25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მშობ­ლის ეფექ­ტი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სკო­ლას­თან ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრან­ზი­ცი­ის­თ­ვის

spot_img

ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას თან ახ­ლავს გარ­კ­ვე­უ­ლი შფოთ­ვა რო­გორც მშობ­ლე­ბის, ისე პირ­ველ­კ­ლასე­ლე­ბის მხრი­დან. რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს მშო­ბელს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბის წინ, მით უფ­რო, რო­ცა მი­სი შვი­ლი სსსმ მოს­წავ­ლეა და რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში წა­საყ­ვა­ნად? რა არის „სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტი“ და რო­გო­რია მი­სი რო­ლი მოს­წავ­ლის სკო­ლა­ში ტრან­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის პრო­ცეს­ში — ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თა­მარ ნა­კა­ი­ძე — გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი.

 

⏩ თამარ ნაკაიძე 

 

🔸🔸 მშობ­ლის ემო­ცი­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბის წინ

სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, რომ რო­დე­საც ბავ­შ­ვი იწყებს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას, ამას­თან მი­მარ­თე­ბით, მშო­ბელს აქვს შფოთ­ვა და აწუ­ხებს ბევ­რი კითხ­ვა, მა­გა­ლი­თად: რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა ბავ­შ­ვი ახალ მოთხოვ­ნებს, გა­რე­მოს, ადა­მი­ა­ნებს? იქ­ცე­ვა თუ არა ბავ­შ­ვის­თ­ვის სკო­ლა სა­სი­ა­მოვ­ნო სტი­მუ­ლად და ექ­ნე­ბა თუ არა მას სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის მო­ტი­ვა­ცია? ვინ იქ­ნე­ბა სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის მხარ­დამ­ჭე­რი და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ეს მხარ­და­ჭე­რა? რო­გორ და­ამ­ყა­რებს იგი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თა­ნა­ტო­ლებ­თან? რო­გორ იგ­რ­ძ­ნობს თავს გაკ­ვე­თილ­ზე? რამ­დე­ნად შეძ­ლებს მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას? რო­გორ შეძ­ლებს სკო­ლის გა­რე­მო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას და სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­ტი­ნის მი­ყო­ლას?

თუ ბავშვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, შფოთ­ვა კი­დევ უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს და მშო­ბელს მე­ტი კითხ­ვა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მა­გა­ლი­თად: შეძ­ლებს თუ არა ბავ­შ­ვი სრულ გაკ­ვე­თილ­ზე გა­ჩე­რე­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში? დას­ჭირ­დე­ბა თუ არა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დას­წ­რე­ბის გან­რი­გი? გაკ­ვე­თი­ლის თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვე­ბა რომ მო­ი­სურ­ვოს, ვინ მი­აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას? ვინ გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს მის უსაფ­რ­თხო­ე­ბას? ხომ არ დას­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დამ­ხ­მა­რე ადა­მი­ა­ნი (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი)? შეს­თა­ვა­ზე­ბენ თუ არა მას­ზე მორ­გე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს? და ა.შ.

მინ­და მშობ­ლებს ვუთხ­რა, რომ მა­თი მღელ­ვა­რე­ბა ბავ­შ­ვის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის დაწყე­ბის წინ სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­ეც­დე­ბი­ან, თა­ვი­ან­თი შფოთ­ვის ბა­ლან­სი­რე­ბის­თ­ვის წი­ნას­წარ მო­ემ­ზა­დონ.

🔸🔸 რო­გორ მო­ემ­ზა­დოს მშო­ბე­ლი ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში წას­ვ­ლის­თ­ვის

ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მშო­ბე­ლი წი­ნას­წარ გა­ეც­ნოს სკო­ლის გა­რე­მოს, სა­დაც ბავ­შ­ვი მი­დის; ნუ და­ე­ლო­დე­ბა სკო­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის კუთხით, თვი­თონ იყოს ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი; წი­ნას­წარ და­ამ­ყა­როს კონ­ტაქ­ტი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან; გა­იც­ნოს ბავ­შ­ვის დამ­რი­გე­ბე­ლი და დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სსსმ მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი); გა­დას­ცეს სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ; ასე­ვე, დას­ვას კითხ­ვე­ბი და სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა მხარ­და­ჭე­რას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ისი­ნი ბავ­შ­ვის­თ­ვის; კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მშო­ბე­ლი ერ­თ­მა­ნეთს გა­აც­ნობს ბავ­შ­ვის დამ­რი­გე­ბელს და იმ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, მა­გა­ლი­თად, თუ ბავ­შ­ვი და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს და მას­თან მუ­შა­ობს ფსი­ქო­ლო­გი, ქცე­ვის თე­რა­პევ­ტი ან სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბე­ლი იყოს სკო­ლის კად­რი­სა და ბავ­შ­ვ­თან მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შეხ­ვედ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, რა­თა ამ უკა­ნას­კ­ნე­ლებ­მა სკო­ლას ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რონ. სა­სურ­ვე­ლია, მშო­ბელ­მა, მო­მა­ვალ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, გა­ნი­ხი­ლოს და და­გეგ­მოს ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი; თუ ბავ­შ­ვი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს, ვერ მეტყ­ვე­ლებს და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფორ­მებს მი­მარ­თავს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ მი­ა­წო­დოს სკო­ლის პერ­სო­ნალს, გა­უ­ზი­ა­როს ბავ­შ­ვ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ის თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და ურ­ჩი­ოს მათ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი გზე­ბით მის შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა;

ზუს­ტად იმი­სათ­ვის, რომ მშო­ბელ­მა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს სკო­ლას მი­სი შვი­ლის შე­სა­ხებ და წე­რი­ლო­ბით გა­უ­ზი­ა­როს რჩე­ვე­ბი, მას გა­მო­ად­გე­ბა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტი.

🔸🔸 რა არის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტი

სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ პა­ტა­რა წიგ­ნის სა­ხით, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბა ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია. ეს არის ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჭი­რო პი­რე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის ერთ-ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ დო­კუ­მენტს ავ­სებს მშო­ბე­ლი. ამ პრო­ცეს­ში მას შე­უძ­ლია და­იხ­მა­როს ბავ­შ­ვ­თან მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბე­ლიც.

ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა, ამ პა­ტა­რა წიგ­ნის (სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტის) მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში, ჩარ­თოს ბავ­შ­ვი. ეს პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სო უნ­და იყოს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რომ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორტს სტან­დარ­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ფორ­მა ჰქონ­დეს. შე­იძ­ლე­ბა მას იმ ობი­ექ­ტის ფორ­მა მის­ცეს მშო­ბელ­მა, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად (თუ ბავ­შ­ვის რე­სურ­სი იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა), რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან მოს­წონს, მა­გა­ლი­თად, მა­ტა­რებ­ლის, სახ­ლის და სხვა. შე­იძ­ლე­ბა ეს დო­კუ­მენ­ტი გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყოს ნა­ხა­ტე­ბით, ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბით, სუ­რა­თე­ბი­თა და სხვ. მშო­ბელს შე­უძ­ლია ამ დო­კუ­მენ­ტ­ში, მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით, პო­ზი­ტი­უ­რად ასა­ხოს ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ კომ­პ­ლექ­სუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ისე, რომ დო­კუ­მენ­ტი იოლად წა­სა­კითხი, სა­სარ­გებ­ლო, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­ხა­ლი­სო იყოს; მას­ში შე­ჯა­მე­ბუ­ლად უნ­და იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბავ­შის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცია, მი­სი ხედ­ვე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე, ინ­ტე­რე­სე­ბი, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტი პი­როვ­ნე­ბა­ზე ცენ­ტ­რი­რე­ბულ მიდ­გო­მას ემ­ყა­რე­ბა და პირ­ველ პირ­ში ივ­სე­ბა, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თი ჩა­ნა­წე­რი, სადაც ის­მის ბავ­შ­ვის ხმა: „ძა­ლი­ან მომ­წონს სა­თა­მა­შო ცხო­ვე­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რო­ცა მათ შე­სა­ხებ ამ­ბებს მიყ­ვე­ბი­ან და სუ­რა­თებს მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე­ბენ“; „არ მიყ­ვარს ხმა­მა­ღა­ლი ხმე­ბი და ხმა­უ­რი; ასეთ დროს ძა­ლი­ან ვშფო­თავ, შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რი ყვი­რი­ლი და­ვიწყო და ყუ­რებ­ზე ხე­ლე­ბი ავი­ფა­რო“. ასე­ვე, ამ დო­კუ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბავ­შ­ვი შე­იძ­ლე­ბა გვატყო­ბი­ნებ­დეს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში მი­სი დახ­მა­რე­ბა: „მე მი­ჭირს სი­ახ­ლე­ებ­თან შე­გუ­ე­ბა და ამის­თ­ვის დრო მჭირ­დე­ბა. გთხოვთ, რო­ცა და­გეგ­მილ გან­რიგ­ში რა­მე შე­იც­ვ­ლე­ბა, წი­ნას­წარ გა­მა­გე­ბი­ნეთ ხოლ­მე ამის შე­სა­ხებ“.

ამ სა­ხა­ლი­სო დო­კუ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, წე­სით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლე­ბელს, რა­თა შე­იქ­მ­ნას მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა, მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვ­დეს და ხე­ლი შე­უწყოს სკო­ლა­ში მის უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო ტრან­ზი­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სკო­ლაც წა­ა­ხა­ლი­სებს მშობ­ლის მი­ერ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტის მომ­ზა­დე­ბას.

🔸🔸 ტრან­ზი­ცი­ის არ­სი და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლობა ბავ­შ­ვის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის­თ­ვის

მო­მა­ვა­ლი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგე­ბი­ან, რო­დე­საც სკო­ლა­ში მის­ვ­ლა უწევთ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლა­ში მის­ვ­ლის/ტრან­ზი­ცი­ის ეტა­პი ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში აისა­ხოს, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც, კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მა­თი მო­მა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.

იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლა­ში ტრან­ზი­ცია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო იყოს და პო­ზი­ტი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბად იქ­ცეს, ეს პრო­ცე­სი უფ­რო­სე­ბის მხრი­დან უნ­და იყოს და­გეგ­მი­ლი, მხარ­და­ჭე­რი­ლი და დი­დი სიფ­რ­თხი­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ამის­თ­ვის კი აუცი­ლე­ბე­ლია, ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­როდ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დეს ყვე­ლა რგო­ლი: სკო­ლის კად­რი, მშო­ბე­ლი, ბა­ღი და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო/დღის ცენ­ტ­რი (თუ ბავ­შ­ვი სარ­გებ­ლობს და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სით), ანუ ბავ­შ­ვის მიმ­ღე­ბი და გამ­შ­ვე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან უნ­და თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ და მათ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არა ერ­თ­ჯე­რა­დი, არა­მედ მრა­ვალ­ჯე­რა­დი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი უნ­და იყოს. აუცი­ლე­ბე­ლია, რომ ბავ­შ­ვი წი­ნას­წარ იც­ნობ­დეს სკო­ლის ფი­ზი­კურ გა­რე­მოს, თა­ვის მო­მა­ვალ მას­წავ­ლე­ბელს, იცო­დეს, რას ნიშ­ნავს მოს­წავ­ლის რო­ლი, რა მოთხოვ­ნე­ბი არ­სე­ბობს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლის ქცე­ვას­თან მი­მარ­თე­ბით. ასე­ვე, თვი­თონ რა მო­ლო­დი­ნე­ბი უნ­და ჰქონ­დეს სკო­ლის მი­მართ; რო­დე­საც დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, ვის მი­მარ­თოს და სხვა, ანუ, ერ­თი მხრივ, ბავ­შ­ვი, ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, შემ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის და­საწყე­ბად და, მე­ო­რე მხრივ, თა­ვად სკო­ლის კად­რ­საც წი­ნას­წარ უნ­და ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვ­დეს მას. თუ მო­მა­ვალ პირ­ველ­კ­ლა­სელს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, მას გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა დას­ჭირ­დე­ბა. ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ სკო­ლის წი­ნას­წარ ინ­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს მშო­ბელს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები