19 აპრილი, პარასკევი, 2024

„ოტე­ლო“ დაბ­რუნ­და

spot_img

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის 170-ე სე­ზო­ნის რე­პერ­ტუ­არ­ში, 65 წლის შემ­დეგ, „ოტე­ლო“ დაბ­რუნ­და.

პრე­მი­ე­რის პირ­ველ დღეს, 13 მა­ისს, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძემ და სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვილ­მა დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­უ­ლო­ცეს ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე. მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ 1957 წლის 29 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში, ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ბა­ლე­ტის „ოტე­ლო“ პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რულ­მა ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ან­მა დად­გა. სპექ­ტაკ­ლ­ზე დას­წ­რე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად დი­დი იყო, რომ წარ­მოდ­გე­ნის დღე­ებ­ში თე­ატრს ცხე­ნო­სა­ნი მი­ლი­ცია იცავ­და.

სპექ­ტაკ­ლის წარ­მა­ტე­ბა ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მუ­სი­კის, ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის სცე­ნოგ­რა­ფი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ოტე­ლოს პარ­ტი­ას თა­ვად ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი ცეკ­ვავ­და, დეზ­დე­მო­ნას – ვე­რა წიგ­ნა­ძე, იაგოს – ზუ­რაბ კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი.

 

ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვილ­მა დი­დი შრო­მა გას­წია, რომ „ოტე­ლო“ კვლავ ქარ­თუ­ლი ბა­ლე­ტის სცე­ნას დაბ­რუ­ნე­ბო­და. ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფია აღ­დ­გე­ნი­ლია ლა­ლი კან­დე­ლა­კის მი­ერ, მთა­ვა­რი კონ­სულ­ტან­ტე­ბი: ლი­ლი­ა­ნა მი­თა­იშ­ვი­ლი და ირი­ნე ჯან­დი­ე­რი, დამ­დ­გ­მე­ლი მხატ­ვა­რი, სცე­ნოგ­რა­ფია და კოს­ტი­უ­მე­ბი – და­ვით პო­პი­აშ­ვი­ლი, გა­ნა­თე­ბის მხატ­ვა­რი – ვირ­ჯი­ნიო ლევ­რიო.

დამ­დ­გ­მელ­მა დი­რი­ჟორ­მა, ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, სპქტაკ­ლის დაწყე­ბამ­დე, მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს დი­დი მუ­სი­კო­სი და პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, გთხოვთ, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მის ხსოვ­ნას“. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­იწყო სპექ­ტაკ­ლი. ოტე­ლოს უვერ­ტი­უ­რას სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­და მსმე­ნე­ლი. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის ორ­კეს­ტ­რი, ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის დი­რი­ჟო­რო­ბით.

„ოტე­ლოს“ საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკ­ლებ­ში მთა­ვა­რი პარ­ტი­ე­ბი იცეკ­ვეს: ოტე­ლო – ამილ­კარ მო­რეტ გონ­სა­ლე­სი (კუ­ბა) და ფერ­ნან­დო მონ­ტა­ნო (კო­ლუმ­ბია); იაგო – ჯუ­ზე­პე პი­კო­ნე (იტა­ლია); დეზ­დე­მო­ნა – ეკა­ტე­რი­ნე სურ­მა­ვა და რუ­ი­კა იოკო­ი­ა­მა (იაპო­ნია); მათ­თან ერ­თად, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ხე­ე­ბი შექ­მ­ნეს: ნი­ნო სა­მა­დაშ­ვილ­მა, ელე­ნე ღა­ღა­ნი­ძემ, და­ვით ანა­ნელ­მა, გი­ორ­გი ბეს­ტა­ვაშ­ვილ­მა და სხვებ­მა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ჭა­ბუ­კი­ა­ნი­სე­უ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მშვე­ნი­ე­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო სა­ბა­ლე­ტო და­სის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ცეკ­ვე­ბი, ბრწყინ­ვა­ლე დე­კო­რა­ცი­ე­ბი – და­ვით პო­პი­აშ­ვი­ლის სცე­ნოგ­რა­ფია და მდი­და­რი კოს­ტი­უ­მე­ბი.

ვე­რა­ვი­თა­რი მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა, ვე­რა­ვი­თა­რი ეპი­თე­ტი ვერ გა­მო­ხა­ტავს იმ კო­ლო­სა­ლურ ეს­თე­ტი­კურ ნე­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­ნი­ცა­და ბა­ლეტ „ოტე­ლოს“ პრე­მი­ე­რა­ზე.

სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე, ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის დი­რი­ჟო­რო­ბით, მქუ­ხა­რე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის თან­ხ­ლე­ბით, მა­ყუ­რე­ბელ­მა კი­დევ ერ­თხელ იხი­ლა ეკ­რან­ზე „ბა­ლე­ტის რა­ინ­დის“, ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის, მავ­რი­ტა­ნუ­ლი ცეკ­ვა.

პრე­მი­ე­რას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, ვა­ნო ნატ­როშ­ვი­ლის სპონ­სო­რო­ბი­თა და პატ­რო­ნა­ჟით, თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ოპე­რის მე­გო­ბა­რი ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ლია ჩო­ქუ­რი და ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი: სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის „სპექ­ტ­რი“ დი­რექ­ტო­რი ნუ­ნუ ცა­კაშ­ვი­ლი და ამა­ვე სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის პე­და­გო­გე­ბი: მა­თე­მა­ტი­კო­სი ეთერ ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი, უცხო ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნე­ლი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე ნუ­ნუ ცა­კაშ­ვილს: „ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ბა­ლე­ტი „ოტე­ლო“. ბრწყინ­ვა­ლე მუ­სი­კა, ბრწყინ­ვა­ლე წარ­მოდ­გე­ნა, გან­მაც­ვიფ­რა ამილ­კარ მო­რეტ გონ­სა­ლე­სის არ­ტის­ტულ­მა ტექ­ნი­კურ-სა­ცეკ­ვაო დი­დე­ბუ­ლე­ბამ. შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო დეზ­დე­მო­ნა – ეკა­ტე­რი­ნე სურ­მა­ვა, იაგო – ჯუ­ზე­პე პი­კო­ნე, კა­სიო – ოს­კარ ფრე­ი­მი, რო­დე­რი­გო – დი­ე­გო ბუ­ტი­ლი­ო­ნე და სხვე­ბი. ვუ­ლო­ცავ მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს „ოტე­ლოს“ ახალ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ვერ­სი­ას. ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის „ოტე­ლო“ მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და­იდ­გა და ყველ­გან დი­დი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად.

სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ბა­ლე­ტის დამ­დ­გ­მე­ლი დი­რი­ჟო­რია კომ­პო­ზი­ტო­რის შვი­ლი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­ყუ­რებ­ლის ოვა­ცი­ე­ბი 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წყდე­ბო­და. სა­ქარ­თ­ვე­ლომ და მსოფ­ლი­ომ უნ­და იამა­ყოს ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნით და ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლით, რო­მელ­თა რე­გა­ლი­ე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა შორს წაგ­ვიყ­ვან­და.“

ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე: „არ­ნა­ხუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, ახა­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რე­დაქ­ცი­ით, ლიბ­რე­ტო­თი და რე­ჟი­სუ­რით, ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მი­ერ დად­გ­მულ­მა კლა­სი­კურ­მა ბა­ლეტ­მა „ოტე­ლო“, რი­სი დას­ტუ­რიც იყო პრე­მი­ე­რის ყო­ველ დღეს სრუ­ლი ან­შ­ლა­გი. ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად, ყვე­ლა საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკლს დავ­ს­წ­რე­ბო­დი, თა­ვი მარ­თ­ლაც ვე­ნე­ცი­ა­ში, სე­ნა­ტორ ბრა­ბან­ცი­ოს, დეზ­დე­მო­ნას მა­მის, სა­სახ­ლის ეზო­ში მე­გო­ნა. კე­თილ­შო­ბი­ლი მავ­რი, ვე­ნე­ცი­ის რეს­პუბ­ლი­კის სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი ოტე­ლო მო­უთ­მენ­ლად ელის დეზ­დე­მო­ნას გა­მო­ჩე­ნას… სიტყ­ვე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მა, რაც სპექ­ტაკ­ლის ორი­ვე მოქ­მე­დე­ბა­ში ხდე­ბა. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ოტე­ლოს სა­სახ­ლე, სა­დაც ბედ­ნი­ე­რი მავ­რი მშობ­ლი­ურ ცეკ­ვას ას­რუ­ლებს…

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის მთა­ვარ ად­მი­ნის­ტ­რა­ტორს, ნი­ნო მუ­სე­რი­ძეს, ამ უზარ­მა­ზა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მო­ნი­ჭე­ბი­სთ­ვის.“

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები