24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წელს სკოლებში 57 ათას პირველკლასელს ელოდებიან

spot_img

2019 წლის 16 სექტემბერს სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, ვინც ამ დღეს უკვე ექვსი წლის იქნება.

მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ გეგმავენ, „სწავლის დაწყებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც უკვე იქნებიან ექვსი წლის“ – აცხადებს ირინა აბულაძე.

წელს პირველ კლასში შესვლას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ, რადგან, ახალი სასწავლო წელი, კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს დაიწყება, იმის გამო, რომ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ემთხვევა.

უკვე ცნობილია 2019-2020 სასწავლო წლისთვის სკოლაში მისაღები ბავშვების კონტინგენტი და წელს სკოლებში 57 ათას პირველკლასელს ელოდებიან, მისაღები კონტინგენტი ადგილების რაოდენობა კი საჯარო სკოლებში, მინისტრის მოადგილის განცხადებით, 59 ათასამდეა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.

1 ეტაპი – 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება (სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია);

2 ეტაპი – 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

3 ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე  www.emis.ge ელექტრონულად.

4 ეტაპი – 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები