18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

spot_img

პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობით  განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი მოსახლეობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათთვის პროფესიული განათლების სერვისების შეთავაზებასა და მაქსიმალურ ჩართვას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული პირებისთვის დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ხელი შეეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, საერთაშორისო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ხელმოწერილი მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა პროფესიული დარგის (ხის გადამუშავება, ტყის მართვა, თიხაზე მუშაობა და სხვ.) განვითარების მიზნით, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებასა და ამ კუთხით არსებული ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართვას ახალი პროფესიული პროგრამების განვითარებისა და დანერგვის პროცესებში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები