20 აპრილი, შაბათი, 2024

„ჟურ­ნა­ლის­ტ­თა პი­რის­პირ“ და „გამო­იწ­ვიე ინ­ტუ­ი­ცია“, ანუ რო­გორ გა­ვეც­ნოთ ახალ სა­დამ­რი­გებ­ლო კლასს?!

spot_img

ბი­ჭი­კო ოჩი­გა­ვა

ინ­გ­ლი­სური ენი­სა და სპორ­ტის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი
თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა „აკა­დე­მო­სი“ და №32 სა­ჯა­რო სკო­ლა

 

ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი დაიწყო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ისე­ვე ღე­ლავს ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დად­გო­მი­სას, რო­გორც მე და მჯე­რა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია მა­ინც იმ პირ­ველ დღეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­ცა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ისევ ჩვენს პა­ტა­რებს უნ­და შე­ვე­გე­ბოთ. ბავ­შ­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სწო­რედ ზაფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე იზ­რ­დე­ბი­ან და სექ­ტემ­ბერ­ში სულ სხვა იერ-სა­ხით, ტა­ნაყ­რი­ლე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გე­ბი­ან, თით­ქოს სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნევთ, რომ თა­ვი­დან გა­ვეც­ნოთ. დი­ახ, მე­რე ვეც­ნო­ბით და ბო­ლოს გვახ­სენ­დე­ბა, რომ ისი­ნი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

რვაწ­ლი­ა­ნი სას­კო­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვყო­ფილ­ვარ და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ რო­გო­რი და­საწყი­სიც აქვს მას, ისე­თი­ვე აქვს ხოლ­მე გან­ვი­თა­რე­ბა. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ, ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას სა­ინ­ტე­რე­სო და­საწყი­სი მო­ვუ­ფიქ­რო, რა­თა სა­ინ­ტე­რე­სოდ­ვე გან­ვი­თარ­დეს.

სკო­ლა­ში მობ­რუ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი დღე რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბის მე­რე. რელ­სე­ბი ჩვე­უ­ლია, თუმ­ცა მი­მარ­თუ­ლე­ბას ახალს და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უჩ­ვე­უ­ლოს ვირ­ჩევთ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე უნ­და მო­ვიქ­ცეთ… ვის რო­გორ გა­მოგ­ვი­ვა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს მონ­დო­მე­ბა­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­სა და მა­რი­ფათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„სალა­მი! რო­გორ გა­ა­ტა­რეთ ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი? კითხუ­ლობ­დით წიგ­ნებს? უცხო სიტყ­ვებს იმე­ო­რებ­დით?“ სა­ნამ იმ ჟან­გის სუნს არ ვიგ­რ­ძ­ნობთ, რო­მე­ლიც ამ კითხ­ვებს ას­დის, სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ ზურ­გ­შექ­ცე­ვით ვიდ­გე­ბით. გა­რეთ 21-ე სა­უ­კუ­ნის სამ­ყა­როა…

წელს ახა­ლი კლა­სი მე­ყო­ლე­ბა. მარ­თა­ლია არ ვი­ცი რო­მე­ლი, მაგ­რამ რომ მე­ყო­ლე­ბა, ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ისე­ვე რო­გორც ბევ­რი თქვენ­გა­ნი, მეც ვცდი­ლობ, ჩემს კლას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რი იყოს. წელს გა­ცი­ლე­ბით სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სექ­ტემ­ბე­რი მექ­ნე­ბა, რად­გან ამ ბავ­შ­ვებ­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მათ შე­სა­ხებ გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა შევ­ძ­ლო; ყო­ფილ დამ­რი­გე­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უს ნამ­დ­ვი­ლად არ ვგეგ­მავ. მზამ­ზა­რე­უ­ლად მორ­თ­მე­უ­ლი რამ არას­დ­როს მიყ­ვარ­და, მით უმე­ტეს ინ­ფორ­მა­ცია. სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვეც­დე­ბი. თუ რა­მე და ინ­ტერ­ვიუ მე­რეც მო­ეს­წ­რე­ბა.

ბევრს არა­ფერს ვგეგ­მავ. იდე­ა­ში სულ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა მაქვს და, პირ­ველ რიგ­ში, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნებ. ამ ეტაპ­ზე, ორ მათ­განს გთა­ვა­ზობთ და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის პირ­ველ დღეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ორი­გი­ნა­ლურს გახ­დით.

მაშ ასე, დღე პირ­ვე­ლი.

⇒ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი

„ჟურ­ნა­ლის­ტ­თა პი­რის­პირ“

რომ გა­გეხ­ს­ნან, იქით უნ­და გა­ეხ­ს­ნა – ეს ამ აქ­ტი­ვო­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია. მი­ე­ცით მოს­წავ­ლე­ებს გუ­ლახ­დი­ლო­ბის მა­გა­ლი­თი. პირ­ველ რიგ­ში, მი­ე­სალ­მეთ ბავ­შ­ვებს. ღი­მი­ლი არ და­გა­ვიწყ­დეთ. სა­თი­თა­ოდ ჩა­ხე­დეთ ყვე­ლას თვა­ლებ­ში. ნუ დას­ვამთ ისეთ შე­კითხ­ვებს, რო­გო­რი­ცაა: რამ­დე­ნი ხართ კლას­ში? რამ­დე­ნი გო­გოა და რამ­დე­ნი ბი­ჭი? რამ­დე­ნი წე­ლია სკო­ლა­ში და­დი­ხართ? და ა.შ. ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხებს ისე­დაც ფლობთ და არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბათ სი­ყალ­ბე. და­მი­ჯე­რეთ, არც ბავ­შ­ვე­ბი მო­ი­ხიბ­ლე­ბი­ან ამ კითხ­ვე­ბით. აიღეთ მას­წავ­ლებ­ლის სკა­მი, დად­გით ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში. და­ი­ჭი­რეთ მიკ­რო­ფო­ნი და გა­ჩუმ­დით ერ­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ო­ცარ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს თქვე­ნი ეს ქმე­დე­ბა. გა­და­ავ­ლეთ ბავ­შ­ვებს თვა­ლი და ჰკითხეთ, თუ რა­ტომ გი­ჭი­რავთ მიკ­რო­ფო­ნი. უც­ნა­უ­რი კითხ­ვა და უჩ­ვე­უ­ლო ამ­პ­ლუა კი­დევ უფ­რო მეტ ინ­ტე­რესს აღ­ძ­რავს მათ­ში. შე­ამ­ჩ­ნევთ რა, რომ რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს პა­სუ­ხი უკ­ვე აქვს, ადე­ქით, მი­ა­წო­დეთ მიკ­რო­ფო­ნი და სთხო­ვეთ, რომ პა­სუ­ხი ამ ფორ­მით და­ა­ფიქ­სი­რონ. ასე გა­ნაგ­რ­ძეთ მა­ნამ, სა­ნამ არ ჩათ­ვ­ლით, რომ დროა მთა­ვარ საქ­მე­ზე გა­დახ­ვი­დეთ, რაც შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: მოს­წავ­ლე­ებს ეუბ­ნე­ბით, რომ რეს­პონ­დენ­ტი ხართ, ისი­ნი კი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვე­ბი უნ­და და­გის­ვან. შემ­დეგ და­უ­რი­გეთ მათ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბის ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბი (შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ყოთ სივ­რ­ცე, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხ­ვებს თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით ჩა­ა­მა­ტე­ბენ), რომ­ლებ­შიც მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი პერ­სო­ნა­ლუ­რი კითხ­ვა. მაგ.:

  1. რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ ჩვე­ნი დამ­რი­გებ­ლო­ბა?
  2. რო­მე­ლი წიგ­ნი გიყ­ვართ და რა­ტომ?
  3. სად სწავ­ლობ­დით და რა გახ­სოვთ ყვე­ლა­ზე კარ­გად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი­დან?
  4. რო­მელ საგ­ნებს სწავ­ლობ­დით სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად და რა­ტომ?
  5. რის მი­ხედ­ვით უნ­და ავირ­ჩი­ოთ მე­გობ­რე­ბი?
  6. რო­მე­ლი საჭ­მე­ლი და სას­მე­ლი გიყ­ვართ?
  7. რო­გო­რი დამ­რი­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბით? რას აპი­რებთ ჩვენ­თან?
  8. რო­გორ ატა­რებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს?
  9. რო­გო­რი ხართ, რო­ცა ბრაზ­დე­ბით?

შე­კითხ­ვა­თა ში­ნა­არ­სი სა­ერ­თო უნ­და იყოს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის. შემ­დეგ კი, მი­ე­ცით მათ ხუ­თი წუ­თი, რომ აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სამ-სა­მი შე­კითხ­ვა და და­გის­ვან მიკ­რო­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც რიგ-რი­გო­ბით გა­და­ა­წო­დე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. გარ­და ამი­სა, სთხო­ვეთ, შე­ე­ცა­დონ და­ი­მახ­სოვ­რონ თქვე­ნი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხი. ეცა­დეთ, თი­თო­ე­ულ შე­კითხ­ვას გულ­წ­რ­ფე­ლი პა­სუ­ხი გას­ცეთ და „კორეს­პონ­დენტს“ თვა­ლებ­ში უყუ­როთ. თვა­ლე­ბით კონ­ტაქ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. არ იქ­ნე­ბა ური­გო, თუ შე­არ­ჩევთ რო­მე­ლი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის მუ­სი­კას და მთე­ლი ინ­ტერ­ვი­უს გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბალ ხმა­ზე ჩარ­თავთ. ამით ინ­ტერ­ვი­უს­თ­ვის შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­სა და გან­წყო­ბას შექ­მ­ნით. მას შემ­დეგ, რაც შე­კითხ­ვე­ბი ამო­ი­წუ­რე­ბა, სთხო­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს, და­გის­ვან მათ მი­ერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა იმა­ვე პრინ­ცი­პით. ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს, შე­ახ­სე­ნეთ, რომ გა­ახ­მო­ვა­ნონ თქვე­ნი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხი და შე­ა­ჯა­მონ აქ­ტი­ვო­ბა, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით. ბო­ლოს კი, შე­ა­ჯა­მეთ თქვე­ნი შეხ­ვედ­რა და თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნეთ რო­მე­ლი კითხ­ვა მო­გე­წო­ნათ ყვე­ლა­ზე მე­ტად და რო­მელ­ზე გა­გი­ჭირ­დათ პა­სუ­ხის გა­ცე­მა. აქ­ტი­ვო­ბა შე­გიძ­ლი­ათ სიმ­ბო­ლუ­რი ფო­ტო­სე­სი­ით და­ას­რუ­ლოთ და მოს­წავ­ლე­თა გაც­ნო­ბის მიზ­ნით, შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­დახ­ვი­დეთ.

 

ნა­ბი­ჯი მე­ო­რე

„გა­მო­იწ­ვიე ინ­ტუ­ი­ცია“

მო­რი­გი აქ­ტი­ვო­ბა მოს­წავ­ლე­თა სა­ინ­ტე­რე­სო კუთხით გაც­ნო­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. მი­სი და­გეგ­მ­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, მოკ­ლე დრო­ში და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, შე­გიძ­ლი­ათ. აქ­ტი­ვო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ:

♦ „იდუ­მა­ლი ყუ­თი“, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. უბ­რა­ლოდ ლა­მა­ზად შე­ფუ­თეთ და არ და­გა­ვიწყ­დეთ, მე­ტი იდუ­მა­ლე­ბის მიზ­ნით, კითხ­ვის ნიშ­ნე­ბით მო­ხა­ტეთ;

♦ სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მე­ბად დაჭ­რი­ლი ფე­რა­დი თა­ბა­ხე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბის დაწყე­ბამ­დე, მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე იზ­რუ­ნეთ. სა­ნამ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას გას­ცემთ, მარ­ჯ­ვე­ნა ხელ­ში და­ი­ჭი­რეთ იდუ­მა­ლი ყუ­თი და ას­წი­ეთ მაღ­ლა. უხ­მოდ გე­ჭი­როთ ნა­ხე­ვა­რი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და შე­ე­ცა­დეთ, მოს­წავ­ლე­ებ­თან მხო­ლოდ თვა­ლე­ბით იკონ­ტაქ­ტოთ. დი­ახ, შე­საძ­ლოა, ამ ჟეს­ტ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი და­აბ­ნი­ოს კი­დეც, თუმ­ცა მერ­წ­მუ­ნეთ, რომ აუცი­ლებ­ლად მი­მარ­თავს მათ ყუ­რადღე­ბას თქვენ­კენ. სა­კუ­თარ პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, ბო­ლომ­დე გა­უხ­ს­ნე­ლი კარ­ტი, აზარ­ტის ხა­რისხს აორ­მა­გებს. ნუ იჩ­ქა­რებთ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის გა­ცე­მას, ამას ყო­ველ­თ­ვის მო­ას­წ­რებთ. გა­მო­იწ­ვი­ეთ მოს­წავ­ლე, და­აბ­ნი­ეთ, გა­უ­ჩი­ნეთ კითხ­ვე­ბი, გა­აკ­ვირ­ვეთ და, რაც მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი­ვე ეს მა­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ და მო­ტი­ვი­რე­ბის­კენ მი­მარ­თეთ. ნუ მი­მარ­თავთ მრა­ვალ­გ­ზის ნა­ცად ხერ­ხებს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი ყო­ველ­თ­ვის გე­ნი­ა­ლუ­რი არ არის…

მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბას მი­იპყ­რობთ, სთხო­ვეთ, გა­მოთ­ქ­ვან ვა­რა­უ­დე­ბი, ყუთ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ კითხ­ვის ნიშ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჰკითხეთ მათ, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ ახ­ს­ნან „იდუ­მა­ლი ყუ­თის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და რა მი­ზანს ისა­ხავს მი­სი შე­მო­ტა­ნა გაკ­ვე­თილ­ზე. პა­სუ­ხე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ყუ­თი მა­გი­და­ზე და­დეთ და მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის პა­ტა­რა, ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბი და­უ­რი­გეთ, რომ­ლებ­ზეც და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ტი­პის ბლიც-კითხ­ვე­ბი:

♦ მე ვარ….

♦ მე მიც­ნო­ბენ, რო­გორც….

♦ მე ვე­რას­დ­როს….

♦ არას­დ­როს ვინ­ტე­რეს­დე­ბი…

♦ სკო­ლა ჩემ­თ­ვის….

♦ მე­გობ­რებს ვირ­ჩევ…

♦ და ა.შ.

კითხ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ში­ნა­არ­სი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა დო­ზი­სა და ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა გსურთ. კითხ­ვა­რე­ბის ქვე­მოთ გა­მო­ყა­ვით სივ­რ­ცე და უთხა­რით მოს­წავ­ლე­ებს, რომ მო­ცე­მულ ად­გი­ლას შე­უძ­ლი­ათ, მა­თი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა ჩა­ა­მა­ტონ. მას შემ­დეგ, რაც კითხ­ვა­რებს და­ა­რი­გებთ, მი­ე­ცით ბავ­შ­ვებს რამ­დე­ნი­მე წუ­თი, რომ გა­ი­აზ­რონ კითხ­ვე­ბი. მე­რე კი სთხო­ვეთ, წე­რი­ლო­ბით უპა­სუ­ხონ მათ, თუმ­ცა ღი­ად და­ტო­ვონ ის სა­მი შე­კითხ­ვა, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხე­ბიც სურთ, რომ თქვენ­გან მო­ის­მი­ნონ. მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბას და­ას­რუ­ლე­ბენ, ჩა­მო­ა­ტა­რებთ ყუთს და სთხოვთ, თა­ვი­ან­თი ფურ­ც­ლე­ბი მას­ში მო­ა­თავ­სონ. მე­რე კი დგე­ბით ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში, ხსნით ყუთს და შიგ­ნით ჩა­უ­ხე­და­ვად ამო­გაქვთ თი­თო ფურ­ცე­ლი. კითხუ­ლობთ კითხ­ვა-პა­სუხს ხმა­მაღ­ლა ისე, რომ არა­ვინ იცის ვის კითხ­ვარს ახ­მო­ვა­ნებთ. კითხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ინ­ტე­რეს­დე­ბით, მიხ­ვ­და თუ არა რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლე, რო­მე­ლი კლა­სე­ლის კითხ­ვა­რი იყო წა­კითხუ­ლი. ეს სტრა­ტე­გია სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას და­ად­გი­ნოთ, რამ­დე­ნად იც­ნო­ბენ ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს. ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქ­მის შემ­დეგ, ითხო­ვეთ, რომ წა­მოდ­გეს ის მოს­წავ­ლე, რომ­ლის კითხ­ვა­რიც წა­ი­კითხეთ. და­მი­ჯე­რეთ, ეს მე­თო­დი კლას­ში ერ­თ­გ­ვარ გაკ­ვირ­ვე­ბა­საც კი გა­მო­იწ­ვევს, რად­გან ის თა­ნაკ­ლა­სე­ლის შე­სა­ხებ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ამის შემ­დეგ კი, თქვე­ნი ჯე­რიც დგე­ბა. კი­დევ ერ­თხელ ეც­ნო­ბით უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბულ კითხ­ვებს, აკ­ვირ­დე­ბით მოს­წავ­ლეს და ცდი­ლობთ, მო­ცე­მულ კითხ­ვებ­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პა­სუ­ხი გას­ცეთ. რე­ა­ლუ­რად, თქვენ გი­წევთ გა­მო­იც­ნოთ მოს­წავ­ლის ესა თუ ის ში­ნა­გა­ნი მხა­რე. თუ­კი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამა თუ იმ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი სწო­რად გა­მო­ი­ცა­ნით, მოს­წავ­ლე ტა­შით გა­ჯილ­დო­ვებთ, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, თვი­თონ პა­სუ­ხობს მას, რაც კი­დევ ერ­თხელ გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ მის­გან მო­ის­მი­ნოთ. ამ სტრა­ტე­გი­ის მი­ზა­ნიც სწო­რედ ის გახ­ლავთ, რომ მოს­წავ­ლემ გა­მო­გიწ­ვი­ოთ, და­გა­ფიქ­როთ, აამუ­შა­ოთ ინ­ტუ­ი­ცია და გა­ა­კე­თოთ წი­ნას­წა­რი დას­კ­ვ­ნე­ბი.

არ ვი­ცი რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­მი­ვი­და, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის ელე­მენ­ტებს ნამ­დ­ვი­ლად შე­ი­ცავს, რაც ალ­ბათ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც თვალ­ში­სა­ცე­მი და მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა. პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უწყ­ვე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, რაც ერ­თ­გ­ვა­რი შან­სია, ვი­ყოთ სა­ინ­ტე­რე­სო­ნი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი და შევ­ქ­მ­ნათ პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ქმე­დი­თად და ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები