25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლის გვერდი

spot_img

გთავაზობთ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის მეთერთმეტეკლასელების ⇒  თი­ნა­თინ შა­რა­ბი­ძისა და ანანო ესართიას თხზულებებს.

პედაგოგი ⇒ თამარ კობერიძე

თი­ნა­თინ შა­რა­ბი­ძე

 

 

ბე­თა­ნია

ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტერ­მა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის ლექ­სებ­ში „თა­მარ მე­ფის სა­ხე ბე­თა­ნი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში“ და „უკა­ნას­კ­ნე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი“. ორი­ვე ლექ­ს­ში ბე­თა­ნია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დი­დე­ბულ წარ­სულ­თან და პო­ე­ტებს ამ დი­დე­ბუ­ლი წარ­სუ­ლის დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბა მწუ­ხა­რე­ბით ავ­სებს:

„ყვა­ვი­ლო­ვა­ნი წალ­კო­ტი შე­ნი,

შე­ნის დი­დე­ბის სხივ­მოკ­ლე­ბუ­ლი,

აღა­რა ჰშვე­ნის,

აღარ გვიბ­რ­წყინ­ვის

შავ დრო­თა ძა­ლით, ფერ წახ­დე­ნი­ლი!“

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი თა­მარ მე­ფეს ევედ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს „მოწყა­ლის თვა­ლით“ მო­ხე­დოს, რომ აკურ­თხოს თა­ვი­სი ჯვრით ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რო­გორც ამას შამ­ქო­რი­სა და ბა­სი­ა­ნის ბრძო­ლე­ბის წინ აკე­თებ­და ხოლ­მე:

„მო­ხე­დო ბედ­კ­რულს,

შენს სატ­რ­ფოს-მა­მულს,

და ჯვა­რით შე­ნით აკურ­თხო კვა­ლად.“

ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტ­რის­კენ მი­მა­ვა­ლი ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლი კი თით­ქოს გოლ­გო­თა­ზე ადი­ო­დეს, გზა­ში ომ­ში და­ღუ­პულ­თა მი­ერ შე­წი­რუ­ლი ცრემ­ლე­ბით ნა­საზ­რ­დო­ებ მდი­ნა­რეს ხე­დავს:

„ხევ­ში მდი­ნა­რე შე­მოგ­ვე­ფე­თა,

შე­წი­რულ ბავ­შ­ვ­თა ცრემ­ლე­ბი იყო.“

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი თა­მარ მე­ფის ფრეს­კას უყუ­რებს და წუხს იმა­ზე, რომ ქარ­თ­ველთ და­უ­კარ­გავთ ის თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ ერი გვერ­ქ­ვას:

„წმი­დით საყ­და­რით,

ენით მდი­და­რით,

სწავ­ლი­სა შუ­ქით გა­ნა­თე­ბუ­ლი!

ზნე ამაღ­ლე­ბით,

ძლე­ვის დი­დე­ბით,

სამ­შობ­ლო მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი­თა!“

ნი­კო სა­მა­დაშ­ვილს კი ბე­თა­ნი­ის ნახ­ვი­სას ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე ლა­შა-გი­ორ­გი ახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რედ მონ­ღო­ლებ­თან ბრძო­ლა­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ამას ძა­ლი­ან ხა­ტოვ­ნად გა­მოთ­ქ­ვამს იგი:

„ეხ­ლაც კი ვამ­ჩ­ნევ ლა­შას სა­ხე­ზედ

ჯა­ლა­ლედ­დი­ნის შე­მოკ­რულ სი­ლას.“

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ ეროვ­ნულ თვი­სე­ბა­თა და­კარ­გულ ქარ­თ­ვე­ლებს, დამ­ცი­რე­ბუ­ლებს, უიმე­დო­ებს, ხმა­ჩაკ­მენ­დი­ლებს ვე­ღარ იც­ნობს თა­მარ მე­ფე, რო­მელ­საც ლოც­ვა­ში გარ­თულს თვა­ლე­ბი და ხე­ლე­ბი ზე­ცის­კენ აღუპყ­რია:

„მაგ­რამ ცად თვალ­ნი

გაქვს მიქ­ცე­ულ­ნი,

და მე ვე­ღარ მცნობ გულ­შე­მუს­ვ­რილ­სა.“

ერის მმარ­თ­ვე­ლი ხომ მწყემ­სია კე­თი­ლი, ხო­ლო ხალ­ხი კი მი­სი სამ­წყ­სო. ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის აზ­რით კი მის თა­ნა­მედ­რო­ვე, ანუ კო­მუ­ნის­ტურ რე­ჟიმ­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ვე­ლო­ბას და­უ­კარ­გავს თა­ვი­სი მწყემ­სი და ამი­ტომ, მმარ­თ­ველ­და­კარ­გუ­ლი, ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი „სოფ­ლის ნა­ხი­რი“, სა­კუ­თა­რი საფ­ლა­ვის თხრას თა­ვად შეს­დ­გო­მია:

„აქ თა­ვის თა­თით ითხ­რი­და საფ­ლავს,

წყემ­ს­და­ღუ­პუ­ლი სოფ­ლის ნა­ხი­რი.“

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს, მუხ­თა­ლი წუ­თი­სოფ­ლის­გან შე­ში­ნე­ბულს, თა­მა­რის ფრეს­კის ცქე­რი­სას, უიმე­დო­ბა ეუფ­ლე­ბა, ვა­ი­თუ ის ძვე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბა აღარ დაბ­რუნ­დეს:

„ვაჰ თურ რაც წახ­დეს

ვე­ღა­რა აღ­ჰ­დ­გეს,

ვე­ღარ აღ­ყ­ვავ­დეს ახ­ლის შვე­ნე­ბით?“

ქარ­თ­ვე­ლებ­ზე, ქრის­ტი­ა­ნებ­ზე, კო­მუ­ნის­ტუ­რი უღ­მერ­თო­ბის გა­ბა­ტო­ნე­ბით აღ­შ­ფო­თე­ბულ მაცხო­ვარს ძლივს ამ­შ­ვი­დებ­და რჯულ­დაწყ­ვე­ტი­ლი ორი ქარ­თ­ვე­ლი. ეს ორი ქარ­თ­ვე­ლი ბე­თა­ნი­ის სა­ნა­ხა­ვად წა­მო­სუ­ლი ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლი და მი­სი მე­გო­ბა­რია, ხო­ლო რჯულ­დაწყ­ვე­ტილ­ნი იმი­ტომ არი­ან, რომ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი და ჩვე­ნი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის სიწ­მინ­დე მტერ­მა შებღა­ლა. ბე­თა­ნია რომ უდი­დე­ბუ­ლე­სი ტა­ძა­რი იყო და სა­ქარ­თ­ვე­ლო კი უძ­ლი­ე­რე­სი ქვე­ყა­ნა, ამას ამ­ტ­კი­ცებს ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბი:

„აქ წარ­მარ­თე­ბიც მუხ­ლებს იყ­რიდ­ნენ,

რო­გორც ამ­ბო­ბენ დიდ გი­ორ­გო­ბას.“

დღეს იმ დი­დე­ბუ­ლე­ბის­გან კი ბე­თა­ნი­ის სამ­რეკ­ლო­ში მხო­ლოდ მტვე­რი და ნა­გა­ვი დარ­ჩე­ნი­ლა:

„სამ­რეკ­ლო იდ­გა მუ­დამ პირ­ქუ­შად,

თუ და­რე­კავ­დი გაყ­რი­და ნა­გავს.“

ქარ­თ­ველ­თა ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბით აღ­შ­ფო­თე­ბულ პო­ეტს, იესოს მსგავ­სად, სა­კუ­თა­რი თა­ვის მსხვერ­პ­ლად შე­წირ­ვა უნ­და ქარ­თ­ვე­ლე­ბის ცოდ­ვა­თა გა­მო­სას­ყი­დად და გა­და­სარ­ჩე­ნად:

„აქ შე­გე­წი­რე ნე­ტა­ვი დე­დავ,

თა­ვი და­მე­დო და და­გე­კა­ლი.“

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნიც, ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის მსგავ­სად, მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძვე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხე მხო­ლოდ ბე­თა­ნი­ის ფრეს­კებ­ში ინა­ხე­ბა; სხვა ყვე­ლა­ფე­რი კი გაქ­რა და გა­ცამ­ტ­ვერ­და:

„დი­დე­ბა ჩვე­ნი,

ცად სხივ­მიმ­ფე­ნი,

ნუ­თუ ეს­ღა გვაქვს, ვჰხე­დავთ რა­სა­ცა?“

ამ­გ­ვა­რად, ბე­თა­ნია, რო­გორც ძვე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხე-სიმ­ბო­ლო ჰპო­ვებს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის ლექ­სებ­ში. ორი­ვე პო­ეტ­ში წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა თან სი­ხა­რულ­სა და თან დიდ მწუ­ხა­რე­ბას ჰბა­დებს, რომ იმ დი­დე­ბუ­ლე­ბის­გან მცი­რე­დიც აღარ დარ­ჩე­ნი­ლა და ქარ­თ­ველ ერს ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბე­ბი და­უ­კარ­გავს, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი ხა­ნი გა­აძ­ლე­ბი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუხ­თალ წუ­თი­სო­ფელ­თან ბრძო­ლა­ში.

 

 

ანანო ესართია

 

 

გოგჩა

„მღე­რა­ლო ტკბი­ლო, მა­მუ­ლიშ­ვი­ლო, ამაღ­ლე­ბუ­ლო სუ­ლით ზე­ცამ­დე, იყავ კურ­თხე­ულ, არ­და­ვიწყე­ბულ, ამი­ე­რი­დან უკუ­ნი­სამ­დე“ — სწო­რედ ასე მო­იხ­სე­ნი­ებს აკა­კი წე­რე­თე­ლი ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ალექ­სან­დ­რე გახ­ლ­დათ რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა სავ­სეა წარ­სუ­ლის გან­ც­დე­ბით. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ლექ­სიც აქვს მიძღ­ვ­ნი­ლი, რო­მელ­შიც ვკითხუ­ლობთ: „მი­სი ლექ­სი შვე­ბით, ლხე­ნით, ხან მეჯ­ლის­ში მოფ­რინ­დე­ბა, გულს ჩა­გეკ­ვ­რის, ლა­ღობს, ხა­რობს, გამ­ღე­რებს და ამ­ღერ­დე­ბა, ხან დაჰ­ყუ­რებს ნაღ­ლი­ა­ნად, და­ფიქ­რე­ბით გოგ­ჩის ტბა­სა და ემ­დუ­რის წვა­ვის მოთ­ქ­მით, და­უდ­გ­რო­მელ დროთ ბრუნ­ვა­სა“.

პო­ე­ტი ლექ­ს­ში „გოგ­ჩა“ თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გად­მოგ­ვ­ცემს ტბის პირ­ვე­ლად ნახ­ვი­სას. ლექ­ს­ში თვი­დან­ვე იგ­რ­ძ­ნო­ბა წუ­თი­სოფ­ლის წარ­მავ­ლო­ბა, დრო­ის და­უდ­გ­რომ­ლო­ბა და ცხოვ­რე­ბის ამა­ო­ე­ბა, რაც ალექ­სან­დ­რეს შე­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. რო­გორც ვი­ცით, ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს რო­მან­ტი­კო­სე­ბის პო­ე­ზი­ა­ში. ხან მშვი­დია ეს ტბა, ხან მღელ­ვა­რე, ზოგ­ჯერ ბრო­ლი­ვით გამ­ჭირ­ვა­ლე, წმინ­და და უძ­რა­ვი. ამ ეპი­თე­ტე­ბით ამ­კობს პო­ე­ტი ტბას, რად­გან მკით­ხვე­ლი­სათ­ვის უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დეს მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა. მას­ში ხან ცის ლაჟ­ვარ­დი ირეკ­ლე­ბა, ხან — მწვა­ნე მთე­ბი. ზო­გის­თ­ვის ეს ტბა შე­საძ­ლოა ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლო იყოს, თუმ­ცა ჩემ­თ­ვის სარ­კეა. იგი არის მი­წა­ზე, თუმ­ცა ირეკ­ლავს რო­გორც მთებს, ისე ზე­ცი­ურს — ცას და მთვა­რეს. სარ­კე საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნივ­თია.

ხან­და­ხან უეც­რად მოჰ­კ­რავ თვალს შენს თავს სარ­კე­ში და შე­ამ­ჩ­ნევ რამ­დე­ნი წე­ლი გა­ვი­და. თით­ქოს, ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რია, თუმ­ცა სარ­კე ხომ ცხოვ­რე­ბის ანა­რეკ­ლია. იგი ზუს­ტად ასა­ხავს ჩვენს დღე­ვან­დე­ლო­ბას. თა­ვი­დან უმ­ზერ შენს თავს, ფიქ­რობ გა­რე­გან სი­ლა­მა­ზე­ზე, მაგ­რამ რაც უფ­რო დიდ­ხანს შე­ხე­დავ, სარ­კეც აგ­ხედ-ჩაგ­ხე­დავს და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და­გიწყებს. შენ კი ამ­ჩ­ნევ წლე­ბის შტრი­ხებს, უნებ­ლი­ედ მო­დის კითხ­ვა თუ რა გა­ა­კე­თე, რის­თ­ვის მოხ­ვე­დი. სარ­კე გვახ­სე­ნებს ჩვენს გა­სა­კე­თე­ბელ და დამ­თავ­რე­ბულ საქ­მე­ებს, რომ არის წუ­თი­სო­ფე­ლი და ბევ­რი რამ მო­სას­წ­რე­ბია. თუმ­ცა, ამავ­დ­რო­უ­ლად, დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც ვე­ღა­რას­დ­როს ჩა­ი­ხე­დავ ვერც სა­კუ­თარ თავ­ში და ვე­ღარც სარ­კე­ში. სარ­კეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა აქვს, მის­თ­ვის ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია და ერ­თია. ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი ამ­ბობ­და, რომ სარ­კე სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, რად­გან რო­ცა ტი­რი, ის არას­დ­როს იცი­ნის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სარ­კე ცრუ ნდო­ბის გან­ც­დას გვიქ­მ­ნის. იგი ერ­თა­დერ­თი ანა­რეკ­ლია, რომ­ლი­თაც სა­კუ­თარ თავს აღ­ვიქ­ვამთ და ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ, სა­ერ­თო არ აქვს იმას­თან, თუ რო­გორ გვხე­და­ვენ სხვე­ბი. ამი­ტო­მაც ვთლი, რომ შე­საძ­ლოა ტბა სწო­რედ სარ­კის სიმ­ბო­ლო იყოს.

ავ­ტო­რი პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა გო­რაკს ჰგავს, ანუ უსას­რუ­ლო არა­ფე­რია. მუ­დამ აწ­მ­ყო­თი არ უნ­და ვიცხოვ­როთ, რაც იყო გუ­შინ, დღეს აღარ არის და არა­ვინ იცის რა იქ­ნე­ბა ხვალ; „იგი წა­ვა და სხვა მო­ვა ტურ­ფა­სა სა­ბაღ­ნა­რო­სა“ (შო­თა რუს­თა­ვე­ლი).

„და აღიძ­ვ­რი­ან იმავ მი­წის­თ­ვის, რაც დღეს თუ ხვალ თვით­ვე არი­ან“ (ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი).

„ბრძენ­ნი ამ­ბო­ბენ, მო­ვა დრო და თქვენც ჩაქ­რე­ბი­თო, — უთხ­რა ცი­ცი­ნა­თე­ლამ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს. ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­მა არა­ფე­რი უპა­სუ­ხეს“.

ბე­თა­ნია გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ნი­კო სა­მადაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით

ჩვენ გა­ვე­ცა­ნით  გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის ლექ­სებს — „თა­მარ მე­ფის სა­ხე ბე­თა­ნი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში“ და „უკა­ნას­კ­ნე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი“. მი­უ­ხე­და­ვად მთა­ვა­რი სა­ერ­თო გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი­სა, ეს ორი ლექ­სი საგ­რ­ძ­ნობ­ლივ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ადა­მი­ა­ნებს, და მით უფ­რო ქარ­თ­ვე­ლებს, გვა­ხა­სი­ა­თებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა ისე­თი ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლია სხვე­ბის­გან და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის მქო­ნეა, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, იერუ­სა­ლი­მია. სწო­რედ ანა­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვის გა­მო გვხვდე­ბა ამ ორ ლექ­ს­ში ბე­თა­ნი­ი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ვი­ნა­ი­დან ეს გახ­ლ­დათ ლა­ზა­რეს მკვდრე­თით აღ­დ­გე­ნის ლო­კა­ცია. ამ ტა­ძარ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა, რო­გორც თა­მარ მე­ფის, ისე ლა­შა-გი­ორ­გის ფრეს­კე­ბი, რო­მელ­თად­მი პო­ე­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ლექ­სებ­შიც შევ­ხ­ვ­დე­ბით.

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი გა­ნიც­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვას და მო­სახ­ლე­ო­ბის ზნე­ობ­რივ და­ცე­მას. თა­მარ მე­ფე კი მის­თ­ვის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ და მი­სა­ბაძ ხატს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის წი­ნა­შე ცრემ­ლ­მომ­დ­გა­რი მუხლს იდ­რეკს და თა­ვი­სი ქვეყ­ნის სატ­კი­ვარს შეს­ჩი­ვის. იგი ასე­ვე სა­უბ­რობს თა­მა­რის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ზე, ანუ მხატ­ვ­რუ­ლად რომ ვთქვათ, „ოქ­როს ხა­ნა“-ზე. პო­ეტს სურს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დეს წარ­სუ­ლი დი­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის ლექ­ს­ში არ გვხვდე­ბა პირ­და­პი­რი მი­მარ­თ­ვა ფრეს­კი­სად­მი. იგი, უბ­რა­ლოდ, გაკ­ვ­რით ახ­სე­ნებს „ეხ­ლაც კი ვამ­ჩ­ნევ ლა­შას სა­ხე­ზედ ჯა­ლა­ლე­დი­ნის შე­მოკ­რულ სი­ლას“. ურ­წ­მუ­ნო­ე­ბის გან­ც­და ჭარ­ბად იჩენს თავს. ღმერ­თი, რო­გორც „ქმნი­ლე­ბა“, არ ჩანს მის ლექ­ს­ში, რაც ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის ამ სამ­ყა­რო­ში ზედ­მე­ტო­ბი­სა და სი­ცოცხ­ლის უაზ­რო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას იწ­ვევს მკითხ­ველ­ში. ტი­პი­უ­რი ქრის­ტი­ა­ნის­თ­ვის უფა­ლი რწმე­ნის და იმე­დის მომ­ტა­ნია, რა­საც ვერ ვიტყო­დი ნი­კო­ზე. ლექ­სი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს უბე­დუ­რე­ბა და სევ­და. რო­გორც გრი­გოლს, ისე მა­საც ადარ­დებს სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს ბე­დი, თუმ­ცა რა­ღა ბე­დი, იგი თვი­თონ­ვე აღ­წერს იმ­დ­რო­ინ­დელ გახ­რ­წ­ნილ სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ყვე­ლა­ფე­რი დამ­ჭ­კ­ნა­რი, გა­მო­ფი­ტუ­ლი და უპატ­რო­ნოა: „და­უ­სუს­ხია მზის ბუჩ­ქი ჭინ­ჭარს, ქან­და­კე­ბა სდგას აღ­თ­ქ­მუ­ლი მგზავ­რის“, „აქ თა­ვის თა­თით ითხ­რი­და საფ­ლავს მწყემ­ს­და­ღუ­პუ­ლი სოფ­ლის ნა­ხი­რი“. ამ უკა­ნას­კ­ნელ სტრი­ქონ­ში ჩანს ბიბ­ლი­უ­რი მწყემ­სის, რო­გორც სი­კე­თის სიმ­ბო­ლო­სა და გა­რე­სამ­ყა­როს ურ­თი­ერ­თო­ბა. ლექ­სის მი­ხედ­ვით მწყემ­სი, ანუ ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ბრბოს მე­თა­უ­რია, და­ღუ­პუ­ლია და აღარ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, არ არის ჰარ­მო­ნია და სიმ­შ­ვი­დე, არის ქა­ო­სი და ბრბოს ქმე­დე­ბას არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვი, მი­ზა­ნი და აზ­რი.

ნიც­შეს აზ­რით, ადა­მი­ა­ნი არის ის, რაც უნ­და და­იძ­ლი­ოს. ნი­კო კი ეძებს ადა­მი­ა­ნის ჭეშ­მა­რიტ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას. ლექ­ს­ში „უკა­ნას­კ­ნე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი“ ნათ­ლად ჩანს, რომ ადა­მი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟის ნა­წი­ლია. ეს პე­ი­ზა­ჟი კი, უმე­ტეს­წი­ლად, თა­ვად ადა­მი­ა­ნის წარ­სუ­ლის ფუნ­ჯი­თაა ნა­ხა­ტი.

„მათხო­ვა­რი ზის, რო­გორც ობო­ბა, მყრალ ჯო­ჯო­ხე­თის მოხ­დი­ლი პკეა“. ნი­კოს­თ­ვის ადა­მი­ა­ნის სა­ხე არის მათხო­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი და ძი­რი­თა­დად, მე­ქა­ნი­კუ­რად მო­მუ­შა­ვე სა­ცე­ცე­ბით ეძებს ად­გილს სამ­ყა­რო­ში. გა­სა­მახ­ვი­ლე­ბე­ლია ყუ­რადღე­ბა იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბუ­ლია რო­გორც „მათხო­ვა­რი“, რაც, ვფიქ­რობ, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც მეტყ­ვე­ლებს.

„ყვე­ლა­ფერ­ში ბზა­რია. ასე შე­მო­დის შუ­ქი,“ — თქვა ლე­ო­ნარდ კო­ენ­მა. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი პე­სი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბი­სა, ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლი, მარ­თა­ლია, შე­პარ­ვით, თუმ­ცა მა­ინც ამ­ბობს რომ „გზა სჩან­და ოდ­ნავ“. პო­ე­ტი  იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გახ­ლ­დათ, თუმ­ცა მას არ ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი უსას­რუ­ლო იმე­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ოდეს­მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და. იმე­დის სხი­ვი ყო­ველ­თ­ვის არის. მას გუ­ლის სიღ­რ­მე­ში მა­ინც სჯე­რო­და ამის, ვი­ნა­ი­დან, რო­დე­საც ჩვენ და­ზუს­ტე­ბით ვი­ცით რა გვინ­და, შეგ­ვიძ­ლია ად­რე თუ გვი­ან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი. ნი­კო იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ რა­ღა­ცას ჰქონ­და აზ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რო­გორ და რო­დის გა­მო­ვი­დო­და და რა იქ­ნე­ბო­და გა­მო­სა­ვა­ლი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები