29 მარტი, პარასკევი, 2024

მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად საკ­მა­რი­სი არ არის

spot_img

ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე

პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი

 

რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, ძი­რი­თა­დად მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა. არა­და რე­ფორ­მა შე­ე­ხო უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სას­წავ­ლო პრო­ცეს­საც, კერ­ძოდ, პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბას. რე­ფორ­მა რომ აუცი­ლე­ბე­ლი იყო, დღეს ამა­ზე არა­ვინ და­ვობს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია ამ რე­ფორ­მის შე­დე­გე­ბი დღეს, რე­ფორ­მის დაწყე­ბი­დან 16 წლის შემ­დეგ.

2006 წელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მ­და ერ­თა­დერ­თი პე­და­გო­გი­უ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი — თბი­ლი­სის სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებ­და 5-წლი­ან დიპ­ლო­მი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს. მათ უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ენი­ჭე­ბო­დათ პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი და მა­შინ­ვე შე­ეძ­ლოთ პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის დაწყე­ბა. პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბა იტ­ვირ­თეს ცალ­კე­ულ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა, ზო­გან შე­იქ­მ­ნა პე­და­გო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი, ზო­გან ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა თუ სკო­ლის სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ად­რინ­დე­ლი ხუთ­წ­ლი­ა­ნი დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გის ნაც­ვ­ლად, ისი­ნი მო­მა­ვალ მას­წავ­ლე­ბელს ამ­ზა­დებ­დ­ნენ ბაკ­ალავ­რი­ა­ტი­სა (4 წე­ლი) და მა­გის­ტ­რა­ტუ­რის (2 წე­ლი) დო­ნე­ზე. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის (240კრედიტის) ფარ­გ­ლებ­ში მზად­დე­ბო­და დაწყე­ბი­თი სკო­ლის პე­და­გო­გი, რო­მელ­საც უფ­ლე­ბა ჰქონ­და I-IVკლასებში ეს­წავ­ლე­ბი­ნა სა­მი სა­გა­ნი: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ბუ­ნე­ბის­მ­ცოდ­ნე­ო­ბა და მა­თე­მა­ტი­კა; ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნე­ზე­ვე შე­იქ­მ­ნა ე.წ. „მა­ი­ნორ“ პროგ­რა­მე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ­თ­ვის, ვინც საგ­ნის და­უფ­ლე­ბას­თან ერ­თად გა­დაწყ­ვეტ­და, ყო­ფი­ლი­ყო ამ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მათ უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ, და­ეწყოთ პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მა­გის­ტ­რო ხა­რისხს, მი­სი მო­პო­ვე­ბა ბა­კა­ლავ­რებს შე­ეძ­ლოთ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში 120-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლის შემ­დეგ. ამა თუ იმ საგ­ნის სწავ­ლე­ბა­ში კვლე­ვი­თი სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რო­მის დაც­ვის შემ­დეგ მათ გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რის წო­დე­ბა ენი­ჭე­ბო­დათ და ფაქ­ტობ­რი­ვად მზად იყ­ვ­ნენ, ეს სა­გა­ნი სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ეს­წავ­ლე­ბი­ნათ. თუმ­ცა მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი მათ არ ათა­ვი­სუფ­ლებ­და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­სა­გან.

რა ვი­თა­რე­ბაა დღეს? ფაქ­ტობ­რი­ვად, მზად­დე­ბა მხო­ლოდ დაწყე­ბი­თი (პირ­ვე­ლი-მე­ოთხე) კლა­სე­ბის პე­და­გო­გი. მათ­თ­ვის შე­იქ­მ­ნა 5-წლი­ა­ნი 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. ამ პროგ­რა­მის გავ­ლის შემ­დეგ სტუ­დენტს ენი­ჭე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხი და სა­თა­ნა­დო საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ შე­უძ­ლია დაწყე­ბით კლა­სებ­ში პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბა.

სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე კი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ მზად­დე­ბი­ან — გა­უქ­მ­და ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი „მაინორ“ პროგ­რა­მე­ბი, ასე­ვე გა­უქ­მ­და საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რი. საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის შე­იქ­მ­ნა გა­დამ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ პე­და­გო­გი­უ­რი ციკ­ლის დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­საც აქვს სა­ბაკ­ლავ­რო გა­ნათ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით (არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ის ექი­მია, სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე, ინ­ჟი­ნე­რი, ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი თუ სო­ცი­ო­ლო­გი…), სურ­ვი­ლი­სა­მებრ, მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, შე­უძ­ლია ჩა­ა­ბა­როს საგ­ნის გა­მოც­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, ქი­მი­ა­ში, ის­ტო­რი­ა­ში… გა­და­ლა­ხოს მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი, გა­ი­ა­როს ეს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა და მი­ი­ღოს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი. ასე ხდე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი თუ ინ­ჟი­ნე­რი სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ვინც იც­ნობს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებს, და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად ნამ­დ­ვი­ლად არ არის საკ­მა­რი­სი. მას­წავ­ლე­ბე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ არის, რომ საგ­ნის ცოდ­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის დო­ნე­ზე მოვ­თხო­ვოთ. აქ გა­ცი­ლე­ბით ღრმა საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, 60-კრე­დი­ტი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა მხო­ლოდ პე­და­გო­გი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე აქ ყუ­რადღე­ბა აღარ მახ­ვილ­დე­ბა. უფ­რო მე­ტიც — გა­სა­უბ­რე­ბა­ზეც კი ვერ ვა­მოწ­მებთ მათ ცოდ­ნას შე­სა­ბა­მის სა­გან­ში.

ჩვე­ნი აზ­რით, აუცი­ლე­ბე­ლია, შე­იქ­მ­ნას 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც. თა­ვად მი­ნის­ტ­რ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბა არ იყო სწო­რი. პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბა სწო­რედ უმაღ­ლეს­მა პე­და­გო­გი­ურ­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იტ­ვირ­თოს და არა ე.წ. „მა­ი­ო­ნორ“ და 60-კრე­დი­ტი­ან­მა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­მა.

არის სხვა პრობ­ლე­მე­ბიც. კარ­გია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პე­და­გო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩავ­რიცხოთ ყვე­ლა ის აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რომ­ლებ­მაც ძლივ­ძ­ლი­ვო­ბით გა­და­ლა­ხეს მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი, პე­და­გო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო აირ­ჩი­ეს და არა აქვთ არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია პრო­ფე­სი­ის და­სა­უფ­ლებ­ლად. საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებს ისი­ნი ხში­რად დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა დო­ნე­ზეც ვერ ფლო­ბენ. ამა­ზე ად­რეც არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია თქვე­ნი გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბით.

და კი­დევ ერ­თი, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ გა­ნათ­ლე­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა — ალ­ბათ დროა, შე­იქ­მ­ნას ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლის, მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს, ამი­სი ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ბა­ლი ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია.

არ­სე­ბობს სხვა პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვე­ბიც, კერ­ძოდ: მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი, ასე­ვე პე­და­გო­გის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა რამ­დე­ნად აისა­ხა მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რამ­დე­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, რო­გო­რია მოს­წავ­ლე­ე­ბის, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის დო­ნე… ეს და მრა­ვა­ლი კითხ­ვა ჩნდე­ბა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ალ­ბათ დროა, მას­წავ­ლე­ბე­ლი დაგ­რო­ვი­ლი კრე­დი­ტე­ბი­თა და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბით კი არ შე­ვა­ფა­სოთ, არა­მედ მი­სი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბით. მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი კი მოს­წავ­ლეა. სწო­რედ ის არის მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის ინ­დი­კა­ტო­რი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები