25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნუ და­ვე­ლო­დე­ბით ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს! – სამ­ყა­რო ქვე­მო­დან წა­მო­სულ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა უნ­და შეც­ვა­ლოს უკე­თე­სო­ბის­კენ, მათ შო­რის, სკო­ლე­ბიც

spot_img
კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­მა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი გა­მო­იწ­ვია. მი­ზე­ზი მრა­ვალ­გ­ვა­რი იყო. რო­გო­რია სკო­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან მოს­წავ­ლე­თა ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მოფხ­ვ­რის მცდე­ლო­ბა და რა აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის ასა­ნაზღა­უ­რებ­ლად — ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი

 

⇒ ინა ბი­წა­ძე

სსიპ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვ­ზა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

პან­დე­მი­ამ დი­დი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც მი­ღე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი, სი­ცოცხ­ლის და­მარ­ცხე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ზე აისა­ხე­ბა. 2020 წლის გა­ზაფხულ­ზე,   მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სრულ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლის­თ­ვის, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა.

სკო­ლა, ამ პე­რი­ო­დის­თ­ვის, ჩარ­თუ­ლი იყო პროგ­რა­მა „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ და მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი — ექ­ს­პერ­ტე­ბი, კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ნერ­გ­ვის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ლი­დე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ სკო­ლა­ში, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი მზა­ო­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. პე­და­გო­გე­ბი უკ­ვე იც­ნობ­დ­ნენ Microsoft Office 365-ის პროგ­რა­მებს, ყვე­ლა მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს უკ­ვე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში თიმ­სის პლატ­ფორ­მის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ფლობ­და ტექ­ნი­კას­თან მუ­შა­ო­ბის სა­ბა­ზი­სო უნა­რებს, თუმ­ცა ეს არ იყო საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ იმა­ვე ხა­რის­ხის გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რო­გო­რიც საკ­ლა­სო ოთახ­ში — პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ეს აისა­ხა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­ურ შე­დე­გებ­ზე.

ჩემს გუნ­დ­თან ერ­თად, შე­ვი­მუ­შა­ვე კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვ­ლის გეგ­მა, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო, პირ­ველ რიგ­ში, უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და მოს­წავ­ლე­თა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კლუ­ბი „მო­მავ­ლის ციფ­რუ­ლი თა­ო­ბა“, რო­მელ­საც ექ­ს­პერ­ტი ნი­ნო ჭი­პაშ­ვი­ლი კუ­რა­ტო­რობ­და. ამ დრო­ი­სათ­ვის, კლუბ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბიც კი გა­წევ­რი­ან­დ­ნენ. კლუ­ბის მი­ზა­ნი სწო­რედ იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა იყო, რომ­ლის წი­ნა­შეც დავ­დე­ქით. კლუ­ბის წევ­რე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წერ­დ­ნენ ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს და ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ სას­კო­ლო თემ­ში. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებს ტექ­ნი­კურ სა­კითხებ­ში.

კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის გეგ­მა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ასე­თი აქ­ტი­უ­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. მა­თი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი გეგ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. რო­დე­საც სკო­ლა­ში, პი­რის­პირ, მშო­ბელ­თა მცი­რე ჯგუ­ფებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა უფ­რო პრო­დუქ­ტი­უ­ლი გახ­და.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პე­რი­ო­დი, მი­უ­ხე­და­ვად დი­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პიც იყო ჩვენს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. შევ­ძე­ლით მოს­წავ­ლე­თათ­ვის შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი შე­იქ­მ­ნა ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, პროგ­რა­მი­რე­ბა-ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა თუ ეკოკ­ლუ­ბის მი­ერ. სწრა­ფად მო­ვა­ხერ­ხეთ მიმ­დი­ნა­რე სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. ამას ემა­ტე­ბო­და მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ონ­ლა­ინ პრო­ექ­ტებ­სა თუ სე­მი­ნა­რებ­ში, რა­მაც მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რე­ბი და ცოდ­ნა შეს­ძი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მცდე­ლო­ბა არ დაგ­ვიკ­ლია, რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლიზ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ კონ­კ­რე­ტულ საგ­ნებ­ში, ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს­თან აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბი რეგ­რე­სი­სა­კენ წა­ვი­და. ზო­გი­ერ­თი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ შეძ­ლო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გავ­ლა. ამ მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვე­ნი სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლის, ელ­ზა ხარ­ში­ლა­ძის გა­მოც­დი­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნად რთუ­ლია ამ სა­გან­ში მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის შექ­მ­ნა მოს­წავ­ლე­თათ­ვის, მით უმე­ტეს — დის­ტან­ცი­უ­რად. სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის­ აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, მან აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნა დის­ტან­ცი­უ­რი კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბა, არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. თიმ­სის პლატ­ფორ­მა­ზე შექ­მ­ნა ჯგუ­ფე­ბი e Twinning-ის პროგ­რა­მა­ში, ფი­ზი­კის კლუბ­სა და ეკოკ­ლუბ­ში სა­მუ­შა­ოდ. კლუ­ბურ მუ­შა­ო­ბა­ში იყე­ნებ­და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სებს. ვი­ნა­ი­დან დრო­ში შეზღუ­დუ­ლი არ იყო, მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ფი­ზი­კის კლუბ­ში, ძი­რი­თა­დად, მუ­შა­ობ­და პროგ­რა­მი­რე­ბა­სა და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სქე­მე­ბის აწყო­ბა­ზე, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­ხა­ლი­სოდ აეხ­ს­ნა ფი­ზი­კის სა­კითხე­ბი. ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა პრო­ფე­სორ და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას ნამ­დ­ვი­ლად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­სურ­სია.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვან ჩარ­თ­ვას, სკო­ლა­ში მის­ვ­ლის შემ­დეგ, რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მით, სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის მიზ­ნით, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, მათ­თან და­მა­ტე­ბით მუ­შა­ობ­და, მო­უხ­და სას­წავ­ლო გეგ­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და შე­სას­წავ­ლი სა­კითხე­ბის ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გავ­ლა, რო­გო­რი­ცაა დე­კო­დი­რე­ბა, გა­აზ­რე­ბუ­ლი კითხ­ვის ტექ­ნი­კე­ბი; მუ­შა­ობ­და ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნა­ზე რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ატა­რებ­და სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ციო ცდებს. მოს­წავ­ლე­ებ­თან, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში, და­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვეს მა­თე­მა­ტი­კის, ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ი­სა და დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გებ­მაც, რის­თ­ვი­საც სკო­ლის დი­რექ­ცია სა­ჯა­როდ უცხა­დებს მათ მად­ლო­ბას.

გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ რო­გორც დაწყე­ბით და სა­ბა­ზო, ისე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. ჯერ კი­დევ ზაფხულ­ში შე­ვი­მუ­შა­ვეთ 2021-2022 სას­წავ­ლო წლის კუ­რი­კუ­ლუ­მი ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­ვ­საზღ­ვ­რეთ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. დავ­წე­რეთ პრო­ექ­ტის გეგ­მა — „სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბის მოწყო­ბა სო­ფელ ნიგ­ვ­ზა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, რო­მე­ლიც 2021-2022 სას­წავ­ლო წელს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გა­სულ სას­წავ­ლო წელს, ჩვენ მი­ერ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „ჰა­ე­რის სე­ზო­ნუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა სოფ­ლად, ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის.

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით, მინ­და ყვე­ლას ვუთხ­რა: არ არ­სე­ბობს გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია, პო­ზი­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თა და გუნ­დუ­რო­ბით ყვე­ლა პრობ­ლე­მა დაძ­ლე­ვა­დია, ოღონდ ეს სას­კო­ლო თე­მის ყვე­ლა რგოლ­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს და ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მოს. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სი­უ­რო­ბა და­ნა­შა­უ­ლია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წი­ნა­შე. საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვ­ზა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მო­მა­ვალს ყო­ველ­თ­ვის იმე­დი­ა­ნად უყუ­რე­ბენ, რად­გან ვის­წავ­ლეთ რო­გორ ვაქ­ცი­ოთ გა­მოწ­ვე­ვე­ბი და საფ­რ­თხე­ე­ბი ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბად!

 

⇒ მა­რი­ტა გო­ტი­აშ­ვი­ლი

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძმუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბი სხვა­დას­ხ­ვაა, თუმ­ცა უმე­ტე­სად ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნა სა­ხელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ტერ­ნე­ტის მო­წო­დე­ბა სო­ფელ­ში ხა­რის­ხი­ა­ნად ვერ ხერ­ხ­დე­ბა და არც ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტე­ბის შე­ძე­ნაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შარ­შან, მთე­ლი წე­ლი, გვქონ­და პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც თი­თო­ე­ულ მოსწავლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბისას იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ინ­ტერ­ნე­ტის ან სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კის არ­ქო­ნის გა­მო, დის­ტან­ცი­უ­რად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ვერ ერ­თ­ვე­ბო­და მოს­წავ­ლე და მას ტე­ლე­ფო­ნით ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი. სა­ტე­ლე­ფო­ნო სწავ­ლე­ბა პირ­ველ კლას­ში, რა თქმა უნ­და, არ იყო ეფექ­ტუ­რი, რად­გან ან­ბანს ვუხ­ს­ნი­დი და ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ გა­გე­ბა. თუმ­ცა გა­მი­მარ­თ­ლა, რად­გან მშობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და გარ­კ­ვე­ულ შე­დეგ­ზეც გა­ვე­დით. მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლებ­მაც კითხ­ვა იცოდ­ნენ, ვცდი­ლობ­დი მო­ბი­ლუ­რით და­კავ­ში­რე­ბას, რა­თა მათ მუდ­მი­ვად ჰქო­ნო­დათ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის გან­ც­და. თუმ­ცა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სწავ­ლე­ბამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო ისე­ვე, რო­გორც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ. ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი იყ­ვ­ნენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში, რო­ცა საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­დ­ნენ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო წინ იყ­ვ­ნენ და უფ­რო მე­ტი იცოდ­ნენ ინ­გ­ლი­სურ ენა­ში, ვიდ­რე იმ ბავ­შ­ვებ­მა, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი.

ჩვენს სკო­ლა­ში, სულ 14 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, რაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის შესაძლებლობას იძ­ლე­ვა. ამი­ტომ, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, შე­ვი­მუ­შა­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა და გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ, და­მა­ტე­ბით, ვეხ­მა­რე­ბო­დი და ვუხ­ს­ნი­დი მოს­წავ­ლეს. ამ პრო­ცეს­ში მშობ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი. სკო­ლაც და­მეხ­მა­რა, რა­თა და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ბეჭ­დუ­რი სა­ხით. სახ­ლ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ და ას­რუ­ლებდნენ და­ვა­ლე­ბე­ბს. ამ მოს­წავ­ლე­ებ­მა, სამ თვე­ში, შეძ­ლეს აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის დაძ­ლე­ვა.

ძი­რი­თა­დად, ჩა­მორ­ჩე­ნა სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით და სო­ფელ­ში ინ­ტერ­ნე­ტის არარ­სე­ბო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი და დაძ­ლე­ვა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ბი­ლურ ინ­ტერ­ნეტ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი, 2021 წლის იან­ვ­რამ­დე ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რი იყო. იან­ვარ­ში, 5 თვით, ამოქ­მედ­და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, სო­ფელ­ში მაცხოვ­რე­ბე­ლი მშობ­ლის­თ­ვის, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის გა­მო სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა ან ანაზღა­უ­რე­ბა შე­უმ­ცირ­და, შვი­ლის სა­თა­ნა­დო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით აღ­ჭურ­ვა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა.

ჩვე­ნი სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია და 2020-2021 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთლი­ა­ნი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობ­დით, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მიგ­ვე­ღო კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მ­დეგ და მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფ­რ­თხი­ლით ვი­ცავ­დით და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს. შე­დე­გიც ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­და — მთე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში.

და­ნაკ­ლი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩ­ნე­ვი იყო დაწყე­ბით კლა­სებ­ში. რო­დე­საც ბავ­შ­ვი წე­რა-კითხ­ვას სწავ­ლობს, მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბა, კლა­სე­ლებ­თან ინ­ტე­რაქ­ცია და დას­წავ­ლის მე­თო­დე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ვფიქ­რობ, რო­გორც დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი, ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, თა­მა­შის, აზ­რ­თა გაც­ვ­ლის და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა იყო კი­დევ ერ­თი და­ნაკ­ლი­სი.

აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, ვფიქ­რობ, სა­ჭი­როა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა, გნე­ბავთ, რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა, მაგ­რამ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ბავ­შ­ვის მხრი­დან სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის და თა­ნა­ტო­ლებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მოთხოვ­ნი­ლე­ბა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა სას­წავ­ლო გეგ­მამ არ უნ­და გა­მო­ყოს და არ უნ­და გა­ნას­ხ­ვა­ვოს ბავ­შ­ვი სხვე­ბის­გან. ეს უნ­და მოხ­დეს მის ინ­ტე­რეს­ზე ფო­კუ­სი­რე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და სა­ხა­ლი­სო მე­თო­დე­ბით. ბავ­შ­ვი ჩარ­თუ­ლი უნ­და იყოს მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც.

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ 2020 წლის მარ­ტი­დან ივ­ნი­სამ­დე, იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან, შე­ვი­მუ­შა­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­თან­ხ­მე­ბით და ჰარ­მო­ნი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბით. თუმ­ცა, მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლი იყო მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც. ვცდი­ლობ­დი, დატ­ვირ­თ­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად მსუ­ბუ­ქი ყო­ფი­ლი­ყო. გარ­და ამი­სა, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი იზო­ლა­ცი­ის გა­მო, შევ­ქ­მე­ნი სა­ხა­ლი­სო ანი­მა­ცი­ე­ბის სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კი, ასე­ვე ფილ­მე­ბის კლუ­ბი, სა­ხა­ლი­სო ინ­გ­ლი­სუ­რის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბე­ბი, რო­მელ­თა ფარ­გ­ლებ­შიც ჩე­მი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­კავ­ში­რე თა­ნა­ტო­ლებს სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლე­ბი­დან, მათ შო­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან. კლუ­ბე­ბის შექ­მ­ნი­სას, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­თან ერ­თად, დი­დი სურ­ვი­ლი მქონ­და, ბავ­შ­ვებს სხვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან და­მე­გობ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ.

ვცდი­ლობ, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით და­გეგ­მი­ლი. ორ­კ­ვი­რი­ა­ნი სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კი, ანი­მა­ცი­ე­ბის კლუ­ბიც ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მა. ჩემს მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ბავ­შ­ვე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა და ინ­ტე­რაქ­ცია. 3-5-წუ­თი­ა­ნი ანი­მა­ცი­ე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, ისი­ნი აფიქ­სი­რებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ ემო­ცი­ებს. ანი­მა­ცი­ე­ბის თე­მე­ბი იყო: მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­ხა­ლი­სო შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბე­ბი, მე­გობ­რო­ბა, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე და ა.შ. ანი­მა­ცი­ე­ბის ბა­ნაკ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხი­დან. პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნ­და და პან­დე­მი­ით გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლი დღე­ე­ბი გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნა.

ვფიქ­რობ, თიმ­სის პროგ­რა­მა­ში, მოს­წავ­ლე­თა კი არა, მას­წავ­ლე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაც პრობ­ლე­მაა, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო. საკ­მა­ოდ ხში­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს პროგ­რა­მუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, ორი წე­ლია ყო­ველ­დღე იც­ვ­ლე­ბა თიმ­სის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს გა­მარ­თულ და ხა­რის­ხი­ან მუ­შა­ო­ბას. გარ­და ამი­სა, თიმ­სის მოთხოვ­ნებს ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბა ვერც მოს­წავ­ლე­თა ბუ­კი და ვერც სხვა სუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე მოწყო­ბი­ლო­ბა, რად­გან სა­ჭი­როა მა­ღა­ლი სიხ­ში­რის ინ­ტერ­ნე­ტი, გა­მარ­თუ­ლი, ძლი­ე­რი მოწყო­ბი­ლო­ბა, სა­თა­და­რი­გო შემ­თხ­ვე­ვა­ში — ძლი­ე­რი სმარ­ტ­ფო­ნი. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლიც „გა­ი­ჭე­დოთ“ თიმ­ს­ში, რად­გან პროგ­რა­მის­ტე­ბი ხში­რად ამა­ტე­ბენ ახალ ფუნ­ქ­ცი­ო­ნალს, რაც სის­ტე­მას, მი­ნი­მუმ, ორი სა­ა­თით „ყი­ნავს“. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, კლას­გა­რე­შე ონ­ლა­ინ აქ­ტი­ვო­ბე­ბი ზუ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით დავ­გეგ­მო.

 

⇒ აზა მე­მა­ნიშ­ვი­ლი

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კერ­ძო სკო­ლის „მზე­კა­ბა­ნი 2007“ ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

პან­დე­მი­ამ მთე­ლი სამ­ყა­რო თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა, ეს ყვე­ლა სფე­როს შე­ე­ხო, მათ შო­რის — გა­ნათ­ლე­ბა­საც. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლას ბევ­რი სირ­თუ­ლე მოჰ­ყ­ვა… უმ­თავ­რე­სია მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა, რო­მე­ლიც თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლის „აქი­ლევ­სის ქუს­ლია“. ეს პრობ­ლე­მა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლის­თა­ნა­ვე კარ­გად გა­ვი­აზ­რეთ… მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტი რომ შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და ფი­ზი­კუ­რად გა­დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით, და­ვიწყეთ ზრუნ­ვა და­მა­ტე­ბი­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­სა და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია (148 მოს­წავ­ლე გვყავს), კლა­სებ­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 12-14 მოს­წავ­ლეა, რაც პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას აად­ვი­ლებს.

ჩვენს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის ჩა­მორ­ჩე­ნა, ზო­გა­დად, გა­ნა­პი­რო­ბა ტექ­ნი­კურ­მა პრობ­ლე­მებ­მა — ინ­ტერ­ნე­ტის ხარ­ვე­ზი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არ­ქო­ნა, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის მი­ერ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ნაკ­ლე­ბად ფლო­ბის უნარ­მაც.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას ჩა­მორ­ჩე­ნა, ძი­რი­თა­დად, შე­იმ­ჩ­ნე­ო­და სწავ­ლე­ბის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, უფ­რო მე­ტად უცხო ენა­სა (ინ­გ­ლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი) და მა­თე­მა­ტი­კა­ში. ჩა­მორ­ჩე­ნის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი იყო დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მოს­წავ­ლე­თა ერ­თი ნა­წი­ლის არას­ტა­ბი­ლუ­რი დას­წ­რე­ბა, გაც­დე­ნე­ბი…

გა­სულ სას­წავ­ლო წელს, პირ­ველ კლას­ში ორი მოს­წავ­ლე გვყავ­და, მე­ო­რე კლას­ში ასე­თი­ვე პრობ­ლე­მა ერთ მოს­წავ­ლეს­თან გვქონ­და, მე­სა­მე კლას­ში — 3 მოს­წავ­ლესთან. ბავ­შ­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კა და უცხო ენა გა­უ­ჭირ­დათ. აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, და­ვიწყეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ვფიქ­რობთ, მსგავ­სი ტი­პის მე­თო­დი ძალ­ზე ეფექ­ტუ­რია ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, ტე­ლე­ფო­ნით (და­რეკ­ვით) და Zoom-ის პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი აკა­დე­მი­უ­რად ჩა­მორ­ჩე­ნილ მოს­წავ­ლე­ებს და მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ, ხო­ლო რო­ცა ჩვენს რა­ი­ონ­ში ეპიდ­სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბეს­და, სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (2020 და 2021 წლე­ბის ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ზოგ­ჯერ — ივ­ლი­სის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე და ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დეც, 25 აგ­ვის­ტო­დან 15 სექ­ტემ­ბ­რამ­დე) მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გე­ბი — ხა­თუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი და ინ­გა გაბ­რი­ჭი­ძე, ინ­გ­ლი­სუ­რის პე­და­გო­გი ნა­ნა სვა­ნი­ძე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით მუ­შა­ობ­დ­ნენ და სა­სურ­ველ შე­დეგ­საც მი­აღ­წი­ეს.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი გვაქვს, ასე­ვე, სკო­ლა­ში ახ­ლად გად­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, თუ­კი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბი­სას, რო­მე­ლი­მე მათ­განს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს. არ გაგ­ვ­ჭირ­ვე­ბია რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რად­გან სკო­ლას, და­არ­სე­ბი­დან­ვე, ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად ყო­ველ­თ­ვის მი­აჩ­ნ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა აკა­დე­მი­უ­რად ჩა­მორ­ჩე­ნილ მოს­წავ­ლე­ებ­თან. ალ­ბათ, ამი­ტო­მა­ცაა, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი სკო­ლას აქვს მიღ­წე­ვე­ბი.

 

⇒ თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი

მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

არა­ერ­თ­მა კვლე­ვამ ცხად­ჰ­ყო, რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი. ჩა­მორ­ჩე­ნა არა მხო­ლოდ პროგ­რა­მუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა, არა­მედ მკვეთ­რად გა­მო­ი­ხა­ტა სო­ცია­ლი­ზა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბაც. სწო­რედ ამი­ტომ, ქა­ლაქ მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ბა­ზა­ზე, ზაფხულ­ში, მო­ვაწყ­ვეთ ორ­კ­ვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა, სა­ხელ­წო­დე­ბით — „სა­ოც­ნე­ბო სკო­ლა“, სა­დაც თა­ვი მო­ვუ­ყა­რეთ 50-მდე მოს­წავ­ლეს. სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვე­ბის ნა­წი­ლი, გა­სულ სას­წავ­ლო წელს, ახერ­ხებ­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვას, მაგ­რამ იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ არ ვი­ყა­ვით ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი მა­ინ­ც­და­მა­ინც იმა­ზე, ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ თუ არა ისი­ნი სას­წავ­ლო პორ­ცეს­ში. მით უმე­ტეს, ძა­ლი­ან ცო­ტა მოს­წავ­ლემ ვერ შეძ­ლო ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილე­ბ­ში ჩარ­თ­ვა.

ამის გარ­და, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში, და­მა­ტე­ბით, მარ­ნე­უ­ლის კი­დევ სა­მი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ ორ­კ­ვი­რი­ა­ნი „სკო­ლის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. შე­რე­უ­ლი ჯგუ­ფი გა­მოგ­ვი­ვი­და ეთ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც, ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი იყ­ვ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სო­მე­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბი. მი­ზა­ნი იყო, რო­გორ­მე დაგ­ვეძ­ლია პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შექ­მ­ნა. ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის გარ­და, გვყავ­დ­ნენ მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სიღ­რ­მი­სე­ულ ტრე­ნინ­გებს ატა­რებ­დ­ნენ შერ­ჩე­ულ თე­მა­ტი­კებ­ზე, მაგ­ალი­თად, გენ­დე­რის, მე­ო­რა­დი ნივ­თე­ბის­გან ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა, ასე­ვე, ლი­დე­რო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ა.შ. ამ სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მე­ნე­ჯე­რი მე ვი­ყა­ვი და ჩავ­რ­თე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბავ­შ­ვებს სე­მი­ნა­რებს უტა­რებ­დ­ნენ, ოღონდ ეს იყო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სე­მი­ნა­რე­ბი და ას­წავ­ლიდ­ნენ მათ ესეს წე­რის კულ­ტუ­რას, კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვას, მსჯე­ლო­ბას. რამ­დე­ნი­მე სე­მი­ნა­რი პრო­ექ­ტის წე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც და­ეთ­მო. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს ვთა­ვა­ზობ­დით მოს­წავ­ლე­ებს, მა­გა­ლი­თად, კრე­ა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა — რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დეო გა­და­ი­ღოს. რე­ა­ლუ­რად, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი გა­და­ვი­ტა­ნეთ არა პროგ­რა­მულ ჩა­მორ­ჩე­ნა­ზე, არა­მედ იმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ამ ჩა­მორ­ჩე­ნამ გა­მოკ­ვე­თა. ხე­ლი შე­ვუწყ­ვეთ მოს­წავ­ლე­თა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა პი­რის­პირ ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თა, ცხა­დია, ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით. ამით შე­ვე­ცა­დეთ, შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­ნა ის გა­უცხო­ე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებ­ში დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ გა­ა­ჩი­ნა.

50 ბავ­შ­ვი დავ­ყა­ვით ჯგუ­ფე­ბად, ერთ ჯგუფს ლი­დე­რო­ბის სე­სია უტარ­დე­ბო­და, მე­ო­რეს ესეს წე­რის ტექ­ნი­კას ას­წა­ვლიდ­ნენ და ა.შ. შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფებს ცვლი­და და აგ­რ­ძე­ლებ­და სე­მი­ნარს მათ­თ­ვის სა­სურ­ველ თე­მა­ტი­კა­ზე. იმ­დე­ნად დი­დი იყო ინ­ტე­რე­სი, რომ დი­ლის 9 სა­ათ­ზე მო­სულ ბავშვს 6 სა­ათ­ზეც აღარ უნ­დო­და სახ­ლ­ში წას­ვ­ლა. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, ჩვე­ნი ში­და რე­სურ­სე­ბით.

ორ­კ­ვი­რი­ან­მა პრო­ექ­ტ­მა, 50 მოს­წავ­ლეს, თით­ქოს, ხე­ლა­ხა­ლი სუნ­თ­ქ­ვა შთა­ბე­რა, ეს იგ­რ­ძ­ნო­ბო­და მათ შე­ფა­სე­ბებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც. ჩვე­ნი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, ასეთ სიცხე­ში რო­გორ ახერ­ხე­ბენ ასე­თი მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სო.

ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ სკო­ლა არ არის მხო­ლოდ პროგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლის შე­სას­წავ­ლი ად­გი­ლი, მხო­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო სივ­რ­ცე, სკო­ლა ასე­ვე არის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, სა­დაც სწავ­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბელ უნარ-ჩვე­ვებს. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ მათ ხომ მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ვამ­ზა­დებთ, ამი­ტომ არის აუცი­ლე­ბე­ლი, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბიც შევ­თა­ვა­ზოთ. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუცი­ლებ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას ხელს შე­ვუწყობთ. თუ მოს­წავ­ლემ რო­მე­ლი­მე კონ­ტი­ნენ­ტი კარ­გად ვერ შე­ის­წავ­ლა, ეს არ არის ტრა­გე­დია, მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად მო­ა­ხერ­ხებს შეს­წავ­ლას, მაგ­რამ, თუ­კი მას და­აკ­ლ­და სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, ად­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მოხ­და მი­სი გა­უცხო­ვე­ბა, ამის გა­მოს­წო­რე­ბას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

რაც მთა­ვა­რია, მინ­და კო­ლე­გებს ვუთხ­რა, რომ ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არ უნ­და და­ვე­ლო­დოთ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას — ზე­მო­დან ქვე­მოთ ბრძა­ნე­ბას. ვფიქ­რობ, სამ­ყა­რო ქვე­მო­დან წა­მო­სულ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა უნ­და შეც­ვა­ლოს უკე­თე­სო­ბის­კენ, მათ შო­რის, სკო­ლე­ბიც.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები