24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მუ­სი­კა თვით­გა­მო­ხატ­ვის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის  სა­შუ­ა­ლე­ბაა

spot_img

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბი და მიდ­გო­მე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ცი­პით აგე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში მუ­სი­კის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია: მოს­წავ­ლე­ებ­ში მუ­სი­კის მოს­მე­ნი­სა და ში­ნა­არ­სის წვდო­მის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი მსმე­ნე­ლის აღ­ზ­რ­და, მოს­მე­ნი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა, ასე­ვე სიმ­ღე­რის, მუ­სი­კა­ლუ­რი დამ­წერ­ლო­ბის შეს­წავ­ლა და ისე­თი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც ხელს უწყობს ბავშვს სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნა­ში.

     

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სა­ბე­ჭი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს კარ­გად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და იცი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი ენის ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბი. იცი­ან, რომ მუ­სი­კა ყვე­ლა დრო­ი­სა და ხალ­ხის კულ­ტუ­რი­სა და ყო­ფის ნა­წი­ლია. ხალ­ხურ საკ­რა­ვებს სხვა ერე­ბის საკ­რა­ვებ­თან აკავ­ში­რე­ბენ და  მათ ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ.

მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რი­სა და საკ­რა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის მი­მართ. აქედან გა­მომ­დი­ნა­რე, მუ­სი­კის წრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის იდე­აც მათ ეკუთ­ვ­ნით. მუ­სი­კა­ლუ­რი წრის „მე­ლო­მან­მა“ წევ­რებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პრო­ექ­ტი „ვეც­ნო­ბით საკ­რავ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს“. ამ მიზ­ნით ეწ­ვივ­ნენ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ, ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ, ნა­ბი მუ­სა­ევს. მან დე­ტა­ლუ­რად აუხ­ს­ნა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საკ­რა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი სა­ზი, გა­აც­ნო მი­სი წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია და დაკ­ვ­რის ხე­ლოვ­ნე­ბა.

სკო­ლა­ში მო­იწ­ვი­ეს სოფ­ლის უხუ­ცე­სი, 80 წლის, პრო­ექტ „ნი­ჭი­ე­რის“ ფი­ნა­ლის­ტი (2016წ) დურ­სუნ მი­ქე­ლა­ძე. მან ბავ­შ­ვებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ებ­ში ფან­დუ­რის წარ­მო­შო­ბი­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბის ის­ტო­რია გა­აც­ნო, შე­ას­რუ­ლა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი.

გი­ტა­რის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია უც­ნო­ბია, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ში ამ საკ­რავს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია. არც ეს დარ­ჩე­ნი­ათ ყუ­რადღე­ბის მიღ­მა მოს­წავ­ლე­ებს. გა­დაწყ­ვი­ტეს სტუმ­რად მი­სუ­ლიყ­ვ­ნენ ახალ­გაზ­რ­და ნი­ჭი­ერ გი­ტა­რის­ტ­თან, თორ­ნი­კე ხოზ­რე­ვა­ნი­ძეს­თან. მან დე­ტა­ლუ­რად აუხ­ს­ნა მოს­წავ­ლე­ებს გი­ტა­რა­ზე დაკ­ვ­რის ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­ნო­ტო ჩა­ნა­წე­რე­ბით.

       

და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ქარ­თუ­ლი საკ­რა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი­თაც – სა­ლა­მუ­რით. ამ მიზ­ნით, ეწ­ვივ­ნენ ირი­ნა მერ­ლანს, რო­მე­ლიც კარ­გად ფლობს სა­ლა­მურ­ზე დაკ­ვ­რის ხე­ლოვ­ნე­ბას. მან სა­ლა­მუ­რიც აამ­ღე­რა და წრის წევ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი გავ­რ­ცე­ლე­ბის ის­ტო­რი­აც გა­აც­ნო.

პრო­ექ­ტი და­ას­რუ­ლეს კლა­ვი­ში­ა­ნი საკ­რა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით – ელექ­ტ­რო­გი­ტა­რით, რო­მე­ლიც ლუ­კა ბე­რი­ძეს აღ­მო­აჩ­ნ­და და სკო­ლა­ში მო­ი­ტა­ნა, რა­თა ამ საკ­რავ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­საც გას­ც­ნო­ბო­დნენ. მე კი მოს­წავ­ლე­ებს მუ­სი­კა­ში ასო­ი­თი სის­ტე­მა ავუხ­სე­ნი, ასე­ვე, ვე­სა­უბ­რე ფორ­ტე­პი­ა­ნოს წი­ნა­მორ­ბედ საკ­რა­ვებ­ზე – კლა­ვი­კორ­დ­სა და კლა­ვე­სინ­ზე, რო­მელ­თა დახ­ვე­წის შე­დე­გა­დაც შე­იქ­მ­ნა ფორ­ტე­პი­ა­ნო, რომ­ლის სა­ხე­ო­ბე­ბი­ცაა პი­ა­ნი­ნო და რო­ი­ა­ლი.

პრო­ექ­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო, სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის იყო. მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი მათ სამ­ყა­როს ახ­ლე­ბუ­რად აღ­ქ­მა­ში, თვალ­სა­წი­ე­რის გაზ­რ­და­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე, მუ­სი­კის რო­ლის გა­აზ­რე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი ეს­თე­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ნი­ნე­ლი ვიბ­ლი­ა­ნი – წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სა­ბე­ჭი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები