა. იგი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და პი­როვ­ნე­ბას და მის სო­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს. შემ­დე­გი მო­დე­ლი იყო „სო­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლი“, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შშმ პი­რი ან სსსმ პი­რი აღიქ­მე­ბო­და, რო­გორც არა­ნა­ი­რი ტი­პის შეზღუდ­ვის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა, რომ სირ­თუ­ლე მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქ­მა­სა და სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ა­შია. იგი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ იმ სირ­თუ­ლე­ებ­სა და ბა­რი­ე­რებს, რაც არ­სე­ბობს შშმ პი­რე­ბის წი­ნა­შე, იქ­ნე­ბა ეს გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში რე­სურ­სებ­ზე წვდო­მას­თან.

ბო­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა კი, „ბი­ოფ­სი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლი“, რო­მე­ლიც პი­როვ­ნე­ბას გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც ბი­ო­ლო­გი­ურ, პი­როვ­ნულ და სო­ცი­ა­ლურ ჭრილ­ში, ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პი­როვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, ასე­ვე მის სო­ცი­ა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას, სო­ცი­ა­ლურ მოთხოვ­ნი­ლე­ბებს და მას­ზე გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბას.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის თე­ო­რი­ა­ზეა აგე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დი­ახ, ადა­მი­ანს აქვს გან­ვი­თა­რე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, მეტყ­ვე­ლე­ბა, კულ­ტუ­რის ათ­ვი­სე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი, ადა­მი­ა­ნი სხვებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ით შე­ის­წავ­ლის. სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი, ასე­ვე, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ინ­დი­ვი­დის სწავ­ლე­ბა­ზე მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლად, მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხით და გზით.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია „სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი“, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლე­ბის ში­ნა­არ­სის, გა­რე­მოს და რე­სურ­სე­ბის ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. სწავ­ლე­ბის ში­ნა­არ­ს­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა მა­სა­ლის „მულ­ტი­მო­და­ლუ­რი სა­ხით“ მი­წო­დე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის – ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ფილ­მის სა­ხით, კე­თე­ბის სა­ხით, შე­ხე­ბი­სა და შექ­მ­ნის სა­ხით. ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, მის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მით, და­უბ­რუ­ნოს მას­წავ­ლე­ბელს უკუ­კავ­ში­რი – წე­რი­ლო­ბით, ზე­პი­რად, ინ­ს­ცე­ნი­რე­ბით, ჟეს­ტე­ბით და ა.შ. სწავ­ლის ადაპ­ტი­რე­ბულ გა­რე­მო­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა რო­გორც გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ასე­ვე სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის, „ბუ­ფე­ტე­ბის“ ადაპ­ტი­რე­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თათ­ვის, მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ჭურ­ჭ­ლით თვით­მოვ­ლის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­და.

მას­წავ­ლე­ბელ­მა, ინ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, უნ­და შე­ას­რუ­ლოს „ხა­რა­ჩოს“ ფუნ­ქ­ცია, რაც გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი სწავ­ლე­ბის ჩარ­ჩოს შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც ეყ­რ­დ­ნო­ბა ბავ­შ­ვის ძლი­ერ მხა­რე­ებს და მათ­ზე ახა­ლი ცოდ­ნის და­შე­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ხა­რა­ჩოს ფუნ­ქ­ცია, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლის დახ­მა­რე­ბას მას­ზე მორ­გე­ბუ­ლად – ხე­ლით, ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­ცე­მით, ბა­რა­თე­ბის ან მი­მა­ნიშ­ნებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. მას­წავ­ლე­ბე­ლი იქამ­დე ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს, სა­ნამ იგი აქ­ტი­ვო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნ­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ შეძ­ლებს, შემ­დეგ კი, ნელ-ნე­ლა, ამ­ცი­რებს დახ­მა­რე­ბას. ეს ძა­ლი­ან მოგ­ვა­გო­ნებს ლევ ვი­გოტ­ს­კის „გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლურ და უახ­ლო­ეს ზო­ნას“. გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზო­ნა ეს ის უნა­რე­ბია, რაც უკ­ვე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვს მოს­წავ­ლეს, ხო­ლო გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნა, სა­დაც იგი სხვის დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნი კი, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნის აქ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ზო­ნად გარ­დაქ­მ­ნაა, ეტა­პობ­რი­ვი დახ­მა­რე­ბით და შემ­დ­გომ – დახ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბით.

სო­ფო მე­ლა­ძე

ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები