20 აპრილი, შაბათი, 2024

პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა მზა­ო­ბა

spot_img

რას გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო მზა­ო­ბა, ტრან­ზი­ცი­ის ეტა­პი და რა უნა­რე­ბი უნ­და ჰქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბავშვს ამ ეტა­პის­თ­ვის – გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ნი­ნო ალე­ლიშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ნა­ნა სა­მუ­შია, თბი­ლი­სის 30-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ნა­ნა სა­მუ­შია: დღეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ – პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა მზა­ო­ბა. რას გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო მზა­ო­ბა და რა უნა­რე­ბი უნ­და ჰქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბავშვს ამ ეტა­პის­თ­ვის?

ნი­ნო ალე­ლიშ­ვი­ლი: ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია და ვფიქ­რობ, რაც უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი ისა­უბ­რებს ამ თე­მა­ზე, მით უფ­რო გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბის­თ­ვის რას გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო მზა­ო­ბა, რას გუ­ლის­ხ­მობს ტრან­ზი­ცი­ის ეტა­პი. მო­დი, ჯერ სას­კო­ლო მზა­ო­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. შენ­თ­ვი­საც კარ­გად არის ნაც­ნო­ბი ეს თე­მა, რად­გან შე­ხე­ბა გაქვს მუდ­მი­ვად მოს­წავ­ლე­ებ­თან და იცი რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია მშობ­ლის­თ­ვის. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სას­კო­ლო მზა­ო­ბა აღიქ­მე­ბა უფ­რო რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი და შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა. ით­ვ­ლე­ბა, რომ თუ ბავ­შ­ვ­მა იცის ლექ­სე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი, ის მზად არის სკო­ლის­თ­ვის. დი­დი ხა­ნია, მოგ­ვ­ყ­ვე­ბა ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა სას­კო­ლო მზა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­და, რე­ა­ლუ­რად, თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი გვე­უბ­ნე­ბა და გვაჩ­ვე­ნებს, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბა, უფ­რო მე­ტად, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი მზა­ო­ბაა ბავ­შ­ვი­სა იმი­სათ­ვის, რომ ის გა­და­ვი­დეს შემ­დეგ ეტაპ­ზე, მი­ვი­დეს სკო­ლა­ში და და­იწყოს სწავ­ლა. ეს ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია და ჩვენ ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს, ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას. რას გუ­ლის­ხ­მობს ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა? რომ გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო თა­ნაბ­რად ვი­თარ­დე­ბა, ბავ­შ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ბა­დე­ბი­დან (0 წლი­დან) 6 წლამ­დე. ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა 5-6-წლი­ან­თა გან­ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც არის სას­კო­ლო მზა­ო­ბის ეტა­პე­ბი.

სას­კო­ლო მზა­ო­ბის ეტაპ­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხე­ლი შე­ვუწყოთ ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მეტყ­ვე­ლე­ბის კუთხით, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ენის გან­ვი­თა­რე­ბის, მო­ტო­რი­კის (რო­გორც მსხვი­ლი მო­ტო­რი­კის, ისე ნა­ტი­ფი, წვრი­ლი მო­ტო­რი­კის), შე­მეც­ნე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი კუთხით. არის რა­ღაც ნიშ­ნუ­ლე­ბი, რა­საც ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ და ვი­ცო­დეთ, რომ დად­გა უკ­ვე მზა­ო­ბა და ბავ­შ­ვი მზად არის, წა­ვი­დეს სკო­ლა­ში. იმა­ვე მო­ტო­რი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას. მსხვი­ლი მო­ტო­რი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს არის მსხვი­ლი კუნ­თე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია; ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში – წვრი­ლი კუნ­თე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია. უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, რა შე­უძ­ლია ბავშვს ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად, მარ­ტი­ვი ფი­გუ­რე­ბის გა­მოჭ­რა, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის გად­მო­ხატ­ვა; მსხვი­ლი მო­ტო­რი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ნიშ­ნუ­ლია, და­ვუშ­ვათ, დარ­ბის ისე, რომ სხვა­დას­ხ­ვა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს არ ეჯა­ხე­ბა, ატა­რებს სამ­ბორ­ბ­ლი­ან ვე­ლო­სი­პედს და უხ­ვევს კარ­გად, შე­უძ­ლია შო­რი მან­ძი­ლი­დან ნას­რო­ლი დი­დი ზო­მის ბურ­თის და­ჭე­რა… ეს ნიშ­ნუ­ლე­ბი, მო­ტო­რი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკ­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ბავშვს აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი მზა­ო­ბა იმის­თ­ვის, რომ წა­ვი­დეს სკო­ლა­ში. იგი­ვე ხდე­ბა შე­მეც­ნე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქაც გვაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი, ასე ვთქვათ, რომ ბავ­შ­ვი მზად არის სკო­ლა­ში წა­სას­ვ­ლე­ლად.

ნ.ს.: რა მა­ნიშ­ნებ­ლე­ბია ეს?

ნ.ა.: მეტყ­ვე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ის, რომ ბავ­შ­ვი იყე­ნებს ენას იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი. უკ­ვე შე­უძ­ლია სა­ხელ­დე­ბა, შე­უძ­ლია რთუ­ლი სი­უ­ჟე­ტის მო­ყო­ლა – თხრო­ბის დაწყე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა გმი­რე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა, შემ­დ­გომ ამ­ბის დას­რუ­ლე­ბა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­მეც­ნე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბა. მარ­ტო ისე რომ არ შევ­ხე­დოთ, თით­ქოს მზა­ო­ბა მხო­ლოდ რა­ღა­ცის დას­წავ­ლას გუ­ლის­ხ­მობს. შე­მეც­ნე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, რომ ბავ­შ­ვი წა­ვა­ქე­ზოთ, დას­ვას სხვა­დას­ხ­ვა შე­კითხ­ვა, და­ამ­ყა­როს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი. თუ ის უკ­ვე მსჯე­ლობს, ვთქვათ, „დღეს ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დია, ალ­ბათ წვი­მა წა­მო­ვა“, ეს უკ­ვე მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ შე­უძ­ლია მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა და მი­სი შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბი უკ­ვე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და მზად არის იმის­თ­ვის, რომ სკო­ლა­ში დაძ­ლი­ოს სი­ახ­ლე­ე­ბი.

ნ.ს.: უფ­რო დე­ტა­ლუ­რად რომ ვი­სა­უბ­როთ სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ უნა­რებ­ზე. რა უნა­რე­ბია გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რად­სა­ღე­ბი სას­კო­ლო მზა­ო­ბის ეტაპ­ზე და რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი მათ გან­ვი­თა­რე­ბას? თქვენ ისა­უბ­რეთ, რას უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, მაგ­რამ მა­ინც სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ უნა­რებ­ზე რომ გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა.

ნ.ა.: რო­გორც ჩე­მი სა­უბ­რის და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნე, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სფე­როა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მის გან­ვი­თა­რე­ბას მშობ­ლებ­მა, მე­ურ­ვე­ებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დი­დი ყუ­რადღე­ბა და­უთ­მონ და, თა­ვის­თა­ვად, დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და ეთ­მო­ბო­დეს ამას სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, თუ ბავ­შ­ვი და­დის ბაღ­ში.

ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ზო­გა­დად, დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა მარ­ტო სას­კო­ლო მზა­ო­ბის ეტა­პის­თ­ვის. ბავშვს უნ­და შე­ეძ­ლოს ემო­ცი­ე­ბის სა­ხელ­დე­ბა, თქმა, რომ ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ცუდ გან­წყო­ბა­ზეა, რის გა­მოა ასე და ა.შ. ეს, თით­ქოს, ერ­თი შე­ხედ­ვით, მარ­ტი­ვი დე­ბუ­ლე­ბა, ამ დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია და საკ­მა­ოდ რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი ბავ­შ­ვებ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ უნა­რებს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავშვს შე­ეძ­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის გა­დაჭ­რა, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის თა­მა­შებ­ში ჩარ­თ­ვა, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, დაწყე­ბა და დას­რუ­ლე­ბა; იმა­ვე კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის უნა­რი, რი­გი­თო­ბის დაც­ვის უნა­რი, რო­მე­ლიც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ვი­თა­როთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სხვა­დას­ხ­ვა თა­მა­შით. ეს უნა­რე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და შემ­დ­გომ ძა­ლი­ან ად­გე­ბა ბავ­შ­ვებს იმი­სათ­ვის, რომ პირ­ვე­ლი კლა­სის პროგ­რა­მა დაძ­ლი­ონ, რომ ადაპ­ტა­ცი­ის ეტა­პი უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­ი­ა­რონ და ეს სა­ფე­ხუ­რი — ტრან­ზა­ცი­ის, გა­დას­ვ­ლის — მათ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო და მარ­ტი­ვი იყოს.

ნ.ს.: ტრან­ზი­ცია ახ­სე­ნეთ, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად რომ გა­ნუ­მარ­ტოთ ჩვენს მკითხ­ველს რა არის ტრან­ზი­ცია, მი­სი არ­სი და ამ ეტაპ­ზე, რას უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა?

ნ.ა.: „ტრან­ზი­ცია“ – თვი­თონ სიტყ­ვაც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს არის ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვ­ლის პრო­ცე­სი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ვსა­უბ­რობთ სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის პრო­ცეს­ზე. რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გვახ­სოვ­დეს, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცია და ის, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ეს არის ნამ­დ­ვი­ლად ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი. ზე­მოთ ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ებ­ზე, ახ­ლა ტრან­ზი­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლა ბავ­შ­ვ­თან ეს არის ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ვერ ვიტყ­ვით, რომ, და­ვუშ­ვათ, ვი­ღა­ცას­თან ტრან­ზი­ცია გრძელ­დე­ბა სა­მი თვე და ვი­ღა­ცას­თან ერ­თი კვი­რა. ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია.

იმი­სათ­ვის, რომ ტრან­ზი­ცია იყოს უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო, ამ პრო­ცეს­საც უნ­და შევ­ხე­დოთ, რო­გორც კომ­პ­ლექ­სურ წრეს. ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი არის ბავ­შ­ვი, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს სკო­ლას, მშო­ბელს. მშო­ბე­ლიც და სკო­ლაც უნ­და იყოს ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში წას­ვ­ლის­თ­ვის მზად, ჰქონ­დეთ გარ­კ­ვე­უ­ლი მზა­ო­ბა იმის­თ­ვის, რომ ეს ეტა­პი ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო იყოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ტრან­ზი­ცი­ის ეტა­პი სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ვა­ტა­როთ ბავშვს, რომ შემ­დ­გომ სირ­თუ­ლე­ებს არ წა­ვაწყ­დეთ. ძა­ლი­ან ხში­რად არის, რომ მშობ­ლე­ბი სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნას იმ­დე­ნად  არ აქ­ცე­ვენ ყუ­რადღე­ბას, თვლი­ან, რომ, რა მოხ­და, იტი­რებს, ცო­ტა ხა­ნი და გა­ჩერ­დე­ბა. არა­და, გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ ეტა­პებ­ზე, იმა­ვე გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბი­ან იმი­ტომ, რომ ტრან­ზი­ცი­ის სა­ფე­ხუ­რი იყო სტრე­სუ­ლი რო­გორც ბავ­შ­ვის­თ­ვის, ასე­ვე მშობ­ლის­თ­ვის და თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ნ.ს.: კონ­კ­რე­ტუ­ლად რა პრობ­ლე­მებს გუ­ლის­ხ­მობთ და რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ამ დროს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მშო­ბე­ლი. ბო­ლოს ალ­ბათ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით რჩე­ვებს მშობ­ლე­ბის­თ­ვის, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ რა კონ­კ­რე­ტულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რობთ. თქვენ ამ­ბობთ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს საწყი­სი ეტა­პი და პრობ­ლე­მე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს საწყის ეტაპ­ზე, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, მე­რე, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ვლინ­დე­ბა. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რომ ვი­სა­უბ­როთ ამ პრობ­ლე­მებ­ზე.

ნ.ა.: მე ვახ­სე­ნე სკო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და სკო­ლის მზა­ო­ბა ტრან­ზი­ცი­ის ეტა­პი­სათ­ვის და ასე­ვე, მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და მზა­ო­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლას თა­ვი­დან­ვე ჰქონ­დეს შექ­მ­ნი­ლი წარ­მოდ­გე­ნა იმ ბავ­შ­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც მი­დი­ან პირ­ველ კლას­ში, იმი­სათ­ვის, რომ არ იყოს შემ­დ­გომ პრობ­ლე­მა­ტუ­რი, ამ ბავ­შ­ვებ­თან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა. რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, უკ­ვე სკო­ლამ  უნ­და იზ­რუ­ნოს აუცი­ლებ­ლად იმა­ზე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს მშობ­ლე­ბის­გან ამ ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ შემ­დ­გომ შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეგ­მოს, თუნ­დაც იმი­სათ­ვის, რომ ტრან­ზი­ცი­ის პე­რი­ო­დი იყოს სა­ხა­ლი­სო. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად, ამის უგულე­ბელ­ყო­ფა ხდე­ბა ხოლ­მე და პირ­და­პირ გა­დავ­დი­ვართ, ასე ვთქვათ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. არა­და, რე­ა­ლუ­რად, და­საწყი­სის­თ­ვის, ერ­თი თვე მა­ინც უნ­და იყოს უშუ­ა­ლოდ ტრან­ზი­ცი­ის­თ­ვის მიძღ­ვ­ნი­ლი, ეს უნ­და იყოს სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­დე­საც ბავ­შ­ვი ეგუ­ე­ბა სკო­ლას და ეც­ნო­ბა სკო­ლას, ათ­ვა­ლი­ე­რებს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, სა­დაც უნ­და ის­წავ­ლოს 12 წე­ლი, იც­ნობს თა­ნა­ტო­ლებს… აი, თუ ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ, შემ­დ­გომ უკ­ვე მარ­ტი­ვად შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვი­დეთ უშუ­ა­ლოდ სწავ­ლის პრო­ცეს­ზე და აკა­დე­მი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე იმი­სათ­ვის, რომ ბავშვს არ გა­უჩ­ნ­დეს და­მა­ტე­ბი­თი შე­კითხ­ვე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი შფოთ­ვე­ბი, ში­შე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წე­სი, უკავ­შირ­დე­ბა გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას, რო­დე­საც ჩვენ არ ვი­ცით სად ვართ, რა არის ეს ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო, რო­გორ მი­ვაგ­ნოთ, თუნ­დაც, სა­პირ­ფა­რე­შოს… ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ერ­თი შე­ხედ­ვით, მაგ­რამ ესეც სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რია და ამა­საც სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ, მსგავ­სი მარ­ტი­ვი სა­ფე­ხუ­რე­ბი სკო­ლა­მაც უნ­და და­გეგ­მოს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და, თა­ვის მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვია, მშობ­ლებ­საც უნ­და ჰქონ­დეთ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მზა­ო­ბა იმი­სათ­ვის, რომ და­ეხ­მა­რონ ბავ­შ­ვებს ტრან­ზი­ცი­ის პე­რი­ოდ­ში.

ნ.ს.: ანუ, რო­გორც მე მივ­ხ­ვ­დი, საწყის ეტაპ­ზე, აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მე­ტად, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, გა­ვაც­ნოთ თა­ნა­ტო­ლე­ბი, სას­კო­ლო გა­რე­მო. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რეთ ამ სა­კითხ­ზე. მო­დი, გა­და­ვი­დეთ ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე რო­გორც მშობ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის… რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

ნ.ა.: თა­ვი­დან­ვე ვთქვათ, რომ ტრან­ზი­ცია არ არის უშუ­ა­ლოდ სკო­ლა­ში წას­ვ­ლის წი­ნა პე­რი­ო­დი, სკო­ლამ­დე ერ­თი კვი­რით ად­რე არ იწყე­ბა ტრან­ზი­ცია. იდე­ა­ლურ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დია, რო­დესაც ბავ­შ­ვი გახ­და 5 ან 6 წლის და ერთ წე­ლი­წად­ში უნ­და წა­ვი­დეს სკო­ლა­ში. მშო­ბე­ლი უკ­ვე იწყებს ზრუნ­ვას იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვი სკო­ლის­თ­ვის, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის­თ­ვის მო­ამ­ზა­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა მშობ­ლებს, ძა­ლი­ან ხში­რად, მათ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, შვი­ლის სკო­ლა­ში წას­ვ­ლა უკავ­შირ­დე­ბა შფოთ­ვას, ნერ­ვი­უ­ლო­ბას, რო­გორ შე­ეჩ­ვე­ვა შვი­ლი სკო­ლას, რამ­დე­ნად გა­არ­თ­მევს თავს, რამ­დე­ნად და­უ­ჭერს სკო­ლა მას მხარს, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­კითხვა ტრი­ა­ლებს მშობ­ლის თავ­ში. ამი­ტომ, მშო­ბე­ლი, რო­გორც მთა­ვა­რი რო­ლუ­რი მო­დე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იყოს მშვი­დად და დაძ­ლე­უ­ლი ჰქონ­დეს ეს შფოთ­ვე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვი, შემ­დ­გომ, წყნა­რად წა­ვი­დეს სკო­ლა­ში. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მშო­ბე­ლი კარ­გად გა­ეც­ნოს სკო­ლას, საწყი­სი ეტა­პის­თ­ვის, მი­ვი­დეს სკო­ლა­ში, გა­იც­ნოს დამ­რი­გე­ბე­ლი, სხვა მშობ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მან ინი­ცი­რე­ბა გა­ა­კე­თოს, სხვა მშობ­ლებ­თან ერ­თად, რომ რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი წი­ნას­წარ გა­აც­ნონ ერ­თ­მა­ნეთს, სა­ნამ სკო­ლა­ში წავ­ლენ. 2-3 ბავშვს თუ შე­ახ­ვედ­რებთ თქვენს შვილს, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა შემ­დ­გომ მის­თ­ვის სკო­ლის პე­რი­ო­დი იმი­ტომ, რომ მას წი­ნას­წარ 2-3 მე­გო­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბა­რი არა, მაგ­რამ ნაც­ნო­ბი უკ­ვე ეყო­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. ესეც კონ­კ­რე­ტუ­ლი ტექ­ნი­კაა, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია მშო­ბელ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს და ბავშვს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცია.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, მშო­ბელ­მა სკო­ლას მი­ა­წო­დოს ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ და ეს არ უნ­და იყოს მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, არა­მედ ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ, მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა სკო­ლას, რომ ხე­ლი შე­უწყოს ბავ­შ­ვის ადაპ­ტა­ცი­ას და მშო­ბე­ლიც მშვი­დად და, ასე ვთქვათ, მყა­რად იქ­ნე­ბა, ეცო­დი­ნე­ბა, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია აქვს სკო­ლის­თ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი.

ნ.ს.: თქვენ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ე­ცით მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორ უნ­და მი­უდ­გეს მშო­ბე­ლი ბავშვს, რო­გორ იურ­თი­ერ­თოს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ეს სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ სა­ნამ სკო­ლა­ში მი­იყ­ვანს ბავშვს, რა მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნოს შვილ­თან?

ნ.ა.: ერ­თი, უპირ­ვე­ლე­სი, რაც არის, მშო­ბელ­საც უნ­და ახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და არ უნ­და ჩავ­ს­ვათ ბავ­შ­ვე­ბი რა­ღაც მოჭ­რილ კვად­რატ­ში და არ უნ­და ვთქვათ, რომ, აი, ვი­ღაც რა­ღა­ცას აკე­თებს, ჩე­მი შვი­ლი ვერ აკე­თებს და ამის გა­მო ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ… უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

მე­ო­რე – ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­ზეც ჩვენ ზე­მოთ ვი­საუბ­რეთ, რომ გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა თა­ნაბ­რად და მშო­ბელ­მა თა­მა­შით (უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ თა­მა­შია წამ­ყ­ვა­ნი ქცე­ვა 0-დან 6 წლამ­დე) უნ­და შეძ­ლოს, ბავ­შ­ვ­ში გა­ნა­ვი­თა­როს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის უნა­რე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბავ­შ­ვი, ბო­ლო წელს მა­ინც, ივ­ლის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ბაღ­ში (5-6 წელს ვგუ­ლის­ხ­მობ), იმი­ტომ, რომ სწო­რედ იქ ხდე­ბა კარ­გად სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ბავ­შ­ვის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. ასეთ ბავ­შ­ვებს მე­ტად უად­ვილ­დე­ბათ შემ­დ­გომ სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნაც, ნაკ­ლე­ბად აქვთ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა მშო­ბელ­თან. თუ მო­ხერ­ხ­დე­ბა, რომ მშო­ბელ­მა, ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც ატა­როს ბავ­შ­ვი ბაღ­ში, იქ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.

ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, რომ მშო­ბე­ლი ესა­უბ­როს ბავშვს სკო­ლა­ზე, გა­არ­კ­ვი­ოს რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს მას, და­უს­ვას კითხ­ვე­ბი: რას ელო­დე­ბი სკო­ლის­გან? რო­გო­რი წარ­მო­გიდ­გე­ნია სკო­ლა? ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­როს ბავშვს სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­უყ­ვეს რო­მე­ლი საგ­ნე­ბი უყ­ვარ­და, რო­მე­ლი არ უყ­ვარ­და. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეს გა­ზი­ა­რე­ბა იყოს რე­ა­ლის­ტუ­რი და არა იდე­ა­ლის­ტუ­რი.

ნ.ს.: რო­დის უნ­და მიხ­ვ­დეს მშო­ბე­ლი, რომ საკ­მა­რი­სი არ არის არც მი­სი და არც პე­და­გო­გის ძა­ლის­ხ­მე­ვა, არც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და უნ­და მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს?

ნ.ა.: მშო­ბე­ლი უნ­და და­აკ­ვირ­დეს, პირ­ველ რიგ­ში, რამ­დე­ნად ვი­თარ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბი. არ­სე­ბობს ასე­თი სტან­დარ­ტი — ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა, გა­ეც­ნოს მშო­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი გა­ა­კე­თოს, რამ­დე­ნად მიყ­ვე­ბა ამ სტან­დარტს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს ძა­ლი­ან ლმო­ბი­ე­რი დო­კუ­მენ­ტია და თუ ნა­ხავს, რომ ესა თუ ის უნა­რი არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა, მი­სი აზ­რით, შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს იმი­სათ­ვის, რომ, და­ვუშ­ვათ, ბავ­შ­ვი უფ­რო მყა­რად იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის.

ნ.ს.: დი­დი მად­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რის­თ­ვის, ნი­ნო.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები