25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა – ამე­რი­კა­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს წარ­მა­ტე­ბის თა­ნა­ბა­რი შან­სი აქვს

spot_img

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია გი­ორ­გი გო­გი­ძე — St. John’s University-ს სტუ­დენ­ტი

 

⇒ გი­ორ­გი, რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს?

⇒ თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა იმ წელს, რო­მე­ლიც ამ სკო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვი­ყა­ვი სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის წევ­რი, „რა? სად? რო­დის?“ გუნ­დის კა­პი­ტა­ნი და წამ­ყ­ვა­ნი. ის სით­ბო, რო­მელ­საც 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვგრძნობ­დი, დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის­გან მხარ­და­ჭე­რას, ხელ­შეწყო­ბას, გვერ­დ­ში დგო­მა­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას ვგრძნობ­დი. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძის და სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გის, ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ბრო­ლა­ძის მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და სწო­რედ ამი­ტომ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე და ამა­ში სკო­ლის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

⇒ რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი და რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს მი­ა­ნი­ჭე უპი­რა­ტე­სო­ბა?

⇒ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი, მეტ­წი­ლად, ჩემ­მა მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბამ და მის­წ­რა­ფე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლებ­ში გა­წა­ფუ­ლო­ბა, ორა­ტო­რო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი იყო გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხ­რა ავირ­ჩიე, ინ­გ­ლი­სუ­რი სექ­ტო­რი, შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

⇒ რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა აშშ-ში?

⇒ ამე­რი­კის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ერთ-ერ­თი სრულ­ყო­ფი­ლია და წამ­ყ­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კა­ში მი­მე­ღო და ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მო­მე­ცა­და.

ვსწავ­ლობ St. John’s University-ის იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­შუ­ა­ლო სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი შე­ა­დგენს $50 000-ს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის — $15 000-ს. აქე­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენტს, შე­ღა­ვა­თის სა­ხით, ნა­წილს უფი­ნან­სებს, ნა­წი­ლის გა­დახ­და კი თა­ვად უწევს. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, სე­მეს­ტ­რუ­ლად და წლი­უ­რად. წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ში­და და­ფი­ნან­სე­ბას ან ში­და გრანტს აძ­ლევს, თუმ­ცა ნა­წი­ლის და­ფარ­ვა თა­ვად სტუ­დენტს მა­ინც უწევს.

უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სტუ­დენ­ტ­მა შე­იძ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და გრან­ტი მი­ი­ღოს, რაც დი­დი შე­ღა­ვა­თია, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რაც შე­ე­ხე­ბა ფე­დე­რა­ლურ გრან­ტებ­სა და დახ­მა­რე­ბებს, ამის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ „მწვა­ნე ბა­რა­თის“ მფლო­ბე­ლებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ.

ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტის ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხდე­ბა, ეს მო­ი­ცავს: ქვი­ზებს, კვლე­ვებს, აკა­დე­მი­ურ ნაშ­რო­მებს, შუ­ა­ლე­დურ და ფი­ნა­ლურ გა­მოც­დებს.

სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გა­დაც­დო­მა ან სტან­დარ­ტის მი­ნი­მუ­მის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

⇒ რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს უცხო­ე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?

⇒ უცხო­ე­თის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ით, კვლე­ვე­ბის მე­თო­დე­ბი­თა და სიძ­ლი­ე­რით, თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მის სინ­თე­ზით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა; გარ­და ამი­სა, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბე­ბით, მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბით, წამ­ყ­ვან პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­თა და პროგ­რა­მის მო­დერ­ნის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით. ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას სჭირ­დე­ბა უფ­რო მე­ტი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბა ვიწ­რო სფე­რო­ებ­ზე, რად­გან, რო­გორც წე­სი, პროგ­რა­მე­ბი ზედ­მე­ტად გან­ზო­გა­დე­ბუ­ლია და მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ხა­ზია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. მე­ტი პრაქ­ტი­კა, მე­ტი კვლე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბაა სა­ჭი­რო.

⇒ რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა აშშ-ს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შე­სა­ხებ?

⇒ ამე­რი­კის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი საკ­მა­ოდ მდი­და­რია ან­ტი­კუ­რი, რე­ნე­სან­სუ­ლი თუ თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სა­ლე­ბით, წიგ­ნე­ბით, წყა­რო­ე­ბით, წე­რი­ლე­ბი­თა და ნაშ­რო­მე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, აქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ბევ­რად უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლია.

⇒ რო­მე­ლია შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რამ მო­ახ­დი­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­ცა პირ­ვე­ლად შეხ­ვე­დი ამე­რი­კულ სას­წავ­ლე­ბელ­ში?

⇒ პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ეს იყო პი­რა­დი ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი კა­რა­და, რად­გან მხო­ლოდ ფილ­მე­ბი­დან ვი­ცო­დი ამ სივ­რ­ცის შე­სა­ხებ და რო­ცა ამის მომ­ს­წ­რე თა­ვად გავ­ხ­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა აღ­ძ­რა ჩემ­ში.

⇒ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში დღის წეს­რიგ­ში დად­გა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. პან­დე­მი­ამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას ანი­ჭებს. შენ რას ფიქ­რობ ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

⇒ ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს, ცხა­დია, ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, რო­ცა აუდი­ტო­რი­ა­ში, ლექ­ტორ­თან და თა­ნა­კურ­სე­ლებ­თან პი­რის­პირ, სწავ­ლობ და გა­მოც­დი­ლე­ბას იღებ. თუმ­ცა ამე­რი­კა­ში, გა­და­სა­ხა­დის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლას აუცი­ლე­ბ­ლად სა­მუ­შა­ოც უნ­და შე­უ­თავ­სო, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და ზედ­მე­ტი სტუ­დენ­ტუ­რი სეს­ხე­ბის გა­რე­შე შეძ­ლო. ამი­ტომ ჩემ­თ­ვის ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

⇒ რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ?

⇒ პირ­ველ რიგ­ში, და­ვიწყებ იქი­დან, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნაა სა­ჭი­რო. სა­სურ­ვე­ლია, სტუ­დენტს ჰქონ­დეს მა­ღა­ლი ქუ­ლა TOEFL-სა ან IELTS-ში, გა­მოც­დებ­ში, რომ­ლებ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლე­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზად­ყოფ­ნა, რომ სტუ­დენ­ტი ახალ გა­რე­მო­სა და რე­ა­ლო­ბას მენ­ტა­ლუ­რად სწო­რად გა­უმ­კ­ლავ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა კრე­დი­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა­სა და გა­და­სა­ხა­დებს, ეს ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია და სტუ­დენტს ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლია, მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვოს.

⇒ გი­ორ­გი, რა არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ო­ცებს, გაკ­ვირ­ვებს ან აღ­გაფ­რ­თო­ვა­ნებს ამე­რი­კა­ში?

⇒ ეს არის გა­რე­მო, რო­მელ­შიც შე­გიძ­ლია გახ­დე ის, ვინც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან, უნა­რე­ბი­დან, ნი­ჭი­დან და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გინ­და რომ იყო. აქ არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა წარ­მო­მავ­ლო­ბას, კა­ნის ფერს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ყვე­ლა ადა­მი­ანს წარ­მა­ტე­ბის თა­ნა­ბა­რი შან­სი აქვს, რად­გან სის­ტე­მა მე­რი­ტოკ­რა­ტი­ას ეფუძ­ნე­ბა და ნე­პო­ტიზ­მი და კო­რუფ­ცია უცხოა. მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი დგას.

⇒ სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს, რო­გო­რია ამე­რი­კუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?

⇒ პან­დე­მი­ამ­დე, თა­ვი­სუ­ფალ დროს, ად­გი­ლობ­რივ სკვე­რებ­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად, ბო­უ­ლინ­გით, ფილ­მის სე­სი­ე­ბი­თა და სხვა მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ვიქ­ცევ­დით თავს.

⇒ სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად,  ამერიკის სიცოცხლის სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ, რა გზა გა­ი­ა­რე წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად?

⇒ ამე­რი­კის სი­ცოცხ­ლის სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ის (American Income Life), რო­მელ­საც Forbes-ის ჟურ­ნალ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს, სა­უ­კე­თე­სო აგენ­ტის ტი­ტუ­ლი 2020 წლის ბო­ლო მე­ოთხედ­ში მო­ვი­პო­ვე. იქამ­დე კი, საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­ა­რე, პროქ­ტო­რის გა­მოც­და, საშ­ტა­ტო სა­ლი­ცენ­ზიო გა­მოც­და, რომ სა­დაზღ­ვე­ვო აგენ­ტად და­მეწყო მუ­შა­ო­ბა. შემ­დეგ გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­მიყ­ვა­ნეს, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­დან, №1 თა­ნამ­შ­რომ­ლის ტი­ტუ­ლი­დან და კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა კლუ­ბის წევ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

⇒ რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი, რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვს? რა­ტომ უჭირთ უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა?

⇒ ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს აქე­დან უფ­რო და­ვეხ­მა­რე­ბი. ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ცოდ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ზი­ა­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვით. აქა­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა, ჩე­მი წი­ლი აგუ­რი დავ­დო ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში. ბევრ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა უჭირს, რად­გან ის სა­მუ­შაო თუ სა­მოღ­ვა­წეო ას­პა­რე­ზი არ აქვს, რაც უცხო­ეთ­შია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერ­თობ­ლი­ვად, ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნო­ბენ თავს.

⇒ რო­გო­რია შო­რი­დან ოკე­ა­ნის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი შე­ნი ქვე­ყა­ნა?

⇒ სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩე­მი სამ­შობ­ლოა და, უფ­ლის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სამ­შობ­ლო მიყ­ვარს. სა­მო­მავ­ლო ფიქ­რე­ბი და გეგ­მე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს დახ­მა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს სამ­შობ­ლოს დახ­მა­რე­ბა კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით შე­უძ­ლი­ათ, ამი­ტომ, ამ მიზ­ნით, უცხო­ეთ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ჩე­მი გამ­გ­ზავ­რე­ბა, ისევ და ისევ სამ­შობ­ლო­ზე ზრუნ­ვი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები