16 აპრილი, სამშაბათი, 2024

პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა

spot_img

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი – სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და ის­ტო­რია

პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა არის მე­თო­დი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დის­გან. ის ავი­თა­რებს მოს­წავ­ლე­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვა უნარს: დაკ­ვირ­ვე­ბის, მო­ძი­ე­ბის, კვლე­ვის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, ლი­დე­რო­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რებს; ხელს უწყობს სა­გან­თა­შო­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბას, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას…

მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის სწავ­ლე­ბის დროს, ქმნის სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო გა­რე­მოს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის დროს წი­ნას­წარ უნ­და იყოს გა­წე­რი­ლი მი­ზა­ნი, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, მა­თი შეს­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბი, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და ა.შ.

პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა სა­ჭი­რო­ებს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას. არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და მო­ი­ძი­ონ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კ­ვ­ნე­ბი და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა მო­ცე­მულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვარ­ჩი­ეთ პრო­ექ­ტის თე­მა: „ოც­და­ექ­ვ­სი სა­უ­კუ­ნის წი­ნათ ქმნიდ­ნენ ქარ­თულ ან­ბანს“. რად­გან ქარ­თულ­სა და ის­ტო­რი­ა­ში ერ­თ­სა და იმა­ვე თე­მას გა­დი­ოდ­ნენ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, დაგ­ვე­გეგ­მა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და, გას­ც­ნო­ბოდ­ნენ ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მე­ფის, ფარ­ნა­ვა­ზის, მოღ­ვა­წე­ო­ბას, შე­ის­წავ­ლიდ­ნენ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ თე­ო­რი­ებს, ან­ბა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­სა და ძველ ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბას. ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პე­რი­ო­დის შეს­წავ­ლა მა­თი ცოდ­ნის გამ­დიდ­რე­ბის წყა­რო იქ­ნე­ბა.

სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი: მოს­წავ­ლე­ე­ბი შექ­მ­ნი­ან პოს­ტე­რებს, კო­მიქ­სებს, ხელ­ნა­კეთ წიგ­ნებ­სა და PPT პრე­ზენ­ტა­ცი­ებს.

მოს­წავ­ლე­თა ასა­კი: 12 წე­ლი

ვა­დე­ბი (ხანგრძლი­ვო­ბა): 1 თვე

პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბა (ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი):

გა­მოწ­ვე­ვის ფა­ზა­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი უპა­სუ­ხე­ბენ კითხ­ვებს:

  1. რა იცით მე­ფე ფარ­ნა­ვა­ზის შე­სა­ხებ?
  2. რი­თია ცნო­ბი­ლი მე­ფე ფარ­ნა­ვა­ზი?
  3. რა იცით ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შე­სა­ხებ?
  4. გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი სა­ფე­ხუ­რი გან­ვ­ლო ქარ­თულ­მა ან­ბან­მა?
  5. რა ცნო­ბე­ბი არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ?

მოს­წავ­ლე­ე­ბი ნა­ხა­ვენ ფილმს:

შე­ავ­სე­ბენ კითხ­ვარს — „ვი­ცი, გა­ვი­გე, მინ­და ვი­ცო­დე“. ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან, პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლონ იმ­დ­რო­ინ­დელ და თა­ნა­მედ­რო­ვე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ და­ყო­ფას შო­რის, ისა­უბ­რე­ბენ, რა მსგავ­სე­ბა­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ხე­და­ვენ.

წა­ი­კითხა­ვენ ნაწყ­ვეტს ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის მოთხ­რო­ბი­დან „ფარ­ნა­ვაზ მე­ფის ცხოვ­რე­ბა“. ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­ძი­ე­ბენ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­ფე ფარ­ნა­ვა­ზის შე­სა­ხებ. შე­ა­და­რე­ბენ ის­ტო­რი­ულ და მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებს ერ­თ­მა­ნეთს. და­აკ­ვირ­დე­ბი­ან „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბის“ ტექ­ს­ტ­ში ფარ­ნა­ვა­ზის შე­სა­ხებ რა უნ­და იყოს ლე­გენ­და­რუ­ლი და რა ნამ­დ­ვი­ლი. გა­ეც­ნო­ბი­ან ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ თე­ო­რი­ებს. შე­ის­წავ­ლი­ან ძველ ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბას; ეწ­ვე­ვი­ან ხელ­ნა­წერ­თა მუ­ზე­უმს და გა­ეც­ნო­ბი­ან უძ­ვე­ლეს ხელ­ნა­წე­რებს.

მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ა­ცოცხ­ლე­ბენ ფარ­ნა­ვა­ზი­სე­ულ ეპო­ქას რო­ლუ­რი თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბით. ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან, მო­ირ­გონ ფარ­ნა­ვა­ზის, აზოს, ქუ­ჯის და სხვა­თა რო­ლე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი სა­კუ­თა­რი ხედ­ვის კუთხი­დან გად­მოს­ცენ. შექ­მ­ნი­ან ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ის­ტო­რი­ას, მა­გა­ლი­თად, რა მოხ­დე­ბო­და ფარ­ნა­ვაზს გან­ძი რომ არ აღ­მო­ე­ჩი­ნა ან რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და ის­ტო­რია, ბრძო­ლის დროს აზოს რომ გა­ე­მარ­ჯ­ვა და ა.შ. მო­ამ­ზა­დე­ბენ პოს­ტე­რებს, კო­მიქ­სებს, ხელ­ნა­კეთ წიგ­ნებ­სა და PPT პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ნა­მუ­შევ­რებს წა­რად­გე­ნენ კლა­სის წი­ნა­შე.

პრო­ექ­ტის სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი/სწავ­ლის შე­დე­გე­ბი:

♦ მოს­წავ­ლე­ებს შე­ექ­მ­ნე­ბათ ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­ზე;

♦ მო­ი­ძი­ე­ბენ და გა­ეც­ნო­ბი­ან ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ წყა­რო­ებს;

♦ გა­ეც­ნო­ბი­ან ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს;

♦ იმუ­შა­ვე­ბენ ჯგუ­ფუ­რად და შექ­მ­ნი­ან პოს­ტე­რებს, კო­მიქ­სებს, ხელ­ნა­კეთ წიგ­ნებ­სა და PPT პრე­ზენ­ტა­ცი­ებს;

♦ მოაწყობენ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს.

მოს­წავ­ლე­თათ­ვის პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ეს ხელს უწყობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს და მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აყა­ლი­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტა­ნენ.

მაია ოღ­რა­პიშ­ვი­ლი
სსიპ თბი­ლი­სის №156 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მაია გო­გიშ­ვი­ლი
სსიპ თბი­ლი­სის №156 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები