20 აპრილი, შაბათი, 2024

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა

spot_img

და­რი­კო ხვე­დე­ლი­ძე

სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ის­ტო­რია-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლის აქ­ტი­ურ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. აქ­ვე დავ­ს­ვათ კითხ­ვა: სად უნ­და მიგ­ვიყ­ვა­ნოს პრო­ცეს­მა? რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სწორ, დი­ნა­მი­კურ პრო­ცესს? გარ­და იმი­სა, რომ გვაქვს ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი (გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა), არ­სე­ბობს ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნა — ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა, ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის დროს მოს­წავ­ლეს აქვს შან­სი, გა­ნი­ვი­თა­როს ისე­თი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რი, რო­გო­რი­ცაა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არაა ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქ­ცი­უ­რი (და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თი) უნა­რი, რო­მე­ლიც საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის დროს ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­ვე­ხე­ბი მხო­ლოდ და­სა­ხე­ლე­ბულ უნარს.

ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ლექ­ცი­უ­რი მე­თო­დი ნაკ­ლე­ბად გა­მოდ­გე­ბა, უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია დის­კუ­სია, კონ­კურ­სი, კონ­ფე­რენ­ცია და ა.შ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბაც, რაც უფ­რო მას­შ­ტა­ბურ­სა და ეფექ­ტი­ანს ხდის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის კო­ლე­გებს შევ­თა­ვა­ზებ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც, ჯა­მუ­რად, უკ­ვე პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვა­საც შე­უწყობს ხელს.

⇒ უზე­ნა­ე­სი ეთი­კის პრინ­ცი­პე­ბი:

ესე­ე­ბის კონ­კურ­სი თე­მა­ზე „ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა“

პი­რო­ბა: და­წე­რეთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის თე­მა­ზე.

შე­ნიშ­ვ­ნა: ვიდ­რე ამ და სხვა ტი­პის და­ვა­ლე­ბებს მივ­ცემთ მოს­წავ­ლე­ებს, მა­ნამ­დე უმ­ჯო­ბე­სია, კარ­გად გა­ვარ­კ­ვი­ოთ ბავ­შ­ვე­ბი, რას მო­ითხოვს და­ვა­ლე­ბა, რო­გორ უნ­და შე­იქ­მ­ნას და ა.შ. წე­რი­ლო­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის კარ­გია, თუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბე­ბი­სად­მი შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა

აღწერეთ სი­ტუ­ა­ცი­უ­რი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის დროს შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბამ გა­მო­ი­ღო და­დე­ბი­თი შე­დე­გი.

⇒ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი და თა­ნა­შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა:

პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა

წარ­მო­ად­გი­ნეთ გუნ­დუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე (თე­მა სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით აარ­ჩი­ეთ).

კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვა 

მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის კონ­კურ­სი კონ­ფ­ლიქ­ტ­ზე.

კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და­ფა­სე­ბა

დის­კუ­სია კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის შე­სა­ხებ.

⇒ თე­მის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­აზ­რე­ბა:

ლო­კა­ლუ­რი თე­მის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი

სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის ტექ­ს­ტის შექ­მ­ნა სოფ­ლის/ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მა­ზე.

ქვეყ­ნის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი

ფო­კუს-ჯგუ­ფი (6-12 მოს­წავ­ლე)

შე­ნიშ­ვ­ნა: ფო­კუს-ჯგუ­ფის სწო­რად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მო­დე­რა­ტო­რის მი­ერ  კითხ­ვე­ბის სწო­რად­შერ­ჩე­ვა, დრო­ი­სა და ემო­ცი­ის მარ­თ­ვა, მიზ­ნობ­რი­ო­ბა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა, ტო­ლე­რან­ტუ­ლი, არა­კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი, ასერ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. მო­დე­რა­ტო­რად ან თა­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი/მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და შე­ირ­ჩეს, ან შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მოს­წავ­ლე.

მსოფ­ლი­ოს ცოდ­ნა და შე­მეც­ნე­ბა

პოს­ტე­რე­ბის კონ­კურ­სი

შე­ნიშ­ვ­ნა: პოს­ტე­რე­ბის კონ­კურ­სის­თ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ვიხ­მართ ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს.

ცხა­დია, რომ ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. ის გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ­დე­ბა დრო­ის არას­წო­რი მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში. შე­საძ­ლოა, თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­კო­ლო კლუ­ბის დო­ნე­ზე მო­ი­სინ­ჯოს ან ჩა­შენ­დეს მე-10 კლას­ში, პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ის შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნე­ბი (ესე, პოს­ტე­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტი და ა.შ.), რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს:

♦ მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას;

♦ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის (ცნე­ბე­ბი, სა­ფე­ხუ­რის შე­დე­გე­ბი) მიღ­წე­ვას;

♦ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის (თე­მე­ბის, სა­კითხე­ბის) უკეთ და­უფ­ლე­ბას;

♦ სკო­ლის რე­ი­ტინ­გის ზრდას;

♦ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას;

♦ ში­და სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ზრდას;

♦ თვით­ს­წავ­ლის, თვი­თაქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას;

♦ 21-ე სა­უ­კუ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

♦ სკო­ლა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები