23 აპრილი, სამშაბათი, 2024

პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა

spot_img

მა­რი­ამ ციც­ქიშ­ვი­ლი

ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

 

 

 

 ♦ დე­მოკ­რა­ტია იწყე­ბა შე­ნით

და­ვამ­თავ­რე ჭი­ა­თუ­რის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა, თუმ­ცა, მა­ნამ­დე, გარ­კ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის გა­მოც­ვ­ლა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც არა მხო­ლოდ სკო­ლის პე­რი­ოდს, არა­მედ მთლი­ა­ნად ჩემს მო­მა­ვალს და ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, არის ის, რომ 15 წლის ასაკ­ში გავ­ხ­დი მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის (FLEX) ფი­ნა­ლის­ტი და ერ­თი წე­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მი­სუ­რის შტატ­ში, ამე­რი­კულ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე. სწო­რედ იქ გა­ტა­რე­ბულ­მა დრომ და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მაქ­ცია და­მო­უ­კი­დე­ბელ, გლო­ბა­ლუ­რად და მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნად. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი არც მა­ნამ­დე მაკ­ლ­და, თუმ­ცა, შტა­ტებ­ში ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­სა­ბა­მი­სი ჩარ­ჩო და მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღო. აშშ-დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ერთ წე­ლი­წად­ში (ასე­ვე სკო­ლის პე­რი­ოდ­ში), გავ­ხ­დი კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის პრო­ექ­ტის — „დე­მოკ­რა­ტია იწყე­ბა შე­ნით“ ჯერ ად­გი­ლობ­რი­ვი, მა­ლე­ვე ეროვ­ნუ­ლი შე­ჯიბ­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი — სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ხო­ლო შემ­დეგ — სპი­კე­რი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ვი­მოგ­ზა­უ­რე რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გან­მიმ­ტ­კიც­და პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, პრაქ­ტი­კა­ში მო­მე­სინ­ჯა ძა­ლე­ბი.

 ♦ გზა ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­დან ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე

პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში — რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა. 2012 წელს ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, რად­გან ჩე­მი იქ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ფა­კულ­ტეტ­ზე ე.წ. აკა­დე­მი­უ­რი „ოლ-სტა­რი“ შე­იკ­რი­ბა და კი­დევ უფ­რო მე­ტად და­მარ­წ­მუ­ნა რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში, ასე­ვე იმა­ში, რომ სა­მო­მავ­ლო­დაც, იმა­ვე თუ არა, მო­ნა­თე­სა­ვე სფე­რო­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი აკა­დე­მი­ურ თუ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­დან­ვე მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც გა­მეგ­ზავ­ნა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და სწავ­ლის რო­მე­ლი­მე (ან რამ­დე­ნი­მე) სა­ფე­ხუ­რი მა­ინც საზღ­ვარ­გა­რეთ გა­მევ­ლო. მე­სა­მე კურ­ს­ზე ავი­ღე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტი­პენ­დია და გრან­ტი. ერ­თი სე­მეს­ტ­რი ბრა­ტის­ლა­ვას კო­მე­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვა­ტა­რე, სა­დაც ევ­რო­პის­მ­ცოდ­ნე­ო­ბა ვის­წავ­ლე.

ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, მი­ვი­ღე ლი­ე­ტუ­ვას სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი და სტი­პენ­დია, ჩა­ვი­რიცხე ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და ჩე­მი პირ­ვე­ლი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა სწო­რედ იქ გა­ვი­ა­რე. ვილ­ნი­უ­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ვი­მუ­შა­ვე, ხო­ლო 2021 წელს მი­ვი­ღე დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის — „ჩივ­ნინ­გის სტი­პენ­დია“. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს ვსწავ­ლობ ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, კვლე­ვის (research) მი­ხედ­ვით, ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნია რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის, ასე­ვე მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით და აქვს ძა­ლი­ან კარ­გად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის (ვგუ­ლის­ხ­მობ მო­დუ­ლე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვას, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს — ევ­რო­პის და მსოფ­ლიო დო­ნის დარ­გის ექ­ს­პერ­ტებს, რე­ლე­ვან­ტურ, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბად სას­წავ­ლო მა­სა­ლებს) აკა­დე­მი­უ­რი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი.

 ♦ პა­რა­ლე­ლე­ბი ქარ­თულ და უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე ყვე­ლა იმ უცხო­ურ სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­დაც მის­წავ­ლია, მა­ინც ვიტყო­დი, რომ, მა­გა­ლი­თად, კონ­კ­რე­ტუ­ლად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლის ხა­რის­ხი, ალ­ბათ, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. აქ საკ­მა­ოდ დიდ დროს უთ­მო­ბენ თე­ო­რი­ე­ბის სწავ­ლე­ბას, რაც სა­უ­კე­თე­სო ბა­ზისს გვაძ­ლევს შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში. ამას­თა­ნა­ვე, ამ ყვე­ლაფ­რის ათ­ვი­სე­ბა ხდე­ბა ჭრილ­ში, სა­დაც გვას­წავ­ლი­ან კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, რაც ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა თუ შე­ხე­დუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-ფორ­მუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ეს, და­მე­თან­ხ­მე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში, არა­მედ, მის მიღ­მაც. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სო­რებს, აქ შევ­ხ­ვ­დი ხალხს, რო­მელ­თა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და სტა­ტი­ებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკითხუ­ლობ­დი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­ხ­ვ­დ­ნენ აუდი­ტო­რი­ებ­ში და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, აზ­რე­ბის გაც­ვ­ლის შან­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მაქვს, რაც დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა.

 ♦ ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი სივ­რ­ცე ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

პირ­ვე­ლი და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო, რო­ცა ბრის­ტოლ­ში ჩა­მო­სულ­მა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი (პირ­და­პი­რი გა­გე­ბით) ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტს და მის კამ­პუ­სებს ეკუთ­ვ­ნის. ყვე­ლა კუთხე­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო შე­ნო­ბა დგას და ყველ­გან ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და­დი­ან. აქ­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სებ­ში შე­სამ­ჩ­ნე­ვი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტ­რას­ტი დამ­ხ­ვ­და — ძვე­ლე­ბუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, მულ­ტი­ფუნ­ქ­ცი­ურ, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვილ სივ­რ­ცე­ე­ბამ­დე. ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ც­ლე­რი, 1929-1965 წლებ­ში, უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლი იყო. მის­თ­ვის მიძღ­ვ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რ­ცეა გა­მო­ყო­ფი­ლი, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტს და­მა­ტე­ბით ის­ტო­რი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას სძენს და ჩემ­თ­ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია.

 ♦ და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ღირს შე­დე­გის­თ­ვის

პირ­ველ რიგ­ში, ახალ­გაზ­რ­დებს ვურ­ჩევ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტე­ბის კარგ კვლე­ვას, რა­თა სწო­რი მო­ლო­დი­ნი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ იმა­ზე, თუ რა დახ­ვ­დე­ბათ იქ ჩა­სუ­ლებს. აქ­ვე, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ეც­ნონ შე­სა­ბა­მი­სი მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნი­სა თუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დი­ებს, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ სტი­პენ­დი­ე­ბის ყო­ფილ თუ მოქ­მედ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და­უ­კავ­შირ­დ­ნენ და სა­აპ­ლი­კა­ციო პრო­ცე­დუ­რას კარ­გად გა­ეც­ნონ. ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი და არც თუ სა­ხა­ლი­სოა, რად­გან თან ახ­ლავს ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ზოგ­ჯერ იმედ­გაც­რუ­ე­ბაც, თუმ­ცა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბამ ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­წო­ნოს, რად­გან, და­მერ­წ­მუ­ნეთ, შე­დე­გი ამად ღირს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ საზღ­ვარ­გა­რეთ ათ­ვი­სე­ბულ პრო­ფე­სი­ებს, მგო­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა აუზი სწრა­ფად იზ­რ­დე­ბა და ღრმავ­დე­ბა. თით­ქ­მის ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ფე­სი­ის სტუ­დენ­ტ­თან მქო­ნია შე­ხე­ბა, რომ­ლებ­მაც სას­წავ­ლებ­ლად (ან სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად) საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა ამ­ჯო­ბი­ნეს. ბევ­რი მათ­გა­ნი დაბ­რუნ­და ან აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას, თუმ­ცა, ბევ­რია ისე­თი, ვი­საც დარ­ჩე­ნა აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი — ესეც მა­თი პრო­ფე­სი­ე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გვაქვს და მო­მა­ვალ­საც სხვა­დას­ხ­ვა ად­გილს ვუ­კავ­ში­რებთ.

 ♦ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა ბრის­ტოლ­ში

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლეა და სას­წავ­ლი მა­სა­ლა — საკ­მა­ოდ ბევ­რი, ძი­რი­თა­დად, ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და სა­მე­ცა­დი­ნო სივ­რ­ცე­ში მი­პო­ვით. თუმ­ცა, ბრის­ტო­ლი ძა­ლი­ან სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქია და, გან­სა­კუთ­რე­ბით კარგ ამინ­დ­ში (რაც აქ ფუ­ფუ­ნე­ბაა), აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­რე სივ­რ­ცე­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა, რა­საც, რა თქმა უნ­და, არც მე ვაკ­ლ­დე­ბი. მუ­სი­კა, ბუ­ნე­ბა, სტუ­დენ­ტე­ბი — აქ ყვე­ლა­ფე­რია.

 ♦ უცხო ქვეყ­ნის წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი

აქ ყვე­ლას უყ­ვარს სპორ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით ფეხ­ბურ­თი და რაგ­ბი. თა­მა­შე­ბის დროს ქა­ლა­ქი სულ სხვა ელ­ფერს იძენს და აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუხ­ტი, რა­საც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი და იმე­დი არ გამ­ც­რუ­ე­ბია. ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ძა­ლი­ან კარ­გი იუმო­რის გრძნო­ბით, რაც ჩა­მოს­ვ­ლის დღი­დან­ვე, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, აერო­პორ­ტი­დან­ვე იყო შე­სამ­ჩ­ნე­ვი და დღემ­დე ჩემ­თ­ვის მათ ერთ-ერთ საყ­ვა­რელ და გა­მორ­ჩე­ულ ნი­შან-თვი­სე­ბად რჩე­ბა.

 ♦ მო­მავ­ლის მო­ლო­დი­ნე­ბი

სა­ერ­თოდ ვთვლი, რომ კარ­გი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, სა­დაც არ უნ­და იყოს მი­ღე­ბუ­ლი, აუცი­ლებ­ლად უნ­და ფას­დე­ბო­დეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს (და არა მხო­ლოდ, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას) სჭირ­დე­ბა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი და სა­სურ­ვე­ლია ის რე­სურ­სი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ნამ­დ­ვი­ლად უხ­ვად აქვს (კარგ გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს ვგუ­ლის­ხ­მობ) მაქ­სი­მა­ლუ­რად სწო­რად იქ­ნეს ათ­ვი­სე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ვა­პი­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და მინ­და, ის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მიგ­როვ­და, ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ გა­მო­ვი­ყე­ნო. ეს არ არის შაბ­ლო­ნუ­რი ფრა­ზა. რო­ცა სწავ­ლობ, გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა კომ­პი­უ­ტერ­სა და ფურ­ცელს გას­ც­დეს და რე­ა­ლუ­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­გეძ­ლოს. ჩემ­თ­ვის (პი­როვ­ნუ­ლად) ეს წვლი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები