19 მარტი, სამშაბათი, 2024

პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში სკოლებს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდის და განათლების კოალიციის თანამშრომლებმა გარდაბნის, კახეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს საჩუქრად პლანშეტები გადასცეს, პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში.

ინიციატივის მიზანია ციფრულ ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ყველა მოსწავლისთვის ხარისიანი განათლების  უზრუნველყოფა.

სკოლების ციფრული მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე 70 ცალი პლანშეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 საჯარო სკოლას გადაეცემა.

სწრაფი რეაგირების პროექტის „ყველა მოსწავლისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა” მეორე ფაზის ძირითადი მიმართულებებია: სკოლამდელი და სასკოლო განათლება. სკოლამდელი განათლების მიმართულებით მომზადდება მრავალფეროვანი ვიდეო რესურსები სატელევიზიო ფორმატში სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის. ზოგადი განათლების მიმართულებით გაგრძელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა და შეიქმნება სასწავლო და დამხმარე ელექტრონული რესურსები  მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები