25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პოემა

spot_img

პოემა მხატვრული ლიტერატურის ჟანრია. იგი ბერძნული სიტყვაა და ქმნილებას, შემოქმედებას ნიშნავს.

პოემა ლექსად დაწერილი მრავალი თავისაგან შემდგარი ეპიკური ან ლირიკული  ნაწარმოებია. პოემის მთავარი ფუნქცია იდეის, თემის (თემატიკის), ემოციის, კონცეფციის მშვენიერ ენაზე გადმოცემაა.

პოემას აქვს დიდი და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც განსხვავებულად ვითარდება მთელს მსოფლიოში. ჩვენთვის შემორჩენილი უძველესი ეპიკური პოემა, გილგამეშის ეპოსი, თარიღდება ძვ.წ. III ათასწლეულით, რომელიც შესრულებულია შუმერულ ენაზე და ლურსმული დამწერლობით არის დაწერილი თიხის ფირფიტებზე. „გილგამეშიანი“ ითვლება მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე ადრინდელ ნაწარმოებად. ამით იმის თქმა შეიძლება, თუ რამდენად გამორჩეული ჟანრია პოემა.

ასევე, ბერძნებმა თავიანთი ძველი საგმირო ლექსები, რომლებიც მათ ჰქონდათ შეთხზული ცალკეული გმირების (აქილევსის, ოდისევსის, ჰექტორის, აიქსის, დიომიდეს და სხვათა) შესახებ, გააერთიანეს ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის – ტროას ომის გარშემო. სწორედ იმ პერიოდში დაიწერა ჰომეროსის ეპიკური პოემა „ილიადა“ და „ოდიესეა“.

მოგვიანებით პოემამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ჩამოყალიბდა პოემის ორი სახეობა – ძველი პოემა ანუ ეპოპეა და ახალი პოემა. ძველი პოემებისთვის უფრო დამახასიათებელი იყო დიდი მოცულობა, მოქმედების ფართოდ გაშლა, პერსონაჟების სიმრავლე. ასევე იგი ხასიათდებოდა გრძელი, ჩახლართული წინადადებებით. რაც შეეხება ახალ პოემას, იგი შედარებით პატარა მოცულობისაა, არ აქვს რთული სიუჟეტი, დროის მონაკვეთი მცირეა. ამასთანავე, თანამედროვე პოემები ხასიათდება უფრო მოკლე, მარტივი კონსტრუქციის სტრიქონებით.

პოემა შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჟანრად. ესენია: ლირიკული, ნარატიული (ეპიკური) და დრამატული. ლირიკული ნაწარმოებისათვის ავტორის ისეთი განწყობილების გამოხატვაა მნიშვნელოვანი, რომელიც არა მარტო თვით ავტორს, არამედ მასთან ერთად სხვა ადამიანებსაც ახასიათებს; ნარატიული პოემა არის თხრობთი ხასიათის. თხრობითი პოემის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა ეპიკური ხასიათის ნაწარმოები. ეპიკური პოემა არის გრძელი ნარატიული ლექსი, რომელიც ჩვეულებრივ მიჰყვება გმირის ცხოვრებას და თავგადასავალს. რაც შეეხება დრამატულ პოემას, დრამატული პოემის წარმოშობა დაკავშირებულია რელიგიურ დღესასწაულებთან. მისი დახვეწილი განმარტება ასეთია: „ამბავი, რომელიც მოთხრობილია მსახიობების მიერ, რომლებიც ასახიერებენ მოთხრობის გმირებს“. დრამატული პოემები, საბოლოოდ, სასცენარო დანიშნულებით იქმნებოდა.

ბოლოს კი მინდა აღვნიშნო ქართულ პოემები. ქართველებს უნიკალური ნაწარმოებები გვაქვს, როგორებიცაა: შოთა რუსთაველის ეპიკური „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟა-ფშაველას ეპიკური ,,ალუდა ქეთელაური“ და „ბახტრიონი“, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“, რომელიც დრამატული პოემის ნიშნებს წარმაჩენს და ოთარ ჭილაძის ლირიკული პოემა „ადამიანი გაზეთის სვეტში“.

ნინო აბჟანდაძე, ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები