19 მარტი, სამშაბათი, 2024

ნინო სალუქვაძე ცხრაგზის ოლიმპიელია

spot_img

 

ნინო სალუქვაძე ოფიციალურად გახდა ცხრაგზის ოლიმპიელი – საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა 10-მეტრიან დისტანციაზე უკვე იასპარეზა ტოკიოს ოლიმპიადაზე. ის პირველი ქალი გახდა, ვისაც ამდენ თამაშებზე უასპარეზია, ხოლო საკუთრივ სროლის სახეობებში – რეკორდი გაიმეორა. ახლა ოლიმპიადის აბსოლუტურ რეკორდამდე ერთი თამაშები დარჩა – კანადელი ცხენოსანი იან მილარი 10 ოლიმპიადაზე გამოვიდა.

მართალია, სალუქვაძე ტოკიოში 10-მეტრიან დისტანციაზე ფინალში ვერ მოხვდა, ამ ფაქტმა მსოფლიოს ყურადღება მაინც მიიპყრო – CNN-დან დაწყებული, პრაქტიკულად, ყველა სოლიდური სააგენტო, ინტერნეტგამოცემა თუ მმართველი სპორტული ორგანიზაცია გამოეხმაურა. პოზიცია დააფიქსირეს მსოფლიოს სპორტის ცალკეულმა ვარსკვლავებმა. მაგალითად, ამის შესახებ ორი დღის წინ, საკუთარ ტვიტერზე, ცნობილმა ესპანელმა კალათბურთელმა, NBA-ის ვარსკვლავმა, პაუ გასოლმა დაწერა.

თუმცა ტოკიოდან ვრცელდება ცნობები, თითქოს ნინო სალუქვაძე კარიერის დასრულებას აპირებს. მანამდე კი – 29-30 ივლისს სალუქვაძე სპორტული პისტოლეტით ისევ ისვრის ოლიმპიადაზე.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები