26 აპრილი, პარასკევი, 2024

#ოკუპაციის100 წელი – ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი სა­განმანათლებლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით

spot_img

ლადო აფხაზავა – ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლბელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული 

მას­წავ­ლებ­ლის გლობალური ჯილ­დოს აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბა და­ვიწყე სიტყ­ვე­ბით — მე ვარ ქარ­თ­ვე­ლი, იმ ქვეყ­ნი­დან, რომ­ლის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, რაც აფერ­ხებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. და იცით რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ოკუ­პა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის უნ­და იყოს ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მის წინ მდგო­მი თე­მა, მას­ზე სა­უ­ბა­რი, შე­დე­გე­ბის რე­ა­ლუ­რად აღ­ქ­მა და გახ­მო­ვა­ნე­ბა გა­მუდ­მე­ბით უნ­და ხდე­ბო­დეს, რად­გან არ მი­ნავ­ლ­დეს მი­სი და­მან­გ­რე­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა…

ამი­ტო­მაც შევ­ქ­მე­ნით მე და ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი ლან­ჩხუ­თის მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის დე­რე­ფან­სა და ერთ ოთახ­ში. ყვე­ლა­ფე­რი იმით და­იწყო, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერთ-ერ­თი მო­რი­გი სა­უბ­რი­სას მივ­ხ­ვ­დი, მათ ბევ­რი არა­ფე­რი იცოდ­ნენ ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, ამი­ტო­მაც შევ­თა­ვა­ზე ეს თე­მა, მა­შინ (2018წ) მე-11 კლას­ში იყ­ვ­ნენ. შევ­თან­ხ­მ­დით, და­ვი­ყა­ვით ჯგუ­ფე­ბად და შე­ვუ­დე­ქით მუ­შა­ო­ბას. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნ­და მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა — ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­გა­ლით­ზე გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა­ში გა­მო­ი­ხა­ტა ოკუ­პა­ცია და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა ამ და­უს­რუ­ლე­ბელ­მა პრო­ცეს­მა, 1921 წლი­დან დღემ­დე. ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქარ­თ­ლო­სი“, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რი­თაც, პრო­ექ­ტი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში წარ­ვად­გი­ნეთ და და­ფი­ნან­სე­ბაც მა­ლე­ვე მი­ვი­ღეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში ვა­პი­რებ­დით მუ­ზე­უ­მის გა­კე­თე­ბას, მაგ­რამ დი­რექ­ცი­ამ რომ უარი გვითხ­რა, მე­რე მი­ვა­კითხეთ მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმს, სა­დაც ძა­ლი­ან ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვ­ხ­ვ­და. რა­კი და­ფი­ნან­სე­ბა უკ­ვე გვქონ­და, დე­რე­ფა­ნი და ერ­თი ოთა­ხი და­ვა­სუფ­თა­ვეთ. გვინ­დო­და, შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გას­ჩე­ნო­და ადა­მი­ანს ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე შეგ­რ­ძ­ნე­ბა. ამი­ტომ, დე­რეფ­ნის ერ­თი მხა­რე რო­გორც იყო, ისე დავ­ტო­ვეთ. მთე­ლი ფარ­თი 1921 წლის ოკუ­პა­ცი­ის ამ­სახ­ველ მა­სა­ლებს და­ეთ­მო. რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა ოჯა­ხე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი ფან­ჯ­რის მი­ნებს გა­რე­დან მი­ვა­კა­რით. ამით ის ეპი­ზო­დი გა­ვა­ცოცხ­ლეთ, რო­ცა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი თუ­რმე ფან­ჯ­რე­ბი­დან გად­მოჰ­ყავ­დათ, რომ მე­ზობ­ლებს არ და­ე­ნა­ხათ და ხე­ლი არ შე­ე­შა­ლათ. ბავ­შ­ვებ­მა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ის­ტო­რი­ე­ბი მო­ი­პო­ვეს და სა­ჯა­რო გა­ხა­დეს. ფო­ტო­ე­ბი­თა თუ ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბით სის­ხ­ლი­ა­ნი 25 თე­ბერ­ვ­ლის 100-წლი­ა­ნი ის­ტო­რია გად­მო­ვე­ცით.

                       

სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლე­სი ოკუ­პა­ცი­ის ის­ტო­რია ცალ­კე ოთახ­შია გად­მო­ცე­მუ­ლი. აქაც, ძი­რი­თა­დად, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მაცხოვ­რე­ბელ­თა ის­ტო­რი­ე­ბია შეკ­რე­ბი­ლი, რო­მელ­თა სი­ცოცხ­ლე 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომ­მა შე­ი­წი­რა აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში. ჩვენ ფო­თი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ იქ ჩა­მო­ვარ­დ­ნი­ლი ჭურ­ვის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბი, ჭა­ღიც მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბის ფორ­მით და­ამ­ზა­დეს ბავ­შ­ვებ­მა, სულ და­კაწ­რუ­ლი ჰქონ­დათ ხე­ლე­ბი. სხვა­თა შო­რის, შინ­დის­თან ბრძო­ლა­ში სა­მი ლან­ჩხუ­თე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნათხ­რო­ბით და ფო­ტო­მა­სა­ლით გა­ა­ცოცხ­ლეს არა მარ­ტო შინ­დი­სის, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბიც. მახ­სოვს, რო­გო­რი სევ­დი­ა­ნე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ შეხვედ­რე­ბი­დან…

ოკუ­პა­ცია გრძელ­დე­ბა — ასე­თი წარ­წე­რა აქვს ჩვენს ბო­ლო ბა­ნერს. მოს­წავ­ლე­ებ­მა ფო­ტო­ა­პა­რა­ტით აღ­ბეჭ­დეს ყვე­ლა ის დან­გ­რე­უ­ლი შე­ნო­ბა თუ წარ­წე­რა, რაც რუ­სებ­მა და­ტო­ვეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნა თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა. მას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ვა­ნი­ჭეთ იმით, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცედ გა­და­ვაქ­ცი­ეთ. აქ ყვე­ლა პი­რო­ბაა იმის­თ­ვის, რომ ქარ­თუ­ლის, ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გებ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რონ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი ან სხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რ­ცე­ში გვაქვს 50 სა­ვარ­ძე­ლი, კომ­პი­უ­ტე­რი, პრო­ექ­ტო­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბია გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ამ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 26-ივე სკო­ლამ 221 პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩვენ მი­ერ მოწყო­ბილ მუ­ზე­უმ­ში, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს.

მუ­ზე­უ­მის სტუმ­რე­ბი მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბი არ არი­ან — სხვა­დას­ხ­ვა თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შუ­ა­ხანს მი­ტა­ნე­ბულ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ვიწ­ვევთ. მა­თაც ბევ­რი არა­ფე­რი იცი­ან, რა მოხ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს. ასე რომ, ყვე­ლა ასა­კი­სა და ფე­ნის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის იყო სა­ჭი­რო ამ ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ის ცოდ­ნა. ისეც მომ­ხ­და­რა, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს მას­ტერ­კ­ლა­სი ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის — მათ შო­რის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. გა­ვიხ­სე­ნებ ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მის სა­პა­ტიო სტუმ­რებ­საც: ამე­რი­კის ელ­ჩი ელი­ზა­ბეტ რუ­თი, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცია წა­ი­კითხა ოკუ­პა­ცი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მა­ზე და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი,  რო­მელ­თაც მო­ი­წო­ნეს ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დახ­მა­რე­ბა­საც დაგ­ვ­პირ­დ­ნენ.

კი­დევ ერ­თი იდეა გვაქვს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც პან­დე­მია გვიშ­ლის ხელს — გვინ­და, ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ობ­დეს ტაქ­სი წარ­წე­რით — „არა ოკუ­პა­ცი­ას“ ან „დე­ო­კუ­პა­ცი­ის დროა“. შე­მო­სულ თან­ხას მუ­ზე­უ­მის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ვახ­მართ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები