28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მრგვალი მაგიდა რესურსცენტრების ჩართულობით

spot_img

ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, 24 მარტს, ZOOM პლატფორმაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა შეხვედრა, თემაზე: „არაძალადობრივი, უსაფრთხო გარემო სკოლებში და რესურსცენტრების როლი არაფორმალური განათლების ხელშეწყობის საკითხებში“. შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის რესურსცენტრების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელიც სკოლებში უსაფრთხო სკოლის მოდელის ფორმირების პროცესში არსებობს. შეხვედრაზე გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელთა დანერგვა ხელს შეუწყობს რესურსცენტრებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და არაძალადობრივი გარემოს შექმნას.

„სკოლას როცა აქვს ავტონომია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს მკაფიოდაა მითითებული, თავად უნდა იყოს დაინტერესებული უსაფრთხო სკოლის კონცეფციით. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პირდაპირ წერია, რომ ძალადობაზე სკოლამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,“ – ამბობს ღონისძიების მონაწილე ერთ-ერთი მასწავლებელი.

პედაგოგებმა ხაზი გაუსვეს რესურცენტრის როლს ძალადობის პრევენციის კონტექსტში„რესურსცენტრი ის ბირთვი, რომელიც გადაანაწილებს და მეტად ქმედითს გახდის ძალადობის პრევენციაზე მუშაობას.“

დისკუსიისას გამოიკვეთა მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლების პედაგოგთათვის, ონლაინ საგაკვეთილო პროცესში ჩართვისათვის, სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სწავლების საჭიროება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგის აზრით: „კარგი იქნებოდა მაღალმთიანი სოფლის სკოლებისთვის, ადგილზე, პრაქტიკულად გვასწავლონ სოციალური ქსელების გამოყენება. მერწმუნეთ, ეს უნარჩვევები ბევრ მასწავლებელს არ აქვს, რაც აისახება კიდეც სწავლის პროცესზე. აქედან გამომდინარე, დაბალია მოსწავლეთა მოტივაცია,“

დისკუსიისას, ასევე, ხაზი გაესვა არაფორმალური განათლების როლს მოსწავლის პიროვნული განვითარებისათვის.

„სკოლების არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა აუცილებელია, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასწავლებლებმა, ჩვენი პროექტის შემდეგ, მოსწავლეები სხვაგვარად დაინახეს და გადააფასეს,“ – ამბობს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულების კონფლიქტოლოგი.

ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული კვლევა დეტალურად ხელმისაწვდომია – http://fsokhumi.ge/index.php/ka/archive-ka/publicatia/7189-2020-11-05-16-22-28

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები