25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია  აქტიურად გრძელდება

spot_img

უქმეების პარალელურად, საქართველოს რეგიონებში სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად გრძელდება.

კოვიდინფიცირების თავიდან ასაცილებლად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, გასულ დღეებში, ვაქცინაცია ჩაუტარდათ იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს, რომლებიც არა მხოლოდ კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს და ზოგადად სასკოლო საზოგადოებას მოუწოდებენ აცრისკენ.

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ დღეს ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ სკოლებში ვირუსით ინფიცირების რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდეს, შესაბამისად, ნაკლები იქნება სკოლებისა და კლასების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა.

ლალი ჩაგანავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი: რადგან თავი აცრამდე კოვიდის გარეშე მივიტანე, ახლა აცრის შემდეგ უფრო მშვიდად ვიქნები, რადგან თავი მეტად დაცული მგონია, შვილებისთვისაც უსაფრთხო ვიქნები. მადლობა სახელმწიფოს პედაგოგებზე ზრუნვისთვის. ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდ, კარგი იქნება თუ ამას მასიური და საყოველთაო ხასიათი მიეცემა.“

შავლეგ საითიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მასწავლებელი: „ვაქცინაცია აუცილებელი და საჭიროა იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ხალხი პირბადის გარეშე დავინახო.“ 

დასვენების დღეების მიუხედავად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ინტენსიური ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთდროულად პედაგოგთა ვაქცინაცია და ტესტირება იძლევა იმის გარანტიას, რომ მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება სკოლის შენობებში უსაფრთხოდ შეძლონ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები