24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოხალისე პედაგოგი 2021 – გააზიარე ცოდნა საზოგადოების უსაფრთხოებისთვის!

spot_img

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ „მოხალისე პედაგოგი 2021“-ის შერჩევის პროცესი დაიწყო – „გააკეთე განაცხადი 28 ოქტომბრამდე და გააზიარე ცოდნა საზოგადოების უსაფრთხოებისთვის!“

პროექტი „მოხალისე პედაგოგი“ პირობითი მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. შერჩეული პედაგოგები სააგენტოს ბენეფიციარებისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ სხვადასხვა საგანში, მათთვის სასურველი მიმართულებით.

მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ცოდნის გაზიარების მსურველებს, პროექტი შესაძლებლობას მისცემს, მხარი დაუჭირონ ბენეფიციარებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, ამასთან ერთად, ინიციატივა საუკეთესო საშუალებაა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადობაში რეინტეგრაციისთვის.

„კურსის დასრულების შემდეგ, მოხალისე პედაგოგები, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, განრიდებული პირების მხარდაჭერისა და პირობით მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდებიან. – აცხადებენ უწყებაში.

კურსების ხანგრძლივობა და გაკვეთილების ინტენსივობა შერჩეულ მოხალისე პედაგოგებთან ერთად განისაზღვრება.

მოხალისე პედაგოგი შეიძლება გახდეს შესაბამისი დარგის მცოდნე სრულწლოვანი პირი, როემლსაც, სასურველია, ჰქონდეს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. სწორედ ასეთი მოხალისე პედაგოგების საშუალებით შეძლებენ ბენეფიციარები სასურველი მიმართულებით ცოდნის დაუფლებასა და გაღრმავებას.

 „პროექტი ემსახურება, ერთი მხრივ, სააგენტოს ბენეფიციართა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, მათი სოციალიზაცია/რესოციალიზაციის, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით, რისი მიღწევაც დანაშაულის პრევენციის საწინდარია. ხოლო, მეორე მხრივ, პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებასა და თითოეული მოქალაქის მიერ მასზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას. პროექტი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რესოციალიზაციაში.“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები