19 აპრილი, პარასკევი, 2024

პრო­ექ­ტი – ახა­ლი ელე­მენ­ტი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სში

spot_img

ვაგ­რ­ძე­ლებთ სა­უ­ბარს პრო­ექ­ტებ­ზე. წი­ნა ორი წე­რი­ლი მი­ეძღ­ვ­ნა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­სა და მუ­სი­კა­ში გა­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პრო­ექ­ტებს, დღეს სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი ნი­კო სი­ლა­გა­ძე და სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ექ­ს­პერ­ტი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი ბუ­ბა ოჩი­ა­უ­რი გან­მარ­ტა­ვენ რო­გორც პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას­თან, ისე მის ში­ნა­არ­ს­სა და მიზ­ნობ­რი­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს.

ნი­კო სი­ლა­გა­ძე: ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ახალ, ერ­თ­გ­ვა­რი იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ სა­განს ეხე­ბა იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის ბევ­რი კითხ­ვაა დას­მუ­ლი და ჩვენც შე­ვაგ­რო­ვეთ ეს კითხ­ვე­ბი. პრინ­ციპ­ში, ბევ­რი სა­კითხი გვაქვს გან­სა­ხილ­ვე­ლი, რო­გორც პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას­თან, ისე მის ში­ნა­არ­ს­თან, მიზ­ნობ­რი­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე მგო­ნი, ჯო­ბია, პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით და­ვიწყოთ — კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს პრო­ექ­ტი.

ბუ­ბა ოჩი­ა­უ­რი: რად­გან სა­მო­ქა­ლა­ქო­ზე და მუ­სი­კა­ზე თქვენ უკ­ვე ზო­გა­დად ისა­უბ­რებ­დით, რო­გორ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩვენ, პრინ­ციპ­ში, ერთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე, პირ­ვე­ლად შე­მოვ­დი­ვართ მე­ა­თე და მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით — მუ­სი­კა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა და სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად პრინ­ციპს ამ პრო­ექ­ტე­ბი­სას, ძა­ლი­ან კარ­გი წა­მოწყე­ბაა და რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ვი­ცით, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი არი­ან იმი­ტომ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა მხო­ლოდ არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სა­ხით იყო სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე და ახ­ლა უკ­ვე პრო­ექ­ტის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ექ­ტე­ბია, რო­მე­ლიც  მე­ა­თე და მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ებში უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სულ ორი პრო­ექ­ტი, თი­თო პრო­ექ­ტის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაა ერ­თი სე­მეს­ტ­რი. ვი­მე­ო­რებ, რომ პრო­ექ­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ა­თი­საა.

მე­ო­რე, რაც გვინ­და ვთქვათ და რაც ძა­ლი­ან კარ­გია, არის ის, რომ შე­იქ­მ­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­სურ­სი. თუ­კი მას­წავ­ლებ­ლებს დას­ჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სით სარ­გებ­ლო­ბა, არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ მო­ძი­ე­ბა, რად­გან უკ­ვე არ­სე­ბობს გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მათ და­სახ­მა­რებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ში­ნა­არ­სობ­რივ დე­ტა­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, პრო­ექ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრინ­ცი­პით შედ­გე­ნი­ლი სას­წავ­ლო ერ­თე­უ­ლი, რო­მე­ლიც უფ­რო დიდ ბიჯს გუ­ლის­ხ­მობს. რას ნიშ­ნავს ეს? წი­ნა წლებ­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა რე­ა­ლუ­რად ჯამ­დე­ბა და მოს­წავ­ლეს, უკ­ვე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, სხვა რა­კურ­სით, სხვა კონ­ტექ­ს­ტ­ში შე­უძ­ლია გა­ნი­ხი­ლოს. აქ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა (სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხით ამას ჩვენ ვერ ვამ­ბობთ, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, რე­კო­მენ­და­ცია რომ იყოს) სხვა საგ­ნებ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა იმი­ტომ, რომ  ამ სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლემ უკ­ვე უნ­და გა­ა­კე­თოს ბმე­ბი სხვა საგ­ნებ­თან და მთლი­ა­ნად სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან. კი­დევ უფ­რო ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლად და კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მა­გა­ლით­ზეც მო­გახ­სე­ნებთ ამას. პრინ­ცი­პი არის შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის შე­ჯა­მე­ბა და ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნა.

ნ.ს.: აქ რამ­დე­ნი­მე სა­კითხია, რო­მე­ლიც უნ­და გან­ვ­მარ­ტოთ, რა არის ეს სხვა რა­კურ­სი და სხვა მას­შ­ტა­ბი.

ბ.ო.: ერთ-ერ­თი რა­კურ­სი შე­იძ­ლე­ბა, თუნ­დაც, ასე­თი იყოს —  ამ პრო­ექ­ტებს რომ გა­ივ­ლი­ან, მოს­წავ­ლე­ე­ბმა შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა რა­კურ­სით და­ი­ნა­ხონ სა­კუ­თა­რი თა­ვი, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია, რა გზას და­ად­გ­ნენ ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ერ­თი მხა­რეა; მე­ო­რეა, რომ, რა თქმა უნ­და, ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა თუ ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნა სა­ფე­ხუ­რი, მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან და პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. მაგ­რამ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბევ­რად უფ­რო რე­ა­ლუ­რად, პრო­ფე­სი­ებ­თან, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას­თან და­ა­კავ­ში­რონ, რო­გორც მო­მა­ვალ­თან, ამ რა­კურ­სი­თაც შე­ხე­დონ. ამას გარ­და, პრო­ექ­ტებ­ში სხვა საგ­ნებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­აც ბევ­რად უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ. კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლით­ზე უფ­რო კარ­გად აღ­ვიქ­ვამთ. გან­ვი­ხი­ლოთ, მა­გა­ლი­თად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის კვლე­ვა. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს რო­მე­ლი­მე კუთხის ან რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რის კვლე­ვა. ეს, ერ­თი მხრივ, ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, რე­გი­ო­ნებ­ში, რა­ი­ო­ნებ­ში, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან მდი­და­რია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით და ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დია ნე­ბის­მი­ერ კუთხე­ში, სა­დაც არ უნ­და აღ­მოვ­ჩ­ნ­დეთ. მოს­წავ­ლემ უნ­და გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს იქ არ­სე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბი (სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გის ნი­მუ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა).

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს ამ პრო­ექ­ტ­ში სხვა საგ­ნე­ბი? მა­გა­ლი­თად, მუ­სი­კამ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი კუთხით ჩა­ა­ტა­როს კვლე­ვა — ფოლ­კ­ლო­რი; ქარ­თულ­მა ენამ და ლი­ტე­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კუთხით შე­აგ­რო­ვოს საკ­ვ­ლე­ვი მა­სა­ლა; აქ ის­ტო­რია შე­მო­დის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კუთხით იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს არც ერ­თი კუთხე, რომ­ლის გან­ხილ­ვაც არ შე­იძ­ლე­ბო­დეს ის­ტო­რი­ის ჭრილ­ში; გე­ოგ­რა­ფი­ამ კი, სწო­რედ იმ ად­გილ-მდე­ბა­რე­ო­ბის, და­ბის, რო­მელ კუთხე­საც იკ­ვ­ლევს პრო­ექ­ტი, გე­ოგ­რა­ფი­ულ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა სცა­დოს; ეს კვლე­ვა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა უცხო­უ­რი ენე­ბის­თ­ვი­საც იმი­ტომ, რომ ამ პრო­დუქტს შე­იძ­ლე­ბა მე­რე ტუ­რის­ტუ­ლი ბუკ­ლე­ტის სა­ხე მი­ე­ცეს და ტექ­ს­ტი სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე ითარ­გ­მ­ნოს, კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის კუთხით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ამ ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბიც გან­საზღ­ვ­როს. აღარ ვსა­უბ­რობ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ვსა­უბ­რობ იმა­ზე, თუ რო­გორ ბუ­ნებ­რი­ვად შე­მო­დის ყვე­ლა სხვა სა­გა­ნი. შე­იძ­ლე­ბა სპორ­ტიც შე­მო­ვი­დეს, და­ვუშ­ვათ რა­ღაც ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტი სპორ­ტუ­ლი კუთხით და ა.შ.

ნ.ს.: ეს ყვე­ლა­ფე­რი, თვი­თონ იდეა, მიზ­ნობ­რი­ო­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ სა­კე­თე­ბელ­ში, სკო­ლის ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში რომ ჩავ­ს­ვათ, თუ სწო­რად მეს­მის, პრო­ექ­ტის არ­ჩე­ვა სე­მეს­ტ­რის და­საწყის­ში მოხ­დე­ბა, თე­მა­ტი­კა ალ­ბათ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს, გარ­და იმი­სა, რომ სხვა­დას­ხ­ვა ხე­ლოვ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბია და კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბია, შე­იძ­ლე­ბა სხვა სფე­რო­საც ეხე­ბო­დეს, იმა­ვე კულ­ტუ­რის ძეგ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით. შე­საძ­ლოა ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ღაც სტი­ლის შეს­წავ­ლა იყოს ან კი­დევ რა­ღაც სათ­ქ­მე­ლის თვით­გა­მო­ხატ­ვა…

ბ.ო.: და­ვუშ­ვათ, ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე დარ­გი, რომ­ლი­თაც ის კუთხეა ცნო­ბი­ლი, მაგ.: ხე­ზე კვე­თა ან სხვა. შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბა, თუ დღეს მოქ­მე­დი ასე­თი ოს­ტა­ტი არ­სე­ბობს…

ნ.ს.: იგი­ვე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლი, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნის კუთხი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­შა­ლოს. ჯერ შე­ირ­ჩა, რო­გორც თე­მა და მა­სა­ლა შეგ­როვ­და, შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, ეს პრო­ცე­სი სცდე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო ოთახს და მხო­ლოდ სკო­ლა­ში არ არის ჩა­კე­ტი­ლი, იგეგ­მე­ბა გას­ვ­ლე­ბი ამ ძეგ­ლ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, ამ პრო­ცე­სის ნა­წი­ლია ლაშ­ქ­რო­ბე­ბიც, ანუ რე­ა­ლუ­რად, ეს არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის. აი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბმა რომ გა­ვა­კე­თოთ, მე მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რე­ა­ლუ­რად რის­თ­ვის ის­წავ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა სკო­ლა­ში და სა­ერ­თოდ, რის­თ­ვის არ­სე­ბობს სკო­ლა — მო­ს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში ხდე­ბა, პრო­ექ­ტი კი სას­კო­ლო ან რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. რო­მე­ლი ფორ­მა­ტი უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლად იძ­ლე­ვა მიზ­ნებ­ზე გას­ვ­ლის, მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას?

ბ.ო.: რას გუ­ლის­ხ­მობთ ფორ­მატ­ში?

ნ.ს.: აი, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მა­ტი, რო­გორც სა­გაკ­ვე­თი­ლო ფორ­მა­ტი… კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ხომ კლას­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტ­ში თით­ქოს უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი და დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია მიზ­ნებ­ზე გას­ვ­ლის.

ბ.ო.: ნამ­დ­ვი­ლად ასეა, ამი­ტო­მაც ეს პრო­ექ­ტე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო ცხრილ­ში არ მო­ი­აზ­რე­ბა. აქ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, კვი­რა­ში ერ­თხელ, მას­წავ­ლე­ბელ­თან ან მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, იდე­ე­ბის გაც­ვ­ლა თუ უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხილ­ვა, კო­რექ­ტი­რე­ბა და ა.შ., გა­აჩ­ნია პრო­ექ­ტი რა ეტაპ­ზეა. გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მა ამას არ აქვს.

ნ.ს.: მე ასეთ ას­პექტს გა­მოვ­კ­ვეთ­დი (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი), აი, რომ ავი­ღოთ, სიტყ­ვა­ზე, მე­წარ­მე­ო­ბა, ანუ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ო­ბა, რო­დე­საც მოს­წავ­ლე ქმნის რა­ღა­ცას, რა­ი­მე გა­რე­მოს თა­ვის გარ­შე­მო, აუცი­ლებ­ლად ეკო­ნო­მი­კის ას­პექ­ტებ­ზე რომ არ გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტე­ბი, პრო­ექ­ტი იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოს­წავ­ლემ მე­წარ­მის, შემ­ქ­მ­ნე­ლის, ინო­ვა­ტო­რის როლ­ში და­ი­ნა­ხოს თა­ვი.

ბ.ო.: გე­თან­ხ­მე­ბით, რე­ა­ლუ­რად, თით­ქ­მის ყვე­ლა პრო­ექ­ტი იძ­ლე­ვა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გვქონ­და ჩვენ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია ისი­ნი შეც­ვა­ლოს, ან ისარ­გებ­ლოს შე თა­ვა­ზე­ბუ­ლი იდე­ით ან არა, მაგ­რამ ამ სა­ფე­ხურ­ზე ყვე­ლა პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხ­მობს მე­წარ­მე­ო­ბის რა­ღაც ელე­მენტს, ზო­გი მე­ტად მას­შ­ტა­ბუ­რად, ზო­გი — ნაკ­ლე­ბად. აი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, იგი­ვე ტუ­რის­ტუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვის შექ­მ­ნა, ტუ­რიზ­მ­ზე ფიქ­რი და ამ მხა­რის ტუ­რის­ტუ­ლი კუთხით და­ნახ­ვა და სხვის­თ­ვის წარ­დ­გე­ნა უკ­ვე მე­წარ­მე­ო­ბაა, ხომ?! რო­ცა ამ პრო­ექ­ტ­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა, მოს­წავ­ლე­ებს გო­ნე­ბა­ში, სა­მო­მავ­ლოდ, აუცი­ლებ­ლად აქვთ ეს მე­წარ­მე­ო­ბი­თი ელე­მენ­ტიც.

სხვა პრო­ექ­ტ­საც გეტყ­ვით, მა­გა­ლი­თად, დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო პრო­ფე­სი­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ესეც აარ­ჩი­ონ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი რო­ლია, რო­ცა შენ თვი­თონ ხარ ხე­ლო­ვა­ნი და რა­ღა­ცას ქმნი და მე­ო­რეა, რო­დე­საც ამ ხე­ლო­ვა­ნებს ეხ­მა­რე­ბი მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რაც, პრინ­ციპ­ში, დღეს მა­ინც სი­ახ­ლეა. შე­იძ­ლე­ბა სი­ახ­ლეც არ არის, მაგ­რამ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­ფე­სია არ არის, ანუ ძა­ლი­ან ბევ­რი კუთხით შე­იძ­ლე­ბა გან­ხილ­ვა…

ნ.ს.: რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, მოს­წავ­ლის რო­ლია მკვლე­ვა­რი, რო­მე­ლიც სწავ­ლობს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს და იკ­ვ­ლევს…

ბ.ო.: ისი­ნი უკ­ვე ფარ­თოდ ხე­და­ვენ, რაც ნას­წავ­ლი აქვთ, დღეს რა­საც საქ­მი­ა­ნო­ბენ,  რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ მო­მა­ვალ­ში. აქ მე­წარ­მე­ო­ბის ელე­მენ­ტი ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნოა და ამა­ზე აღარ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი უშუ­ა­ლოდ პრო­ფე­სი­ებ­სა და სა­მო­მავ­ლო და­საქ­მე­ბას ეხე­ბა.

კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტია, მა­გა­ლი­თად, დღეს არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე — პი­რად, თემ­ში ან სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის გზით რე­ა­გი­რე­ბა.

ნ.ს.: რაც რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ტი­პუ­რია სა­ბა­ზო და დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე…

ბ.ო.: თვით­გა­მო­ხატ­ვა, დღეს ნე­ბის­მი­ერ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში აქ­ცენ­ტი სწო­რედ ამა­ზე კეთ­დე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბის გზით რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი გა­მოვ­ხა­ტოთ და თუნ­დაც კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვამ­ყა­როთ სამ­ყა­როს­თან, რო­გორ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ თა­ვი სამ­ყა­როს ნა­წი­ლად და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე ვი­ყო სა­სარ­გებ­ლო სამ­ყა­როს­თ­ვის.

ნ.ს.: შე­ჯა­მე­ბის­კენ რომ წა­ვი­დეთ, წელს და­იწყო ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მე­სა­მე თა­ო­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი და ესგ-ის დე­ვი­ზია მოს­წავ­ლის­თ­ვის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ცე­მა, მე­ტი არ­ჩე­ვა­ნის მი­ცე­მა და თვით­გა­მო­ხატ­ვის მე­ტი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა მხა­რე­ში, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში ბავ­შ­ვე­ბის ნა­წი­ლი ასეთ ერ­თ­სე­მეს­ტ­რი­ან პრო­ექტს სწო­რედ თვით­გა­მო­ხატ­ვის­თ­ვის, პრობ­ლე­მურ სა­კითხ­ზე სა­სა­უბ­როდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბეს, მკვლევ­რის როლ­ში ჩად­გე­ბ­ა და ვთქვათ, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა-პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში თა­ვის წვლილს შე­ი­ტა­ნს და ამას გა­ა­კე­თე­ბს მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

პრინ­ციპ­ში, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა, თა­ვის­თა­ვად, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. ეს, რა თქმა უნ­და, გა­ნა­ვი­თა­რებს სკო­ლა­საც რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, წე­სით, უფ­რო გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად გა­ნა­ვი­თა­რებს. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სკო­ლა­ში, ამ კუთხი­თაც, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვის თვით­გა­მო­ხატ­ვა, მი­სი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.

ბ.ო.: ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა რო­გორც სკო­ლას, ასე­ვე მოს­წავ­ლეს.

ნ.ს.: და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები