24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ოც­ნე­ბე­ბი და ბავ­შ­ვო­ბა ცა­რი­ე­ლი სიტყ­ვე­ბით მომ­პა­რეთ

spot_img

გრე­ტა ტუნ­ბერ­გი — დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი 16 წლის თი­ნე­ი­ჯე­რი შვე­დი მოს­წავ­ლეა, რო­მე­ლიც შვედ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა იენს ჰოლ­მ­მა და იოჰან სვე­ნე­ლინ­გ­მა ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნეს. პრეს­ტი­ჟულ პრე­მი­ა­ზე სკო­ლის მოს­წავ­ლის წარ­დ­გე­ნა გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მის ბრძო­ლას უკავ­შირ­დე­ბა. 2018 წლის ზაფხუ­ლი­დან ტუნ­ბერ­გი, კვი­რა­ში ერ­თხელ, სტოკ­ჰოლ­მის პარ­ლა­მენ­ტ­თან აქ­ცი­ას მარ­თავს და მთავ­რო­ბას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და „პა­რი­ზის შე­თან­ხ­მე­ბის“ შეს­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. „ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გრე­ტა წარ­ვად­გი­ნეთ, რად­გან კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის საფ­რ­თხე შე­იძ­ლე­ბა ომის და კონ­ფ­ლიქ­ტის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი იყოს. მოძ­რა­ო­ბა, რო­მელ­საც გრე­ტა შუ­ამ­დ­გომ­ლობს, აუცი­ლე­ბე­ლია,“ — გა­ნაცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ფრე­დი ან­დ­რე­ო­ევ­ს­ტი­გარ­დ­მა.

შვედ­მა მოს­წავ­ლემ, რო­ცა სტოკ­ჰოლ­მის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან პირ­ვე­ლი გა­ფიც­ვა მო­აწყო, გა­ნაცხა­და, რომ პა­რას­კე­ვო­ბით სკო­ლა­ში მა­ნამ აღარ ივ­ლი­და, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პა­რი­ზის კლი­მა­ტის შე­თან­ხ­მე­ბას არ შე­ას­რუ­ლე­ბენ. ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნა ერ­თ­კა­ცი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თავ­და შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტის წინ მოთხოვ­ნით, მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა და­ეთ­მოს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის სა­კითხს. ყო­ველ პა­რას­კევს, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბის ნაც­ვ­ლად, ის შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტის წინ იდ­გა და მთავ­რო­ბას იმ შე­თან­ხ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სთხოვ­და, რომელსაც 2015 წელს მო­ა­წე­რა ხე­ლი, ატ­მოს­ფე­რო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის გაშ­ვე­ბის და გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ტემ­პე­ბის შე­ნე­ლე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის მიზ­ნით.

„პა­რას­კე­ვი მო­მავ­ლის ნაც­ვ­ლად“ — ასე და­არ­ქ­ვა მან აქ­ცი­ებს, რო­მე­ლიც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აიტა­ცა, კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ფიც­ვე­ბის მოწყო­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მაც და­იწყეს და 15 მარ­ტის გა­ფიც­ვა­ზე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მოს­წავ­ლე გა­მო­ვი­და კლი­მა­ტის და­სა­ცა­ვად, ინ­ს­ტაგ­რამ­ზეც იმა­ტა ხელ­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ და ჟურ­ნალ­მა Time-მა 16 წლის აქ­ტი­ვის­ტი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი 100 ადა­მი­ა­ნის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, დო­ნალდ ტრამ­პ­თან და რო­მის პაპ­თან ერ­თად.

ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა შეძ­ლო და მსოფ­ლი­ოს ასო­ბით და ათა­სო­ბით მოს­წავ­ლე შთა­ა­გო­ნა, რომ ხმა ამო­ი­ღონ და მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი აიძუ­ლონ მოქ­მე­დე­ბა და­იწყონ. გა­ე­როს ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­საძ­ლოა 1.5°C-ით შე­იც­ვა­ლოს. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, ეს ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტას მძი­მე შე­დე­გებს მო­უ­ტანს, თუ 2030 წელს სათ­ბუ­რის გა­ზის ემი­სია მიმ­დი­ნა­რე მაჩ­ვე­ნებ­ლით ზრდას გა­ნაგ­რ­ძობს.

იან­ვარ­ში, შვე­დეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, აქ­ტი­ვის­ტ­მა დარ­ბაზს მი­მარ­თა: „მო­ი­ქე­ცით ისე, თით­ქოს თვენი სახ­ლი ცეცხ­ლ­შია, რად­გან ასეც არის“.

მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი მოძ­რა­ო­ბის FridaysForFuture მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლას აც­დე­ნენ ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის — მოძ­რა­ო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 100-ზე მე­ტი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თო. „ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია. ვფიქ­რობ, ეს ცვლი­ლე­ბა ჰო­რი­ზონ­ტ­ზეა და ხალ­ხი იბ­რ­ძო­ლებს სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის­თ­ვის“ — წერ­და აქ­ტი­ვის­ტი სოც­ქ­სელ­ში.

მას შემ­დეგ, რაც გრე­ტა ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნეს მშვი­დო­ბის დარ­გ­ში, გო­გო­ნამ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­იწყო. 2019 წელს მან ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე იალ­ქ­ნი­ა­ნი ნა­ვით გა­და­ცუ­რა და ნიუ-იორ­კამ­დე ასე მი­აღ­წია გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და­გეგ­მილ სა­მიტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.

23 სექ­ტემ­ბერს, სა­მი­ტის გახ­ს­ნა­ზე, 16 წლის ეკო­აქ­ტი­ვის­ტი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი, შთამ­ბეჭ­და­ვი სიტყ­ვით გა­მო­ვი­და და მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღე­ბის ქვეშ კი­დევ ერ­თხელ მო­ექ­ცა, რო­გორც ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი და მებ­რ­ძო­ლი ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი, ახ­ლა უკ­ვე სა­მი­ტის ტრი­ბუ­ნი­დან, ღი­ად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა უმოქ­მე­დო­ბა­ში. „ახ­ლა აქ არ უნ­და ვიდ­გე, სკო­ლა­ში უნ­და ვი­ყო, ოკე­ა­ნის გაღ­მა. ჩე­მი ოც­ნე­ბე­ბი და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა ცა­რი­ე­ლი სიტყ­ვე­ბით მომ­პა­რეთ, რო­გორ ბე­დავთ! მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის დაშ­ვე­ბით ნად­გურ­დე­ბა ეკო­სის­ტე­მე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სებს კი მხო­ლოდ ფუ­ლი ადარ­დებთ და ჰყვე­ბი­ან და­უს­რუ­ლე­ბელ ზღაპ­რებს ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე… ახალ­გაზ­რ­დე­ბი უკ­ვე ხვდე­ბი­ან, რომ გვი­ღა­ლა­ტეთ. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი თქვენ შე­მოგ­ც­ქე­რი­ან და თუ არ გა­ა­მარ­თ­ლებთ ჩვენს იმე­დებს, არა­სო­დეს გა­პა­ტი­ებთ. მსოფ­ლიო ნელ-ნე­ლა იღ­ვი­ძებს და ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­დუ­ვა­ლია, მოგ­წონთ თუ არა ეს,“ — მი­მარ­თა აუდი­ტო­რი­ას 16 წლის მოს­წავ­ლემ.

მი­სი გა­მოს­ვ­ლა მე­დი­ი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მა­სობ­რი­ვად გავ­რ­ცელ­და და ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. ვი­დე­ო­კად­რ­ში ჩანს ტუნ­ბერ­გის რე­აქ­ცია, რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი უყუ­რებს აშშ-ს პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს, რო­ცა ის დარ­ბაზ­ში გა­მოჩ­ნ­და (უამ­რა­ვი მეც­ნი­ე­რის დას­კ­ვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ არ ჰგო­ნია, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის ბრა­ლი იყოს).

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტ­მა, მიკ­რობ­ლოგ „ტვი­ტერ­ში“, გა­ე­რო-ს კლი­მა­ტურ სა­მიტ­ზე გრე­ტა ტუნ­ბერ­გის გა­მოს­ვ­ლა გა­ა­ზი­ა­რა წარ­წე­რით — „ჩანს, რომ ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნაა, ნა­თე­ლი და მშვე­ნი­ე­რი მო­მავ­ლის მო­ლო­დინ­ში, ისე­თი კარ­გი სა­ნა­ხა­ვია“. მა­ლე­ვე, გრე­ტამ „ტვი­ტერ­ში“ სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია ჩა­ას­წო­რა და და­წე­რა: „ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნა, ნა­თე­ლი და მშვე­ნი­ე­რი მო­მავ­ლის მო­ლო­დინ­ში“.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები