28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიული უნარების რეგისტარციის საფასური 50 ლარი გახდა

spot_img

21 მარტს დამტკიცდა მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი. დოკუმენტში მე-6 მუხლით განისაზღვრა გამოცდებში მონაწილეობის საფასური, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაში – 100 ლარით, თითოეული საგნის – 50 ლარით. სულ რამდნიმედღიანი შუალედის  შემდეგ, წესში პირველი ცვლილება განხორციელდა  (ბრძანება №45/ნ) – პროფესიული უნარების რეგისტარციის საფასური, ნაცვლად 100 ლარისა, გახდა 50 ლარი.

მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ: „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/03/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018150) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში/პროფესიულ უნარებში შეადგენს 50 ლარს.“

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები